„რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ოთხი მძიმე პაციენტი, აქედან ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე” – ლიკა მუმლაძე

მცხეთის სამედიცინო ცენტრში ამ დროისთვის 71 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, ოთხი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

„რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ოთხი მძიმე პაციენტი, აქედან ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, ომყოფება მართვით სუნთქვაზე. ეს არის ახალგაზრდა ქალბატონი აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილი. ერთი მამაკაცის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურებულია, თუმცა რჩება საყურადღებო და ისევ მძიმე. დანარჩენი პაციენტები გადიან მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში, ინტენსიური თერაპიის პალატებში. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა ისევ არის საყურადღებო, ფიქსირდება ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, თუმცა გვაქვს დადებითი დინამიკა“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

მსგავსი თემები