,,თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა დაიდება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება”- სალომე ზურაბიშვილი

,,ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, ამ შეთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებით ყურადღებით არის, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის რეპუტაციისთვის. „რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას, არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ყოველდღე დიდი ყურადღებით ვარ, რადგან ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის რეპუტაციისთვის და ჩვენი ღირსებისთვის. ამდენად, ჩემი ადმინისტრაციიდან ხვდებიან რეგულარულად კონსილიუმს, ხან „ემპათიას“, ხან სხვა კონსილიუმს. დღესაც არის ასეთი შეხვედრა…

მეტი...

უნგრეთი უკრაინის დასახმარებლად 187 მილიონ ევროს გამოყოფს

უნგრეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განკარგულება, რომლის თანახმადაც, ქვეყანა 187 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინის დასახმარებლად. ბრძანება ქვეყნის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრს ავალებს, დაიწყოს მოლაპარაკებები უნგრეთის სახელით კიევთან უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ აუცილებელი შეთანხმების შემუშავების მიზნით. ცნობისთვის, ამ დრომდე უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი უარს აცხადებდა, ევროკავშირის 18 მილიარდიან დახმარების გეგმაში წვლილის შეტანაზე.

მეტი...

,,ვაკის პარკში 9-სართულიანი შენობა-ნაგებობა არ და ვერ აშენდება”- კახა კალაძე

,,ვაკის პარკში 9-სართულიანი შენობა-ნაგებობა არ და ვერ აშენდება,” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. კითხვაზე, არის თუ არა გადაწყვეტილება მიღებული აღნიშნული პროექტის ადგილმონაცვლეობის შესახებ, კალაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება. „მომდევნო დღეების განმავლობაში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, რა ეტაპზეა ეს პროცესი, რა გადაწყვეტილებებია. ერთი, რაც დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, ვაკის პარკში 9-სართულიანი შენობა-ნაგებობა არ და ვერ აშენდება. ეს ყოველთვის იყოს პარკის ტერიტორია და ამ ფორმით დარჩება თბილისს და თბილისელებს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მეტი...

საქართველოდან საზღვარგარეთ რეზიდენტი მოგზაურების 693.4 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 3.9-ჯერ მეტია – ”საქსტატი”

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 693.4 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.9-ჯერ მეტია. მათივე ცნობით, 2022 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა საყიდლების მიზნით. „აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 531.8 ათასი შეადგინა, რაც 3.3-ჯერ მეტია 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 287.7 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 94.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 48.9 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი…

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე – სუს-ი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,  რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. უწყების ცნობით, უკანონო დაკავების მორიგ ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი. „საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.  

მეტი...

,,მინდა, მივულოცო დედაქალაქის მოსახლეობას, ყველა ახალგაზრდას, ყველა ადამიანს…”- კახა კალაძე

მინდა, მივულოცო დედაქალაქის მოსახლეობას, ყველა ახალგაზრდას, ყველა ადამიანს, ვინც მზიურის პარკით სარგებლობს, რომ მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა მიწა, რომელიც დაახლოებით 18 000 ათასი კვადრატული მეტრია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „მზიური“ ქალაქის თანამედროვე ისტორიისა და კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. „იცით, რომ ორი წლის წინ მოხდა პარკის სრული განახლება და თბილისელებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. თუმცა, ჩვენ ვერ მოვახერხეთ სრულყოფილად პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რადგან გარკვეული ტერიტორია იყო კერძო საკუთრებაში. ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრესთან. მინდა, გადაწყვეტილება გავაცნო თბილისელებს – მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა…

მეტი...

,,თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ომის დანაშაულია”- ემანუელ მაკრონი

 საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაზე 23 ნოემბერს მიტანილ მორიგი სარაკეტო იერიშს ეხმიანება, რომლის შედეგადაც უკრაინისა და მოლდოვის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მაკრონის  თქმით, თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ  დაუსჯელი ვერ დარჩება. ,,უკრაინაში დღეს მასიური დაბომბვა მოხდა, რის გამოც ქვეყნის დიდი ნაწილი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ არის ომის დანაშაული და ვერ დარჩება დაუსჯელი,”- წერს მაკრონი.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, 6 პირი დააკავეს, ერთი კი ამხილეს. ,,პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული გ.მ. ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბ.ნ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, 128 ვაზნა და 4 მჭიდი. ამავე…

მეტი...

თბილისში, ერთ-ერთი კლინიკის მესამე სართულიდან პაციენტი გადახტა

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის მესამე სართულიდან პაციენტი გადახტა. ახალგაზრდა კაცის მგდომარეობა მძიმეა, ის კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფრომაციით, ახალგაზრდა კაცი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გვიან საღამოს შეიყვანეს და მას გაქცევის მცდელობაც ჰქონდა. ადგილზე  მობილიზებულები იყვნენ პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები.  

მეტი...

,,როდესაც პარტია ასახელებს კანდიდატად ისეთ კომიკოსს, როგორც ხაბეიშვილია, ბუნებრივია, რომ ამ პარტიას არ შეიძლება მომავალი ჰქონდეს”- ღუდუშაური

“ქართული ოცნების” წევრი ალუდა ღუდუშაური “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევისა და ზოგადად, პარტიაში არსებულ ვითარებას ეხმიანება. მისი თქმით,  “ნაციონალური მოძრაობა” დაიშლება მარტივ-მამრავლებად”. „ხედავთ, როგორ ვითარდება პროცესები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ეს არის სრულიად ლოგიკური. როდესაც პარტია ასახელებს კანდიდატად თუნდაც ისეთ პერსონაჟს, კომიკოსს, როგორც არის ხაბეიშვილი, ბუნებრივია, რომ ამ პარტიას არ შეიძლება მომავალი ჰქონდეს. ეს ჩემი შეფასება არაა და ეს რომ ნამდვილად ასეა, შეგიძლიათ იხილოთ ხატია დეკანოიძის მოსაზრება – პარტიას, რომლის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, მგონი, ქართულიც არ იცის, ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ამ პარტიას რაიმე მომავლისთვის პრეტენზია ჰქონდეს“,- განაცხადა ღუდუშაურმა.  

მეტი...

ბათუმში კაცი ბენზინს ასხამდა, რა დროსაც სიგარეტს მოუკიდა და ცეცხლი გაუჩნდა 

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში ქუჩაში მყოფმა კაცმა, რომელიც მანქანაში ბენზინს ასხამდა, სიგარეტს მოუკიდა და ცეცხლი გაუჩნდა. სავარაუდოდ, მას საწვავი ხელზე ჰქონდა გადასხმული. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ავტომანქანას ცეცხლი არ გასჩენია. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფება.

მეტი...

,,დეოლიგარქიზაცია 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელზეც საქართველოსგან წინსვლას ელოდებიან”- პაველ ჰერჩინსკი

,,დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელზეც საქართველოსგან წინსვლას ელოდებიან,”- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია,  „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს, ვენეციის კომისიას შეუძლია საკუთარი რეკომენდაციების გამოქვეყნება და ეს რეკომენდაციები მხედველობაში იქნება მიღებული. „დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელზეც საქართველოსგან წინსვლას ელოდებიან. ეს არ არის მარტივი რეკომენდაცია. ჩვენ ვიცით, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მომზადებულმა კანონპროექტმა პარლამენტში მეორე მოსმენა გაიარა. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს, ვენეციის კომისიას შეუძლია საკუთარი რეკომენდაციების გამოქვეყნება და ეს რეკომენდაციები მხედველობაში იქნება მიღებული. ეს კომისარმა ვარჰეიმაც აღნიშნა, როდესაც გასულ კვირას…

მეტი...

,,ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა”- გერმანიის ელჩი

,,საქართველომ განაცხადა, რომ უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ეს მოხდება. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა,” – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. მისი თქმით, 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების შემდეგ იქნებ საუბარი კანდიდატის სტატუსზე. „საქართველომ განაცხადა, რომ უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ეს მოხდება. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა. ჩვენ, ევროპა დავეხმარებით საქართველოს, რომ თამაში მისთვის წარმატებით წარიმართოს. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ საქართველოსთვის თუ ეს არის პრიორიტეტული თემა, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ შემთხვევაში კონცენტრირება მოახდინოს ამ თემაზე. ევროპა არის პლურალისტული დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება, სწორედ ამიტომ…

მეტი...

,,მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს და ვთხოვთ”- რას ითხოვს სააკაშვილის ადვოკატი

სალომე ზურაბიშვილთან მიხეილ სააკაშილის ადვოკატი მივიდა. შალვა ხაჭაპურიძეს სურს საქართველოს პრეზიდენტს  სააკაშვილის სამედიცინო დასკვნები პირადად გააცნოს. მისივე თქმით, პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიმართავენ. ,,მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს და ვთხოვთ, რომ მე მიმიღოს პირადად და მოხდეს აუდიენცია, ვინაიდან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. მე ვითხოვ, რომ შევხვდე და გავაცნო საქმის მასალები, ასევე საექსპერტო დასკვა და ვისაუბროთ, რა გამოსავალი შეიძლება გამოვნახოთ. მივმართავთ ასევე სასჯელის გადავადების მოთხოვნით, შეწყალების თხოვნით არ მიგვიმართავს,” – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მეტი...

