დღეს ხუთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა რუხის საავადმყოფოში

  •  

 რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს ხუთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მაიკო ჯანაშიამ განუცხადა. „რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 61 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან ცხრა პაციენტი მცირეწლოვანია. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მაიკო ჯანაშიამ.

მეტი...

“ეფექტური ვაქცინის შექმნამდე „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, ორ მილიონამდე გაიზარდოს” – ჯანმო

  •  

 ეფექტური ვაქცინის შექმნამდე „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, ორ მილიონამდე გაიზარდოს. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მაიკ რაიანმა გააკეთა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ პანდემიის შეკავება არ მოხდება, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს.

მეტი...

კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა კახეთში

  •  

 კახეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ინფიცრებული ქალი წარმოშობით დედოფლისწყაროდან არის, მას აჭარის რეგიონში მოგზაურობის ისტორია აქვს.  ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ახლა კონტაქტების და წყაროს დადგენაზე აქტიურად მუშაობს.

მეტი...

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

  •  

 ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მიკროავტობუსი მგზავრებით თელავიდან ყვარლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როცა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოგირს დაეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ყვარლისა და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ჩემს კლინიკაში 8 პაციენტი შემოიყვანეს. ორს ჩავუტარეთ ქირურგიული ოპერაცია. ხვალ კი კიდევ ორი დაშავებული მგზავრის ოპერაციაა ჩანიშნული. მათ ძირითადად მოტეხილობები აღენიშნებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა. მიკროავტობუსის მგზავრები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობენ. დაშავებულები თვითდასაქმებულები არიან და ისინი კახეთის რეგიონში კერძო პირებს, ყურძნის კრეფაში ეხმარებიან. მომხდარზე გამოძიება…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა

  •  

 ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, გასული დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება 236 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი 68 პირს დაუდასტურდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 99 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

“მივმართავ ჩვენს თანამემამულეებს საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს – ერთად შეგვიძლია შევქმნათ უკეთესი მომავალი” – გიორგი გახარია

  •  

  “საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ არის მკაფიო განაცხადი, რომ საქართველო დაინტერესებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან დიალოგით. ჩვენ გვაღელვებს მათი ბედი და დაინტერესებული ვართ იქ სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით, ისევე, როგორც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის პირდაპირი კავშირების აღდგენით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე  სესიაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ დაკეტილი საოკუპაციო ხაზის პირობებშიც კი შეძლებისდაგვარად დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ თანამემამულეებს.   „საქართველოს ხელისუფლება, თავის მხრივ, ძალისხმევას არ იშურებს, რომ დაკეტილი საოკუპაციო ხაზის პირობებშიც კი შეძლებისდაგვარად დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ თანამემამულეებს. …

მეტი...

“ჩვენ გავატარეთ ისტორიული მნიშვნელობის საკონსტიტუციო რეფორმა” – გიორგი გახარია

  •  

  “ჩვენ გავატარეთ ისტორიული მნიშვნელობის საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შედეგადაც 2020 წლიდან საქართველო ევროპულ საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, ხოლო 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება”, – – ამის შესახებ საქართველოსპრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომამ ცვლილებით მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო ის, რაც ქართული სახელმწიფოს 30-წლიანი არსებობის განმავლობაში ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ  გააჟღერა, თუმცა, ვერავინ გაბედა, რომ აღესრულებინა.  „ქართველი ერი ძლიერი და თავისუფლების მოყვარულია, საქართველოს ისტორია – უძველესი, ქვეყანა კი – დემოკრატიული და მომავალზე ორიენტირებული. დღეს საქართველო თავს აცნობს მსოფლიოს როგორც ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიის…

მეტი...

“დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, რუსეთი არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე” – გიორგი გახარია

  •  

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე განაცხადა, რომ პანდემიის მიუხედავად რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ Covid-19-ის გამოწვევის მიღმა, საქართველო წლების განმავლობაში დგას სხვა, კიდევ უფრო რთული გამოწვევის – ტერიტორიების ოკუპაციის წინაშე და მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს. “ამ ახალი გამოწვევის მიღმა, საქართველო წლების განმავლობაში დგას სხვა, კიდევ უფრო რთული გამოწვევის – ტერიტორიების ოკუპაციის წინაშე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა განახორციელა ღია, ფართომაშტაბიანი სამხედრო აგრესია, რომლის შეკავება საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში, აშშ-ისა და…

მეტი...

მთაწმინდაზე, ოლივერ უორდროპის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  •  

 მთაწმინდის რაიონში, ჟვანიას ქ. N3-ში, ოლივერ უორდროპის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 1 800 კვ. მ ფართობზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განახლდება არსებული შადრევანიც. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოებიც. მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო. „ჩვენს ქალაქში აუცილებელია მსგავსი სივრცეების არსებობა. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მთაწმინდის რაიონში არც ერთი უბანი არ დარჩეს სკვერისა და რეკრეაციული სივრცეების გარეშე. ახალი სკვერების მოწყობის პარალელურად, უკვე არსებულ…

მეტი...

აზერბაიჯანში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დადასტურდა

  •  

 გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 101 ადამიანს გამოუვლინდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 39,787 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 583 ადამიანი. ვირუსისგან 37,392 პაციენტი განიკურნა.

მეტი...

ეუთო/ოდირი საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

  •  

 ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების უფლებების ოფისი (ODIHR) ხსნის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს. „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) საქართელოს მთავრობის მოწვევით დღეს გახსნა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია (EOM) 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის. სადამკვირვებლო მისია ელჩ ჯილიენ სტირკის ხელმძღვანელობით შედგება ძირითადი გუნდის 13 ექსპერტისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისაგან. დამკვირვებლები პირველი ოქტომბრიდან გადანაწილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთანავე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) გეგმავს მოითხოვოს ეუთოს წევრი ქვეყნებისაგან 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლა უშუალოდ არჩევნების დღემდე რამოდენიმე დღით ადრე. მისია შეაფასებს…

მეტი...

“მზარდი ჰიბრიდული გამოწვევების საპასუხოდ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს” – ირაკლი ღარიბაშვილი

  •  

 კიბერუსაფრთხოების ფორუმზე, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, განიხილავენ საკითხს, თუ რა ბერკეტი აქვს საქართველოს არჩევნების წინ იმისათვის, რომ კიბევრსივრცეში ქვეყნის ინტერესები დაიცვას. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მზარდი ჰიბრიდული გამოწვევების საპასუხოდ, კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. “სწრაფი ტექნოლოგიური განვითარებისა და უსაფრთხოების მზარდი კომპლექსური გარემოს ფონზე, ჰიბრიდული გამოწვევები დომინანტური საკითხი საბოლოოდაც იქნება. მტრული მოქმედებები ასიმეტრიული ტაქტიკის გამოყენებას მოიცავს, როგორიცაა კონვენციური და არაკონვენციური სამხედრო შესაძლებლობები, ქვეყნის ეროვნულ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, გამიზნული დეზინფორმაცია, ნეონაცისტური ძალების წახალისება, ეკონომიკისა და ენერგო რესურსების იარაღად გამოყენება. ჰიბრიდული მეთოდების ფართო სპექტრში კიბერკომპონენტის სამიზნე ქვეყნებში, აქტიურად გამოიყენება დივერსიების, ფსიქოლოგიური ოპერაციებისა და ინფორმაციების მოგროვების მიზნით. მზარდი ჰიბრიდული გამოწვევების საპასუხოდ, კიბერუსაფრთხოების…

მეტი...

ქართული ვაშლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 321 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა

  •  

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოდან 1 054 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 832 ტონით აღემატება. ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია – 990. 5 ტონა, ყაზახეთის რესპუბლიკა – 59. 9 ტონა, სომხეთის რესპუბლიკა – 3. 6 ტონა, დანარჩენი ქვეყნები – 0. 10 ტონა. სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 321 ათასი აშშ დოლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. უწყების ცნობით, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ კი, ცხრა…

მეტი...

დავით ზალკალიანი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელს შეხვდა

  •  

 2020 წლის 25 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) წარმომადგენელს, ოლგა ჯუმაევასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს, ნათია ლოლაძეს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. მინისტრმა IFRC-ის და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა განხორციელებული პროექტებისთვის, მათ შორის COVID-19 პანდემიის საპასუხო ღონისძიებებისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2021 წლის ივნისში, წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის რიგით მე-11 კონფერენციის საქართველოში ჩატარების საკითხს, რომლის…

მეტი...

“ადამიანები, რომლებიც კრიმინალის ზრდაზე საუბრობენ, სინამდვილეში, სიცრუეს სჩადიან და ოდესღაც თვითონ იყვნენ კრიმინალის წამქეზებლები” – რატი იონათამიშვილი

  •  

 “ადამიანები, რომლებიც კრიმინალის ზრდაზე საუბრობენ, სინამდვილეში, სიცრუეს სჩადიან და ოდესღაც თვითონ იყვნენ კრიმინალის წამქეზებლები”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დღესდღეობით საქართველოში მხოლოდ ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებია გაზრდილი, ვინაიდან მსხვერპლი ადამიანები საგამოძიებო უწყებებს ენდობიან და მას მიმართავენ. „ის ადამიანები, რომლებიც დღეს კრიმინალის ზრდაზე საუბრობენ, სინამდვილეში, სიცრუეს სჩადიან და ოდესღაც თვითონ იყვნენ კრიმინალის წამქეზებლები. ეს არის სფერო, სადაც ციფრები მეტყველებს ყველაფერზე. 2006-2012 წლებში იყო განზრახ მკვლელობის 1 500 შემთხვევა და თუ ჩვენ ავიღებთ 2013-2019 წლებს, ეს მაჩვენებლი არის 100 პროცენტით შემცირებული, დაახლოებით…

მეტი...

