„ეპიდემია უკონტროლო რჩება, ვირუსის გამო დაღუპული ადამიანების რაოდენობა მილიონს მიაღწევს“ – გაერო-ს გენერალური მდივანი

„მოდით, გარკვევით ვთქვათ, პანდემიაში პანაცეა არ არსებობს. ამ კრიზისს მხოლოდ ვაქცინა ვერ გადაჭრის,“ – ამის შესახებ განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

გუტიერეში მომავალი წლის მანძილზე მოსახლეობას მეტი კონტროლისკენ მოუწოდებს:

„ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა ახალი და ყველა არსებული საშუალების მასიური გააქტიურება, განსაკუთრებით მომავალი 12 თვის განმავლობაში,“-აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ვინაიდან „ვირუსი საზღვრებს არ ცნობს“, ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს და „გლობალურ საზოგადოებრივ სიკეთედ“ უნდა იქცეს.

მსგავსი თემები