ოკუპირებული ცხინვალი ქართულ მხარეს პროვოკაციულ ქმედებებსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ოკუპირებული ცხინვალი ქართულ მხარეს პროვოკაციულ ქმედებებსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი 15 სექტემბერს ე.წ. სასაზღვრო ზოლთან ქართველი აქტივისტების მიერ საპროტესტო აქციის გამართვას აკრიტიკებს.

მათი განცხადებით, ტერიტორიაზე “საოკუპაციო ძალები” არ არსებობენ და “უკანონო ბორდერიზაციის პროცესი” არ მიმდინარეობს.

განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ე.წ სასაზღვრო ზოლთან იმ ადამიანების გამოჩენა, რომლებიც, შესაძლოა ინფიცირებულები იყვნენ, საფრთხეს უქმნის ცხინვალში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.

მსგავსი თემები