“კორონავირუსით ინფიცირების უცნობი წყაროების რაოდენობა 10-დან 15-მდე მერყეობს” – ამირან გამყრელიძე

  •  

 კორონავირუსით ინფიცირების უცნობი წყაროების რაოდენობა 10-დან 15-მდე მერყეობს. ეს დაახლოებით, ერთი თვის, თვენახევრის საერთო მაჩვენებელია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ციფრი ყოველდღიურად იცვლება. „ციფრი ყოველდღიურად იცვლება. მაგალითად, დილით რომ ვამბობთ – არის 34 შემთხვევა და 4 არის კვლევაში, შემდგომ დგინდება პირველწყარო და ციფრი იცვლება. მთლიანად თუ ავიღებთ – ბოლო ერთი თვის, თვენახევრის განმავლობაში, საერთო ციფრი ე.წ. უცნობი წყაროების, სადღაც 10-დან 15-მდე მერყეობს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

მეტი...

“მთავრობა ყველაფერს აკეთებს ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებისთვის, რომ საქართველოს ნაკრებმა ე.წ. შემოდგომის თასზე რაგბიში – „8 ერი“, მონაწილეობა მიიღოს” – გიორგი გახარია

  •  

 დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ისტორიულ შანსზე, მონაწილეობა მიიღოს რაგბის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, ე.წ. შემოდგომის თასზე რაგბიში – „8 ერი“ და შეეჯიბროს ევროპული რაგბის 6 საუკეთესო გუნდს და ფიჯის ეროვნულ ნაკრებს. „მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებისთვის და 6 ერის ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ

მეტი...

“არჩევნებზე ხმის მიცემისას მოქალაქეებს ინდივიდუალურ კალამს შევთავაზებთ” – თამარ ჟვანია

  •  

 “31 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემისას მოქალაქეებს ინდივიდუალურ კალამს შევთავაზებთ”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა. „ამომრჩეველთა დაცულობის თვალსაზრისით ბევრ სხვადასხვა რამეზე ვფიქრობთ. სადეზინფექციო ხსნარები, რომელიც ხელის დამუშავებას ითვალისწინებს აშშ-ის საელჩოს და USAID-ის დახმარებით ყველა უბანზე გვექნება ხელმისაწვდომი. ამავდროულად ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ცესკომ წინსწრებით მიიღო და ვფიქრობთ, ესეც მოწონებული იქნება, ინდივიდუალურ კალმებს ეხება. ვგეგმავთ, ყველა ამომრჩეველს ინდივიდუალური, არავის მოხმარებული რომ არ არის, ასეთი კალმები შევთავაზოთ. კალმები იქნება ერთგვაროვანი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და რა თქმა უნდა, ამ კალამს ამომრჩევლები მიიღებენ ერთჯერადად გამოყენებისთვის. სახლიდან თუ ვინმე წამოიღებს თავის კალამს, რა თქმა უნდა,…

მეტი...

შემოსავლების სამსახურმა ყალბი სატრანსპორტო დოკუმენტების გამოყენების ფაქტი აღკვეთა

  •  

 “ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ყალბი სატრანსპორტო დოკუმენტების გამოყენების ფაქტი აღიკვეთა”, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე – „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, შემოიტანეს ხუთი ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი. მებაჟე ოფიცრების მიერ, სამ ერთეულ სატვირთო ავტომობილზე, შესაბამისი გაფორმების პროცედურების განხორციელების მიზნით, გამოიწერა სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობები. ორი ერთეული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ ესაჭიროებოდათ სპეციალური სავალდებულო ნებართვა. აღსანიშნავია, რომ გადამზიდავი კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ უკვე წარმოდგენილ ნებართვებში მითითებული სატრანსპორტო საშუალებებს არ გააჩნდათ აღნიშნული…

მეტი...

ოზურგეთში, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  •  

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნასაკირალში, სილაურის დასახლებაში „კოვიდ 19“-ის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები დედა-შვილი არიან. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული პირები იმ ლაითურელი ქალის კონტაქტები არიან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა. „პაციენტებს არანაირი რესპირატორული სიმპტომი არ აღენიშნებათ. ისინი გადაყვანილები არიან საჩხერის კლინიკაში. ამ დროისთვის გამოკვლეულია მათი 15 კონტაქტი. ყველა მათგანი უკვე გაიტესტა და თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილები“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.

მეტი...

ლომისას წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

  •  

 ლომისას წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ფინანსები უკვე გამოყოფილია და ტენდერიც გამოცხადებულია. პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე მოეწყობა საპარკინგე სივრცეები, რეკრეაციული უბნები, სველი წერტილები და დამონტაჟდება გარე განათებები. პროექტის მიმდინარეობის დროს ადგილზე ათობით ადამიანი დასაქმდება. გარდა ამისა, მონასტრის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწყობა ტურისტული თვალსაზრისით ტერიტორიის პოპულარიზაციას გაზრდის. პროექტის განხორციელება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

მეტი...

“დღევანდელი დღე “ნაციონალებთან” დაკავშირებული ჯგუფების ლუსტრაციაა, მათ ჩამოეხსნათ ნიღაბი” – ანრი ოხანაშვილი

  •  

  მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის თემა დღეს კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მან კიდევ ერთი ვიდეომიმართვის გავრცელება დააანონსა, სადაც ისაუბრებს სტრატეგიაზე, თუ როგორ აპირებს არჩევნებში გამარჯვებას.  ამასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტი “ძალა ერთობაშიამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა. როგორც მმართველ გუნდში აღნიშნავენ, “ნაციონალურ მოძრაობას” არეულობა და დესტრუქცია სურს.  “ნაციონალური მოძრაობის” გათვლა არის იმაზე, რომ სამართლის დარღვევით გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ არეულობა შეიქმნას, მოთხოვნები დადგეს, იქ საზოგადოების გარკვეული ნაწილი გამოიყვანონ, ვინც კიდევ დაკავშირებულია ამ მავნებლურ და სადისტურ სექტასთან,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის…

მეტი...

“როდესაც შემდეგი პანდემია მოვა, მსოფლიო მზად უნდა იყოს” – ჯანმო

  •  

 “როდესაც შემდეგი პანდემია დადგება, მსოფლიო უფრო მეტად მზად უნდა იყოს” – ამის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. „ეს უკანასკნელი პანდემია არ არის. ისტორია გვასწავლის, რომ დაავადებებისა და პანდემიის აფეთქება ცხოვრების ნაწილია. როდესაც შემდეგი პანდემია დადგება, მსოფლიო უფრო მეტად მზად უნდა იყოს, ვიდრე ახლა იყო“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

მეტი...

გელოვანის გამზირსა და მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

  •  

  თბილისის მერია მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს. საგზაო სამუშაოების გამო, მაჭავარიანის ქუჩაზე, 9 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. მოძრაობის შეზღუდვის მიუხედავად, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორივე მიმართულებით. პროექტის ფარგლებში, ასევე, მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობა მიმდინარეობს, რის გამოც, 9 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე, ტრანსპორტის მოძრაობა მარშალ გელოვანის გამზირზეც შეიზღუდება. ანალოგიურად, გზის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობის მიმართულება არ შეიცვლება და ავტომობილებს გადაადგილება გელოვანის გამზირის გავლით შეეძლებათ. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

მეტი...

“შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა აუდიომასალებში გაჟღერებული მუქარების შესწავლა მიმდინარეობს” – საქმის პროკურორი

  •  

 „ეს კადრები მოპოვებულია ოფიციალურად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად. ამ დროისთვის მოქმედებები შეწყეტილია და არც ერთი საკანი არ ისმინება” – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, აუდიომასალებში გაჟღერებულ მუქარებზე შესწავლა მიმდინარეობს, თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულის ნიშნები, ყველა ის პირი, რომელიც ჩართული იქნება, პასუხს აგებს. „ეს კადრები მოპოვებულია ოფიციალურად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად. ამ დროისთვის მოქმედებები შეწყეტილია და არც ერთი საკანი არ ისმინება. რევაზიშვილის და ჩიტიძის სისხლის სამართლის საქმეში, არამხოლოდ აუდიოფაილები, არამედ ვიდეოჩანაწერებიც არსებობს. თუ რომელიმე ადვოკატს…

მეტი...

“COVID-19-ით ინფიცირების მე-7 დღიდან ადამიანი გადამდები აღარ არის” – ამირან გამყრელიძე

  •  

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკარანტინო ვადის 8 დღემდე შემცირებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი ინფორმაციით, ბოლო კვლევების მიხედვით, კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანი მე-7 დღიდან გადამდები აღარ არის. “საერთაშორისო პუბლიკაციები მიუთითებენ, რომ მე-7 მე-8 დღიდან ადამიანი გადამდები აღარ არის. რომც იყოს ვირუსი, მისი კონცენტრაცია და მისი გადამდებლობა აღარ აღინიშნება. ამაზე უკვე საკმაოდ ბევრი მტკიცებულება დაგროვდა. საკოორდინაციო საბჭოზე განვიხილეთ ეს საკითხი და გადავწყვიტეთ, რომ ტესტირების ფონზე, 8 დღემდე კარანტინის ჩამოსვლის, რაც ნიშნავს, რომ მე-8 დღეს ადამიანს უკეთდება PCR ტესტირება; თუ უარყოფითია, ის გადის კარანტინიდან, მაგრამ ვალდებულება აქვს, რომ მე-12 დღეს ამბულატორიულ პირობებში ჩაიტაროს PCR…

მეტი...

ბათუმში ბაზრობა “ხოფა” დაიკეტა – ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

  •  

 ბათუმში ბაზრობა “ხოფა” დაიკეტა. მიზეზი, დღეს ერთ-ერთი თანამშრომლისთვის კორონავირუსის დადასტურებაა. ამ დროისთვის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჩაკეტილ ტერიტორიაზე მუშაობს. მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. ბაზრობაზე სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. ასევე ცნობილია, რომ დღეს ზღვისპირა ქალაქში სულ 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა და მათგან ერთი ახალი შემთხვევა სასწავლო დაწესებულებას უკავშირდება. ინფექცია ერთ-ერთ პედაგოგს დაუდასტურდა.

მეტი...

ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს და ის მიმართვებზე უკვე რეაგირებს

  •  

 გერმანელი ექიმების განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კლინიკა Charite-ს ექიმების განმარტებით, ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს და ის მიმართვებზე უკვე რეაგირებს. ექიმებმა ასევე აღნიშნეს, რომ ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობისთვის გრძელვადიანი შედეგები ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული. შეგახსენებთ, 20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. 22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.

მეტი...

პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართა

  •  

 პარლამენტის ბიურომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა. დღესვე დეპუტატებმა იმსჯელეს რიგ საორგანიზაციო საკითხებზე. ბიურომ დააკმაყოფილა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა განხილვის ვადების 1 თვით გადადებასთან დაკავშირებით 4 სხვადასხვა კანონპროექტზე: „სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“; „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვის საფუძველზე, 1 თვით გადავადდა ასევე „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური…

მეტი...

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული პედაგოგი ორ სკოლაში მუშაობს

  •  

 “ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული პედაგოგი ორ სკოლაში მუშაობს და ორივეს თანამშრომლებთან ჰქონდა შეხება”, – ამის შესახებ ბათუმის რესურსცენტრის უფროსმა, გოჩა დავითაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, პედაგოგი ბათუმის მე-6 და მე-15 საჯარო სკოლებში მუშაობს. „პედაგოგს შემხებლობა ჰქონდა ორივე სკოლის თანამშრომლებთან. მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ყველა მათგანს ჩაუტარდება გამოკვლევა“, – განაცხადა გოჩა დავითაძემ. მისი თქმით, პედაგოგის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი და მას კორონავირუსის არავითარი სიმპტომები არ აღენიშნება.

მეტი...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს ზღვაზე შტორმის შესახებ აფრთხილებს

  •  

 დღეს, 7 სექტემბერს შავი ზღვის მთელ სანაპიროზე 3-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები. „გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები, ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვებისა და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპირო ზოლსა და წყალში. შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მეტი...

“ღირსეული პარტნიორი 2020 – ეს სწავლება უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის” – ირაკლი ჩიქოვანი

  •  

  ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოში მრავალეროვნულ საწავლება ,,ღირსეული პარტნიორი 2020“ ეხმაურება, რომელიც საქართველოში დღეს დაიწყო.  ირაკლი ჩიქოვანის თქმით ეს სწავლება უმნიშვნელოვანესია საქართველოს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა პარტნიორი ქვეყნების შეიარღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებისთვის. ,,დღეს საქართველოში მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ იწყება. უკვე მეხუთედ ვმასპინძლობთ ამ სტრატეგიული მნიშვნელობის სწავლებას. ეს სწავლება უმნიშვნელოვანესია საქართველოს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთავსებადობის ამაღლებისათვის. საქართველოს თავდაცვის ძალებმა არაერთხელ დაადასტურეს საკუთარი მაღალი პროფესიონალიზმი. მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს…

მეტი...

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ოზურგეთში მოსახლეობას შეხვდა

  •  

 „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე  ოზურგეთში მოსახლეობას შეხვდა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის სოფლების – ვაკიჯვრის და ბახვის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე  დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათ  შეკითხვებს უპასუხა. „ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ. ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებზე, რაც ამ დროისთვის ჩემს ამომრჩევლებს აწუხებთ. აქტიურად ვიქნები ჩართული ყველა საკითხის გადაჭრაში და დავიცავ თითოეული მოქალაქის ინტერესს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არაერთი დასრულებული თუ მიმდინარე პროექტია, ჩვენი გუნდი, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით ბევრს აკეთებს” – განაცხადა ვასილჩიგოგიძემ.…

მეტი...

საქართველოში საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება

  •  

 საქართველოში საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, რვადღიანი კარანტინის შემდეგ პირს ჩაუტარდება პისიარტესტირება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მეცხრე დღეს კარანტინს დატოვებს. თუმცა, მოქალაქეს ვალდებულება ექნება, განმეორებითი ტესტირება მე-12 დღეს ჩაიტაროს. „საკარანტინე სივრცეები, მოგეხსენებათ, ჩვენთან ფუნქციონირებდა პირველი 14 დღის განმავლობაში ქვეყანაში შემოსვლის პირობებში. საკარანტინო მოთხოვნა, 14 დღის ნაცვლად, იქნება რვა დღე. ვამცირებთ, რათა დამატებითი დისკომფორტი შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს და მათ შორის, სტუმრებსაც. იქნება რვა დღე. რვა დღის შემდეგ იქნება პისიარტესტი, მეცხრე დღეს, პისიარტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დატოვებენ საკარანტინე სივრცეს.…

მეტი...

დახურულ სივრცეებში სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების კონტროლი მკაცრდება

  •  

 დახურულ სივრცეებში სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების კონტროლი მკაცრდება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ეპიდემიის მხრივ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. “აუცილებელია სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება. განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ამის აშკარა მაგალითი გვანახა აჭარის რეგიონმა, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში, ძალიან დიდი ქორწილები ჩატარდა და იქ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მსგავსი სოციალური ღონისძიებები გახდა გადაცემის წყარო. ამიტომ დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი უკიდურესად გამკაცრდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არ ეხება ღია სივრცეს, ღია სივრცეში დამატებითი მოთხოვნები იქნება, მაგრამ ეს იქნება შედარებით…

მეტი...

“მობრძანდეს, ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს” – გიორგი გახარია სააკაშვილზე

  •  

 მობრძანდეს, ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ვერავინ და ვერაფერი საარჩევნო პროცესის ნორმალურ, მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მობრძანდეს ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს“, – განაცხადა გახარიამ. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ ბრუნდება. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“…

მეტი...

საქართველოში შემომსვლელ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 72 საათიანი PCR ტესტის წარმოდგენის ვალდებულება ექნებათ

  •  

 პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში შემომსვლელ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 15 სექტემბრიდან ვალდებულება ექნებათ, 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხი წარმოადგინონ. გახარიას თქმით, მოთხოვნა იმ ქვეყნების მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებიდანაც მგზავრები ნაცვალგების პრინციპით შემოდიოდნენ. “15 სექტემბრიდან საქართველოში შემომსვლელი ყველა უცხოელი, მათ შორის, ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი ვალდებულება, ქვეყანაში თავისუფლად შემოდიოდნენ, მათ გაუჩნდებათ ვალდებულება თან იქონიონ 72 საათიანი PCR​ ტესტი. რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად, კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეებისა და მათ შორის ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობა, ასევე უფრო ეფექტურად ვმართოთ ვირუსის გავრცელება. ეს ეხება ნაცვალგების პრინციპით იმ ქვეყნებს,…

მეტი...

