ხელვაჩაურის მერის მოადგილესა და ბაღების გაერთიანების უფროსს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ხელვაჩაურის მერის მოადგილესა და ბაღების გაერთიანების უფროსს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მერიაში უკვე ჩატარდა დეზინფექცია და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

„ხელვაჩაურის მერიაში ორი ინფიცირებული გვყავს. ესენი არიან, ხელვაჩაურის მერის მოდაგილე კახაბერ ფუტკარაძე და ბაღების გაერთიენების ხელმძღვანელი ნატო შერვაშიძე. ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. უწყების ყველა თანამშრომელს ტესტირება ჩაუტარდა და ინფიცირების სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა. შენობას უკვე ჩაუტარდა დეზინფექცია“, – განაცხადეს ხელვაჩურის მერიაში.

ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, უწყების ყველა თანამშრომელს ტესტირება უკვე ჩაუტარდა და ინფიცირების სხვა შემხვევა არ დაფიქსირებულა.

მსგავსი თემები