„მოდის კონკრეტული მომიტინგე და სახეში გაფურთხებს“ – პრემიერი

ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქციის დაშლისას იყო კონკრეტული გადაცდომები, მაგრამ ძნელი მოსათმენია, როცა სამარტალდამცველებს სახეში აფირთხებენ.

„რაც შეეხება გადაცდომებს, იყო რამდენიმე ძალიან სამწუხარო ინციდენტი, როდესაც მაგალითად გაუსწორდნენ კონკრეტულ მომიტინგეებს. ძალიან რთულია მოთმენა პოლიციელებისთვის. როდესაც მოდის კონკრეტული მომიტინგე და სახეში გაფურთხებს,  ყველა ვერ უძლებს ამას, უმეტესობამ გაუძლო, 100-დან 1-მა ვერ გაუძლო და ამიტომ, იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი“ – აღნიშნა პრემიერა.

როგორც კობახიძე განმარტავს, ხაბეიშვილის დაზიანებები ძალიან მძიმეა.

„რაც შეეხება ხაბეიშვილის შემთხვევას, რა თქმა უნდა, დაზიანებები არის ძალიან მძიმე და მას სჭირდება, ბუნებრივია, შესწავლა და ეს არის ყველაზე სამწუხარო ინციდენტი მთელი გუშინდელი დღის განმავლობაში. იყო ცალკეული ინციდენტები, მაგრამ რაც შეეხება შეკრების ძალადობრივ ხასიათს, კანონის მიხედვით და კანონის მიღმაც, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დადგება ეჭვქვეშ და ის, რომ  იძულებული იყო სპეცრაზმი, გამოეყენებინა შესაბამისი ზომები, ესეც ვერავითარი ფორმით ვერ დადგება ეჭვქვეშ. როდესაც დღეს ქვებს, შუშის ბოთლებს დაუშენენ სპეცრაზმს, იგივე ზომების გამოყენება დასჭირდებათ, წყლის ჭავლი, აირი და ნებისმიერი სხვა ზომა, რაც არის გათვალისწინებული პროპორციულობის პრინციპით“, – განაცხადა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები