“2019 წელი იყო კატასტროფის წელი, გამოვლინდა 41 515 ნაღმი, რომელიც ვერ ამოქმედდა” – სალომე ვარდიაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

„დიღმის მასივი, ვარკეთილის ტრაგედიები, „ქეთევან წამებულის“ ტრაგედია – არსებობდა ძალიან ბევრი აბონენტი, რომელიც ვერ დამონიტორინგდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ენერგო ომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა განაცხადა.

ვარდიაშვილის ინფორმაციით სისტემამ წინა წლებთან შედარებით შეძლო დამატებითი ეფექტური ღონისძიებების გატარება უსაფრთხოების კუთხით, მისივე პროგნოზით წლევანდელი წელი გასულ წლებთან შედარებით უსაფრთხო იქნება:

„მართალია აქტუალობა გაზის უსაფრთხოების თემას არ დაუკარგავს ზაფხულში, მაგრამ ვემზადებით ცივი სეზონისთვის და ენერგეტიკის სექტორისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად მომზადებული ხვდება სისტემა, ამიტომ ამას მუდმივ რეჟიმში ვამონიტორინგებთ.

უნდა ითქვას, რომ სერიოზული წინსვლაა 2020 წლის შემდეგ.

2018 და 2019 წლები, რომ შევადაროთ გვაქვს სერიოზული შედეგები იმასთან დაკავშირებით, რომ საფრთხის შემცველი ბევრი ქსელი გამოვლენილია, ამდენი შემოწმების მაგალითი წინა წლებში არ გვქონდა.

ძირითადი აქცენტები გვაქვს დედაქალაქზე, 2019 წელს 41 000 – ზე მეტ აბონენტში გამოვლინდა უსაფრთხოების წესების დარღვევა.

ეს იყო ისეთი ნაღმი, რომელიც შეიძლება ამუშავებულიყო ასეულობით ადამიანის წინააღმდეგ.  2019 წელი მე შევაფასე კატასროფების წლად, გამოვლინდა 41 515 ნაღმი, რომელიც ვერ ამოქმედდა. დიღმის მასივი, ვარკეთილის ტრაგედიები და „ქეთევან წამებულის ტრაგედიები, არსებობდა ძალიან ბევრი აბონენტი, რომელიც ვერ დამონიტორინგდა.

სამწუხაროდ მათ არ შეისმინეს რეკომენდაციები, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, დავიწყეთ აქცია „გაუფრთხილდი სიცოცხლეს“, რაც ძალიან დაგვეხმარა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში.“ – განაცხადა მაია ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.”

მსგავსი თემები