საქართველოს ჩამოერთვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, სანქციები ივანიშვილსა და დეპუტატებს – კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის დარბევის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას ეხმაურება:

,,ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შედეგები!
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა;
დაფინანსების შეწყვეტა ქართული პროექტებისთვის;
სანქციები ბიძინა ივანიშვილის;
მგზავრობის აკრძალვა იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც ხმას აძლევენ რუსულ კანონს”, – წერს კრამონი.

მსგავსი თემები