“არანაირი შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით ხმის მიცემის პროცესს არ ექნება” – გიორგი გახარია

  •  

 პრობლემა და შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით ხმის მიცემის პროცესს არ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პროტოკოლი შემუშავებულია, შეთანხმებულია როგორც ცესკო-სთან, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებთან, საერთაშორისო პარტნიორებთნ. „არანაირი პრობლემა და შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით ხმის მიცემის პროცესს არ ექნება ჩატარდება ყველაფერი რა თქმა უნდა, თარიღებში და დემოკრატიის მაღალი ხარისხის სრული დაცვით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

ტურისტი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

  •  

 ტურისტი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე იოსებ აბრძამიძემ ცოტახნის წინ გამოაცხადა.დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დაკავებულის გათავისუფლების სანაცვლოდ 7000 ლარიანი გირაოს შეფარდებას, ხოლო პროკურატურა, პატიმრობას ითხოვდა. სხდომა მედიისთვის დახურული იყო. პროკურორი ოთარ სამუნაშვილმა სიტყვის გამოსვლის განმარტა, რომ არსებობს საფრთხე, ბრალდებულმა საქმის მოწმეებზე ზეგავლენა მოხდინოს და მიმალვა სცადოს. სხდომა მედიისთბის დახურული იყო, მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს ბრალდებულის ოჯახის წევრებმა. 27 წლის კაცის წინააღმდეგ გამოძიება 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამობრძანდეს და იქ, სადაც ყველაზე მეტად ელოდებიან, ეს არის სასჯელაღსრულების სისტემა” – რატი იონათამიშვილი

  •  

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების თაობაზე იმდენჯერ თქვა და იმდენჯერ არ შეასრულა საკუთარი ნათქვამი, რომ მისი განცხადებები ძალიან უხერხულია და კომედიის ჟანრშია გადასული. როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, ფაქტობრივად, ათი დღის წინ, ამ ადამიანმა უმძიმესი დანაშაულები აღიარა. „ამის შემდეგ, ოპოზიციამ მისი კანდიდატურა პრემიერად დაასახელა, რაზე უნდა ვილაპარაკოთ? – ცხადია, ის უნდა დაბრუნდეს, ჩამობრძანდეს და იქ, სადაც ყველაზე მეტად ელოდებიან – ეს არის სასჯელაღსრულების სისტემა. იქ ქართული მართლმსაჯულება ელოდება იმისთვის, რაც ქვეყნისა და ოჯახების წინაშე აქვს ჩადენილი. არც ამ ადამიანს და არც მის მხარდამჭერ პარტიებს იმის რესურსი არ…

მეტი...

ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული – ავარია ახალქალაქში

  •  

 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალქალაქში, სოფელ კუმურდოს გზაზე. ავარიის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, სამი მგზავრი კი ახალქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დედას და მის ორ შვილს თავის არეში მსუბუქი დაზიანებები აქვთ, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. “ჩვენთან ახლა შემოიყვანეს სამი დაშავებული – დედა და ორი შვილი. პირველადი მონაცემებით, მძიმე არც ერთია, ტარდება კვლევები, დინამიკური მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ იგეგმება. ჭრილობები არ აქვს, თავის არეში დაჟეჟილობები აქვთ. კონტაქტურები არიან“, – განუცხადა “კურიერს” კლინიკის დირექტორმა ალექსანდე თოროიანმა.

მეტი...

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 4 შემთხვევა დაფიქსირდა, 2 ინფიცირებული სტუდენტია

  •  

 გორის მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი კვირის მანძილზე, კორონავირუსის 4 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 2 სტუდენტია. გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარიამ გიუნაშვილის განცხადებით, COVID-19-ით ინფიცირებული სამი პირის წყარო ამ ეტაპზე უკვე ცნობილია და მათგან ორი ქობულეთს, ხოლო ერთი თბილისის კლასტერს უკავშირდება. ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგები ცდილობენ დაადგინონ გორის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი კიდევ ერთი ინფიცირებულის წყარო და მისი კონტაქტები. ,,რა თქმა უნდა გორში დადასტურდა ოთხივე შემთხვევა. მათგან სამის წყაროს დადგენა უკვე მოხდა, ახლა კი ვცდილობთ კიდევ ერთი ინფიცირებულის წყაროს დადგენას. ჩვენი ეპიდემიოლოგები ამ წუტებშიც სხვა და სხვა ლოკაციებზე მუშაობენ მათი კონტაქტების დასადგენად” – განაცხადა…

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის განსხვავება არ არის” – ნუკრი ქანთარია

  •  

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის განსხვავება არ არის. ჟურნალისტებთან საუბარში ნუკრი ქანთარია პარტიებს შორის არსებული განსხვავების თაობაზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ ბროშურებს გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი კლასტერია. „ერთი პარტია ამბობს, რომ სააკაშვილის გარეშე ჩვენ შევძლებთ, მეორე სააკაშვილთან ისევ მიწებებულია. შეიძლება მათ შორის განსხვავება ეს იყოს. მგონი, ესეც ფანდი და ხერხია ელექტორატის იმ ნაწილის მოსაზიდად, ვინც იმ პერიოდში სააკაშვილის სუსხი კარგად იგემა“, – განაცხადა ქანთარიამ.

მეტი...

ირანში მიწისძვრის შედეგად 34 ადამიანი დაშავდა

  •  

 ირანში მიწისძვრის შედეგად 34 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. როგორც ირანის სეისმოლოგიურ სამსახურში ამბობენ, მიწისძვრა გულისტანის პროვინციაში ღამით მოხდა. სტიქიის სიმძლავრე 5,1 მაგნიტუდა იყო. წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 11 სოფელში 700 სახლი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები.

მეტი...

„ღირსეული პარტნიორი 2020“ სწავლების როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში უმნიშვნელოვანესია” – სალომე ზურაბიშვილი

  •  

 საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ღირსეული პარტნიორი 2020“ სწავლებას მიესალმება. „მივესალმები მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად მონაწილეობას იღებენ ნატო-ს ოთხი წევრი ქვეყნის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის წარმომადგენლები. უმნიშვნელოვანესია ამ საერთაშორისო წვრთნის როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება

  •  

 “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი წარადგინა. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო. თავის მხრივ, ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას დღეს საღამოს გააკეთებს. 

მეტი...

“საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს” – გიორგი გახარია

  •  

 საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს და საბოლოო ჯამში, მსგავსი წვრთნებით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, თავსებადობის გაზრდით უნდა მივაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ გახსნაზე განაცხადა. მისივე თქმით, წვრთნა არის ჯარის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რათა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია საბოლოო ჯამში გახდეს მიღწევადი. „ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დღითიდღე უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ჯარის მდგომარეობა, მათი აღჭურვილობა, მათი კეთილდღეობა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი წვრთნები არის საქართველოს თითოეული მოქალაქის და ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს მშვიდობის გარანტი. გარდა ამისა, ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოს…

მეტი...

მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

  •  

 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე განაჩენი ცნობილია – გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ჩოლოიანს ჩვენების მიცემის იძულებაში​ გამომძიებელ მარიამ ჩოლოიანს ადანაშაულებენ. ის დეკემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მეტი...

„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მეხუთედ ტარდება

  •  

 მსოფლიოში მიმდინარე უხილავი გამოწვევის ფონზე „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების უწყვეტობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენს ერთობლივ მზადყოფნას, წინააღმდეგობების მიუხედავად, მტკიცედ გავაგრძელოთ საერთო ღირებულებების დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის გახსნის ღონისძება სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მეხუთედ ტარდება. „ძალა პარტნიორობაშია, ეს არის ჩვენი სწავლების მთავარი გზავნილი, სწორედ ძლიერი პარტნიორობისკენ სწრაფვა გახლავთ ის სულისკვეთება, რომელმაც გლობალური პანდემიის მიუხედავად, ჩვენს წინაშე 2 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გააერთიანა. მადლობა მინდა, გადავუხადო აშშ-ის ევროპული სარდლობას და სწავლებაში მონაწილე საქართველოს, აშშ, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის და პოლონეთის…

მეტი...

დადასტურებული 34 შემთხვევიდან 2 ინფიცირებულის წყარო უცნობია

  •  

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი ინფიცირებულებიდან 6  “დონას” კლასტერიდანა, 15 პაციენტის წყარო  დადასტურებულთან კონტაქტია, 8 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 1 არის სამედიცინო პერსონალი, 2  შემოტანილი შემთხვევაა და 2-ზე  ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დადგენის მიზნით გრძელდება. ეზუგაბიას განცხადებით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 78-ს შეადგენს. მისი თქმით, ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 342 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

მეტი...

დააკავეს ორი ნარკორეალიზატორი, ამოღებულია 1000-მდე აბი „სუბოტექსი“

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, უკრაინის მოქალაქეები: 1998 წელს დაბადებული მ.კ და 1994 წელს დაბადებული მ.ვ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე თბილისში დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს, რომლებიც ე.წ „დადების მეთოდით“ გეგმავდნენ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა მათ მიერ, სარეალიზაციოდ გამზადებული და ასევე, შესაბამის ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. სულ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 1000 -მდე აბი…

მეტი...