ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 შემთხვევა დადასტურდა

  •  

 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 225 ადამიანს, მათგან „კოვიდ-19“ 61 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 97 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 939 შემთხვევაა დადასტურებული, 255 გამოჯანმრთელდა, შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეტი...

“ბაღდათი აგრარული მუნიციპალიტეტია და ბევრი რამაა გასაკეთებელი” – გიორგი გახარია

  •  

 “„დიდი პატივია, დღეს, აქ, თქვენთან ერთად ყოფნა, ქვეყნის და ბაღდათის ხვალინდელ დღეზე საუბარი. ამ უნიკალურ ბუნებაში, ამ უნიკალურ გარემოში, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, ჯერ ბუნებას გავუფრთხილდეთ და შემდეგ, ეს კუთხე სულ უფრო და უფრო მიმზიდველი გავხადოთ” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბაღდათში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ბაღდათი აგრარული მუნიციპალიტეტია და ბევრი რამაა გასაკეთებელი, რათა ქართველი გლეხი, ძლიერი ფერმერი გახდეს. „დიდი პატივია, დღეს, აქ, თქვენთან ერთად ყოფნა, ქვეყნის და ბაღდათის ხვალინდელ დღეზე საუბარი.…

მეტი...

“ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია” – კახა კალაძე

  •  

 „ქართულმა ოცნებამ“ ბაღდათის მოსახლეობას ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბეჟან წაქაძე წარუდგინა. “„დღეს, „ქართული ოცნების“ გუნდი მაჟორიტარობის კანდიდატს წარმოგიდგენთ, ადამიანს, რომელიც საქართველოს პარლამენტში თქვენი წარმომადგენელი, თქვენი ხმა იქნება და ყველა იმ გამოწვევას უპასუხებს, რაც ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში” – ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. „დღეს, „ქართული ოცნების“ გუნდი მაჟორიტარობის კანდიდატს წარმოგიდგენთ, ადამიანს, რომელიც საქართველოს პარლამენტში თქვენი წარმომადგენელი, თქვენი ხმა იქნება და ყველა იმ გამოწვევას უპასუხებს, რაც ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში. მომავალი საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთი გადამწყვეტი დღეა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ, ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ…

მეტი...

სომხეთი ახალი ომისთვის ემზადება – აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

  •  

 აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეჭვობს, რომ სომხეთი ახალი ომისთვის ემზადება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთის მხრიდან ივლისის პროვოკაციის ერთ-ერთი მიზეზი იყო სურვილი შეემოწმებინა, რა რეაქცია ექნებოდათ მის მოკავშირეებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. „ისინი ახალი დიდი ომისთვის ემზადებიან. ჩვენ გვაქვს ოპერატიული სადაზვერვო ინფორმაცია. ჩვენ ვიცით, რა ხდება ჩვენ ირგვლივ. ჩვენი სპეცსამსახურები ძალიან ეფექტურად მუშაობენ“, – განაცხადა ალიევმა.

მეტი...

მედიის ინფორმაციით, უზბეკეთის ვიცე-პრემიერი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

  •  

 უზბეკეთის ვიცე-პრემიერი, უკტამ ბარნოევი კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკური გამოცემა „გაზეტა“ ავრცელებს. უკტამ ბარნოევი იყო პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფლის მეურნეობის და საკვები პროდუქტების განვითარების საკითხებში. უზბეკეთის ვიცე-პრემიერი თავდაპირველად ტაშკენტის კერძო კლინიკაში მკურნალობდა, შემდეგ კი გერმანიაში. ბარნოევი უზბეკეთის ვიცე-პრემიერად 2020 წლის თებერვალში დაინიშნა. უკტამ ბარნოევი 56 წლის იყო.

მეტი...

” ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მტრული ძალა ერთად ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას, რაც ყველაზე მთავარიამ, ეს მოვახერხეთ მშვიდობიანი, არჩევნების გზით,” – კახა კალაძე

  •  

 “2012 წელს, როდესაც ქვეყანაში გამეფებული იყო ტერორი და ძალადობა, ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე, პირადი კომფორტი გვერდზე გადადეს და ქვეყნის გათავისუფლების საქმეში ჩაერთნენ, საბოლოოდ კი, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მტრული ძალა ერთად ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას, რაც ყველაზე მთავარიამ, ეს მოვახერხეთ მშვიდობიანი, არჩევნების გზით,” – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თერჯოლაში განაცხადა, სადაც პარტიამ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბეჟან წაქაძე და მერობის კანდიდატი ლაშა გოგიაშვილი წარადგინა. მისივე თქმით, დღესაც საქართველო მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზას ადგას, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გამოწვევა და არსებობენ ძალები, რომლებსაც სურთ, ქვეყანა ბნელ წარსულში…

მეტი...

ორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გურიაში

  •  

 გურიაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. „კოვიდ-19“ ოზურგეთის მცხოვრებს დაუფიქსირდა. „ამ დროის მონაცემებით გურიაში გვაქვს 49 შემთხვევა, ერთი დღეს დაგვემატა. 49 კონტაქტი დავადგინეთ გუშინდელი ინფიცირებულების, რომელთანაც გვექნება სამუშაო ამ 12 დღის განმავლობაში. პასუხები ჯერჯერობით არ გვაქვს. ლაითურში ორი შემთხვევა დაგვემატა გუშინ, იქაც მუშაობდა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვა. ასევე, იქაც ველოდებით ტესტირების პასუხებს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ. ამ დროის მონაცემებით, გურიაში გამოსაკვლევად 300-350 ტესტის პასუხი მზადდება.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა. მათგან 6 შემთხვევა აჭარაში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დაფიქსირდა. 1 შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულში. 1 ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში. კორონავირუსი დაუდასტურდა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს ასევე აჭარაში. კორონავირუსის 2 ფაქტი დადასტურდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც. აქედან 1 ბათუმში, მეორე კი ქალაქ რუსთავში.შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობებს კი სადაც ისინი სამსახურებრივ…

მეტი...

“„ქართული ოცნების“ გუნდმა ბევრი მიმართულებით ვითარება უკეთესობისკენ შეცვალა” – კახა კალაძე

  •  

 ჩვენმა გუნდმა, ქვეყანაში ბევრი მიმართულებით არსებული ვითარება უკეთესობისკენ შეცვალა, თუმცა გვესმის, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტყიბულში განაცხადა, სადაც პარტიამ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბეჟან წაქაძე წარადგინა. კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, უკეთესობისკენ შეიცვალა შრომის კოდექსი და ამ მიმართულებით პარლამენტში კონკრეტული გადაწყვეტილებებია მიღებული. „მოხარული ვარ, რომ დღეს, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, ვიმყოფები ტყიბულში – პატიოსანი, პატრიოტი და მშრომელი ადამიანების ქალაქში, სადაც მაღაროელები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები ჩვენი სამშობლოს განვითარებისთვის…

მეტი...

გიორგი გახარია შრომის ახალ კოდექსზე

  •  

 “საქართველოში არ არის ბევრი ქალაქი, რომელსაც შეიძლება ასეთი ეკონომიკური პოტენციალი ჰქონდეს განვითარების, თან სწრაფი განვითარების, თუმცა გამოწვევები ძალიან ბევრია, თუნდაც მაღაროელების ნაწილში და გარდა იმისა, რომ ეკონომიკა და წარმოება უნდა იყოს მომგებიანი, შრომის უსაფრთხოების ელემენტარული პირობები უნდა იყოს დაცული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბეჟან წაქაძის წარდგენისას ტყიბულში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში უკვე განიხილება ახალი შრომის კოდექსი, მეორე მოსმენით, რომელიც კიდევ უფრო უზრუნველყოფს მშრომელი ადამიანის შრომის პირობების უსაფრთხოებას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. „ჩვენ ბევრი ტრაგედია გვაქვს აქ გადატანილი,…

მეტი...

საარჩევნო პლაკატები საქონლისთვის და საარჩევნო კულტურა გვირაბს იქით

  •  

  „მედიაცენტრი მთავარის“ ფოტო კოლაჟი ლიხთ იქითაა გადაღებული. ფოტოები იმ რეალურ სურათს ასახავს, თუ როგორია საარჩევნო კულტურა ჩვენს ქვეყანაში. დავალება მიღებულია – მთავარია, რაც შეიძლება მეტი საარჩევნო პლაკატი დაიხარჯოს და გამოიფინოს. სად გამოვფენთ, ვინმე ნახავს თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. დასავლეთ საქართველოში მაჟორიტარი სუბიექტების პლაკატებით ისეთი ადგილებია აჭრელებული, სადაც მხოლოდ საქონელი გადაადგილდება. დანარჩენი კი „მედიაცენტრი მთავარის“ ფოტო კოლაჟში.

მეტი...

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 72 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია

  •  

 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 72 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია. თავდაპირველად, იგი ინსულტის დიაგნოზით რეფერალურ კლინიკაში იმყოფებოდა. მამაკაცს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, რის შემდეგაც  კოვიდ-ცენტრში გადაიყვანეს. „მამაკაცის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, მას აქვს ინსულტი და ამჟამად მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, – განაცხადა კლინიკის მენეჯერმა გია კიკაბიძემ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა

  •  

 საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარას, 30 თბილისს, 19 კი ქუთაისს უკავშირდება. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3502 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1494 ადამიანი, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეტი...