“ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია” – არჩილ თალაკვაძე

  •  

ჩვენ გვჯერა ჩვენი მხარდამჭრების, ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და გვჯერა, რომ ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ჩამოაყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობას და მინისტრთა კაბინეტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა განახორციელა ფუნდამენტური და დემოკრატიული რეფორმები იმისთვის, რომ მომდევნო პარლამენტი იყოს უფრო დაბალანსებული და თანამშრომლობაზე ორიენტირებული.

„ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური სისტემა, რომელიც ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, ხარჯავს ნაკლებ დროს და ენერგიას ურთიერთდაპირისპირებაზე, მაგრამ ხარჯავს მეტ დროს და ენერგიას დისკუსიაზე, სწორი გადაწყვეტილებების ჩამოყალილბებაზე, ხელს უწყობს პოლიტიკაშა თანამშრომლობას და არა დაპირისპირებას, რაც სამწუხაროდ, წინა არაერთი კამპანიის დროს თუნდაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გვაჩვენა. დღესაც ისინი აგრძელებენ დაპირისპირებას და დესტრუქციას, მაგრამ ჩვენ გვაქვს პოზიციური კამპანია, ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ და შევძლებთ, რომ მომავალი პარლამენტი იყოს კიდევ უფრო მეტად მშვიდი, საქმიანი და თანამშრომლობაზე მიმართული”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები