კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში 30 მილიონს გადააჭარბა

კორონავირუსის მაჩვენებელმა მსოფლიოში 30 მილიონს გადააჭარბა. მათგან 5 მილიონზე მეტი შემთხვევა ინდოეთში ფიქსირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ინფიცირებულთა ასაკობრივი მაჩვენებელი მცირდება, შესაბამისად გაზრდილია 15-დან 49 წლამდე პაციენტების რაოდენობა.

მონაცემები მატულობს ევროპის ქვეყნებში. უკვე მეორე დღეა ნიდერლანდებში ვირუსის შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება.

შეზღუდვების გამკაცრება იგეგმება ინგლისის რამდენიმე რეგიონში. გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება ესპანეთის ზოგიერთ ქალაქშიც.

რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოებში. ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად რუსეთში 132, თურქეთში 63, აზერბაიჯანსა და სომხეთში კი 3-3 პაციენტი გარდაიცვალა. 

მსგავსი თემები