„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

  •  

 პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. თბილისში საპარლამენტო მანდატებისთვის იბრძოლებენ: გლდანის საარჩევნო ოლქი – ნიკა მელია; სამგორის საარჩევნო ოლქი – ლევან ხაბეიშვილი; ისნის საარჩევნო ოლქი – ხატია დეკანოიძე; რაც შეეხება რეგიონებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატების სია ასეთია: მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქი – ცეზარ ჩოჩელი; თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი – გიორგი ბოტკოველი; გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი – ლევან ბეჟაშვილი; რუსთავის საარჩევნო ოლქი – დავით კირკიტაძე; მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი – აზერ სულეიმანოვი; ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის საარჩევნო ოლქი – კახა ოქრიაშვილი; გორი-კასპის საარჩევნო ოლქი – ბადრი ბასიშვილი; ხაშური-ქარელის საარჩევნო…

მეტი...

ფონიჭალაში გაზმომარაგება 7000 – მდე აბონენტს დროებით შეუწყდება

  •  

 კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, დედაქალაქის გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალაში, ახალი გაზმარეგულირებელი სადგურის (გსმ) მონტაჟი მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სამუშაოების გამო რაიონის 7000–მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. გაზმომარაგება შეუწყდება: რუსთავის გზ. 8, 10, 12, 12ა, 12ვგ, 14, 16აბ, 19-1, 19-2, 19-3, 19-4, რუსთავის გზ. 18-22-ში მდებარე შპს ,,ფონისაიდი”-ს, რუსთავის გზ. 28, 28ა, 30, 40ა, 42, 44, 257, 259, 261, 263, 263ა, 263ბ, 265, 267, 269-8, 269-8ა, 269-10, 271-9, სადგურის ქ. 15, 57, 57ა, 57ბ, ზ. ფონიჭალა კორპ. 2, 3, 3ა, 4, 4-11, 5, 6, 7, 9, 10, 11, 12,…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დადასტურდა

  •  

 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 197 ადამიანს, კორონავირუსი კი, 62 პირს დაუდასტურდა. ამასთან, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 89 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

მეტი...

“ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 80 პაციენტის მდგომარეობა მძიმე, ცხრის კი განსაკუთრებით მძიმე” – მარინა ეზუგბაია

  •  

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 80 პაციენტის მდგომარეობა მძიმე, ცხრის კი განსაკუთრებით მძიმე. ამასთან, როგორც ეზუგბაია ამბობს, კლინიკაში მართვა კვალიფიციურად ხდება და ამ ეტაპისთვის მედპერსონალის რაოდენობაც საკმარისია. „პერსონალი არის აბსოლუტურად მზად, მათ დამატებით ჩაუტარდათ ტრენინგები, მთავარია, დროულად მოხდეს დიფერენცირება ავადმყოფების, რომ მსუბუქ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები დროულად გადავიდნენ კლინიკებიდან კოვიდსასტუმროებში და იქაც გაგრძელდეს ეფექტური მართვა, კლინიკებში კი გამოთავისუფლდეს ადგილები მძიმე პაციენტებისთვის“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი...

“შემთხვევების უდიდესი ნაწილი მოდის ბათუმზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეპიდემიას მაინც აქვს ლოკალიზებული ხასიათი” – თამარ გაბუნია

  •  

 შემთხვევების უდიდესი ნაწილი მოდის ბათუმზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეპიდემიას მაინც აქვს ლოკალიზებული ხასიათი, რაც პროგნოზულად კეთილსაიმედოა, რადგან ლოკალიზებული ეპიდემიის მართვა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ჩვენ დღეს დავინახავდით შემთხვევების თანაბარ მატებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა. „შემთხვევების უდიდესი ნაწილი მოდის ბათუმზე, რაც ნიშნავს, რომ ეპიდემია გარკვეულწილად არის ლოკალიზებული და ლოკალიზებულის მართვა გაცილებით ადვილია. ბათუმში არის ბევრი შემთხვევა, მაგრამ ადგილი არ აქვს გეომეტრიული პროგრესიით ზრდას, რაც კეთილსაიმედო სიმპტომია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროცესის მართვა საერთაშორისო…

მეტი...

ცესკოში სტაციონარებსა და საკარანტინო სივრცეებში კენჭისყრის ორგანიზების საკითხები განიხილეს

  •  

 ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ის სავალდებულო წესები და რეკომენდაციები განიხილეს, რომელიც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში კენჭისყრის ორგანიზებისას უნდა იყოს გათვალისწინებული. ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, კომისიის მდივან გიორგი ჯავახიშვილთან ერთად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი წოწკოლაურს და „დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელ პაატა იმნაძეს შეხვდა. შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ცესკო-ს წევრი გიორგი ძაგანია და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ის შესაძლებლობები და რისკები, რაც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში არჩევნების ორგანიზებას…

მეტი...

ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

  •  

 “მსგავსი სამხედრო წვრთნები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს, რაც ასახულია გაერო-ს ქარტიაში, ჰელსინკის საბოლოო აქტსა და პარიზის ქარტიაში”, – ნათქვამია ეუთო-ში ევროკავშირის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს, „კავკასია 2020“-ს ეხება. ევროკავშირი ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. დღეს, ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე წევრი ქვეყნების…

მეტი...

კახეთში კორონავირუსი 3 თვის ჩვილს დაუფიქსირდა

  •  

 ლაგოდეხში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული სამი თვის ჩვილია, რომელიც ლაგოდეხიში მშობლებთან ერთად რამდენიმე კვირის წინ ჩავიდა. ინფორმაციას ადგილობრივი ჯანდაცვის განყოფილების ხელმძვანელი მაკა ხმალაძე ადასტურებს. ოჯახის ყველა წევრი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. მათი ნიმუშები გადაგზავნილია ლაბორატორიაში, რომლის პასუხები სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

მეტი...

აზერბაიჯანში კორონავირუსის 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  •  

 გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 146 ადამიანს გამოუვლინდა, 2 ინფიცირებული კი გარდაცვლილა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 39,524 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 580 ადამიანი. ვირუსისგან 37,122 პაციენტი განიკურნა.

მეტი...

“საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია შავი ზღვის რეგიონში” – გიორგი გახარია

  •  

 “საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია შავი ზღვის რეგიონში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, ო’ბრაიენთან საუბრის შესახებ „ტვიტერში“ წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ორი ერი თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ათვისებას განაგრძობს. „ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ოკუპაციის საკითხები განვიხილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ რობერტ ო’ბრაიენთან. საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია შავი ზღვის რეგიონში. ჩვენი ორი ერი თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ათვისებას განაგრძობს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ რობერტ…

მეტი...

„ნორმალურია, რომ სიტუაცია უფრო იძაბება, რაც უფრო ახლოვდება ხმის მიცემის დღე” – კელი დეგნანი

  •  

 „ნორმალურია, რომ სიტუაცია უფრო იძაბება, რაც უფრო ახლოვდება ხმის მიცემის დღე. იმედისმომცემი და მისასალმებელია, რომ ბევრმა პარტიამ მოაწერა ხელი პოლიტიკური ქცევის წესებს” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „საარჩევნო კომპასი საქართველოსა“ და Partiebi.Ge-ს პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ახალი პორტალი ამომრჩევლებს პარტიების ხედვების გაცნობაში დაეხმარება. „მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები საარჩევნო პორტალის პრეზენტაციაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც დაეხმარება ამომრჩევლებს, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის პლატფორმის გაგებაში. 17 პარტია მონაწილეობს ამ პროექტში. მათი ხედვა იმ საკითხებზე, რომლებიც პრიორიტეტია მათი ამომრჩევლისთვის, უკვე არის აპლიკაციაში. ამომრჩევლებს შეუძლიათ აპლიკაციის გახსნა, ამ საკითხების გაცნობა და იმის გაგება, ემთხვევა…

მეტი...

ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე საქართველოს დელეგაციამ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში წვრთნების ჩატარება დაგმო

  •  

 2020 წლის 23 სექტემბერს, ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე საქართველოს დელეგაციამ გააკეთა განცხადება რუსეთის მიერ 21-26 სექტემბერს მიმდინარე სამხედრო წვრთნებთან – „კავკასია 2020“ დაკავშირებით. ქართულმა მხარემ დაგმო ამ წვრთნების რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარება და მათში ამ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ბაზების მონაწილეობა. „საქართველოს დელეგაციამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების უხეში დარღვევა. ქართული მხარის განცხადებით, რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული ქმედებები საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და იწვევს დესტაბილიზაციას რეგიონში“, – აღნიშნულია საქართველოს…

მეტი...

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კეცხოველის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

  •  

 თბილისის მერია მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გლდანის რაიონში, კეცხოველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოების გამო, 24 სექტემბრიდან კეცხოველის ქუჩაზე – ჯაბიძის ქუჩიდან ვეკუას ქუჩამდე მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მეტი...

“პროკურატურა დავით ფურცხვანიძით იქამდე დაინტერესდა, ვიდრე მიხეილ რამიშვილი თავისი ფეხით გამოცხადდებოდა ვინაობის დასასახელებლად” – პროკურორი

  •  

 პროკურატურა დავით ფურცხვანიძით იქამდე დაინტერესდა, ვიდრე მიხეილ რამიშვილი ჩვენს მიერ ჩატარებული ბრიფინგის შემდეგ გააცნობიერებდა ყველაფერს და თავისი ფეხით გამოცხადდებოდა ვინაობის დასასახელებლად, – ამის შესახებ პროკურორმა დავით გუბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ის განმარტავს, უმჯობესი იყო მიხეილ რამიშვილს სატელიტით გადაღებული ფოტოების გამომგზავნის ვინაობა არა საჯაროდ, არამედ, საგამოძიებო ორგანოში განეცხადებინა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკრეტულად ფოტოსურათების წარმოშობის პერიოდში რამდენად ინფორმირებული იყო ორივე დამცველი ადვოკატი წყაროს შესახებ, აღნიშნული ფოტოსურათების ნამდვილობასთან დაკავშირებით, ასევე იმ გარემოებაზე, რა განმარტებაც გაკეთდა, რომ მონტაჟის შედეგად მიღებული სურათები წარუდგინეს გამოძიებას. როდესაც მიხეილ რამიშვილმა წარმოადგინა ფოტომასალები, მან მოითხოვა 2 დღე, რომ ამ საკითხებს წყაროსთან…

მეტი...

“თვითონ დაამტკიცონ მტკიცებულების ფორმით იყო თუ არა” – ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება

  •  

 საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი იკითხება. ვიდრე საპროცესო მოქმედება დაიწყებოდა, მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დავით ფურცხვანიძემ, მათ შორის არსებულ ურთიერთობაზე ისედაც ყველაფერი თქვა.  მიხეილ რამიშვილი ასევე არ ეთანხმება პროკურორის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ე.წ. სატელიტის ფოტოების საქმეზე მტკიცებულებად დართვა სურდა. “ბატონი დავითისგან მე მქონდა მიღებული მხოლოდ და მხოლოდ 6 სურათი, მქონდა მხოლოდ და მხოლოდ მიმოწერა, ბატონმა დავითმა როგორ მიიღო, ინფორმაცია არის ინფორმაცია, მტკიცებულების ფორმით რას ჰქვია, შუამდგომლობით მივიტანე? თვითონ დაამტკიცონ მტკიცებულების ფორმით იყო თუ არა,”- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. მიხეილ რამიშვილამდე ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ეკა ქობესაშვილის გამოკითხვა სასამართლოს გზით. ეკა ქობესაშვილის თქმით, დღეს გამოძიებას მისგან…

მეტი...

სოფელ ველისციხეში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი და ტესტირება გრძელდება

  •  

 კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რივხვი 38-მდე გაიზარდა. ლაბორატორიულად „კოვიდ-19“ ლაგოდეხში მცხოვრებ ერთ პირს დაუდასტურდა,- ამის შესახებ კახეთში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შიოშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ეპიდემიოლოგების მიერ ინფიცირებულის კონტაქტები უკვე მოძიებულია და ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამასთან, შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებიც ხალხმრავალ ადგილებზე მოსახლეობის თერმოსკრინინგს ატარებენ. „სოფელ ველისციხეში, სადაც კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული ახლა რთველი აქტიურ ფაზაშია, ყურძნის კრეფაზე მუშახელი დასავლეთ საქართველოდან ჩამოდის. ამიტომ ჩვენ პრვენციის მიზნით, იქაც დავიწყეთ ამ ადამიანების სწრაფი ტესტირება. ამ დრომდე საეჭვო სიმპტომები არც ერთ ადამიანს გამოვლენია“, -განაცხადა შიოშვილმა. კახეთში კორონავირუსის გავრცელების დროული გამოვლენისა და პრევენციის…

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტი​ ბათუმში, “მედ ემერჯენსში” გადიოდა მკურნალობას

  •  

 საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტი​ ბათუმში, კლინიკა “მედ ემერჯენსში” გადიოდა მკურნალობას. Covid ინფექციით გარდაცვლილი პირი 76 წლის მამაკაცი იყო. შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 დღეში საქართველოში СOVID-19-ს 5 პაციენტი ემსხვერპლა. ბოლო სტატისტიკის თანახმად, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა – გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი.

მეტი...

ოკუპირებული სოხუმის ე.წ. საქალაქო ადმინისტრაციაში კარანტინი გამოცხადდა

  •  

 ოკუპირებული სოხუმის ე.წ. საქალაქო ადმინისტრაციაში კარანტინი გამოცხადდა. კარანტინის მიზეზი თანამშრომლების ნაწილის კორონავირუსით ინფიცირებაა. როგორც ოკუპირებული სოხუმის ე.წ. საქალაქო ადმინისტრაციის მეთაურმა, ბესლან ეშბამ განაცხადა, თანამშრომლების ნაწილი მუშაობას დისტანციურად გააგრძელებენ. „ქალაქში მატულობს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი. თანამშრომლების ნაწილს დაუდასტურდა დიაგნოზი. ვფიქრობ, დღეიდან უნდა გადავიდეთ ნაწილობრივ კარანტინზე“, – ამბობს ეშბა. ამავე დროს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობაში განაცხადეს, რომ 5 ოქტომბრიდან კორონავირუსის პანდემიის გამო მასობრივი სპორტული, გასართობი და საგამოფენო ღონისძიებები, ასევე ქორწილები და დღესასწაულები აიკრძალება. ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ კი, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის…

მეტი...

აჭარაში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  •  

 აჭარაში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა უმრავლესობა წინა დღეებში გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტებს წარმოადგენენ.აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში 480 პირი გადის მკურნალობას, 600-ზე მეტი კი კოვიდკარანტინშია გადაყვანილი. აჭარის რეგიონში ახალი კორონავირუსისდგან 82 პირი გამოჯანმრთელდა. დღის ბოლომდე კიდევ ელოდებიან პაციენტთა გამოჯანმრთელებას. ბოლო 24 საათში რეგიონში 4000-ზე მეტი პირი გამოიკვლიეს, აქედან 165-ს ვირუსი დაუდაასტურდა.

მეტი...

“ფორდის” მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსი დედაქალაქში ეტაპობრივად შემოვა” – კახა კალაძე

  •  

 მიკროავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით 15 ივლისს გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და გამარჯვებულ კომპანიასთან 18 სექტემბერს ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. კახა კალაძის თქმით, 300 ერთეული მიკროავტობუსი დედაქალაქში ეტაპობრივად შემოვა. “18 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, გვყავს გამარჯვებული კომპანია, “ფორდის” მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსი ეტაპობრივად შემოვა დედაქალაქში. ოქტომბერში გარკვეული ნაწილი უკვე ადგილზე იქნება და დანარჩენიც 180 კალენდარული დღის განმავლობაში შემოვა, რათა მთლიანად ჩავანაცვლოთ მიკროავტობუსი. თბილისში დაახლოებით 3 000-მდე მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა პირველი წლების განმავლობაში, თუმცა რეფორმით, რომელიც წამოვიწყეთ, ავტობუსების, მიკროავტობუსების რაოდენობა დაახლოებით 1 200-მდე შემცირდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ მთლიან…

მეტი...

„ქართუ ფონდი რომ არა, რაგბი დღეს სამოყვარულო დონეზეც შეიძლება არ ყოფილიყო“ – ირაკლი აბუსერიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

  •  

 „ბევრი ადამიანია, ვისაც სახლიდან მოჰქონდა რესურსი, რომ რაგბი გადარჩენილიყო“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ საქართველოს პარლამენტის წევრმა, „რაგბის კავშირის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა. აბუსერიძე, რაგბის წინსვლაში ფონდი „ქართულს“ დამსახურებაზე საუბრობს: „რაგბს, რაღაც ჯგუფის გულისთვის არ უნდა შეელახოს სახელი, გავიმეორებ და არც მომერიდება ფონდი „ქართუს“ დამსახურებაა ბევრი რამ,  13 ბაზა აგვიშენა, 28 სარაგბო მოედანი და ორი  აკადემია, თორემ დღეს შეიძლება რაგბი პროფესიულ კი არა, სამოყვარულო დონეზეც არ ყოფილიყო, ამიტომ, ვიყავი იმის მომხრე, რომ მენეჯმენტი ყოფილიყო მაღალ დონეზე.  13 წელი მეც ვიყავი მოთამაშე და ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, აქედან გამომდინარე  ვიცი, რაც…

მეტი...

შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

  •  

 ტაშკენტის “პახტაკორის” მთავარ მწვრთნელს, ცნობილ ქართველ ვეტერან ფეხბურთელს შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ უზბეკური მედია იტყობინება. ქართველი სპეციალისტს ტესტირება მატჩისწინა პრესკონფერენციის დასრულებისთანავე ჩაუტარდა. როგორც ცნობილია, შოთა არველაძე ამ დროისთვის იზოლირებულია და ის ვერ შეძლებს გუნდს უხელმძღვანელოს დღეს დაგეგმილ მატჩზე.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ეთი, 25-ე პაციენტი გარდაიცვალა

  •  

 საქართველოში კორონავირუსით კიდევ ეთი, 25-ე პაციენტი გარდაიცვალა, ინფორმაცია stopcov.ge- ზე გამოქვეყნდა. ბოლო 24- საათში ეს ფაქტი პაციენტის გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევაა, ბოლო 2 დღეში კი საქართველოში СOVID-19-ს უკვე მეხუთე პაციენტი ემსხვერპლა. განახლებული სტატისტიკის თანახმად, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა – გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი. 

მეტი...

„გოჩა ამაში მარტო არ არის, მას არ უნდა „შეახოცონ“ – ირაკლი აბუსერიძე რაგბის პრობლემებზე

  •  

 „ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაზეც მსოფლიოს რაგბის ფედერაციებში ძალიან ცუდად საუბრობენ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ 8 ერში ღირსეულად მივიღოთ მონაწილეობა“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“  საქართველოს პარლამენტის წევრმა, „რაგბის კავშირის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა. იგი რაგბის კავშირში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფაქტს მსოფლიო რაგბის კავშირში ნეგატიური რეაქციები მოჰყვა. აბუსერიძე თვლის, რომ მხოლოდ ერთ ადამიანზე არ უნდა მიდიოდეს ბრალდებები. „ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაზეც მსოფლიოს რაგბის ფედერაციებში საუბრობენ, დაასახელონ კონკრეტული ბრალდებები, რაც აქვთ ჩემს მიმართ და გავცემ პასუხს, ჩვენ ყველაფერი გადავაგზავნეთ სახელმწიფო აუდიტში და ველოდებით პასუხებს, გოჩა ამაში მარტო…

მეტი...

ფონიჭალაში ნარკორეალიზების ბრალდებით 11 პირი დააკავეს

  •  

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული ნ.ა., 1973 წელს დაბადებული ი.ა., 1987 წელს დაბადებული კ.ა., 1996 წელს დაბადებული ა.გ.,1967 წელს დაბადებული დ.ფ., 1976 წელს დაბადებული ს.გ., 1999 წელს დაბადებული ვ.მ., 1979 წელს დაბადებული ვ.ა., 1971 წელს დაბადებული ფ.ა., 1985 წელს დაბადებული რ.ნ. და 1999 წელს დაბადებული ე.გ.“, – აცხადებენ შსს-ში. მათივე ცნობით, დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება ედებათ ბრალად.…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა – გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი

  •  

 საქართველოში COVID-19-ის​  227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. განახლებული სტატისტიკა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. სულ ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა დადასტურებული.​ განახლებული მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელდა კიდევ 69 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა სულ 1 643 შეადგენს. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის – 5 255 ადმიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 836. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსს საქართველოში 24 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 გუშინ გარდაიცვალა. 

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა

  •  

 საქართველოში კორონავირუსით კიდევ ეთი, 24-ე პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო ორ დღეში ეს უკვე კოვიდინფიცრებული პაციენტის მეოთხე გარდაცვალაბაა. აღნიშნული ინფორმაცია stopcov.ge- ზე გამოქვეყნდა. 

მეტი...

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ რამიშვილი მოწმის სახით დაიკითხება

  •  

 თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ რამიშვილი მოწმის სახით დაიკითხება. ადვოკატის მოთხოვნით, პროცედურა მაგისტრი მოსამართლის თანხლებით ჩატარდება. გამოძიებას კითხვები ექნება რამიშვილის ტელეფონში არსებული მასალის ექსპერტიზის შესახებ. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველის ამტკიცებს, რომ პროკურატურის ბრალდებები, თითქოს ფურცხვანიძის მიერ გაგზავნილი სატელიტური ფოტოები მისი დაკვეთითაა გაყალბებული, რეალობას არ შეესაბამება და მიზანი მისი საქმიდან ჩამოშორებაა. “იქნება დაკითხვა მაგისტრ მოსამართლესთან 2 საათზე და შესაბამისად, ვნახოთ რა კითხვები ექნება. ყველაფერს ეცდებიან, რომ ამ საქმეს ჩამომაშორონ. შეიძლება დაჭერით არა მაგრამ ხო ხედავთ, იმას წერენ, რომ ძალიან ემოციური ვარ, ძალიან ფიცხი ვარ. დაიწყებენ ახლა ჩემზე წერას, წერას და მერე შეიძლება სადმე ტყეში ჩამომხრჩვალი მიპოვონ,…

მეტი...

არადეკრალირებული ოქროს შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

  •  

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი “სარფის” გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, რა დროსაც მოხდა მისი მხილება.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 299 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 35 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

მეტი...

“ვფიქრობ, ეს სირცხვილია” – დონალდ ტრამპი აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობაზე

  •  

 აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის, რომ ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა, სამარცხვინო ფაქტია. „ვფიქრობ, ეს სირცხვილია,” – აღნიშნა პრეზიდენტმა, თუმცა, მისივე თქმით, სათანადო და სწორი ქმედებების გარეშე გარდაცვლილების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა. „ვფიქრობ, რომ თუ სათანადოდ და სწორად არ ვიმოქმედებდით, ორნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპებოდა,” – განაცხადა ტრამპმა. მან კორონავირუსის გავრცელებაში ჩინეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. „ჩინეთს ვირუსი საკუთარ საზღვარზე უნდა შეეჩერებინა და მისი მთელს მსოფლიოში გავრცელება არასდროს უნდა დაეშვათ. ეს საშინელებაა, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. უბრალოდ გახსოვდეთ: ჩინეთმა დაუშვა, ეს მომხდარიყო,” – აღნიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა. შეგახსენებთ, აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა…

მეტი...

მაკრონი რუსეთს მოუწოდებს, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით სწრაფი განმარტება გააკეთოს

  •  

 საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთს მოუწოდა, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებულ სიტუაციას ნათელი მოჰფინოს. ემანუელ მაკრონის განცხადებით, განმარტება სწრაფი და შეუცდომელი უნდა იყოს. „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ სრულად მოჰფინოს ნათელი, ნერვულ-პარალიტიკური აგენტის, ნოვიჩოკის გამოყენებით, პოლიტიკური ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობას. განმარტება სწრაფი და შეუცდომელი უნდა იყოს. ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ შეინიშნებოდეს წითელი ხაზები“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

მეტი...