ვარკეთილში, მაღაზია „ზღაპარის“ ერთ-ერთ მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა

  •  

 მაღაზია „ზღაპარის“ ვარკეთილის ფილიალის ერთ-ერთ მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული მანამდე, ორი კვირის განმავლობაში შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა ვირუსის დადასტურებამდე ერთი დღით სამსახურში იყო მისული. აღნიშნული ფილიალის 20 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. მაღაზია ფუნქციონირებას განაგრძობს, ადგილზე ქსელური მაღაზიის სხვა თანამშრომლები მუშაობენ. თანამშრომლების განცხადებით, სავაჭრო ობიექტზე სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.

მეტი...

გიორგი გახარია და ლევან დავითაშვილი „ერთიანი აგროპროექტის“ მხარდაჭერით შექმნილ თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმოში იმყოფებოდნენ

  •  

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმო „კოკი 2014“ -ში იმყოფებოდა, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ მხარდაჭერით შეიქმნა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პრემიერი და მინისტრი საწარმოში თხილის მიღება-ჩაბარების სრულ პროცესს გაეცნენ, რომელიც თხილის მიღებას, გარჩევას, აწონვას, გაშრობას, ლაბორატორიულ კვლევასა და დასაწყობებას მოიცავს. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასაწყობო მეურნეობა შპს „კოკი 2014“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, AgriGeorgia/Ferrero-სა და USAID-ის „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“(G-HIP) მხარდაჭერით, 2019 წელს აშენდა. „კოკი 2014“-ის დამფუძნებლების ინფორმაციით, საწარმო ყოველწლიურად, სამეგრელოს რეგიონის დაახლოებით 300 ფერმერს ემსახურება. საწარმოში ჯამურად 770 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც,…

მეტი...

ბათუმში „ორბის“ თანამშრომელს “კოვიდ-19” დაუდასტურდა

  •  

 ბათუმში „ორბის“ ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. თუმცა, როგორც „ორბიში“ აცხადებენ, ინფიცირებულია ადმინისტრაციის თანამშრომელი და მას სასტუმროსთან არანაირი შეხება არ ჰქონია. „შემთხვევა არ დადასტურებულა სასტუმროში. ეს ადამიანი მუშაობდა მშენებლობის უფროსთან. თუმცა, აღნიშნული პირი არ გახლავთ საქართველოში პანდემიის შემდეგ. შესაბამისად, ეს ქალბატონიც არ იყო დაკავებული თავისი საქმიანობით. მოდიოდა ოფისში, რა თქმა უნდა, თანამშრომლების ნახვის მიზნით. მას სასტუმროსთან არავითარი შეხება არ ჰქონია. იყო ადმინისტრაციაში. მიმდინარე კვირაში რამდენიმე თანამშრომელი ამბობს, რომ არის ნამყოფი. ვინ ნახა, ამ ინფორმაციას მე არ ვფლობ. როგორც ვიცი, უბრალოდ შემოიარა სამსახურში და მოინახულა რამდენიმე ადამიანი. ფაქტის გაგების შემდეგ, ჩვენივე სურვილით, ყველა თანამშრომელმა იმ სართულზე,…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

  •  

 ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, 74 წლის ქალი მძიმე მდგომარეობაში სოხუმიდან გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გადაყვანისას, გზაში გარდაიცვალა. მას „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ამ დრომდე ხუთი ადამიანია გარდაცვლილი.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჟინვალთან

  •  

  სამშენებლო მასალით დატვირთული სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადატრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. დაზიანდა მსუბუქი ავტომობილი. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე სატვირთოს მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

მეტი...

ახალციხეში მოზარდს მოტოციკლი დაეჯახა

  •  

 ახალციხეში მოზარდს მოტოციკლი დაეჯახა. შემთხვევა ბაიკერთა რბოლის დროს მოხდა. დაშავებული რვა წლის ბავშვი ამ წუთებში კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე ძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გორში 12 წლის მოზარდი დაიღუპა

  •  

  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი დაიღუპა. ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ბავშვი სავარაუდოდ მძღოლის გვერდზე იჯდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

ზესტაფონში გზა ჩავარდა, დაშავებულია ერთი პირი

  •  

  ზესტაფონში, ბაზართან ტროტუარზე გზა ჩავარდა. თხრილში აღმოჩნდა 4 ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვანიც. ერთი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170 მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

მეტი...

” იმის მიუხედავად, რომ ეს წელი ეპიდემიოლოგიურად რთული იყო, სოფლის მეურნეობის სამუშაოები, ისევე როგორც სისტემურ ინფრასტრუქტურაზე მუშაობა არც ერთი დღით არ გაჩერებულა” – გიორგი გახარია

  •  

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში ფესტივალს „თხილობა 2020“ დაესწრო. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ მეთხილეობა როგორც სამეგრელოსთვის, ისე ზოგადად, საქართველოს ეკონომიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი სფეროა. „რაც არ უნდა ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს წელი ეპიდემიოლოგიურად იყო რთული, ბევრი შეზღუდვა გვქონდა ეკონომიკურადაც, კრიზისი იყო, მაგრამ არც ერთი დღით სოფლის მეურნეობის სამუშაოები, ისევე როგორც სისტემურ ინფრასტრუქტურაზე მუშაობა, არ გაჩერებულა, ამიტომ, როგორც შედეგი, გვაქვს, მაგალითად, ატმის მოსავალი კახეთში. ატმის ექსპორტი ქვეყნიდან გაზრდილია დაახლოებით ორჯერ. ქართლში უახლოეს პერიოდში დაიწყება ვაშლის აღება და წელსაც სამჯერ მეტი მოსავალი გვექნება, 120 ათას ტონას ველოდებით. ახლა ვართ სამეგრელოში, თხილის აღება უკვე დაწყებულია და…

მეტი...

“სასამართლო რეფორმები მიმდინარეობს თანმიმდევრულად, დღეს ეს პროგრესი ნათელია, ხვალ იქნება უფრო მეტი” – გიორგი გახარია

  •  

 სასამართლოს რეფორმები ქვეყანაში მიმდინარეობს თანმიმდევრულად, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა თანხმდება, რომ სასამართლოს მიმართულებით, ქვეყანაში პროგრესია. „სასამართლოს მიმართულებით, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. სასამართლოს რეფორმები ქვეყანაში მიმდინარეობს თანმიმდევრულად. იცით, რომ ახლა მე-4 ტალღისთვის ვემზადებით. ჩვენ, ამ მიმართულებით, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და ყველა თანხმდება იმაზე, რომ სასამართლოს მიმართულებით ქვეყანაში პროგრესი არის. დღეს ეს პროგრესი აბსოლუტურად ნათელია, თუ ვადარებთ გუშინდელ დღეს. რა თქმა უნდა, ხვალ ეს პროგრესი იქნება კიდევ…

მეტი...

“დეა კაპანაძის ჩვენება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს” – მიხეილ რამიშვილი

  •  

 “მეგობარიც კი ამტკიცებს, რომ გამორიცხული იყო, შინაარსობრივად, შინაური ადამიანის მოქმედების გარეშე, ვინმეს თამარი სახლიდან გაეყვანა”, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მისი ჩვენებებიდან გამოვყოფ რამდენიმე ფაქტს. როდესაც ის პირველ დაკითხვაზე იყო, იქ საერთოდ არ ყოფილა თვითმკვლელობის ფაქტებზე საუბარი. შემდეგ ჩვენებებში მას ეს აქვს დაფიქსირებული. მას და თამარს ჰქონდათ ძალიან ახლო ურთიერთობა და პირველ დაკითხვაზე საინტერესო ფაქტია მისი პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ის აღმოჩენილიყო, დეამ შემდეგნაირად უპასუხა: რომ რადგანაც თამარი იყო ძალიან გულჩვილი და ამავდროულად, ძალიან მშიშარა ადამიანი, როგორც მისი მეგობარი, გამორიცხავდა, რომ…

მეტი...

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

  •  

 „გუშინ მთელი დღის განმავლობაში ტარდებოდა ტესტები, არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა კოვიდინფექცია” – ამის შესახებ ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი აცხადებს. მსივე თქმით, ტესტი ფაქტობრივად, მაუწყებლის ყველა თანამშრომელს აუღეს, მათ შორის მათ, ვისაც უშუალო შემხებლობა ინფიცირებულ თანამშრომელთან არ ჰქონია. ხუზმიაშვილის განცხადებით, დღეს ჩანიშნულია საინფორმაციო სამსახურის თათბირი, სადაც გადაწყდება, როდის აღადგენს მუშაობას ტელევიზია, მანამდე კი ეთერში საქართველოს პირველი არხი იმაუწყებლებს. „გუშინ მთელი დღის განმავლობაში ტარდებოდა ტესტები, არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა კოვიდინფექცია. მოგეხსენებათ, ზაფხულის თვეებია, ბევრი ადამიანი შვებულებაშიც იყო და ვინც მუშაობდა პრაქტიკულად ყველა გაიტესტა. თუ არ ვცდები, 10 ადამიანი…

მეტი...

“გავრცელებული ჩანაწერებიდან ნათელი ხდება, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ტყუილად არავინაა დაკავებული” – მირიან ნიკოლაძე

  •  

 “გავრცელებული ჩანაწერებიდან ნათელი ხდება, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ტყუილად არავინაა დაკავებული”, – ამის შესახებ მოკლული გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მოზარდების ვიდეოჩანაწერების გავრცელების საკითხზე განაცხადა. მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულები ნამდვილად მისი მკვლელები არიან. „ყველამ ნახეთ ჩანაწერები, ბუნებრივია, აქედან ნათელი გახდა, რომ ტყუილად არავინაა დაჭერილი, დაჭერილი არიან გიორგის მკვლელები. ეს ცალსახად ჩანს, იგივე არასრულწლოვნის საუბრიდანაც, რომელიც ამბობს რომ შეეცადა, მაგრამ ვერაფრით შეძლო დაწყნარება, გაშველება თუ მსგავსი რამ. ანუ, მიუთითა პირდაპირ, რომ გიორგის სცემდნენ მისი თანხმლები პირები და შესაბამისად, მათ მოკლეს გიორგი. თქვენ, ასევე…

მეტი...

“„მთავარმა არხმა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, თუმცა პასუხს არ დალოდებია” – სუსი

  •  

 ძმებ ვერულიძეებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არასდროს არ უმუშავია. ამის შესახებ სუსი განცხადებას ავრცელებს და მედიაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციაზე მიუთითებს. „მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, გავიდა სიუჟეტი, რომლებიც „მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არიან დასაქმებულები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ძმებ ვერულიძეებს (არც ერთ მათგანს) არასდროს არ უმუშავია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. რაც შეეხება სიუჟეტში ნაჩვენებ ავტომობილებს, ისინი გადაღებულია საჯარო სივრცეში, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილ ტერიტორიას. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმდინარე წლის 2 სექტემბერს მიმართა,…

მეტი...

კახეთში, სოფელ რუისპირში 50 წლამდე კაცი მოკლეს

  •  

 მკვლელობა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტში. სოფელ რუისპირში. გვიან ღამით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 50 წლამდე კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლეს. მიყენებული ჭრილობით კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივებმა გარდაცვლილი „მერსედერსის“ მარკის ავტომობილში ნახეს, რის შემდეგაც პოლიციას შეატყობინეს. კონფლიქტის მიზეზად მხარეებს შორის ფინანსური დავა სახელდება. შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

ფონიჭალაში დაჭრილი ორი მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

  •  

 ფონიჭალაში დაჭრილი ორი მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ კლინიკას „ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმმა, მადონა მინდაძემ განაცხადა. ექიმის ინფორმაციით, გუშინ დაჭრილ მამაკაცებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. „კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გუშინ სასწრაფო დახმარების მიერ მოყვანილ იქნა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაც ჩაუტარდათ სათანადო ქირურგიული მანიპულაციები. ამ ეტაპზე, აგრძელებენ მკურნალობას კლინიკაში, განყოფილებებში. მათი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია, შეესაბამება დაზიანებების ხარისხს და ვადას. რჩებიან მორიგე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული“, – განაცხადა ექიმმა.

მეტი...

“ყველაზე ცხელ წერტილად ბათუმი რჩება” – ამირან გამყრელიძე

  •  

 ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბათუმი, სადაც ინტენსიური, გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. გუშინ საღამოს შემცირდა კვლევების ტენდენცია ბულვარის კარვებში. 600-მდე ადამიანი გამოიკვლიეს, თუმცა, ასევე, ბათუმის ხუთ პოლიკლინიკაში ტარდება კვლევები. ქვეყნის მასშტაბით, ყურადღებას იპყრობს რუსთავის პოლიკლინიკასთან დაკავშირებული „ავერსის“ კლასტერი, რომელსაც გუშინ ერთი ინფიცირებული დაემატა,ასევე, გურიაში, ქვემობანში გაფართოებული ტესტირება დაიწყო“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დღეს გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან 12 უკავშირდება აჭარის რეგიონს. მისივე თქმით, ამ ეტაპპზე, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით, სიტუაცია საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო. „გუშინ ქვეყნის მასშტაბით  7 079  „პისიარ“ ტესტი და 1 500-მდე სწრაფი ტესტი გაკეთდა. დღეს…

მეტი...

პოლიციამ ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ე.ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მეზობლად მცხოვრებ ძმებს – 2001 წელს დაბადებულ ვ.გ.-ს და 2003 წელს დაბადებულ ფ.გ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება სამკურნალო დაწესებულებაში გაეწიათ, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.სამართალდამცველებმა ე.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს” –…

მეტი...

აჭარაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  •  

 აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა, დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი არის ე.წ. დონას კლასტერთან კონტაქტი და სამი ამავე კლასტერთან აფილირებული შემთხვევა. „დანარჩენები შემთხვევები გამოვლენილია პოლიკლინიკასა და ბულვარში, აგრეთვე ცხელების ცენტრში. ესენი თვითდინებით არიან მისულები, მათი პირველწყაროები ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს ეპიდკვლევა. კარვებში მიმდინარე აქტივობამ ცოტა კლების ტენდენცია მიიღო. დაახლოებით 650-მდე პირს ჰქონდა ტესტი ჩატარებული, პოლიკლინიკებს კი, 460-მდე პირმა მიმართა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 1 800 ტესტი“, – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა. რაც შეეხება აჭარის ტელევიზიას, ჯერ სრულად არ არის ტელევიზიაში კვლევა დამთავრებული. „რაც ჩატარდა, იქ კორონავირუსი გამოვლენილი არ არის, თუმცა რამდენიმე კვლევის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 კი გამოჯანმრთელდა

  •  

 საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გავრცელდა. ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 650 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1310–ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299.

მეტი...