“ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 300-400-კაციანი ქორწილები კვლავ აკრძალულია” – ამირან გამყრელიძე

“სამწუხაროდ, ახლა ჩამიგდეს კიდევ ერთი სურათი “მესენჯერში” – უზარმაზარი ქორწილის. რეგიონს არ დავასახელებ. აკრძალულია, მაინც ხდება” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის პრევენციისთვის, ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვა აუცილებელია.

“სამწუხაროდ, ახლა ჩამიგდეს კიდევ ერთი სურათი “მესენჯერში” – უზარმაზარი ქორწილის. რეგიონს არ დავასახელებ. აკრძალულია, მაინც ხდება.
რეგულაციებს უნდა დავემორჩილოთ, ძალიან გთხოვთ. ბევრი ქორწილი იყოს, ბევრი ოჯახი შეიქმნას, ბევრი ბავშვი დაიბადოს, მაგრამ დროებით თავი შევიკავოთ და ეს ქორწილები მოკრძალებულ მასშტაბში აღვნიშნოთ. 200-300-400-კაციანი ქორწილები არ გვინდა, ძალიან დიდი რისკია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები