ატენის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

  •  

30-მდე მეხანძრე-მაშველი აგრძელებს მუშაობას ატენის ტყეში, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ამ დროისთვის ცეცხლის ღია კერა არ არსებობს და მიმდინარეობს ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები. ხილვადობის აღდგენისთანავე სახანძრო-სამაშველო ძალებმა განაახლეს ცეცხლის ქრობა.

ცეცხლი მთის კლდოვან ნაწილზე ბუჩქნარსა და ბალახს გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს კერების დამუშავება.

ხანძარი ატენის ხეობაში სავარაუდოდ ფოიერვერკის გაშვებას მოჰყვა.

მსგავსი თემები