“მინდა, მადლობა გადავუხადო პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს” – თეა წულუკიანი

მინდა, მადლობა გადავუხადო პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მე აქ ვარ ნამდვილად გულწრფელი და ეს არ არის პროტოკოლური მადლობა, რადგან მას შემდეგ, რაც ის გახდა მთავრობის მეთაური, მეც და თითოეული იუსტიციელიც მის მხარდაჭერას ვგრძნობთ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საჯარო რეესტრის ახალი სათაო ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა,მთავრობის მეთაურის მხრიდან სამინისტროსადმი მხარდაჭერა სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებში გამოიხატებოდა. „მინდა, მადლობა გადავუხადო პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მე აქ ვარ ნამდვილად გულწრფელი და ეს არ არის პროტოკოლური მადლობა, რადგან მას შემდეგ, რაც ის გახდა მთავრობის მეთაური, მეც და…

მეტი...

“მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე ქვეყნის ეფექტიანი განვითარების გარანტია” – გიორგი გახარია

თბილისში, ორთაჭალაში საჯარო რეესტრის და ციფრული მმართველობის სააგენტოს ახალი სათავო ოფისი გაიხსნა. ცერემონიას მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ, მათ სიტყვით პრემიერ-მინისტრმა მიმართა. გიორგი გახარიამ თანამშრომლებს მიულოცა და გამართული საჯარო მომსახურების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. გახარიას თქმით, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე ქვეყნის ეფექტური განვითარების გარანტია. „ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს არის სწორად, ეფექტიანად დალაგებული სერვისები, რომლებიც რაც შეიძლება ახლოს უნდა მივიდეს თითოეულ მოქალაქესთან. ეს არის ის, რასაც დღეს იუსტიციის სამინისტრო აკეთებს და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და რაზეც შრომა…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 194 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან კორონავირუსი 29 პირს დაუდასტურდა. ამჟამინდელი მონაცემებით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 29 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ხუთის მდგომარეობა მძიმეა, ცხრა პაციენტის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

მეტი...

ბათუმში საკონდიტრო მაღაზიის მეპატრონეს კორონა დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი ერთ-ერთი საკონდიტრო მაღაზიის მეპატრონეს დაუდასტურდა. ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაადასტურეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უახლოეს საათებში გახდება ცნობილი სხვა თანამშრომლების ტესტების პასუხებიც. აღნიშნული საკონდიტროს კონსულტანტს კორონავირუსი დღეს დაუდგინდა. საკონდიტროს 70 თანამშრომელი იზოლაციაშია.

მეტი...

პრეზიდენტმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა წერილობით მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციების, გაეროსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებს, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, რათა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი, ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების ესკალაცია, მოხდეს მოსახლეობის საფრთხეებისგან დაცვა და მომავალში აღარ დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობა მუდმივად და სწრაფად უარესდება. სისტემატურად და…

მეტი...

“დღეიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა” – გიორგი გახარია

“ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტს არ მოუწევს ზედმეტი ბიუროკრატიის გავლა, რათა სერვისებისთვის სრული დაფინანსება ჰქონდეს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ასანაზღაურებელი თანხის გაზრდასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პრემიერმა სოციალურ ქსელში დაწერა, საბაზისო მიზნობრივი და ვეტერანის პაკეტის მოსარგეებლეები 12000 ლარის ნაცვლად, 20000 ლარის ღირებულების სერვისს მიიღებენ, ასაკობრივი პაკეტის მოსარგებლეებს კი 15 000 ლარის ნაცვლად, 23 000 ლარი აუნაზღაურდებათ. „მეგობრებო, დღეიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა. საბაზისო მიზნობრივი (სოციალურად დაუცველი ოჯახები 70 000 ქულამდე, პედაგოგები, სახალხო არტისტები, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, თავშესაფრის ბენეფიციარები) და ვეტერანის პაკეტის მოსარგეებლეები…

მეტი...

“სოფელ ყარაფილას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება” – სუსი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განხორციელდა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას. მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „აღნიშნული წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც არსებით საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს. ინფორმაცია საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების თაობაზე ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, – აცხადებენ სუს-ში.

მეტი...

სუს-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ ერთ თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, სამსახურის 38 თანამშრომელი კი კარანტინში იმყოფება. როგორც უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, უკვე ჩატარებულია შენობის სადეზინფეციო სამუშაოები.

მეტი...

ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, პატრულ ინსპექტორს ი.ც.-ს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე პატრულ-ინსპექტორს ბრალი წარუდგინა „გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, ბერიტაშვილის ქუჩაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა ი.ც.-მ ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და მისი მართვის ქვეშ მყოფი საპატრულო პოლიციის ავტომანქანით, საავტომობილო გზაზე ქვეითად მოსიარულეს, 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანების გამო მ.გ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. სამართალდამცველებმა ი.ც. 31 აგვისტოს დააკავეს. უწყების ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის…

მეტი...

“გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე ბრალდებულთა დნმ პროფილები არ აღმოჩნდა, თუმცა ეს არაფერს აქარწყლებს” – საქმის პროკურორი

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის  საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, შაქარაშვილის ჩანთის, რომელიც მას მკვლელობის დღეს ჰქონდა, ექსპერტიზა დასრულდა და მასზე ბრალდებულთა დნმ ნიმუშები არ აღმოჩნდა. ყაზარაშვილის გნცხადებითვე, საგამოძიებო ორგანომ მიმართა ექსპერტიზის ბიუროს და მოითხოვა ექსპერტიზის შუალედური დასკვნების ეტაპობრივად გადმოგზავნა. „გამოძიების დაწყებისთანავე მალევე დაინიშნა ბიოლოგიური, გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც მოვიდა, დაახლოებით ორი კვირის წინ, ეს არის შუალედური დასკვნა. საგამოძიებო ორგანომ მიმართა ექსპერტიზის ბიუროს და მოითხოვა ექსპერტიზის შუალედური დასკვნების ეტაპობრივად გადმოგზავნა, შესაბამისად ეს არის ექსპერტიზის ნაწილი, რომელიც დანიშნულია. ექსპერტიზის შედეგად, ჩანთაზე აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალა შედარდა, როგორც მკვლელობაში, ასევე თავდასხმაში ბრალდებულების…

მეტი...

საქართველოს პროკურატურის განცხადება

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ მორიგ განმარტებას აკეთებს. “თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზის ფარგლებში, 2020 წლის 31 აგვისტოს, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერება ჩატარდა, რაშიც მონაწილეობას ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები,   ,,ჰიუნდაი აუტო საქართველოს“- წარმომადგენელი და ოჯახის ადვოკატი იღებდნენ.  ნივთმტკიცების გახსნა-დათვალიერების ფარგლებში დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „Hyundai Accent’’-ის მარკის ავტომანქანა აღჭურვილი იყო არაქარხნული წესით დამონტაჟებული ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების ფუნქციით, რაც იმართება ე.წ ,,პულტით“, დათვალიერებით სხვა დამატებითი ელექტრო მოწყობილობა ვერ იქნა აღმოჩენილი. ასევე დადასტურდა, რომ ავტომანქანის ცენტრალური…

მეტი...

კომუნიკაციების კომისიამ საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო

“კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 24-საათიან რეჟიმში 50-მდე სამაუწყებლო არხს დააკვირდება. მედიამონიტორინგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება” – ამის შესახებ, ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია აქვეყნებს. მათივე თქმით, მონიტორინგის ანგარიშებს პერიოდულად გამოაქვეყნებენ. „კომუნიკაციების კომისია მონიტორინგის ანგარიშებს პერიოდულად გამოაქვეყნებს, რომლის ფარგლებშიც, საზოგადოებას რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი კვლევის შედეგებს წარუდგენს. მონიტორინგის პროცესში 30-მდე მონიტორი წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდება. მონიტორინგს დაექვემდებარება ყველა საერთო მაუწყებელი, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, ასევე, ცენტრალური ან…

მეტი...

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აგვისტოში მაშველებმა170 მოქალაქე გადაარჩინეს

“შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აგვისტოში, მაშველებმა 170 მოქალაქე გადაარჩინეს. მათ შორის ოთხბალიანი შტორმის დროს – 23. გადარჩენილებს შორის 48 არასრულწლოვანია” – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ამასთან, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 38 ბავშვი იპოვეს. „მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 38 ბავშვი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში შტორმის დროს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე. არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

სოციალურად დაუცველებს ზედმეტად მიღებული თანხის უკან დაბრუნება არ მოუწევთ

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველებსა და პენსიონერებს, რომლებმაც სახელმწიფო დახმარება ზედმეტად მიიღეს, თანხის უკან დაბრუნებას არავინ მოსთხოვს და პრობლემა მოგვარებულია. განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე გააკეთა. „გუშინ, პარლამენტის  ბიურომ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს ზედმეტად გაცემული თანხების უკან დაბრუნების ვალდებულების მოხსნას იმ შემთხვევაში, როცა ოჯახს დემოგრაფიული ცვლილების დროს ან საცხოვრებელი მისამართის შეცვლისას ეკისრება ვალდებულება, სოც. მომსახურების სააგენტოში წარადგინოს განაცხადი. მრავალი მიზეზის გამო, ბევრი ოჯახი  ვერ აკეთებს ამას,  ზოგჯერ კი ინფორმაცია არ გააჩნიათ.  შემდეგ უკვე იწყება სასამართლო წარმოებები და საქმის აღსრულებაზე გადაცემა თანხების დასაბრუნებად. ეს ეხება…

მეტი...

“სოციალური დახმარების თემატიკით სპეკულირება უზნეობაა და მოეშვით ამ უზნეობის წარმოებას“ – ხუნდაძე ოპოზიციას

„მსოფლიო უკვე ნახევარი წელია პანდემიის რეჟიმში ცხოვრობს და რამდენი ხანი მოუწევს ამ რთული გამოწვევის წინაშე პირისპირ ყოფნა,  არავინ  იცის“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.  დეპუტატს მიაჩნია, რომ ამაზე მნიშვნელოვანი თემა დღეს არ არსებობს, თუნდაც ეს იყოს არჩევნები.  „რა თქმა უნდა, არჩევნები დემოკრატიულად და თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს და ეს ასეც იქნება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მისი ჩატარება ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო იყოს, რათა არჩევნების შემდეგ დამატებითი პრობლემები არ შევქმნათ. ამ პერიოდში, ჩვენ საკმაოდ ვიწრო გზაზე მოგვიწევს გავლა. საქართველოს თავისი გამორჩეული რისკები აქვს ვიდრე ეს…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების პროცესი მიმდინარეობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გუშინ დაწყებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დღესაც გრძელდება. ერთ-ერთი არასრულწლოვანი სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრება. დღეს სასამართლომ 12 მოწმე უნდა დაკითხოს. როგორც საქმის პროკურორმა განმარტა, დღეს, მოწმეებთან ერთად, გამომძიებლები და მოწმეებიც დაიკითხებიან.   „ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰყავს 12 მოწმე. ჩვენ გავაგრძელებთ იმ მოწმის დაკითხვით, რომლის დაკითხვის დროს ტექნიკური პრობლემის გამო შეჩერებული იქნა დაკითხვა. დღევანდელ პროცესზე მოხდება ვიდეოჩანაწერის წარდგენა, რომლითაც მოახდენენ გარკვეული მოწმეების იდენტიფიცირებას. მათ შორის, ვიდეოჩანაწერები შეეხება აგარაკის დაპირისპირების ეპიზოდს. წარმოდგენილი მოწმეები არიან როგორც გამომძიებლები და ექსპერტები, ასევე სხვა მოწმეები, რომლებიც გადაადგილებაში დაეხმარნენ არასრულწლოვან…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის ჩანთის დნმ ანალიზი დასრულდა, ანაბეჭდი უცხო პირს ეკუთვნის

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის  ჩანთაზე უცხო პირის დნმ-ი აღმოჩნდა. გენეტიკური პროფილის  პასუხი დაკავებული პირების დნმ-ს არ ემთხვევა. საქმეში ახალი სუბიექტი ჩნდება, რომელსაც გიორგი შაქარაშვილის ჩანთასთან ჰქონდა შეხება. ჩანთაზე 2 პირის დნმ-ი დადასტურდა. ერთი თავად გარდაცვლილ ეკუთვნის, ხოლო მეორე – უცხო პირს, რომლის იდენთიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა. როგორც ადვოკატები ისე ექსპერტები არ გამორიცხავენ, დნმ-ი იმ პირებს ეკუთვნოდეს, ვინც ადგილზე მუშაობდა, თუნდაც მაშველებს. დაკავებული გიორგი გაგნიძის ადვოკატები კი აცხადებენ, რომ გენეტიკური პროფილი პოლიციელებს ეკუთვნის და სწორედ მათ დადეს ჩანთა იქ, სადაც ის იპოვეს.   

მეტი...

თუ მოძალადე სამაჯურის გამოყენებაზე უარს იტყვის, სს კანონმდებლობით დაისჯება

ახალი რეგულაციების მიხედვით, მოძალადე ვალდებული ხდება, ელექტრონული სამაჯური ატაროს. სწორედ ამ გზით მოხდება მისი გაკონტროლება, არღვევს თუ არა შემაკავებელ ორდერს და მიუახლოვდა თუ არა ძალადობის მსხვერპლს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თუ მოძალადე ელექტრონული სამაჯურის ტარებაზე უარს განაცხადებს,  სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობა დაეკისრება. “2020 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესაძლებლობას, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ძალადობის განმეორების რისკის შეფასება ხორციელდება შემაკავებელი ორდერის ოქმში ინტეგრირებული კითხვარის საფუძველზე. ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში მიიღება ძალადობის განმეორების…

მეტი...

ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია დაიბლოკება – ჯარიმები და სანქციები მკაცრდება

კომუნიკაციების კომისია ბავშვებისა და მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, მშობლებს საფრთხეების შემცირების ეფექტურ მექანიზმს სთავაზობს. დღეიდან, მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს შეზღუდონ ისეთ ვებგვერდებზე წვდომა, რომელიც საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის.  კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, განისაზღვრა წესები, რომლის მიხედვითაც იმ ვებგვერდებს, რომლებსაც განთავსებული აქვთ ფილმები, ანიმაციური ფილმები, სერიალები, პროგრამები და თამაშები, ვალდებული არიან გაუკეთონ სპეციალური ასაკობრივი ნიშანდებები, რომლებიც განსაზღვრულია 18 წლამდე, 15 წლამდე, 12 წლამდე და 7 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელ პროგრამებზე. როგორც კომუნიკაციების კომისიიდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს ისინი თავად განახორციელებენ ინტერნეტ ვებგვერდების მონიტორინგს, იმისთვის, რომ დამატებითი ფილტრი შექმნას და გააკონტროლოს რამდენად…

მეტი...

18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური მხარდაჭერისთვის თანხების ჩარიცხვა დღეიდან იწყება

18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური მხარდაჭერისთვის თანხების ჩარიცხვა დღეიდან იწყება. ინიციატივა პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე კვირის წინ დააანონსა. ბავშვების რეგისტრაცია მშობლების მიერ ელექტრონულად მოხდა. თანხებს კი ისინი დღეიდან მიიღებენ. 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა 1 დეკემბრამდე გაგრძელდება, პირველ ეტაპზე შესულ განცხადებზე კი თანხების ჩარიცხვა კვლავ 1 სექტემბრიდან დაიწყება. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის ჩარიცხული თანხების, პირის საბანკო ვალდებულებების აღსასრულებლად ან სხვა აღსრულების მექანიზმისა და თუ ღონისძიებებისთვის გამოყენება არ მოხდება.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 510 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 243-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 828 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232.

მეტი...

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ დღეიდან ამოქმედდება

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ დღეიდან ამოქმედდება. კოდექსი პირველ ივნისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო სამი თვით გადაიდო. თარიღის გადაწევის მიზეზად შესაბამისი უწყებების სათანადო მომზადება დასახელდა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიიღონ სათანადო კანონქვემდებარე აქტები, პროგრამები და უნდა გაატარონ მთელი რიგი მოსამზადებელი ღონისძიებები. ასევე, ბავშვთან მომუშავე ყველა პირმა (პროფესიონალმა) შესაბამისი მომზადება უნდა გაიაროს. პარლამენტმა „ბავშვთა კოდექსი“ გასულ წელს მიიღო, რომელიც ბავშთა უფლებების დაცვის მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს. როგორც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. კოდექსის ამოქმედების შედეგად, პირველი სექტემბრიდან მედიასა და…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს განახლდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს განახლდება. უფლებადამცველების განცხადებით, პროცესზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმის ე.ხ-ს დაკითხვა გაგრძელდება. “ბოლო სასამართლო პროცესზე ე.ხ-ს დაკითხვა ტექნიკური პრობლემების გამო შეწყდა. უნდა მომხდარიყო ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა მოწმე ე.ხ-ს თანდასწრებით. ამის შემდეგ დაიკითხებიან ის პოლიციელები, რომლებმაც გარკვეული საპროცესო მოქმედებები განახორციელეს,” – აცხადებს გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი როსტომ კერესელიძე. მოწმეების ჩვენებებზე ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატები ამბობენ, რომ მათ ისაუბრეს ზოგადად მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და რომელიმე ბრალდებული არ დაუსახელებიათ. “მოწმის ჩვენების მიერ, მტკიცებულებების გამოკვლევის დროს ცალსახად დადასტურდა, რომ არ ყოფილა განზრახვა, რომ რაიმე სახის მობილიზება მოეხდინათ. ყოველდღიურად, თან არასამუშაო საათებში პროცესების ჩატარება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევები ოკუპირებულ აფხაზეთში. 94 ტესტიდან ვირუსი 15 მოქალაქეს დაუდასტურდა ვირუსი. ამ ეტაპზე გუდაუთის ჰოსპიტალში 27 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ. 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 330 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 120 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

მეტი...

პენიტენციური სამსახური შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ბრალდებებს, რომ მან ტანსაცმელი დაკარგა,უარყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ბრალდებებს, რომ მან ტანსაცმელი დაკარგა, – უარყოფს. უწყების განმარტებით 18 აგვისტოს გაგნიძემ მიიღო ამანათი, რომელიც მას დადგენილი წესით მისსავე საკანში მიეწოდა. ამანათის მიღების შემდეგ კი დაწესებულების თანამშრომლისთვის ბრალდებულს ამანათის შემგზავნი პირებისთვის გადასაცემად არაფერი გაუტანებია. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 31 აგვისტომდე არც ბრალდებულს და არც მის დაცვის მხარეს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისთვის რაიმე ნივთის დაკარგვის შესახებ არ მიუმართავს. “მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში დაკარგა ტანსაცმელი. ადვოკატის თქმით, – „როდესაც ოჯახმა შეუგზავნა ახალი ტანსაცმელი, ძველი ტანსაცმელი დაიკარგა“. აღსანიშნავია, რომ…

მეტი...

პენსიის გაცემის წესი იცვლება

საქართველოში პენსიის გაცემის წესი იცვლება. დღეიდან პენსიის გაცემა ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგით იქნება შესაძლებელი. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილებით უნდა შემცირდეს რიგები, მობილობა და შესაბამისად, ვირუსის გავრცელების რისკი. „მხოლოდ ბავშვებზე ზრუნვა არ არის საკმარისი. ჩვენი ზრუნვის საგანია ღვაწლმოსილი მოხუცები, პენსიონერები და აქაც გვქონდა საკმაოდ შედეგიანი მსჯელობა საბანკო სექტორთან და მივიღეთ შემდგომი გადაწყვეტილებები. მოგეხსენებათ, რომ პენსიები ჩვენს პენსიონერებს ერიცხებათ ყოველი თვის 14 რიცხვში. ეს საბანკო ფილიალებში, განსაკუთრებით „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში, მუდმივად საკმაოდ მაღალი დისკომფორტის საბაბი იყო. თუმცა, პანდემიის პირობებში, ეს დისკომფორტის გარდა, არის…

მეტი...

დღეიდან შესაძლებელი ხდება, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდეთ

დღეიდან შესაძლებელი ხდება, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებს, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდეთ. ამას „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წლის ზაფხულში დაამტკიცა. კანონის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილი ხდება, მოძალადის მიმართ დააწესოს ელექტრონული ზედამხედველობა, თუ მოძალადის მხრიდან არსებობს ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებას პოლიციელი განახორციელებს შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე. ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებისას მხედველობაში მიიღება, მათ შორის, წარსულში მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ან/და დამცავი…

მეტი...

დღეიდან პარლამენტში მუშაობა საშემოდგომო სესიით განახლდება

დღეიდან პარლამენტი მუშაობას საშემოდგომო სესიით განაახლებს. ეს იქნება საპარლამენტო არჩევნებამდე დეპუტატთა მუშაობის მოკლევადიანი პერიოდი, რის შემდეგაც მეცხრე მოწვევის პარლამენტი საქმიანობას დაასრულებს. სესიაზე კანონმდებლები ძველ და ახალ კანონპროექტებზე იმსჯელებენ. მათ შორის ერთ-ერთი მთავარია საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებია, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლის იძულებისა და დაშინების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამოქმედდება. უმრავლესობის ინიციატივას მხარს არ უჭერს ოპოზიცია. მათი თქმით, ეს კანონი მხოლოდ ფურცელზე დარჩება და დანაშაულისთვის არავინ დაისჯება. პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო – რეგიონების” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ “ევროპული საქართველო” ოცნების ფარსში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. “ქართულმა ოცნებამ” შემოგვთავაზა საარჩევნო ცვლილებები, ვითომდა საარჩევნო დარღვევების აღსაკვეთად. “ევროპული…

მეტი...