“კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს ამ ეტაპზე მთლიანად სახელმწიფო ფარავს” – ეკატერინე ტიკარაძე

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა ამ ეტაპზე კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო ფარავს, თუმცა შესაძლოა, კერძო სადაზღვევო კომპანიები ონლაინ-მომსახურების გაძლიერებაში ჩაერთონ.

„დღევანდელ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობას ფარავს სრულად სახელმწფო, თუმცა არსებობს მოსაზრებები, რომ ჩაერთონ როგორც ონლან-მომსახურებაში, თვითონ ონლაინ-ხაზის გასაძლიერებლად, ასევე ფინანსურ მხრადაჭერაში კერძო სადაზღვევოები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავმართავთ მოლაპარაკებებს და მას შემდეგ გახდება ცნობილი, რა ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები