საპროტესო აქცია პარლამენტთან, დედები ონლაინ სწავლების წინააღმდეგ გამოდიან

  •  

 “არა ონლაინ სწავლებას”, – ამ ლოზუნგით გაიმართა საპროტესო აქცია პარლამენტთან, სადაც დედები ონლაინ სწავლების წინააღმდეგ გამოდიან. „იანვარში სულ 5 მილიარდს ელოდებიან, რომელიც დაერიცხებათ და თუ არ გააწითლეს ქვეყანა, ეს ხუთი მილიარდი არ დაერიცხებათ“ – ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ხატია სიჭინავამ განაცხადა და დასძინა, რომ ონლაინ სწავლებას შედეგი არ აქვს და გაუნათლებელი თაობა არის ადვილად დასამორჩილებელი. მისივე თქმით წინა სემესტრში მიღებული ცოდნის დონე არის ნული და ბავშვებს არაფერი უსწავლიათ. „გაუნათლებელი თაობა არის ადვილად დასამონებელი. არანაირი ონლაინ სწავლება! ეს არის სიცრუე, გაუმართავი შეუმდგარი ონლაინ სწავლება. როდესაც ბავშვები სხედან კომპიუტერთან და მასწავლებელს…

მეტი...

“შემოდგომაზე მოსალოდნელი ვირუსები გაართულებს „კოვიდ-19“-ის მართვას” – თენგიზ ცერცვაძე

  •  

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შემოდგომაზე მოსალოდნელი ვირუსები გაართულებს „კოვიდ-19“-ის მართვას და ზოგადად ეპიდვითარებას. მისივე თქმით, გადაჭარბებული საფრთხის მოლოდინი არ უნდა შეიქმნას. „დიახ, იქნება გრიპის პიკი, ცუდია, რომ თანხვედრა იქნება, მაგრამ ამას გავუმკლავდებით. ჩვენ გვაქვს კარგად გმართული სადიაგნოსტიკო სისტემა, ლაბორატორიული „პისიარ“ ტესტებით და სხვა მეთოდებით. სხვა მეთოდებს ძირითადად გრიპისთვის ვგულისხმობ. დღეში 10-11 000 გამოკვლევა ტარდება კოვიდზე. საჭიროების შემთხვევაში, გრიპზეც ჩატარდება ამდენი გამოკვლევა, როცა დაიწყება გრიპის სეზონი. იოლად მოხდება ლაბორატორიულად გრიპის და კოვიდის დიფერენცირება. ეს მოხდება 12 საათის განმავლობაში, ასევე, დიფერენცირებულად მოხდება ამ პაციენტების ტრიაჟი კლინიკებში“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მეტი...

“ახლა კორონავირუსის რთული შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე ეს ეპიდემიის დასაწყისში იყო” – თამარ გაბუნია

  •  

 თამარ გაბუნიას თქმით, ახლა კორონავირუსის რთული შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე ეს ეპიდემიის დასაწყისში იყო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ვირუსმა ხასიათი გარკვეულწილად შეიცვალა. „ამის მეცნიერული დასკვნა ჯერ არ არის, თუმცა კლინიცისტების მიერ დამუშავებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ რთული შემთხვევები იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეპიდემიის დასაწყისში იყო“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მეტი...

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგების პროცესი განახლდა

  •  

 თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგების პროცესი განახლდა. პროექტი ერთჯერადად, თბილისის მერის გადაწყვეტილებით განხორციელდება და ის ეპიდვითარების გამო, სააღმზრდელო პროცესის განახლების ორი კვირით გადადებას უკავშირდება. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე საკვები პროდუქტების გაცემის პროცესს ისნის რაიონში მდებარე N182 ბაგა-ბაღში გაეცნო. მისი თქმით, საბავშვო ბაღში ახალი სააღმზრდელო წლისთვის 500-ზე მეტი აღსაზრდელია რეგისტრირებული და პროდუქტების პაკეტს ყველა მსურველი მიიღებს. „მოგეხსენებათ, ქალაქის მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტი მარტიდან ივნისის ჩათვლით უკვე განვახორციელეთ და პროდუქტი შვიდ ეტაპად გაიცა. ნობათები, ჯამში, 50 000-ზე მეტმა აღსაზრდელმა მიიღო. პროდუქტების გაცემისას დაცული გვაქვს COVID-19-ის პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები და სანიტარიულ-ჰიგიენური…

მეტი...

შაქარაშვილის საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე მოწმის სახით ჩვენებას მისცემს

  •  

 გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის სხდომაზე დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე მოწმის სახით ჩვენებას მისცემს. გეჯაძის თქმით, ბოლო ორ ექსპერტიზაში მონაწილეობა როგორც თავად , ასევე ცენტრის სხვა წარმომადგენლებმაც მიიღეს. „ბოლო ორ ექსპერტიზაში მონაწილეობა მივიღე მეც და ჩემი ცენტრის წარმომადგენლებმაც. ეს არის ის ექსპერტიზები, რომლებიც ტრავმის განვითარების მექანიზმს ეხებოდა, ანუ პირველ რვა კითხვას რომ გაეცა პასუხი და მეორე, საბოლოო შუალედური ექაპერტიზა ეხებოდა დარჩენილ 20 შეკითხვას, დაზიანებების ხანდაზმულობის საკითხს, წყალში ყოფნის ხანდაზნულობას და ა.შ. მე წარმოვადგენ ბრალდების მხარის მოწმეს და როგორც ამ ორი ექსპერტიზის მონაწილე ექსპერტი, დაბარებული ვარ სასამართლო პროცესზე კითხვებზე პასუხის…

მეტი...

შენობა-ნაგებობის დემონტაჟის მიმდინარეობისას ნაძალადევის რაიონში, ერთი პირი დააკავეს

  •  

 ნაძალადევის რაიონში, სადაც შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მიმდინარეობს, ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 173-ე მუხლით განხორციელდა. ნაძალადევის რაიონში, კერძოდ პირველი რეხის ქუჩის მიმდებარედ, სადაც შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მიმდინარეობს, ხმაურია. ადგილზე მოქალაქეები არიან შეკრებილნი და დემონტაჟს აპროტესტებენ. მობილიზებულია პოლიციაც. დღესვე, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ რეკრეაციულ ზონაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.

მეტი...

საქართველოში დღეიდან სწავლა საკლასო ოთახებში 1 577 სკოლაში განახლდა

  •  

 საქართველოში მოქმედი 2085 საჯარო და 220 კერძო სკოლიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, 15 სექტემბერს სწავლა საკლასო ოთახებში 1 577 სკოლამ, ხოლო 730-მდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ დისტანციურად დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამინისტროს მიერ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით. სკოლები უზრუნველყოფილი არიან ასევე სახელმძღვანელოებითა და პირველკლასელთა კომპიუტერებით, რომელთა გადაცემაც მოსწავლეებისათვის ეტაპობრივად მიმდინარეობს. სკოლებში სრულად არის დაცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციები.

მეტი...

4 ჯგუფის ადამიანები, რომლისთვისაც გრიპის ვირუსი გაცილებით სარისკოა – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

  •  

 თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ იმ რისკ-ჯგუფებზე ისაუბრა, რომლისთვისაც გრიპის ვირუსი სარისკოა და შესაძლებელია ნეგატიური შედეგიც კი დადგეს. როგორც პროფესორმა აღნიშნა, ეს ჯგუფებია: ბავშვები – 6 თვიდან 18 წლამდე; მეორე – ორსულები; შემდგ – 65 წელს გადაცილებულები და პაციენტები ქრონიკული დაავადებებით. როგორია რეკომენდაციები და რა უნდა გააკეთონ რისკ-ჯგუფებმა ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად, იხილეთ სრულად ვიდეო. “მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია მბულის და წყაროს მითითება

მეტი...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის ე.წ. საზღვარი გაიხსნა

  •  

 რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის ე.წ. საზღვარი გაიხსნა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრემიერმა, მიხაილ მიშუსტინმა გასცა. დღეიდან რუსეთისა და ოკუპირებულ რეგიონის მცხოვრებლებს საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვა მოეხსნებათ. ე.წ. საზღვარი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იყო ჩაკეტილი. დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ცხინვალის რეგიონში სულ COVID-19-ის 90 შემთხვევაა დადასტურებული და 90-ვე პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

  •  

 ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 84 წლის ქალი სახლის პირობებში მკურნალობდა. პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში გადაჰყავდა, რა დროსაც ქალბატონი გარდაიცვალა. ოკუპირებულ აფხაზეში საერთო ჯამში 7 კოვიდინფიცირებულია გარდაცვლილი.

მეტი...