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტი და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოში სადამკვირვებლო მისიას ხსნის

  •  

 ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტი და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოში სადამკვირვებლო მისიას ხსნის. შესაბამისი განცხადება სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჯილიენ სტირკიმ გააკეთა. მისი თქმით, მათი ძირითადი გუნდი 13 ექსპერტისგან შედგება. ჩამოვა 27 გძელვადიანი დამკვირვებელი. ასევე იგეგმება ეუთოს წევრი ქვეყნებიდან 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩამოყვანა, რომლებიც საქართველოს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ეწვევიან.

მეტი...

სუსი უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს

  •  

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული ცხინვალიდან უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „საოკუპაციო ძალების მიერ, მიმდინარე წლის სამ ივლისს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია და ამჟამად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ხვიჩა მღებრიშვილის უკანონო დაკავების პირველივე დღიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყველა შესაბამის უწყებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული მიმდინარე პროცესებში. ასევე, ყოველდღიურ რეჟიმში წარმოებდა აქტიური კომუნიკაცია უკანონო პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვა რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი, აქტიური განხილვის საგანს წარმოადგენდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატში გამართულ შეხვედრებზე. ასევე, აღსანიშნავია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების როლი…

მეტი...

კანაფის დათესვა-მოყვანა-კულტივაციის ბრალდებით ლაგოდეხში 2 პირი დააკავეს

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაგოდეხში, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანა-კულტივაციის ბრალდებით 2 პირი დააკავა. დაკავებამდე კი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამი საცხოვრებელ სახლი სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება 265-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებას გულისხმობს.

მეტი...

კორონავირუსი სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ მყოფ პაციენტს დაუდასტურდა

  •  

 სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტი სამხედრო ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც „გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა, პაციენტს ქრონიკული დაავადებები აღენიშნება, ასევე სამჯერ აქვს გადატანილი ინსულტი. „ეს არის ქრონიკული პაციენტი, დატვირთული ანამნეზით, რომელსაც სამჯერ აქვს ინსულტი გადატანილი, ასევე შაქრიანი დიაბეტი, თირკმელებისა და გულის უკმარისობა და დემენცია. პაციენტი ჩვენთან შემოვიდა გულისრევით. რა თქმა უნდა, ჩატარდა კვლები და დადგინდა პნევმონია. პრევენციის მიზნით, პაციენტი დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა ბოქსირებულ განყოფილებაში და გავგზავნეთ ნიმუში „პისიარ“ ტესტირებისთვის, რომლის პასუხიც დადებითი მოვიდა. რაც შეეხება მედპერსონალის თვითიზოლაციაში გადაყვანის საკითხს, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი პაციენტთან იმყოფებოდნენ დაცულები და აღჭურვილები, ამ…

მეტი...

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი გახდა

  •  

 საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ერთი ხმა ხათუნა ლაგაზიძემ მიიღო, ხოლო ირმა სოხაძემ – არც ერთი. თინათინ ბერძენიშვილი საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო და ამჟამად, გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს; არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედიაკომიტეტის წევრი და ამავე ორგანიზაციის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელი.

მეტი...

კორონავირსით ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ბინაზე აგრძელებს მკურნალობას

  •  

 კორონავირსით ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი უსიმპტომობის გამო ბინაზე აგრძელებს მკურნალობას. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი სოლომონ ფუტკარაძე, რომელსაც კორონავირუსი ცხრა დღის წინ დაუდასტურდა განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ვირუსი ახლობლისგან გადაედო, რომელიც სახლში ესტუმრა. ის კლინიკაში დაინფიცირების ფაქტს გამორიცხავს. „რამდენიმე დღის წინ კონტაქტი მქონდა ახლობელთან, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. როცა ეს ინფორმაცია გამაგებინა, ანუ წინა კვირის ხუთშაბათს, ჩავიტარე ტესტირება და კოვიდდადებითი აღმოვჩნდი, თუმცა თავს კარგად ვგრძნობდი და სიმპტომები არ მქონდა. რამდენიმე დღე კლინიკაში ვიყავი მოთავსებული, ჩამიტარდა ყველანაირი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია. არც პნევმონია და არც სხვა სიმპტომი არ აღმომაჩნდა, როდესაც ახალი პროტოკოლით…

მეტი...

უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი – შემოსავლების სამსახური

  •  

 შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 25 სექტემბერს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო თამბაქო 238 ბლოკი (47,600 ღერი) ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი. აღნიშნულ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

მეტი...

ე.წ. სატელიტური ფოტოების საქმეზე დავით ფურცხვანიძე დააკავეს

  •  

 ე.წ. სატელიტური ფოტოების საქმეზე პროკურატურა დავით ფურცხვანიძე დააკავა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მათივე ინფორმაციით, დ.ფ.-ს წარედგინება ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის I ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე ვადით. “საქართველოს პროკურატურამ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დ.ფ. დააკავა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გაასაჯაროვა ფოტომასალა, რომელიც მისი თქმით, სატელიტიდანაა გადაღებული…

მეტი...

ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლდა

  •  

 რამდენიმეთვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ხვიჩა მღებრიშვილი გაათავისუფლეს. საოკუპაციო რეჟიმს ის ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ჰყავდა დაკავებული. ამის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა, ერგნეთში გამართული რიგით 97-ე შეხვედრის დროს.  როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ხვიჩა მღებრიშვილი ოჯახში 8 დღიანი კარანტინის ამოწურვის შემდეგ დაბრუნდება. 

მეტი...

“კიბერსივრცესთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება, მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს” – პრემიერი

  •  

 ვაცნობიერებთ, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება, ხოლო კიბერსივრცესთან დაკავშირებული საკითხები, რისკები და საფრთხეები შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კიბერუსაფრთხოების ფორუმი, რომელიც თბილისში პირველად ტარდება, კიბერსივრცეში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების გზაზე მნიშვნელოვან მოვლენად უნდა იქცეს. „კიბერგანზომილება ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. კიბერსივრცეში ყოველდღიურად ხდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც წარმოადგენს არსებით ელემენტს მთავრობების, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის და ზოგადად, ქვეყნების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. სამწუხაროდ, ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველო რამდენჯერმე დადგა მსგავსი საფრთხეების წინაშე.…

მეტი...

“საპროცესო შეთანხმების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ბრალის აღიარება” – პროკურორი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებზე

  •  

 მცხეთაში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სრულწლოვნების სასამართლო პროცესი იმართება. საქმის პროკურორი საპროცესო გარიგებაზე მოლაპარაკების დაწყებას არ გამორიცხავს. საქმე ეხება 126-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას, რაც ძალადობას გულისხმობს. “საპროცესო შეთანხმება არის მოლაპარაკების საგანი, აუცილებელ პირობას წარმოადგენს ბრალის აღიარება. მოლაპარაკების წარმოება არის ბრალდებულის უფლება, შესაბამისად მათ სურვილის შემთხვევაში მოლაპარაკებისთვის შესაძლოა მომართონ ბრალდების მხარეს და ბრალდების მხარე განიხილავს,” – განაცხადა გიორგი მუკბანიანმა.

მეტი...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი განცხადებას ავრცელებს

  •  

 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი განცხადებას ავრცელებს. ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოები მოსამართლის გარეშეა დარჩენილი, 109 ადგილი ვაკანტურია, მოქალაქეები კი, გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში ელოდებიან. „მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფისა და ხელისუფლების პოლიტიკამ სასამართლოს სისტემის კოლაფსი გამოიწვია, რაც სასამართლოში არსებული  უმთავრესი პრობლემების უგულებელყოფის შედეგია. გარდა იმისა, რომ არ არის მიღწეული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მოსამართლეთა მიერ საქმეთა განხილვის გაჭიანურებაც მოქალაქეებისთვის უდიდესი ზიანის მომტანია. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, თუ რამდენად ახერხებს დღევანდელი სასამართლო მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელებას. სასამართლო სისტემის ფუნქციონირების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსამართლეთა რაოდენობას. დღეისათვის საქართველოს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში, 387 მოსამართლის ნაცვლად, 278 მოსამართლეა,…

მეტი...

COVID-19-ით გარდაცვლილ 54 წლის მამაკაცს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა

  •  

 კორონავირუსით გარდაცვალების ბოლო შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. 54 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსი მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის თქმით, ის სამედიცინო დაწესებულებაში 20 სექტემბერს მძიმე თანმხლები დაავადებებით შეიყვანეს. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის გია კიკაბიძის თქმით, კომპიუტერული ტომოგრაფიამ გამოავლინა, რომ პაციენტს ფილტვების 80% ჰქონდა დაზიანებული. “გარდა ამისა პაციენტს თანმხლები დაავადება ჰქონდა მკერდუკანა ჯირკვლის სიმსივნე, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, გულის უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა,”- განაცხადა გია კიკაბიძემ. მისი თქმით, გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დღეს დილით 10 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. უკვე მეხუთე დღეა საქართვლოში ყოველდღიურად იზრდება კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა. საგრძნობლად მატულობს დადასტურებული შემთხვევების დღიური…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარაში, 43 თბილისში, 27 კი იმერეთში ფიქსირდება

  •  

 ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძის თქმით, დღეს გამოვლენილი 265 ახალი შემთხვევიდან,  უმრავლესობა აჭარის რეგიონში ფიქსირდება. მისი თქმით, თბილისში დღეს 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 27 შემთხვევა კი იმერეთში.  მარინა ენდელაძის თქმით,  დღიურად, ტესტირებები დიდი რაოდენობით ტარდება, რაც თანდათანობით, კიდევ იმატებს. “მატება განსაკუთრებულად მეტი არ არის, 6 პაციენტით მოიმატა გუშინდელთან შედარებით და ამჟამად, გვაქვს აქტიური ქეისი 3 000-მდე, ანუ ახალი მწვავე შემთხვევა. ამ 3 ათასი შემთხვევიდან მხოლოდ 17 არის კრიტიკულად მძიმე, დანარჩენი პაციენტების მდგომაროება არის მძიმე, საშუალო სიმძიმის და მსუბუქი. რაც შეეხება რეგიონების მიხედვით, კვლავ ლიდერობს აჭარა, 165 შემთხვევა გახლავთ, იმერეთში 27, კახეთში 6, თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთში 6,…

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია

  •  

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 17 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. „დღესდღეობით, კორონავირუსის 3 000-მდე აქტიური შემთხვევა გვაქვს, მათგან მხოლოდ 17 პაციენტის არის კრიტიკული, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მძიმე, საშულო და მასზე მსუბუქია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ. რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. „აჟამად, ინფექციურ საავადმყოფოში 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. გვყავს ორი მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა პროგნოზულად კეთილსაიმედოა. გუშინ გამოჯანმრთელდა ერთი, ასევე მივიღეთ ერთი პაციენტი. ამ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა

  •  

 საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 27-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამასთან, დღეს საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 1 759-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –836. კოვიდ სასტუმროში კი 781 პირი მკურნალობს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გამოჯანმრთელდა 54 პაციენტი

  •  

 საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. განახლებული სტატისტიკა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. სულ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული.​ გამოჯანმრთელდა კიდევ 54 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა სულ 1 759 შეადგენს. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის – 5 584 ადმიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 563.  COVID-19-ის პანდემიას ქვეყანაში 26 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მეტი...

თბილისში კიბერუსაფრთხოების ფორუმი იმართება

  •  

 ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გახსნის. ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრებიან. ორგანიზატორების განცხადებით, კიბერუსაფრთხოების ფორუმის ძირითადი მიზანი ეროვნული კიბერუსაფრთხოების გარემოს წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შესაბამისი გეგმის შემუშავებაა.

მეტი...

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს დღეს გაათავისუფლებენ

  •  

 საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ცხინვალის ციხიდან დღეს გაათავისუფლებენ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების გუშინდელი შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა. ანთაძის განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი იყო ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზთან ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განახლების ფაქტებზეც. „დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი ინცინდენტი, რასაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკითხს. გვაქვს პოზიტიური სიგნალი ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით…

მეტი...

Facebook-მა რუსეთიდან მართული ასეულობით ყალბი ანგარიში წაშალა

  •  

 Facebook-ი ყალბი ანგარიშების წაშლის შესახებ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით წაშლილია რუსეთიდან მართული 200-ზე მეტი ფეისბუქ ანგარიში, 35 გვერდი, 18 ჯგუფი და ინსტაგრამის 34 გვერდი. ყალბი ანგარიშების სამიზნე ძირითადად სირია, უკრაინა, ასევე თურქეთი, საქართველო, სომხეთი, ბელარუსი და მოლდოვა იყო. Facebook-ის ცნობით, გამოგონილი პირები თავს ჟურნალისტებად ასაღებდნენ და ინფორმაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ ავრცელებდნენ. Facebook-ი ყალბ ანგარიშებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან აკავშირებს.

მეტი...

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

  •  

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისის მეტროს სადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, განთავსებული ჰქონდა აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი ორი ერთეული სათამაშო აპარატი“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

მეტი...