ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება სულ 160 ადამიანს ჩაუტარდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 117 კოვიდინფიცირებული რჩება, მათ შორის 14 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

ფიზიკური დაპირისპირება ბოლნისში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, სოფელ ნახიდურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. გამოძიება დაიწყო   სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

მეტი...

“ერევანი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას არ გამორიცხავს” – ნიკოლ ფაშინიანი

ერევანი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ თემის სერიოზული განხილვა უნდა დაიწყოს. „ჩვენ განვიხილავთ განვითარების ყველა სცენარს. ეს საკითხი მოლაპარაკებების მაგიდაზე გადაინაცვლებს“,- განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინინამა ასევე Twitter-ზეც დაწერა, რომ ერევანი ყარაბაღის უსაფრთხოების გარანტია. „განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, მოვლენების განვითარების ყველა სცენარს. სომხეთი არცახის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გარანტია. დღეს სომხეთი არცახთან ერთად დგას თავისი სახელმწიფო სისტემისა და მოსახლეობის სრული პოტენციალით. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი სამშობლოს საზღვრები უსაფრთხოა, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, – დაწერა სომხეთის პრემიერმა.

მეტი...

სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ სამხედრო დაპირისპირება – ნატო

“ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შესახებ ცნობების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს”, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების ავტორი აღნიშნავს, რომ მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ სამხედრო დაპირისპირება, რომელსაც უკვე ემსხვერპლნენ მოქალაქეები. „ამ კონფლიქტის მოგვარებისთვის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის მხარეებმა მოლაპარაკებები უნდა განაახლონ. ნატო მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის მუშაობას “, – აღნიშნულია განცხადებაში. სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. 

მეტი...

აზერბაიჯანმა არცახის წინააღმდეგ სარაკეტო და საჰაერო თავდასხმა განახორციელა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა არცახის წინააღმდეგ სარაკეტო და საჰაერო თავდასხმა განახორციელა. „მშვიდობიანი დასახლებებს, მათ შორის სტეპანაკერტს თავს დაესხნენ. სომხეთის მხარემ ორი ვერტმფრენი და სამი უპილოტო ჩამოაგდო, განადგურებულია სამი ტანკი. ჩვენ ჩვენი არმიის გვერდით ვრჩებით, რათა დავიცვათ ჩვენი სამშობლო აზერებაიჯანელების შემოჭრისგან“,- წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი

მეტი...

ეუთო სომხეთსა და აზერბაიჯანს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე კონფლიქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და მხარეებს მოუწოდებენ, რომ დაუყონებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და მოლაპარაკებები განაახლონ. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალის გამოყენებას და მწუხარებას გამოვთქვამთ მშვიდობიანი მოქალაქეების უააზრო დაღუპვის გამო. თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ მხარეებს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და მოლაპარაკებები განაახლონ, რომ კონფლიქტის გადაჭრის მდგრადი გამოსავალი იპოვონ“, – ნათქვამია ეუთო-ს განცხადებაში. სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მანამდე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა.

მეტი...

თბილისში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, დადიანის ქუჩაზე კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. დაჭრილი 35 წლამდე კაცია. არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი გენერალ-მაიორის, გენო ადამიას შვილებს ეროვნული გმირის ორდენი გადაეცათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ნათია სულავასთან და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი გენერალ-მაიორის, გენო ადამიას შვილებს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – ეროვნული გმირის ორდენი გადასცა. ეროვნული გმირის წოდება გენო ადამიას გარდაცვალების შემდეგ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე პრეზიდენტმა მიანიჭა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ღონისძიებაზე აგრეთვე აღინიშნა, რომ სენაკში N 1 საჯარო სკოლას გენო ადამიას სახელი მიენიჭება. გენო ადამია 1992 წლის აგვისტოში 23-ე ბრიგადის მეთაურის მოადგილედ, ამავე წლის სექტემბერში კი – ბრიგადის მეთაურად და სოხუმის გარნიზონის უფროსად დაინიშნა. მის სახელს უკავშირდება სოხუმის დასაცავად განხორციელებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი და…

მეტი...

„ეს არის დღე, რომლის უკან დგას ათი ათასობით დაღუპული ადამიანი” – კახა კალაძე

“დღეს, 27 სექტემბერს 27 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში“,- აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. „ეს არის დღე, რომლის უკან დგას ათი ათასობით დაღუპული ადამიანი, ასი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი, ოკუპირებული ტერიტორიები. ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებული, მაგრამ ჰყავს გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლას. მათი ხსოვნის წინაშე, ჩვენი ვალია, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის, მშვიდობიანი ნაბიჯებით, ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით დავიბრუნოთ ის ერთიანობა, რომელიც გვქონდა და გავაერთიანოთ საქართველო“,- წერს კალაძე. თბილისის მერმა  სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით,…

მეტი...

სომხეთმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა

სომხეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. „მთავრობის გადაწყვეტილებით, სომხეთის რესპუბლიკაში გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო შეკრება. გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შედის. მოვუწოდებ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატებში. ჩვენი სამშობლოს, ჩვენი გამარჯვებისთვის“,- წერს ფაშინიანი. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. 

მეტი...

“საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს” – გიორგი გახარია

“საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საჩხერეს რეგიონს შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს უპირატესობა გამოვლენილია საჩხერის ჯანდაცვის სისტემაში, განათლების სისტემის ინფრასტრუქტურაში და ბევრ სხვა რამეში. „საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს და ეს უპირატესობა გამოვლენილია საჩხერის ჯანდაცვის სისტემაში, განათლების სისტემის ინფრასტრუქტურაში და ბევრ სხვა რამეში. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ, ზოგიერთი ჩვენი ეკონომიკურად ძალიან სუსტ მდგომარეობაში მყოფი რეგიონებისთვის, რა თქმა უნდა, საჩხერე შეიძლება იყოს მაგალითი, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მეტი...

სპეციალური რეისით გერმანიაში სტუდენტები გაემგზავრნენ

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, ახალგაზრდობის სააგენტომ რიგით მეოთხე სუბსიდირებული რეისი დააორგანიზა, რომლითაც სტუდენტები გერმანიაში გაემგზავრნენ. მათი ნაწილი გერმანიაში სწავლას გააგრძელებს ნაწილს კი დასაქმების კონტრაქტი აქვს. ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბერლინში მიმავალი სტუდენტები გააცილა. აღნიშნული სუბსიდირებული რეისი რიგით მეოთხეა, რომლითაც საქართველოდან ევროპაში ქართველი სტუდენტები გაემგზავრნენ. ოთხივე რეისი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებითა განხორცილდა.

მეტი...

“ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ეტაპობრივად მიზანს მივაღწევთ” – გიორგი გახარია ზაზა გახელაძეზე

“ჩვენ ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ყველა მექანიზმი, რომელიც დღეს მთავრობის ხელშია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება აქტიურია ყველა მიმართულებით. „ხელისუფლება არის უაღრესად აქტიური ყველა მიმართულებით. ჩვენ ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ყველა მექანიზმი, რომელიც დღეს მთავრობის ხელშია და ეტაპობრივად თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან მიმართებაში მიზანს მივაღწევთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ზაზა გახელაძე უკვე 79 დღეა, რაც ის უკანონო პატიმრობაშია. ერგნეთში ჩატარებულ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ოჯახისთვის უცნობია როდის ჩატარდება ე.წ. სასამართლო პროცესი, მათ წითელ…

მეტი...

“პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის” – გიორგი გახარია

მთავრობის მეთაურის, გიორგი გახარიას თქმით, დღეს განვითარებულ მსოფლიოში პირბადეზე, დისტანციასა და ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვაზე უკეთესი პრევენცია ვირუსის გავრცელებისა ვერავინ მოიგონა, ამიტომ საჭიროა წესების დაცვა და ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა. მისივე თქმით, პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის „პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღა იქნება. ეს ხომ არ არის რაღაც სიახლე. ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღა იქნება. ყოველთვის ვამბობდით, რომ ელემენტარული წესები უნდა დავიცვათ. მარტივი რამ მინდა გითხრათ – დღეს განვითარებულ მსოფლიოში ვერავინ პირბადეზე, დისტანციასა და ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვაზე უკეთესი პრევენცია ვირუსის გავრცელებისა ვერ მოიგონა, ამიტომ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 87 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. “294 ახალი შემთხვევიდან 66% აჭარაშია. აქ 193 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი, თბილისში 43 ახალი პაციენტია, გურიაში – 16, იმერეთში 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში 11, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 5-5 ახალი შემთხვევაა, შიდა ქართლში 4, კახეთში 2, მცხეთა-მთიანეთში კი ერთი ახალი შემთხვევაა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძის მარინა ენდელაძემ განაცხადა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 254 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1 906 ადამიანი, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში, დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე. სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

მეტი...

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

1993 წლის 27 სექტემბერი – ეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღეა. ამ დღეს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში. აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები იძულებულები გახდნენ, სახლები დაეტოვებინათ და კავკასიის მთებიდან გასულიყვნენ სამშვიდობოს. აფხაზური მხრიდან დაიღუპა 4 040 ადამიანი, მათ შორის 2 220 ჯარისკაცი, დაიჭრა 8…

მეტი...