„შემოდგომაზე, ამ მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობა გაზის გარეშე დარჩება, ეს პოლიტიკური ზეწოლაა“ – დეპუტატის განცხადება

  •  

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, რომელიც 2020-ის არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს ჯენჭისყრას, განცხადებას ავრცელებს და  ამბობს, რომ მის ოჯახზე ზეწოლაა, მიზანი კი საკუთარი კანდიდატურის მოხსნაა.

„ერთი თვე დარჩა არჩევნებამდე. დღეს, ჩემი ძმის კომპანიაში საფინანსო პოლიციისა და აუდიტის თანამშრომლები მოვიდნენ და დალუქეს ყველა კომპიუტერი და საბუთები. ჩემი ძმა საქართველოში დიდი სომეხი ბიზნესმენია, მასთან შპს “მეეკი”-ში და “ეს-ჯი-გაზ” კომპანიაში 300 ადამიანია დასაქმებული რომლის უკანაც ოჯახები დგანან. ეს არის ზეწოლა ბიზნესმენზე და ბიზნესზე. ეს ყველაფერი პოლიტიკური ხასიათისაა. მათი ერთადერთი მიზანია, რომ მე ჩემი კანდიდატურა მოვხსნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისგან.

თუ ამ ტემპში გაგრძელდება ყველაფერი, მაშინ, ის პროექტების განხორციელებას ვერ შევძლებთ, რაც დაგეგმილი იყო. კომპანია ვერ მოახერხებს ბუნებრივი აირის მიწოდებას და შემოდგომაზე, ამ მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობა  გაზის გარეშე დარჩება. კომპანია გაბანკროტდება და როგორც კომპანია ისე მოსახლეობა დიდ ზარალს მიიღებს“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ მოქმედ დეპუტატს მაჟორიტარობაზე უარი უთხრა, მან არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად გადაწყვიტა. აღნიშული გადაწყვეტილების შემდეგ კი მას უცნობმა პირებმა არაერთხელ დაურეკეს და პოლიტიკიდან ჩამოცილება და 5 მილიონი დოლარის გადახდა მოსთხოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით აღძრულია სს საქმე.   

მსგავსი თემები