„ევროპაში ამას ვერ ნახავთ, 6 პოლიციელია დაშავებული და 5 მომიტინგე“ – პრემიერი

6 პოლიციელია დაშავებული და 5 მომიტინგე, როდესაც ევროპის ქვეყნებში ასეთი მასშტაბის ძალადობრივი მიტინგები იმართება ხოლმეროგორც წესი, თანაფარდობა არის 1/10“ – ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ მედიასთან გააკეთა.

ეოგორც პრემიერი აცხადებს, შეკრებამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი თავიდანვე მიიღო, როდესაც მომიტინგეებმა პიკეტირებისთვის ჭიშკართან გადაინაცვლეს.

„ეს არის საერთაშორისო სტანდარტი და ეს არის ქართული კანონი. გარდა ამისა, ძალადობა, სამართალდამცავების შეურაცხყოფა აშკარად სახეზე იყო და კიდევ არაერთი, უამრავი ფაქტი. იყო ინციდენტები, იყო სამწუხარო ფაქტები, მაგრამ მთლიანობაში რომ ევროპულად მოქმედებდა სამართალდამცავი სტრუქტურა, ამაზე მეტყველებს ერთი მარტივი რამ, ასეთი რამ არ ხდება ხოლმე, ევროპაში ამას ვერ ნახავთ, 6 პოლიციელია დაშავებული და 5 მომიტინგე. როგორც წესი არის ხოლმე 1/10 თანაფარდობა, როდესაც ასეთი მასშტაბის ძალადობრივი მიტინგები იმართება ხოლმე ევროპის ქვეყნებში. რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციას, კლინიკაში გადაყვანას, 6 პოლიციელს და 5 მომიტინგეს დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა “, –  განაცხადა პრემიერმა.

 

 

მსგავსი თემები