“ჯერ კიდევ „მწვანე ზონაში“ ვრჩებით” – თამარ გაბუნია

იმის მიუხედავად, რომ ერთეული შემთხვევები გაიზარდა და ზოგიერთ ადგილზე რამდენიმე ათეულიც კი იყო, ჯამურად, ამ მაჩვენებლით ჯერ კიდევ ვრჩებით „მწვანე ზონაში“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. „ჩვენი მოდელის თანახმად, „მწვანე ზონაში“ ვართ, რადგან ასი ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა არ აღემატება ათს ბოლო ორი კვირის განმავლობაში. დღეს ეს მაჩვენებელი ქვეყნისთვის არის რვა. იმის მიუხედავად, რომ ერთეული შემთხვევები გაიზარდა და რამდენიმე ათეულიც კი იყო ზოგიერთ ადგილზე, მაინც ჯამურად ამ მაჩვენებლით ჯერ კიდევ ვრჩებით „მწვანე ზონაში“. „ყვითელი ზონაა“, როცა უკვე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მეტად დავიცვათ რეგულაციები, განსაკუთრებით, როცა თავშეყრის ღონისძიებებთან მიმართებაში ეს…

მეტი...

“რუსულ მედიაში საქართველოსა და მისი სტრატეგიული პარტნიორების, აშშ-სა და ევროკავშირის შესახებ მორიგი ფეიკნიუსი გავრცელდა” – სალომე ზურაბიშვილი

“ცრუ ინფორმაციის გავრცელებით რუსული მხარე ასევე ცდილობს საქართველოს მოსახლეობაში გააჩინოს უნდობლობა ხელისუფლების მიმართ” – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში. „პორტალზე gosnovosti განთავსდა სტატია – „საქართველო რუსეთის მიმართ პროვოკაციებით სარგებელს ნახულობს”. სტატიაში მოყვანილია არარსებული და გამოგონილი წერილი, რომელიც თითქოს საქართველოს პრეზიდენტს მისწერა ევროპული ცხოვრების წესის მხარდამჭერი კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმა. გაყალბებულ წერილში მარგარიტის შინასი მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილ პირთა ბანაკის შექმნის ინიციატივის მხარდაჭერისთვის. აღმაშფოთებელია რუსული მხარის კიდევ ერთი მცდელობა, მოხდეს საქართველოს ხელისუფლებისა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მისი ურთიერთობების საერთაშორისო დონეზე დისკრედიტაცია. ცრუ ინფორმაციის გავრცელებით…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 134 ადამიანს ჩაუტარდა. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 20 მათგანს. ამასთან, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 48 ადამიანი მკურნალობს, მათგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა

მეტი...

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე, ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობამ ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მოინახულა. ამის ინფორმაცია პირველ არხს გახელაძის ოჯახში დაუდასტურეს. ზაზა გახელაძის ცოლის განცხადებით, წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს უკვე გადასცეს ოჯახიდან გაგზავნილი ორი წერილი. ცხინვალის ციხიდან გამოგზავნილ წერილს კი ოჯახს წითელი ჯვარი ხვალ გადასცემს. საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

მეტი...

თეონა თამაზაშვილი მისი შვილის საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვას ითხოვს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა მისი შვილის საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვას ითხოვს. როგორც თეონა თამაზაშვილმა თბილისის პროკურატურაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თუ „ეფბიაის“ გამომძიებლების ჩართვა შეუძლებელია, მისი შვილის საქმეში ფედერალური ბიუროს ექსპერტები უნდა ჩაერთონ. „ასევე, მოვითხოვე სატელიტის ფოტოები და გვითხრეს, რომ მოთხოვნა გაგზავნილია და პასუხები ჯერ არ არის“, – განაცხადა თამაზაშვილმა. ამასთან, გარდაცვლილის დედის თქმით, შეხვედრაზე მას უთხრეს, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილის სიჩქარის გადაცემათა კოლოფზე მისი დნმ-ის კვალია, თუმცა თეონა თამაზაშვილის მტკიცებით, მას გადაცემათა კოლოფზე ხელი არასდროს მოუკიდია.

მეტი...

სასტუმრო „პარაგრაფში“ აცხადებენ, რომ პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, არ იყო შტატიანი თანამშრომელი

სასტუმრო „პარაგრაფში“ აცხადებენ, რომ პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, შტატიანი თანამშრომელი არ იყო და სასტუმროში დროებით იმყოფებოდა, COVID-19 კი უკვე თბილისში დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ „პარაგრაფის“ Facebook-ზე გამოქვეყნდა. „მისი ოჯახის წევრები ისვენებდნენ ბათუმში და იგი დროის გარკვეულ ნაწილს ატარებდა მათთან. აღნიშნულ პირს, ვირუსი დაუდასტურდა თბილისში ყოფნისას და იგი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში“, – ნათქვამია განცხადებაში. ასევე ცნობილი გახდა, რომ PCR-ტესტირების შედეგად ვირუსი „პარაგრაფის“ სხვა თანამშრომლებს არ დაუდასტურდათ, ამიტომ სასტუმრო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

მეტი...

“პანდემიის პერიოდში თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან” – ამირან გამყრელიძე

ძალიან გთხოვთ ყველას, პანდემიის პერიოდში თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან, იქნება ეს სარიტუალო შეკრებები, რომელიც დაკავშირებულია ბედნიერებასთან, თუ იქნება სამწუხარო თავშეყრები. კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, რადგან ეს არის ძალიან მომატებული რისკი, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ერთი ოჯახიდან ხუთი წევრის დაინფიცირება, სწორედ მსგავსი სახის შეკრებას უკავშირდება. „ჩვენ ერთი ოჯახური შემთხვევა გვაქვს ცაგერში, სწორედ ასეთი დიდი სარიტუალო სუფრიდან, რომელიც დაკავშირებული იყო ბედნიერებასთან და ოჯახის ხუთი წევრი არის დაინფიცირებული. ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ…

მეტი...

“ყველამ ვატაროთ პირბადე, სადაც ეს აუცილებელია, ეს გახლავთ დახურული შენობები, საქალაქო ტრანსპორტი, მეტრო თუ ტაქსი” – ამირან გამყრელიძე

ზრდა, რაც ჩვენ გვაქვს ბოლო ორი კვირის განმავლობაში პროგნოზირებადი იყო, რადგან ზაფხულში ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდა ხალხმა დაისვენა, იყვნენ კურორტებზე, სტიმული მიეცა ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას და გარკვეულად, რომ ინფექციის შემთხვევების ზრდა გვექნებოდა ეს პროგნოზირებადი იყო, –  ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან  სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, დაიცვან დისტანცია, ატარონ პირბადე და სადეზინფექციო საშუალებებით დაიმუშაონ ხელები. „ეს იქნება 20,25,30 თუ 45 შემთხვევა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ყველაფერი ეს არის…

მეტი...

“კორონავირუსის დამარცხებას დასჭირდება სულ მცირე 1 წელი” – ამირან გამყრელიძე

როგორც ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამის შემთხვევათა რაოდენობის ზრდა უკავშირდება იმას, რომ ზაფხულის პერიოდში მოსახლეობა რეკომენდაციების შესრულების მხრივ გარკვეულწილად მოეშვა. ამირან გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა COVID-19-ის სტატისტიკაზე გლობალურად, რეგიონში და საქართველოში. “საკმაოდ დაძაბულია ვითარება ევროპის რეგიონში. დასავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში შემთხვევათა მნიშვნელოვანი ზრდაა, განსაკუთრებით ესპანეთში, საფრანგეთში და იგივე, ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. სერიოზული ზრდა გახლავთ უკრაინაში, მოლდოვაში, ბელარუსში, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე ჩვენს უშუალო მეზობლებში.   რა თქმა უნდა, მათთან შედარებით, ამ ეტაპზე, საქართველო რჩება, ისევ და ისევ, ოაზისად, რამეთუ ჩვენთან საერთო შემთხვევათა რაოდენობა შედარებით მცირე გახლავთ.…

მეტი...

“პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საქართველოში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი მიუთითებს” – ბექა ლილუაშვილი

გლობალური პანდემიისა და ვირუსის გავრცელებით განპირობებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი, 2020 წლის მე-2 კვარტალში, წინა  წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ეს მაჩვენებლებია იმ ფონზე, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს გლობალურად შემცირებულია კაპიტალის ნაკადები და მოსალოდნელია ინვესტიციების 40 პროცენტიანი კლება. „ამ მოცემულობაში, პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ინვესტორები ენდობიან ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პოლიტიკას და პოზიტიურად არიან განწყობილი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით. გარდა პირდაპირი…

მეტი...

ლევან დავითაშვილი ზესტაფონში ახალმოწყობილ „საქმიან ეზოში“ მეტყევეებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ზესტაფონში, ახალმოწყობილ „საქმიან ეზოში“ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან არჩილ ნიკოლეიშვილთან ერთად, მეტყევეებს შეხვდა.  „ტყის ახალი კოდექსის“ მიღების შემდეგ, ინტენსიურად ხორციელდება  სატყეო რეფორმა, რომლის ფარგლებში ე.წ. „საქმიანი ეზოები“ საქართველოს  ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა. „ქვეყანაში აქტიურად ხორციელდება სატყეო რეფორმა, რომელიც სატყეო მეურნეობის განვითარებას ითვალისწინებს. ხე-ტყის დამზადების ახალი პრაქტიკა საშუალებას მოგვცემს, მომავალში, სოციალური ჭრა ეტაპობრივად შევცვალოთ ისეთი ტიპის მომსახურებით, რომელიც უფრო კომფორტული იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის, ბიზნესისთვის და  შესაძლებლობას მოგვცემს, ყველა მსურველი ალტერნატიული ენერგიით მოვამარაგოთ. საუბარია ალტერნატიულ ბიომასაზე, მათ შორის ბრიკეტებზე, რომელიც ეკოლოგიურად მისაღები, თანამდროვე საწვავი საშუალებაა.…

მეტი...

“გიორგი შაქარაშვილის ტანსაცმელზე ბრალდებული პირების მიკრონაწილაკები და დნმ-პროფილები არ აღმოჩადა” – პროკურორი

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიკრონაწილაკურ ექსპერტიზასთან და დნმ-ის პროფილებზე ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. როგორც საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, აღნიშნული დასკვნები საქმის მასალებში ვერ მოხვდა. მისივე თქმით, ჩატარებული ექსპერტიზით დადგიდა, რომ გორგი შაქარაშვილის ტანსაცმელზე ბარალდებული პირების მიკრონაწილაკები და დნმ-პროფილები  არ აღმოჩადა, რადგან შეუძლებელია, ცხედარი ოთხი დღის განმავლობაში წყალში იმყოდებოდეს, და მასზე დნმ-ის კვალი ან მიკრონაწილაკები დარჩეს. „ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც გამოძიების შდეგად მივიღეთ, სასამართლოში და სისხლის სამართლის საქმის მასალებში დევს. ის ექსპერტიზის დასკვნები, რმლებიც არ დევს სისხლის სამართლის მასალებში, არის მიკრონაწილაკური ექსპერტიზა. ეს ექსპერტიზა ჩვენ გამოძიების ეტაპზე მივიღეთ. დაცვის მხარეს გადავეცით, შესაბამისად,…

მეტი...

“თავად ჩერგოლეიშვილმა აღიარა, რომ ისინი მალავდნენ კონკრეტულ მონაცემებს, ანუ აყალბებდნენ კვლევებს” – მამუკა მდინარაძე

„ყველა არჩევნების წინ და ცოტა, თან ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის წინ, მიხეილ სააკაშვილი, მის ამომრჩეველს ჩამოსვლას ჰპირდება და ყოველ ჯერზე ატყუებს. ასეა მორიგ ჯერზეც. ბოლო დროს ახალი მიდგომა მივიღეთ – მისმა მხარდამჭერებმა შეუკვეთეს სააკაშვილი და ჩამოვიდა ვარშალომიძე. ამ თემაზე არ შეიძლება სერიოზულად საუბარი. არც მის პრემიერობაზე, არც მის კანდიდატობაზე. ეს ადამიანი ელემენტარულად, არ არის საქართველოს მოქალაქე, ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე, მხოლოდ ბრალდებული კი არა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით, იგი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელსაც ძალიან მძიმე დანაშაულში ედება ბრალი, რასაც ასევე, ადასტურებს არა მხოლოდ ქართული არამედ, სტრასბურგის სასამართლო. სტრასბურგის სასამართლოს…

მეტი...

“მისმა მხარდამჭერებმა სააკაშვილი შეუკვეთეს და ვარშალომიძე ჩამოვიდა” – მამუკა მდინარაძე

მმართველი პარტიისთვის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ახალი არაფერია. მათი თქმით, ის ყოველთვის ატყუებს ამომრჩეველს, როდესაც საქართველოში ჩამოსვლას ჰპირდება.  “ყველა არჩევნების წინ, სააკაშვილი მის ამომრჩეველს ჩამოსვლას ჰპირდება და სულ ატყუებს მათ. ბოლო დროს ახალი მიდგომა მივიღეთ – შეუკვეთეს მისმა მხარდამჭერებმა სააკაშვილი და ვარშალომიძე ჩამოვიდა. ამ თემაზე სერიოზულად საუბარი არ შეიძლება. ის საქართველოს მოქალაქე არ არის და უფრო მეტიც, სისხლის სამართლის დამნაშავეა,” – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. 

მეტი...

ფოთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებული მეხანძრე-მაშველია

ფოთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია. „ინფიცირებული 52 წლის მამაკაცია. იგი მეხანძრე – მაშველია, მას კორონავირუსი „პისიარ“ კვლევით დაუდგინდა. ახლა მიმდინარეობს მასთან კონტაქტში მყოფი პირების მოკვლევა“, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრში.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამა პროკურატურასთან ბენზინით მივიდა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ის მამა, თამაზ ხომასურიძე პროკურატურასთან მივიდა და პროკურორთან შეხვედრა მოითხოვა. ხომასურიძე თავის დაწვით დაიმუქრა. მას სამედიცინო ხალათი ეცვა, ჰქონდა ბენზინი და სანთებელა. „პროკურორი მომიყვანონ, გამოვიდეს წარმომადგენელი, დაველაპარაკო. ჩემი შვილის საქმეს გამაცნონ. შენიშვნისთვის გამომაგდეს სასამართლო დარბაზიდან. პროკურორი მომიყვანონ და ჟურნალისტების თვალწინ კითხვა უნდა დავუსვა“, – განაცხადა მან.

მეტი...

31 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველს პირბადით უზრუნველყოფს

 საარჩევნო ადმინისტრაციის რეკომენდაციაა, რომ საკარანტინო სივრცეებში მყოფ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. მიქელაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იქნებიან სპეციალისტები, სადამკვირვებლო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები. „შესაძლებელია, რომ საკარანტინე სივრცეებში იმყოფებოდნენ კოვიდინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც გამოხატული სიმპტომები არ აქვთ. ამ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწევს გარკვეული დიფერენციაციის გაკეთება, თუმცა მთავარია, აღინიშნოს ის, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კოვიდინფიცირებულების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, ჩართული იქნებიან სპეციალისტები, პოლიტიკური პარტიები და სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ხაზი უნდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ არჩევნები უნდა წარიმართოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში. თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მიიღოს…

მეტი...

“მომავალ პარლამენტში ჩემს თავს ნამდვილად ვერ ვხედავ” – ადა მარშანია

მომავალ პარლამენტში შენ თუ მოხვდები, რა ვიცი, არა მგონია, ჩემს თავსაც ვერ ვხედავ იმ პარლამენტში ნამდვილად, – ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ ბექა ნაცვლიშვილს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. მარშანიას განცხადებით, მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ცუდი და მას ოთხი წელი მუშაობა არ მოუწევს. „მომავალ პარლამენტში შენ თუ მოხვდები, რა ვიცი, არამგონია, ჩემს თავსაც ვერ ვხედავ იმ პარლამენტში ნამდვილად, რადგან ჩემი დღევანდელი გათვლით, პარლამენტი იქნება უაღრესად ცუდი და უვარგისი. ყოვლად უვარგის პარლამენტს მივიღებთ ვხედავ უკვე დღევანდელი დღიდან. შენ არ იქნები, არც მე ვიქნები, ამაში დარწმუნებული…

მეტი...

“გირაოს თანხა 2500 ლარი ნათესავმა გადაუხადა” – შაქარაშვილის საქმეში ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული და ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„დანაშაული აღიარა და მოინანია, ეს მან ჩაიდინა კარიერული წინსვლისთვის,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ შაქარაშვილის საქმეში ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული ჟურნალისტის, ვერონიკა არონიას ადვოკატმა ანა ჟღენტმა განაცხადა. ადვოკატი ამბობს, რომ ანა ჟღენტის სასარგებლოდ გირაოს თანხა მისმა ნათესავმა დაფარა, რაც შეეხება მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებას, ადვოკატი აცხადებს, რომ არონიას ქცევა „კარიერული წინსვლისთვის“ იყო გამიზნული. „იგი სწავლობდა ჟურნალისტიკის კურსებზე, კომპანია “ინკოგნიტოში” მას მიჰყავს პირდაპირი ეთერი, ანგარებითი განზრახვა არ ჰქონია. ჰყავს ერთი წლის ბავშვი და ონკოლოგი ავადმყოფი დედა, ის გირაოთი გათავისუფლდა, სასამართლომ გაგვინახევრა ეს თანხა  2500 ლარამდე. მისმა ნათესავმა გამოიტანა 2500 ლარი სესხის…

მეტი...

ბათუმის იუსტიციის სახლი დროებით დაიკეტა – 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის იუსტიციის სახლში, დღეს წინასწარი ჩაწერაც, ონლაინ დაჯავშნაც შეჩერებულია. იუსტიციის სახლი დაიკეტა. თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. „ვინაიდან შენობაში ბევრი ადამიანი გადაადგილდებოდა, გადაწყდა, რომ მთლიანად შენობას ჩაუტარდეს სრული დეზინფექცია. როგორც მოქალაქეთა მისაღები სივრცეების ასევე სამუშაო სართულებისაც. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, იუსტიციის სახლი განაახლებს მუშაობას. პარალელურად, შეჩერებულია დაჯავშნაც“ – აცხადებენ იუსტიციის სახლში. .თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღევანდელ ბრიფინგზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აჭარაზე. მან თქვა, რომ აჭარაში მდგომარეობა სერიოზულია: „ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია. ეს ნიშნავს, რომ აჭარა წითელი ზონაა“. დღეს, 8 სექტემბერს, ბათუმში კორონავირუსის სულ 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.…

მეტი...

COVID -19-ის 5 ჯგუფური შემთხვევა თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, COVID-19-ის დღეს დადასტურებული 45 ახალი შემთხვევიდან 5 თბილისში ფართომასშტაბიანი ქორწილის ჯგუფურ შემთხვევას უკავშირდება. “საინტერესოა, რომ 5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს ამ 45-ში და ეს 5 ჯგუფური გახლავთ ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში,” – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი...

“აჭარის რეგიონი უკვე “წითელი ზონაა” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, აჭარაში “სერიოზული ეპიდვითარებაა”. მისივე თქმით, ბოლო 24 საათში დადასტურებული Covid-19-ის 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება. “აჭარის რეგიონი უკვე “წითელი ზონაა” და იქ ალბათ, დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი. ეს ნიშნავს, რომ რეკომენდაციის შესრულებაზე და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმის გაძლიერებასა და ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოვებას”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მეტი...

“ვერ ეღირსება სააკაშვილი, რომ მომავალი მოუკლას საქართველოს, საქართველო გაიმარჯვებს” – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილი დღეს საქართველოს ვეღარ ძარცვავს, ვერც ანგრევს, არბევს და ვეღარ ყიდის სამშობლოს, თუმცა „თავისნაირი ნაძირალების ხელშეწყობით კვლავაც ცდილობს, ისევ მომავალი მოუკლას საქართველოს“. „2012 წლამდე: იტყუებოდა გაბედულად; ძარცვავდა შემართებით; ანგრევდა ენთუზიაზმით; ჩაგრავდა, არბევდა, ცემდა და ხოცავდა დიდი მონდომებით; სამშობლოს ყიდდა, მიწას ლოღნიდა და მტერს ახარებდა ლაჩრულად, და, ამ ყველაფერს გმირობად ასაღებდა. დღეს: იტყუება ფარისევლურად; იტყუება ენთუზიაზმით; იტყუება დიდი მონდომებით; იტყუება ლაჩრულად და ცდილობს, ლაჩრობა გმირობად გაასაღოს. ვეღარ ძარცვავს, ვერც ანგრევს,…

მეტი...

“ვუსმინე სააკაშვილს და მისი ცნობილი ცრემლი დამაკლდა, გულაჩუყბული რომ ესაუბრებახოლმე ხალხს” – დავით ჭიჭინაძე

„სააკაშვილმა, რომელიც დღეს ბოდიშს იხდის და ავიწყდება, როგორც ჩანს, როგორ ხდებოდა სწორედ მის დროს, იძულებითი საპროცესო გარიგებებით ხალხის გატყავება, ბინების წართმევა, ციხეებში  ქონების  გადაფორმება,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე თვლის, რომ ახლა „ნაციონალებზე“ და „ოცნებაზე“ საუბრის დრო არაა. „ვალებით გაივსო ქვეყანა მის დროს, როგორც საშინაო, ფიზიკური პირების, ისე საგარეო ვალებით და თუ  თავს ისევ  დავიბრმავებთ და  „ნაციონალებზე“ და „ოცნებაზე“ ვისაუბრებთ მხოლოდ, რა თქმა უნდა ამ ქვეყანას პერსპექტივა მართლა  არ ექნება. მოკლედ, ვუსმინე სააკაშვილს და მისი ცნობილი ცრემლი დამაკლდა, გულაჩუყბული რომ ესაუბრებახოლმე ხალხს. არადა მართლა…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 729 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 321–ს შეადგენს.

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოში დაწყებულ სამხედრო სწავლებას ეხმაურება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში დღეს დაწყებულ სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“-ს ეხმაურება და „სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს“. „სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული მომზადების ინტენსივობისა და ზრდის მასშტაბები მსგავსი სახის ერთობლივი სწავლებების გზით, სადაც ქართველ სამხედროებს გააჩნიათ შესაძლებლობა გაზარდონ თავისი სამხედრო პოტენციალი და შეიძინონ საბრძოლო ოპერაციების მართვის დამატებითი სიახლეები“ , – აღნიშნულია დე ფაქტო უწყების განცხადებაში. მათი აზრით, ასეთმა რეგულარულმა სამხედრო სწავლებებმა დასავლეთთან ერთად, შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას სტაბილურობას მსოფლიოსა და სამხრეთ კავკასიაში. „საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების დესტრუქციულ ქმედებებზე სიმეტრიული პასუხის სახით, აფხაზური მხარე აპირებს წავიდეს…

მეტი...

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აჭარიდან კორონავირუსით ინფიცირებული დედა-შვილი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აჭარიდან კიდევ ორი პაციენტი შეიყვანეს. ინფიცირებულები დედა-შვილი არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და საჭირო კვლევები უტარდებათ. ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტი მკურნალობს.

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 27 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 27 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. დაღუპულთა რიცხვი კი უკვე 890 ათასს აჭარბებს. პირველ ადგილზე ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ-ია, სადაც „კოვიდ-19“-ით უკვე 189 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მეორე ადგილზე გადაინაცვლა ინდოეთმა, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსი თითქმის 100 ათას ადამიანს დაუდგინეს. მესამეზეა ბრაზილია, ხოლო მეოთხეზე რუსეთი. ევროპაში ვირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება ესპანეთში, სადაც ევროპაში პირველად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ნახევარ მილიონს გასცდა. დაავადებულთა რიცხვი იზრდება საფრანგეთშიც. აქ შეზღუდვების ხელახლა შემოღებაზე უკვე მსჯელობენ. ამასთან, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულდა თურქეთში. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში 1700-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გამოვლინდა და დაიღუპა 57…

მეტი...

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელის თქმით, ბელარუსის ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს 9 აგვისტოს ჩატარებულ არჩევნებამდე და შემდეგომ პერიოდში პოლიტიკური მოტივებით დაკავებული პირები. მისივე თქმით, ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ყველას, ვინც დამნაშავეა ძალადობაში, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაში. ბორელის განცხადებით, ევროკავშირი ელოდება, რომ ბელარუსის მთავრობა ხალხთან ინკლუზიურ დიალოგს დაიწყებს. „სამოქალაქო საზოგადოება და მათ შორის საკოორდინაციო საბჭო, უნდა იყვნენ დაცულები მუქარის, დაშინების, დევნის, თვითნებური დაკავებებისა და ძალადობისგან“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბელარუსის მედიის ცნობით, 7 სექტემბერს დილით,…

მეტი...