ხვალისთვის კორონავირუსზე სამეგრელო-ზემო სვანეთში 451 პირის ტესტის პასუხებს ელოდებიან

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხვალისთვის კორონავირუსზე 451 პირის ტესტის პასუხებს ელოდებიან. მათ შორის 106 ზუგდიდში დღეს დაფიქსირებული „კოვიდ-19“-ის ორი ახალი შემთხვევის კონტაქტებია. ინფორმაცია ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, მალხაზ თორია ავრცელებს. მალხაზ თორიას განცხადებითვე, დამატებითი შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება. „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ ზუგდიდში დღეს გამოვლინდა ორი კოვიდინფიცირებული. ერთი მოთავსებულია ფოთის ჰოსპიტალში, ხოლო მეორე რუხის კლინიკაში. დადგენილია მათი კონტაქტები –  106 მოქალაქე. მათ ჩაუტარდათ ტესტირება. გარდა ამისა სულ გატესტილია 451 მოქალაქე. რუხის კლინიკაში ამ დროისთვის 48 პაციენტი რჩება, მათგან 44 კოვიდინფიცირებულია. სულ რეგიონის მასშტაბით 25 კოვიდინფიცირებული გვყავს.…

მეტი...

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვირუსით 200 005 ადამიანია გარდაცვლილი. მსოფლიოში ვირუსის გავრცელებითა და ლეტალური შემთხვევების რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატები პირველ ადგილზეა.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 198 ადამიანს, მათგან 59-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ამ დროისთვის, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 98 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. მათგან შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

“ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია” – მარინა ენდელაძე

“ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სულ კლინიკაში 34 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. „კლინიკაში ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან სამი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ერთი გახლავთ კრიტიკული, ძალიან მძიმეა, რომელსაც აქვს მძიმე, თანმხლები, ფონური დაავადებები. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. დანარჩენი მძიმე პაცეინტების მდგომარეობა კეთილსაიმედოა. ზოგადად, პაციენების უმეტესობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. რამდენიმე პაციენტის ტესტირების პასუხს ხვალ ველოდებით. მსუბუქი პაციენტები, თუნდაც ტესტირების შედეგით დადებითი იყოს, გადაგვყავს სასტუმროებში, სადაც მათ ასევე უტარდებათ სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა ენდელაძემ.

მეტი...

კორონავირუსი დაუდასტურდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ვახო ხუზმიაშვილის განცხადებით, ტელევიზია მაუწყებლობას არ წყვეტს. მისივე თქმით, ის პირები რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან თვითიზოლაციაში გადავლენ, ხოლო შემხებლობაში მყოფ პირებს პისიარტესტირება ჩაუტარდებათ.

მეტი...

“ყველაფერი სულაც არ არის ჩავლილი და ვიდრე ვაქცინა არ იქნება, დიდი სიფრთხილე გვმართებს” – თენგიზ ცერცვაძე

„საქართველო და ქართველის ხალხის ბუნებაა ასეთი. ჩვენ ვგავართ უფრო იტალიელებს, ვიდრე შვედებს ან გერმანელებს, რომლებიც ზედმიწევნით ასრულებენ რეგულაციებს, ასევე ჩვენი ტრადიციებია ხალხმრავალი შეკრებები. უჭირს მოსახლეობას ამის გათავისება, მაგრამ არის იმის ნიშნები, რომ ხდება უკვე საჭირო მიმართულებით საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება” – მის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემეთერში განაცხადა. მისი თქმით, უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში, რომ ყველაფერი სულაც არ არის ჩავლილი და ვიდრე ვაქცინა არ იქნება, ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე. „საქართველო და ქართველის ხალხის ბუნებაა ასეთი. ჩვენ ვგავართ უფრო იტალიელებს, ვიდრე შვედებს ან გერმანელებს, რომლებიც ზედმიწევნით ასრულებენ რეგულაციებს, ასევე…

მეტი...

თავდაცვის მინისტრი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს, გენერალ ტოდ ვოლტერსს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ცნობით, თავდაცვის მინისტრმა გენერალ ვოლტერსს ნატო-ს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მნიშვნელობაზე. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს როლზეც ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უწყება განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას და ნატოსთან თავსებადი, მდგრადი და მობილური თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებას ნატო-სთან არსებული მექანიზმების ეფექტური გამოყენებითა…

მეტი...

„ინტელექსპრესის“ ქუთაისის ერთ-ერთ ფილიალში მომხდარი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, კომპანია განცხადებას ავრცელებს

ქუთაისში “ინტელექსპრესის” ერთ-ერთ ფილიალში მომხდარი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, კომპანია განცხადებას ავრცელებს. „სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ცნობა 19 სექტემბერს გამთენიისას „ინტელექსპრესში“ მომხდარი ძარცვის შესახებ. ამიტომ, თავს ვალდებულად ვთვლით, გავაკეთოთ შემდეგი სახის განცხადება: 19 სექტემბერს, გამთენიისას, 04:06 საათზე, ქ. ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ინტელექსპრესის“ ფილიალში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საფინანსო დაწესებულების უსაფრთხოების პირობებს და გააჩნია საბანკო მოთხოვნების დაცვით ფულის საცავი, აღჭურვილია სიგნალიზაციის ყველა თანამედროვე საშუალებით, რომლის უსაფრთხოებასა და დაცვაზე კონტრაქტი შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთანაა გაფორმებული, განგაშის სიგნალი ჩაირთო. ცხრა წუთში ობიექტთან გამოცხადდა დაცვის პოლიციის ორი თანამშრომელი. მათ დააფიქსირეს, რომ განგაში მოდიოდა საცავიდან, შევიდნენ შენობაში,…

მეტი...

15 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებულის ოჯახი 67 წლის მამაკაცის მხრიდან არასრულწლოვანზე ძალადობას გამორიცხავს

გაუპატიურება, რომელიც სამ წელს გრძელდებოდა – 15 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებული 67 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები ბრალდებულის უდანაშაულობაზე საუბრობენ და ამბობენ რომ არასრულწლოვანზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია.  “ჩემი მეზობელი ამტკიცებს, რომ თითქოს ღამით დაინახა, როგორ იჯდა ჩემი მამათილი არასრულწლოვანთან ერთად და კონკრეტული აქტი ჰქონდა. რეალურად ჩემი მამათილი ნასვამი იყო და შარდავდა. ვკითხე, თუ ბავშვზე ძალადობდა, რატომ არ გამაგებინა? მითხრა, რომ დაიბნა და შეეშინდა,”- აცხადებს ძალადობაში ბრალდებულის რძალმა.  “დაკითხვაზე წაიყვანეს, დააბრუნეს ისევ სახლში. მიზეზი უთხრეს, რომ ნანახი აქვთ მეზობლებს, ბავშვზე ძალადობდაო. დამტკიცებული არაფერია. შვილებს გეფიცებით, სურათები საიდან, კაცს აქვს “ნოკიას” პატარა ტელეფონი,”- ამბობს ბრალდებულის ნათესავი. შეგახსენებთ…

მეტი...

მარინა ეზუგბაია აჭარაში იმყოფება და კოვიდსიტუაციას გაეცნობა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აჭარაში იმყოფება, სადაც არსებულ კოვიდსიტუაციას გაეცნობა. “ადგილზე გავეცნობი სიტუაციას, როგორც კოვიდცენტრებში, ასევე სასტუმროებში. სურათის გაცნობის შემდეგ შემეძლება, უფრო ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ვაპირებთ ტრენინგებს ადგილობრივი მედპერსონალისთვის“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ზომების გამკაცრება არ ნიშნავს მხოლოდ მკაცრ შეზღუდვებს და მთავრობასთან ერთად მოქალაქეებმაც უნდა გაითავისონ საკუთარი როლი, რაც რეკომენდაციების დაცვაში გამოიხატება.

მეტი...

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თელავში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. მიყენებული დაზიანებებით ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში მოათავსა, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

“გამოდის, რომ უკონტროლო გავრცელების ფაზაში ვართ” – ინფექციონისტი

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის მოსაზრებით, იმისთვის რომ არ მოხდეს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა და იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭიდებატ, დახმარებაზე უარი არ ეთქვათ, ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიადეს ბინაზე მკურნალობის მოდელზე. “თუ უკონტროლო გავრცელებას დავარქმევთ იმას, რომ უცნობია წყაროები, ასე გამოდის, რომ უკონტროლო გავრცელების ფაზაში ვართ,“ – ამბობს მაია ბუწაშვილი. აქვე, მაია ბუწაშვილი მე-20 საუკუნეში გავრცელებული ე.წ. ესპანური გრიპისა და კორონავირუსის შედარებისას ამბობს, რომ მეორე ტალღას გასული საუკუნის გრიპის გაცილებით მეტი ლეტალური მაჩვენებელი მოჰყვა.  გარდა ამისა, მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ესპანური გრიპის გავრცელების პერიოდთან შედარებით, დღესდღეობით მსოფლიოში ანტიბიოტიკებისა და სამედიცინო აღჭურვილობის გაცილებით დიდი რაოდენობაა.…

მეტი...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადეები და დაიცვან სოციალური დისტანცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, იმოქმედონ დადგენილი რეგულაციებით, ატარონ პირბადეები და დაიცვან სოციალური დისტანცია, რაც ინფიცირების შემთხვევების პრევენციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვირუსის გავრცელების დინამიკა განიხილეს. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა პანიკის საფუძველს არ ქმნის, ვინაიდან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მართვადია. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე…

მეტი...

23-ე გარდაცვლილი აფხაზეთიდან იყო

“კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი” – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილი 60 წლის მამაკაცი იყო. „პაციენტი აფხაზეთის ტერიტორიიდან იყო ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს. მართვით სუნთქვაზე იყო. პაციენტს ჰქონდა გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, რამაც იჩინა თავი ჩვენს კლინიკაში. მიუხედავად იმისა, რომ პრევენციული ღონისძიებები ტარდებოდა, ასეთი ფატალური შედეგი დადგა”, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

მეტი...

ამირან გამყრელიძე მსურველებს მიმართავს უფასო ტესტირება ჩაიტარონ

“დღეს და ხვალ, იუსტიციის სახლის უკან, სპეციალური სივრცე იქნება, სადაც ნებისმიერ მსურველს კორონავირუსის ტესტის აღება შეეძლება.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით,  მათი მიზანია, თბილისში ინფექციის ცირკულირების ინტენსივობის გაზომვა. „მოგიწოდებთ, იუსტიციის სახლის უკანა მხარეს არის მოწყობილი შესაბამისი სივრცე, დღეს და ხვალ იქნება ნიმუშის აღება. ვისაც გსურთ, შეგიძლიათ აიღოთ ნიმუში და მეორე დღეს იქნება პასუხი, გვაინტერესებს დაახლოებით 1000 ადამიანზე გაკეთდეს. რამდენიმე სეროპრევალენტობის კვლევები გავაკეთეთ. ეს კვლევები არიას საშუალება, რომ გარკვეულად პულსზე გვეჭიროს ხელი რა ხდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

“წელს ნაყიდი გვაქვს 135 ათასი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა” – ამირან გამყრელიძე

“გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარკვეული კულტურა 2014-2015 წლიდან დავნერგეთ. მახსოვს, შარშან წინ 40 000 ვაქცინა გვქონდა და ძალიან ბევრი ვერ ავითვისეთ, რადგან არ მობრძანდნენ რისკ ჯგუფები.” – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ფრანგული წარმოების ვაქცინების პირველი პარტია საქართველოში ოქტომბრის დასაწყისში შემოვა. „ჩვენ გრიპის ვაქცინაციას ვიწყებთ ხოლმე ოქტომბრის მეორე ნახევრიდან და ვაქცინაცია შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში. ჩვენ ადამიანებს ვცრიდით იანვარშიც და თებერვალშიც. მოგეხსენებათ, გრიპთან დაკავშირებით ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფში შედიან ორსული ქალბატონები, ამიტომ იმის მიხედვით, ქალბატონი როდის დაორსულდება, შეიძლება, ის მთელი სეზონის განმავლობაში აიცრას.…

მეტი...

თბილისში, დაბადების დღის ახალი „კლასტერი“ გაჩნდა

სოფელ დიღომში „კოვიდ ვირუსის“  ახალი “კლასტერი” გაჩნდა. ეს არის დაბადების დღის “კლასტერი”, სადაც ძირითადად ახალგაზრდები ფიგურირებენ.   დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის გაცხადებით, ახალგაზრდების ინფიცირება ერთ-ერთ დავირუსებულთან კონტაქტით მოხდა. “გვაქვს თბილისში “კლასტერი”, სოფელ დიღომში. ეს იყო დაბადების დღესთან დაკავშირებული, როგორც მე მაქვს ინფორმაცია. კლასელები, ოღონდ არა ახალგაზრდები, შეიკრიბნენ, შესაბამისად, მოხდა ინფიცირება. მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია, თვითონ ესენიც გამოკვლეულები არიან და სტაბილიზირებულია ვითარება ამ ეტაპზე,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. სოფელ დიღომში დაბადების დღეს კლასელები აღნიშნავდნენ. საეჭვოა 45-მდე ადამიანი.

მეტი...

გურიაში რვა პედაგოგს კოვიდ-19 დაუდასტურდა

“მოგეხსენებათ, დავიწყეთ იმ პედაგოგების ტესტირება, ვისაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. 2 237 ასეთი მასწავლებელი ექვემდებარებოდა გამოკვლევას.”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განცხადებით, შვიდი გურიაში, ერთი კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა. “2-11 სექტემბერს ტესტირების დღიური მაჩვენებელი გვქონდა 8 600, ხოლო 12-21 სექტემბერს ტესტირების საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 9 874. ბოლო ერთი თვის საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 7 763. მოგეხსენებათ, დავიწყეთ იმ პედაგოგების ტესტირება, ვისაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. 2 237 ასეთი მასწავლებელი ექვემდებარებოდა გამოკვლევას.  მათ 71 პროცენტს ჩაუტარდა ტესტირება, რომელთა შორის კორონავირუსული ინფექცია…

მეტი...

გამორიცხული არ არის, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით პროტოკოლში ცვლილება შევიდეს

სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ჯანმო-დან ახალი რეკომენდაციები ჯერ მიღებული არ არის. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ახალი რეკომენდაციები არ გაუცია. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, გამორიცხული არ არის, რომ სწავლასთან დაკავშირებულ პროტოკოლში ცვლილებები შევიდეს. „პროტოკოლი საკმაოდ დეტალურია. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება, გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს, თუ ახალ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს ცოცხალი პროცესია და რა საერთაშორისო რეკომენდაციაც იქნება ის აისახება. რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, დღეს ამასთან დაკავშირებით რაიმე ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა“, – განმარტავს…

მეტი...

„ძალიან რთული იქნება სიტუაციის მართვა“ – მინისტრის მოადგილე „კორონავირუსზე“

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია „კორონავირუსის“ წინააღმდეგ საბრძოლველად ერთ-ერთ მექანიზმს სამოქალაქო თვითშეგნებას ასახელებს, წინააღმდე შემთხვევაში, შიშობს, რომ პანდემიის მართვა გართულდება.    „გარკვეული მატება გვაქვს, მაგრამ არა გეომეტრიული პროგრესით. მნიშვნელოვანია ერთი ყველაზე კრიტიკული ფაქტორი – იმისთვის, რომ ინფექციის კონტროლი გავრცელება არ მოხდეს. ეს არის პირადი დაცვის საშუალებების სწორად გამოყენება – ნიღაბი, ფიზიკური დისტანცირება და ხელების დეზინფექცირება. ეს სამი ფაქტორი აუცილებელია. ამ წესებს თუ არ დავიცავთ, ძალიან რთული იქნება სიტუაციის მართვა. ჩვენზე უფრო ძლიერმა ჯანდაცვის სისტემებმა ვერ მოახერხეს სიტუაციის შეკავება, ვიდრე არ შემოვიდა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და დამცავი ღონისძიებები“ – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

მეტი...

“მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებს არ ვაპირებთ” – ნათია მეზვრიშვილი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, თამად შეიძლება თქმა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება  და მართვადია. მისივე თქმით, არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მკაცრი შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით. „დღეს გამოვლინდა 218 შემთხვევა. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ორი მოქალაქე. გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, დღეს თამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ ექვემდებარება კონტროლს და მართვადია. ამისთვის უწყებათაშორისი საბჭო, მთავრობის თითოეული წევრი აკეთებს ყველაფერს. პანიკის საფუძველი არ არსებობს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისი შიშებიც მეწარმეებს, ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ, არ ვაპირებთ. შეიძლება იყოს…

მეტი...

IRI-ის შეფასების მისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგისთვის საქართველოში ჩამოვა

დღეს, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI), არჩევნების ტექნიკური შეფასების საერთაშორისო მისიის ჩამოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა. მისია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს შეაფასებს. შეფასების მისია საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე ჩამოდის. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) დაახლოებით 25 წელია საქართველოს პარტნიორია და ბოლო ათწლეულის მანძილზე თითქმის ყველა არჩევნების მონიტორინგი და შეფასება განახორციელა.  “ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის, მათ შორის, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის…

მეტი...

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევათა პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით, ბრძანება გამოსცა. ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები. „არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს“, – აცხადებენ…

მეტი...

არასრულწლოვანი ბიჭის წლების განმავლობაში გაუპატიურების ბრალდებით, მეზობელი დააკავეს

პოლიციამ არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1952 წელს დაბადებული ი.გ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. მამაკაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

„აინტერესებთ, რამე ისეთი იპოვონ, რითაც შეძლებენ მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია ან დაშინება” – მიხეილ რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, სადაც მისი მობილური ტელეფონიდან სატელიტური ფოტოებისა და დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა ტარდებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას მისი მობილური ტელეფონიდან უნდა გამოეთხოვა დავით ფურცხვანიძესთან მისი მიმოწერა და სატელიტის ფოტოების შესახებ ინფორმაცია, სინამდვილეში კი გამოძიებამ მისი მობილურიდან ყველა სახის ინფორმაციის კლონირება მოახდინა, რომელსაც საქმესთან კავშირი არ ჰქონდა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამგვარად მის პირად სივრცეში შეჭრა მოხდა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ გამოძიებას, მხოლოდ და მხოლოდ მისი პირადი ცხოვრება აინტერესებს. „აინტერესებთ, რამე ისეთი იპოვონ, რითაც შეძლებენ მოხდეს…

მეტი...

ეკლესიის მესანთლეს ზუგდიდში COVID-19 დაუდასტურდა

ზუგდიდში ეკლესიის მესანთლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული 72 წლის ქალი, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში იმყოფებოდა, რის შემდეგაც, დაახლოებით ორი კვირაა ტაძარში არ გამოჩენილა. ეპიდემიოლოგებმა ამ დრომდე მისი 25 კონტაქტი მოიძიეს. რაც შეეხება ოქროს ბირჟაზე მომუშავე მამაკაცს, ამ დროისთვის ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებსაც იკვლევენ, თანამშრომლებს კი ტესტირება უტარდებათ.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 12:35 საათზე, 3.3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა ლაგოდეხთან მოხდა. ეპიცენტრი ქალაქი ლაგოდეხიდან აღმოსავლეთით 4კმ-ში, სოფელი რაჭისუბანთან ახლოს იყო.

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 16-ის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 16 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. „დღევანდელი მონაცემებთ, ჯამში გვყავს 16 კრიტიკული პაციენტი, კოვიდცენტრებში მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტების რაოდენობას ზუსტად ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ. რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 33 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთი კრიტიკული პაციენტია, კიდევ ერთის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება. „ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 33 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათაგან სამი ინტენსიურ თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული, ერთის კი მძიმეა“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 137 აჭარას, 47 თბილისს, 26 კი იმერეთს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში გამოვლინდა, თბილისში – 47, ხოლო იმერეთში – 26. „218 ახალი შემთხვევა დაემატა. ლიდერობს აჭარა, სადაც არის კოვიდინფიცირების 137 ახალი შემთხვევა. თბილისში არის 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ექვსი, იმერეთში – 26, გურიაში – ორი“, – განაცხადა ენდელაძემ. მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 40-ით გაიზარდა და ამ დროისთვის ინფიცირებულთა 50 პროცენტზე ნაკლებია.

მეტი...

შუახევის მერიაში COVID 19-ით 4 პირი დაინფიცირდა

4 პირი დაინფიცირდა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში. შუახევის მერიის განცხადებით, მერიის ის თანამშრომლები, რომლებსაც ინფიცირებულებთან შეხება ჰქონდათ, თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ადგილზე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და დაიწყო ეპიდკვლევა. შუახევის მერია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 913 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 40-ით გაიზარდა და 1 574-ს შეადგენს.​ კორონავირუსის შედეგად, დღეს ქვეყანაში კიდევ ორი პაციენტი გარადიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 22-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 988 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. შეგახსენებთ, გუშინ, 21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 193 შემთხვევა დაფიქსირდა.

მეტი...

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ-ცენტრში ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ფაქტს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. 67 წლის მამაკაცი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გარდაცვლილი ინსულტის დიაგნოზით რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, რამდენიმე დღის წინ მას კორონავირუსიც დაუდასტურდა, რის შემდეგაც იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქართველოში დღეს გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლამდე ქალიც, რომელიც ასევე ბათუმიდან იყო.

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილი 21-ე პაციენტი 80 წლამდე ქალია, მას მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა

საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი კიდევ ერთი, 21-ე პაციენტი 80 წლამდე ასაკის ქალია, ის ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა. გარდაცვლილი ბათუმიდანაა. კერძოდ, სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ის აჭარის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარია. პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები – ინსულტი, დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. საქართველოში სულ კორონავირუსით 21 პაციენტია გარდაცვლილი. მათ შორის ერთი – 60 წლის ქალი გუშინ გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 21-ე პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. „კლინიკა ბომონდის“ კლინიკური მენეჯერის, მამია ყიფიანის ინფორმაციით, გარდაცვლილია 80 წლამდე ქალი ბათუმიდან, რომელსაც მძიმე თანმხლები დაავადებები – ინსულტი, დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. საქართველოში სულ კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

„ლოგიკის მიხედვით არ უნდა დაგვაკავონ, ალოგიკურად კი ყველაფერი შეიძლება“ – სატელიტის ფოტოების სკანდალი

„მიხეილ რამიშვილს ფოტოები ჩემი ინიციატივით გადავეცი, რადგან ის ყველაზე სანდო ადამიანია ამ საქმეში“ – ეს განცხადება თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთა ირიბმა ფიგურანტმა და სატელიტის ფოტოების ე.წ. მომპოვებელმა დავით ფურცხვანიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ გააკეთა. „ძალიან ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ადვოკატი მიხეილ რამიშვილს ც მე თვითონ დავუკავშირდი, ჩემივე თხოვნით შევხვდი მას, არ გვყავდა და არ გვყავს  დღემდე საერთო ნაცნობები. ჩვენი გაცნობა მოხდა 4 სექტემბერს, ფოტოები მას გადავეცი მე, მიზანი არაერთხელ ვთქვი, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ.  მიხეილ რამიშვილმა ეს ფოტოები გაასაჯაროვა საქმის ინტერესიდან გამომდინარე. ჩემი ინტერესი იყო რა – არა ის რომ გამოვჩენილიყავი და…

მეტი...

ათონის მთაზე რვა ბერს კორონავირუსი ​დაუდგინდა

ათონის მთაზე კორონავირუსი რვა ბერს დაუდგინეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული სასულიერო პირი წმინდა პავლეს სახელობის მონასტრიდან სალონიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა. ათონის მთაზე, სადაც კარანტინია გამოცხადებული, ჩასვლას აპირებენ საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. გავრცელებული ცნობით, კორონავირუსის შემთხვევები რამდენიმე მონასტერშია გამოვლენილი. ათონის მთაზე პილიგრიმების ჩასვლა შეზღუდულია.

მეტი...