„ალბათ მალე წამიყენებენ ბრალს“ – აცხადებს მიხეილ რამიშვილი, პროკურატურა კი სამართლებრივი გადაწყვეტილებისთვის ემზადება  

  •  

 გენერალური პროკურატურა მიხეილ რამიშვილის ტელეფონში მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღმოჩენას ადასტურებს. როგორც პროკურორი აცხადებს, აღნიშნულთან დაკავშირებით სამართლებრივ გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.    „მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ასახავს დავით ფურცხვანიძესთან მის კომუნიკაციას. დადასტურებული გვაქვს ფაქტი, რომ ეს ფოტოსურათი არის მონტაჟის შედეგად მიღებული და შეიცავს ცრუ ინფორმაციას. სამომავლოდ, ამ საქმეზე შეფასებისგან თავს შევიკავებ. იმ შეთხვევაში, თუ ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტი გარკვეული პირების მხრიდან, ჩვენ მივიღებთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას ნებისმიერ პირზე“ – განაცხადა პროკურორმა დავით გემბერიძემ მედიასთან. რაც შეეხება თავად თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს, ის არ გამორიცხავს, რომ მალე…

მეტი...

„ნდობა და სოლიდარობა გადამწყვეტი იქნება ჩვენი საზოგადოებებისათის, რათა ხვალინდელი დღისათვის საჭირო გამძლეობა განავითარონ“, – სალომე ზურაბიშვილი

  •  

 „საქართველომ დროულად უპასუხა პანდემიას და შეძლო მოწყვლად მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაცია“, – ამის შესახებ გაეროს 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი რანგის შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაშია ნათქვამი. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ეს შესაძლებელი გახდა საზოგადოებას, სამედიცინო ავტორიტეტებსა და სახელმწიფოს შორის შექმნილი „ნდობის სამკუთხედისა“ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით „ნდობა და სოლიდარობა გადამწყვეტი იქნება ჩვენი საზოგადოებებისათის, რათა ხვალინდელი დღისათვის საჭირო გამძლეობა განავითარონ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. მისი თქმით, ჩვენ ყველა მომსწრენი გავხდით, თუ როგორი პოზიტიური გავლენა ჰქონდა ჩაკეტვებს ჩვენს გარემოზე და შეცვალა ჩვენი აღქმა; დაგვარწმუნა, რომ ენერგიის მდგრად ტრანზიციასა და რესურსების მართვას…

მეტი...

“დღეს ტელეფონი ჩამომართვეს, ხვალ თავისუფლებასაც ჩამომართმევენ, არაფრის მეშინია” – მიხეილ რამიშვილი

  •  

 რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ, მიხეილ რამიშვილმა პროკურატურის შენობა დატოვა, თუმცა მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. მისივე თქმით, ტელეფონში ოფიციალურად ვერაფერს იპოვნიან, მაგრამ თუ მოუნდებათ, პროკურატურაში, არაოფიციალურად ყველფერს შექმნიან. “დღეს ტელეფონი ჩამომართვეს, ხვალ თავისუფლებასაც ჩამომართმევენ, იმიტომ რომ ძალიან არ უნდათ მე ამ საქმეში ვიყო, რადგან დღითი დღე, უფრო და უფრო ვაწვდი იმ ინფორმაციებს, რომ ამ საქმეში არანაირი თვითმკვლელობა არ არსებობს, ეს გოგო არის მოკლული. მოკლა იმ სისტემამ, რომელიც უნდა იცავდეს ჩვენს სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. ჩემს ტელეფონში ოფიციალურად, ვერაფერს იპოვნიან და არაოფიციალურად ყველაფერს შექმნიან და ყველაფერს გააკეთებენ, მე მაგის არ მეშინია,” – მიხეილ რამიშვილი.

მეტი...

ქუთაისში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

  •  

 ქუთაისში დაჭრილი ოცი წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ქუთაისის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა. „გუშინ, გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს ტრავმული შოკით, შინაგანი სისხლდენით. მრავლობითი ჭრილობით გულ-მკერდის არეში. ჩაუტარდა ორი ოპერაცია, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში“, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ირაკლი გოგინავამ განაცხადა. ქუთაისში, რესტორან „პალადიუმის“ მიმდებარედ ახალაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დადასტურდა

  •  

  კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში, ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 173 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, მათგან „კოვიდ-19“ 56 პირს დაუდასტურდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 99 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 995 შემთხვევაა დაფიქსირებული, 285 გამოჯანმრთელდა, შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეტი...

აზერბაიჯანში “კორონავირუსის” 92 ახალი შემთხვევაა

  •  

 გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 92 ადამიანს გამოუვლინდა, ერთი ინფიცირებული გარდაიცვალა, 81 კი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 39 280 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 576 ადამიანი. ვირუსისგან 36 836 პაციენტი განიკურნა.

მეტი...

ბათუმში ექიმის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ერთი პირი დააკავეს

  •  

 ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქე დავით გეგიაძე დააკავა. შემთხვევა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სავარაუდოდ გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული კოვიდინფიცირებული მეგობრის ნახვას ითხოვდა, ამას ექიმის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა, რის შემდეგაც გეგიაძემ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დავით გეგიაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ამავე პარტიიდან ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელია. „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციაში დაადასტურეს, რომ გეგიაძე ნამდვილად მათი თანაგუნდელია.

მეტი...

ქუთაისში მამაკაცი დაჭრეს

  •  

 ქუთაისში, რესტორან „პალადიუმის“ მიმდებარედ ახალაზრდა მამაკაცი დაჭრეს, მას სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს

მეტი...

“რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს საქართველო, რუსეთი ცდილობს, მეტად შეუშალოს ხელი” – არჩილ თალაკვაძე

  •  

 რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთის ჯარისკაცები, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ორ რეგიონში, დატოვებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება უკვე საუბარი ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაციაზე ,- ამის შესახებ საქართველოს აპრლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან არც ერთი მნიშნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესასრულებლად. მისივე თქმით, რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს საქართველო, რუსეთი ცდილობს მით მეტად შეუშალოს ხელი ამ წარმატებებს, მათ შორის, დეზინფორმაციით. ამასთან, არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანებს…

მეტი...

“საინტერესო იყო ბაჩალიაშვილის სტაჟირება საფრანგეთში, რადგან ის ორივე დაწესებულება არის სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ” – დავით ფურცხვანიძე “მედიაცენტრ მთავარში”

  •  

 „თამარი მუშაობდა ინფორმაციების სისტემატიზატორად და ეს შეეხებოდა დიდ მონაცემთა სისტემებს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის წარმომადგენლმა, დავით ფურცხვანიძემ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ სატელიტური ფოტოები, რომელიც მან თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს გადასცა, არ არის დამონტაჟებული, როგორც ამას გამოძიება ამბობს. დავით ფურცხვანიძის თქმით, სატელიტის ფოტოებზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს. „თამარ ბაჩალიაშვილის დაღუპვის საქმით მე არასდროს დავინტერესებულვარ, ეს არის მოცულობითი საქმის ეპიზოდი, რომელსაც მე და ჩემი კოლეგები ვიძიებთ, ეს არის საერთაშორისო ფინანსური აფიორა, ამ საქმეში ერთ-ერთი ძირითადი ფიგურანტი არის აბრაამ რეიხბახი, „ზაგი“ პირდაპირ არის მასთან იდენტიფიცირებული, ბაჩალეიშვილი…

მეტი...

“გვაქვს სამომავლო ხედვა და მიზნები, რომელიც ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, უკეთეს მომავალს უკავშირდება” – არჩილ თალაკვაძე

  •  

 ჩვენ გვაქვს სამომავლო ხედვა და მიზნები, რომელიც ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, უკეთეს მომავალს უკავშირდება – ჩვენი ამოცანაა, განათლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმით, განათლების სექტორის დაფინანსების ზრდით, შევძლოთ ახალი თაობისთვის უკეთესი განათლების უზრუნველყოფა, შევქმნათ უფრო ძლიერი ეკონომიკა, უფრო ძლიერი სახელმწიფო და მეტი კეთილდღეობა თქვენს სახლებში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჭიათურაში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პაატა კვიჟინაძე წარუდგინა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ახლოვდება მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების ბედს გადაწყვეტს. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ყოველთვის ჰქონდა მომავლის ხედვა, მიზნები და გეგმა,…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათგან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში შსს-ში გამოვლენილი Covid-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 13 შემთხვევიდან 2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, 3 შემთხვევა კი – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში. კორონავირუსის 1 ფაქტი დადასტურდა ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც, 1 შემთხვევა გამოვლიდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში, 2 შემთხვევა დადასტურდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში. ასევე, კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში – დაცვის პოლიციის…

მეტი...

მყვინთავ-მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ

  •  

 შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, მყვინთავ-მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ – შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აგრძელებს სტრუქტურულ რეფორმირებას. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს განყოფილებები. მასში გაერთიანდებიან მყვინთავი მაშველები. დეცენტრალიზაცია ხელს შეუწყობს რეაგირების ეფექტურობის გაზრდას.

მეტი...

“აჭარაში სიტუაცია მართვადია, თუმცა ყურადსაღებია პნევმონიების გარკვეული რაოდენობა” – თორნიკე რიჟვაძე

  •  

 საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში გამოვლინდა. ცოტა ხნის წინ დასრულდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა, რის შემდეგაც მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.  მისი განცხადებით, რეგიონში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.  “დაახლოებით, 500-მდე პაციენტი იმყოფება ჰოსპიტლებში, ამასთანავე, ახალი პროტოკოლით, დაახლოებით 500 ადამიანის მართვა ხდება ე.წ. კოვიდ სასტუმროებში. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მედიკოსები მუშაობენ ძალიან ეფექტურად და, შესაბამისად, არ გვაქვს რაიმე მძიმე შემთხვევები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არის გარკვეული რაოდენობა პნევმონიების, რომელიც არის ყურადსაღები. სიტუაცია მართვადია, ხდება კონტაქტების მოძიება, მათთვის ლაბორატორიული ნიმუშების აღება და, შესაბამისად, ჩვენ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ გამკაცრებულ…

მეტი...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საარჩევნო პროცესის დროს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს

  •  

 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საარჩევნო პროცესის დროს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ამომრჩევლებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, საარჩევნო სუბიექტებს, მათ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემები დაამუშაონ სამართლიანად და კანონის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის (მოქალაქეთა) ღირსების შეულახავად; არ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მონაცემები არამართლზომიერი მიზნით; დაამუშაონ მხოლოდ ადეკვატური და პროპორციული მოცულობის მონაცემები და მოპოვებული მონაცემები წაშალონ ან გაანადგურონ, დამუშავების მიზნის მიღწევის შემდგომ. „საზოგადოების მაღალი ინტერესის დაკმაყოფილებისა და ინფორმაციის საჯაროობის პარალელურად, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა უფლებების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვა. ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა…

მეტი...

შსს ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 პირი – 1994 წელს დაბადებული ბ.ფ., 1998 წელს დაბადებული ზ.ა., 2000 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1994 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში ედებათ. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცველებმა, ბრალდებულ ი.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული, “LEXUS GX”-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს “CZ”-ს მარკის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2…

მეტი...

“ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია” – კახა კალაძე

  •  

 სახელმწიფო ზოგადად რეგიონებზე და კონკრეტულად, თითოეული მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს ახორციელებს. შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტშიც, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, თუ სხვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ ხარაგაულში, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაატა კვიჟინაძისა და ხარაგაულის მერობის კანდიდატის, კობა ლურსმანაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მინდა, პირველ რიგში დღევანდელი დღე – ღვთისმშობლობა მოგილოცოთ და მადლობა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისთვის! დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი კარგად ხედავს, რომ 2012 წლიდან, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, ხოლო ეკონომიკური განვითარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რათა ჩვენი ქვეყნის…

მეტი...

“ქართულმა ოცნებამ” საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის გაერთიანებულ ოლქში პაატა კვიჟინაძე წარადგინა

  •  

 მმართველი გუნდი მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. “ქართული ოცნების” ლიდერებმა დღეს ხარაგაულში ამომრჩევლებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა კვიჟინაძე და მერობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარუდგინეს. პაატა კვიჟინაძე საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის გაერთიანებულ ოლქში იბრძოლებს. პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს, ასევე ხარაგაულში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს.

მეტი...

“რიკოთის უღელტეხილის მშენებლობას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს” – გიორგი გახარია

  •  

 ისტორიულად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის, რეგიონისთვის, გზას ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქ ცნობილი საქარავნე, სავაჭრო გზები გადიოდა. რაც დღეს აქ ხდება და რასაც ყოველდღე ვუყურებთ, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში ვმოძრაობთ, მართლაც შთამბეჭდავია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხარაგაუშლი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაატა კვიჟინაძისა და ხარაგაულის მერობის კანდიდატის, კობა ლურსმანაშვილის წარდგენაზე გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, რიკოთის უღელტეხილის მშენებლობას ქვეყნისთვის კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს. „ამ რეგიონში არსად, მსგავსი სირთულის საინჟინრო ნაგებობები არასდროს აშენებულა. რასაც დღეს აქ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, უაღრესად შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის.…

მეტი...

დონალდ ტრამპის მოწამვლის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

  •  

 კანადიდან აშშ-ში შესვლის დროს დონალდ ტრამპის მოწამვლის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ქალია და მან თეთრ სახლში რიცინის შემცველი წერილი გააგზავნა. სხვა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.7 პროცენტით შემცირდა

  •  

 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 022.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 071.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14.7 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 4 951.4 მლნ. აშშ დოლარს (17.5 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ- აგვისტოში, 2 880.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.0 პროცენტია. ამასთან, იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 462.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი…

მეტი...

საქართველო ჯერჯერობით მწვანე ზონაში რჩება

  •  

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით საქართველო ისევ მწვანე ზონაში რჩება. მისი განცხადებით, ქვეყანაში ცხელი წერტილია აჭარა, სადაც ტენდენცია კლებისკენ მიდის.  “საქართველო, ჯერჯერობით, მწვანე ზონაში რჩება. პაციენტების რაოდენობით, გარდაცვალების ციფრით და არსებული სიტუაციით მწვანე ზონაში ვრჩებით და ვნახოთ, დინამიკა როგორ იქნება. ცხელი წერტილები კვლავ დასავლეთი და აჭარაა, სადაც გადასროლილია ძალიან დიდი ძალები და მიდის გააქტიურებული მუშაობა. რაღაც შედეგი თითქოს სახეზეა, აჭარაში გარკვეულწილად კლებისკენ მიდის ტენდენცია. კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო -და ვთხოვო, რომ დავიცვათ რეგულაციები: პირბადის ტარება, დისტანცირება და ხელების ჰიგიენა,”-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  სულ ამ…

მეტი...

ბათუმის საქალაქო სასამართლს თამანშრომლებს კორნავირუსი დაუდასტურდათ

  •  

 ბათუმის საქალაქო სასამართლოში კორონავირუსი რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა. როგორც სასამართლოს ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადეს, ინფიცირებულებს შორის სასამართლოს მოსამართლეები არ არიან. უწყების ცნობით, მასობრივი კვლევა სასამართლოში მას შემდეგ ჩატარდა, რაც ორ ადვოკატს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათივე ინფორმაციით, კორნავირუსის გამოვლენის გამო, სასამართლო სრულად დისტანციურ რეჟიმში სამუშაოდ გადავიდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 92 აჭარას, 53 იმერეთს, 31 კი თბილისს უკავშირდება

  •  

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარას, 53 იმერეთს, 31 კი თბილისს უკავშირდება. „დაგვემატა 193 შემთხვევა და გახდა 3695. 193 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა – 92, იმერეთი -53,  თბილისი -31, სამეგრელო-ზემო სვანეთი – რვა, გურია – შვიდი, რაჭა ლეჩხუმი – ერთი, მცხეთა მთიანეთი – ერთი“, – განაცხადა ეზუგბაიამ. მისივე განმარტებით, 40-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა და ინფიცირებულთა 42 პროცენტი შეადგინა. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში ამ ეტაპზე 2 133 პაციენტი გადის მკურნალობა-მეთვალყურეობას.

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილი მეოცე პაციენტი ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” გადიოდა მკურნალობას

  •  

 დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი მეოცე პაციენტი ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” გადიოდა მკურნალობას. გიორგიძის თქმით, პაციენტი აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმედ ფასდებოდა. “გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა კლინიკა “ბომონდში”. ეს პაციენტი იყო გადმოყვანილი აფხაზეთის რეგიონიდან. პაციენტი, როდესაც გადმოიყვანეს საქართველოში უკვე იყო ძალიან მძიმედ. საჭიროებდა მართვით სუნთქვას. როგორც გვაქვს ინფორმაცია უკვე იყო დადასტურებული კოვიდი იქ, აფხაზეთის ტერიტორიაზე. მაქსიმალური რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო პაციენტის სიმძიმიდან გამომდინარე, გაკეთდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს,” – განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა

  •  

 საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.​ ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში 20 ადამიანია გარდაცვლილი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 695 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1 534-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 4 988 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი

  •  

 საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 695 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 40-ით გაიზარდა და 1 534-ს შეადგენს.​ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ერთი, მე-20 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. შეგახსენებთ, გუშინ, 20 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 196 შემთხვევა დაფიქსირდა.

მეტი...

რუსეთმა შავი ზღვის აუზში სამხედრო წვრთნა “კავკასია 2020” დაიწყო

  •  

 რუსეთმა სამხედრო წვრთნები სახელწოდებით “კავკასია 2020” დაიწყო. რუსული მედიის ინფორმაციით, წვრთნები სამხრეთ სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე, შავი და კასპიის ზღვების აუზებში ტარდება და მასში 80 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. წვრთნებში ათასზე მეტი უცხოელი სამხედრო ჩაერთვება – მათ შორის სომხეთიდან, ბელარუსიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. აზერბაიჯანის, ინდონეზიის, ირანის, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და შრი-ლანკის წარმომადგენლები კი დამკვირვებლების როლს შეასრულებენ. რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული წვრთნები 26-ს სექტემბრამდე გაგრძელდება.

მეტი...

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

  •  

 მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.

მეტი...

თბილისის მეტრო დღეიდან ჩვეული რეჟიმით იმუშავებს

  •  

 თბილისის მეტრო დღეიდან მგზავრებს ჩვეული რეჟიმით, დილის 06:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, დასრულებულია ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების რეაბილიტაცია, რის გამოც მეტრო 2019 წლის პირველი ივლისიდან დღემდე შემცირებული გრაფიკით, ღამის 23:00 საათამდე მუშაობდა. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა 550 კმ მოძველებული ძალოვანი სადენები და დამონტაჟდა ევროპული სტანდარტის 32 გამნიავებელი. პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მლნ. დოლარი იყო გამოყოფილი.

მეტი...