„დარწმუნებული ვართ, დღესაც აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე მომიტინგეები“ – ირაკლი კობახიძე

„დარწმუნებული ვართ, დღესაც აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე მომიტინგეები, ამისთვის მობილიზებული ჰყავთ 300-კაციანი საგანგებო ძალადობრივი ჯგუფი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის იმ ე.წ. ახალგაზრდული ორგანიზაციების ჯგუფები, რომლებსაც არსებითად აფინანსებენ კეზერაშვილი, ხაზარაძე და კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული სხვა დაჯგუფებები, რაც კანონის მიღების შემდეგ გამჭვირვალე გახდება.

„ეს 300-კაციანი დაჯგუფებების ერთობლიობა დღესაც გადავა ძალადობაზე. წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი, რომ არის სპეცრაზმი, რომელსაც დაუშენენ ქვებს, შუშის ბოთლებს, გადავლენ პირდაპირ ხელჩართულ დაპირისპირებაზე, რა უნდა გააკეთოს ამ დროს სპეცრაზმმა?! კანონთან დაკავშირებით ვერცერთი არგუმენტი ვერ მოიტანეთ და რაც შეეხება სპეცრაზმის მოქმედებებს, ვერცერთ საკითხთან დაკავშირებით არგუმენტი ვერ თქვით“ – აღნიშნა კობახიძე.

 

მსგავსი თემები