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით 13 პაციენტი დაემატა

  •  

 ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი დაემატა. მათგან 8 ქუთაისის ე.წ. 32-ე სკოლის კლასტერს უკავშირდება, ხოლო დანარჩენი ცაგერის კონტაქტებია. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. „ჩვენს კლინიკაში კოვიდინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. დაგვემატა 13 ახალი პაციენტი და ჯამში გვყავს 30 კოვიდდადებითი. ახალი პაციენტებიდან 8 ქუთაისის, ხოლო 5 ცაგერის კლასტერია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა ნოდარ მაღლაფერიძემ.

მეტი...

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, რეკრეაციულ ზონაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო

  •  

 “თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, კერძოდ, I რეხის ქუჩის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო”, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, გამოვლენილ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წლის აგვისტოში მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე ოთხი შენობა-ნაგებობა უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის შესახებ დადგენილება გამოსცა.

მეტი...

„კორონავირუსში ბავშვები დამნაშავეები არ არიან, ისინი ვირუსის გადაცემის აქტიურ ნაწილს არ წარმოადგენენ“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

  •  

 “სკოლის ასაკის ბავშვები არ განიხილებიან,როგორც გადამტანები, შესაბამისად სკოლაში სწავლის გაანხლების საკითხი დღის წესრიგში უნდა დადგეს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „თსსუ”-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით რისკი, რომ ვირუსი გადაეცეს პატარიდან მოზრდილეზე არის ნაკლები: „კორონავიუსში ბავშვები დამნაშავეები არ არიან, ისინი ვირუსის გადაცემის აქტიურ ნაწილს არ წარმოადგენენ, ბავშვებში შესაძლებლობა ვირუსი გადაეცეს პატარიდან მეორეზე არის ძალიან ცოტა, ამიტომ მცირერიცხოვან კლასებში სწავლის განახლების საკითხი უნდა დადგეს დღის წერიგში. ბავშვები კორონავირუსის გადაცემასთან დაკავშირებით მიეკუთვნება ყველაზე კარგ, ნაკლებად საშიშ კატეგორიას, ამიტომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადადება უფრო  გამართლებულია,…

მეტი...

„ნოემბრიდან ვნახავთ როგორ მოიქცევა კორონავირუსი და გრიპი ერთად“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

  •  

 „ჩვენ შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, რომ ნოემბრიდან დაიწყება რესპსირაციული ვირუსების მატება, ასეა ყველა ასაკის მოსახლეობაში, პიკით დეკემბერ-იანვარში ველოდებით დაავადების მატებას,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „თსსუ”-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. პროფესორის განმარტებით ჯერჯერობით იშვიათია შემთხვევა კორონავირუსის და რესპირატორული ვირუსების თანხვედრის, თუმცა ივანე ჩხაიძე პრევენციის მიზნით მოსახლეობას მასობრივი ვაქცინაციისკენ მოუწოდებს: „ჩვენთან კეთდება ამ ვირუსების ტიპირება თუ როდის იწყება და რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს, ჩვენ რა თქმა უნდა მატებას ველოდებით, მდგომარეობა გაცილებით სერიოზული იქნება, რადგან ძალისხმევა მიმართული იქნება არა მარტო კორონავირუსისკენ, არამედ ამ გრიპებისკენაც, დღეისათვის თანხვედრა…

მეტი...

„დღეში 500 და 600 პაციენტს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს“ – პროფესორი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

  •  

 „სამნიშნა ციფრი ყველასათვის არასასიამოვნოა, თუმცა ამისი მოლოდინი ყოველთვის იყო, არ შეიძლება ქვეყანა გაჩერდეს იმ მცირე რაოდენობაზე, რაც აქამდე გვქონდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ – „თსსუ”-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მედიკოსის მოსაზრებით შემთხვევათა ზრდა გამოწვეულია, როგორც ზაფხულის სეზონზე ხშირი გადაადგილებით, ასევე მასობრივი ტესტირებით. ივანე ჩხაიძის ინფორმაციით დაავადების ახალი შემთხვევებიდან დიდი ნაწილი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს: „ზაფხული ასოცირებულია მეტ გადაადგილებასთან და შესაბამისად მივიღეთ ასეთი ციფრი, ამის ახსნა შეიძლება ტესტირების გაზრდილი რაოდენობითაც. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია გაგრძელდება თუ არა ასეთი ტემპით ზრდა, რადგან საქართველოს ჯანდაცვის სიტემა დღეში…

მეტი...

ქუთაისში COVID-19-ის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  •  

 ქუთაისში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ყველა შემთხვევა 32-ე საჯარო სკოლას უკავშირდება და მეორადი კონტაქტია. რაც შეეხება 24-ე სკოლას, იქ ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ქალაქში მოწყობილ კარავში აღებული ნიმუშებიდან, თუ დინამიკა შენარჩუნდა, კარავს აიღებენ. ჯამში, იმერეთის ლაბორატორიამ 900-მდე ტესტი აიღო.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 170 პირს დაუდასტურდა

  •  

 საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2562-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს, სტუდენტებსა და პროფესორ – მასწავლებლებს მიმართავს

  •  

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიმართავს. როგორც მინისტრი აღნიშნავს, გაზაფხულის სემესტრში განათლების სისტემა სამაგალითოდ გაუმკლავდა პანდემიიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევას, შესაბამისად, სისტემას ჰიბრიდული სწავლების თვალსაზრისით, უკვე საკმაო გამოცდილება აქვს მიღებული. ამასთან, მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, სტუდენტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებს გამძლეობისა და თავდადებისთვის მადლობას უხდის. „2020 წელი, პანდემიიდან გამომდინარე, გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის. შესაბამისად, წლევანდელი სასწავლო წლის დაწყებაც უჩვეულო პირობებში გვიწევს. თითოეული მოსწავლის, მასწავლებლის, სტუდენტის, ლექტორისა და თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა ჩვენი ხელისუფლების…

მეტი...

ზოგ სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, დიდ ქალაქებში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდა

  •  

 15 სექტემბრიდან, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 2020-2021 ახალი სასწავლო წელი დაიწყო. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში საკლასო ოთახებში დაიწყო. არსებული მდგომარეობით, 1-ელი ოქტომბრიდან სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სირთულეების მიუხედავად, ახალი სასწავლო წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით იწყება. 2020-21 სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულებულია 50 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 800-მდე სკოლას. „ინფრასტრუქტურულ…

მეტი...

ოზურგეთის სოფელ ბახვში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა

  •  

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ეპიდკვლევა. რაც შეეხება ლაბორატორიაში გაგზავნილ 30-ზე მეტი პირის ბიოლოგიურ მასალას, არც ერთ მათგანს „კოვიდ 19“ არ დაუდგინდა.

მეტი...

აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 31 056 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 340 პაციენტი

  •  

 აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით ინფიცირება 31 056 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 340 პაციენტი. შესაბამის მონაცემებს ტელეკომპანია „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას აწარმოებს. აშშ-ში კორონავირუსის სულ 6 მილიონ 550 ათასზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული. დაავადებით 194 441 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან „კოვოდ-19“-ის დიაგნოზი აშშ-ში 550 ათასზე მეტ ბავშვს დაუდგინეს. აშშ პირველ ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდენობით.

მეტი...

საკანონმდებლო ორგანოში დღეს პლენარული სხდომა ჩატარდება

  •  

 საკანონმდებლო ორგანოში დღეს პლენარული სესია ჩატარდება. კანონმდებლები ზოგადი განათლების კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით, განათლების სამინისტროს დამატებითი ფუნქცია ემატება, უწყება ვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო პუნქტების არსებობა და ფუნქციონირება გააკონტროლოს. დეპუტატები ასევე საინფორმაციო უსაფრთხოების კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. “იქნება განხილული ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები, ასევე განვიხილავთ საინფორმაციო უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებებს, იქნება საერთაშორისო ხელშეკრულებები განხილული და შემდგომ ბიურო მიიღებს უკვე გადაწყვეტილებას, მათ შორის დაჩქარებული წესით დამტკიცებული კანონპროექტების განხილვასთან დაკავშირებით. შედის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც განათლების სამინისტროს ემატება ფუნქციები, რომ მან დაარეგულიროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო პუნქტების არსებობა, მათი ფუნქციონირება,” – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა…

მეტი...

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

  •  

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინიტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 15 013 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 61 500 ლარს აღემატება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1 407 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 ინფიცირებული

  •  

 გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1 407 შემთხვევა გამოვლინდა, 12 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო მონაცემების გათვალისწინებით, 15 სექტემბრის მდგომარეობით, გერმანიაში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 261 762 შემთხვევა. პანდემიას ქვეყანაში 9 362 ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...