კიევის ოლქის 70% ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

უკრაინაზე გუშინდელი თავდასხმების შემდეგ, კიევის ოლქის 70% კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისი თქმით, კიევის მარჯვენა სანაპიროზე წყალმომარაგების აღდგენა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსეი კულებამს განცხადებით,  რაკეტა მოხვდა მაღალსართულიან შენობებს ვიშგოროდში და დაზიანდა კერძო სექტორი ჩაბანში. მისი თქმით, ვიშგოროდში ოთხი ადამიანი დაიღუპა, 27 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.  

მეტი...

,,უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა არის ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს. მისი თქმით, მსგავსი თავდასხმები არის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი და უნდა შეწყდეს. „ფაქტი, რომ რუსეთი იყენებს ბომბეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გამიზნული თავდასხმისთვის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. ეს დაბომბვა არის ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, – განაცხადა შოლცმა.    

მეტი...

,,დადგა დრო, მხარი დავუჭიროთ უკრაინულ მშვიდობის ფორმულას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმების გამო. ზელენსკის თქმით, უკრაინის ინფრასტრუქტურის დაბომბვა, რამაც მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, აშკარა დანაშაულია კაცობრიობის წინააღმდეგ. ,,თქვენ შორის არიან სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომელიც მსოფლიოს ტერორის, დესტაბილიზაციისა და დეზინფორმაციის გარდა არაფერს სთავაზობენ. ნებისმიერი რუსული ფორმულა სხვას არაფერს ითვალისწინებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: დადგა დრო, მხარი დავუჭიროთ უკრაინულ მშვიდობის ფორმულას! ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ვთხოვთ მხარდაჭერას ჩვენი ცის დასაცავად. ჩვენ გვჭირდება თანამედროვე და ეფექტური საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემები. რა შეიძლება გითხრათ ახლა ტერორისტული სახელმწიფოს წარმომადგენელმა? რომ მშვიდობიანი…

მეტი...

ავღანეთში 12 ადამიანი სახალხოდ გაამათრახეს

ავღანეთში „თალიბანის“ წევრებმა სახალხოდ 12 ადამიანი გაამათრახეს, მათ შორის სამი ქალი. ”ბიბისის” ინფორმაციით, ისლამისტურმა ჯგუფმა  სახალხო დასჯის სცენა საფეხბურთო მოედანზე მოაწყო. მათ ბრალი ედებათ „მორალური დანაშაულების“ ჩადენაში როგორიცაა ღალატი, ქურდობა და ჰომოსექსუალური კავშირები. ცნობისთვის, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სახალხო დასჯის ეს უკვე რიგით მეორე შემთხვევაა .

მეტი...

,,ზამთარში მილიონობით ადამიანის ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვება სისასტიკეა”- ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმას გმობს. მისი თქმით, ზამთარში მილიონობით ადამიანის დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვება სისასტიკეა. ,,მტკიცედ ვგმობთ რუსეთის განახლებულ კრიმინალურ თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ: მასიური ჩაბნელება, ასევე მოლდოვაში. ზამთარში მილიონობით ადამიანის ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვება სასტიკი და არაადამიანურია. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისა და მოლდოვასადმი უცვლელად გრძელდება”,- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მეტი...

,,რაკეტები ყველასთვის საკმარისია”- მედვედევი იმუქრება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ისევ იმუქრება და აცხადებს, რომ “რაკეტები ყველასთვის საკმარისია”. “მტერი აგრძელებს ჩვენი გაშავებისა და მარაგების გულდასმით “გამოთვლას”. ჩვენი შესაძლებლობების ამოწურვის იმედი ამაოდ აქვთ – რაკეტები ყველასთვის საკმარისია”, – წერს მედვედევი ”ტელეგრამში”.

მეტი...

აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთი უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს – ”პოლიტიკო”

გამოცემა „პოლიტიკო“, თეთრ სახლსა და თავდაცვის დეპარტამენტში არსებულ, ექვს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს, იმ შემთხვევაში თუ ბრძოლის ველზე პოზიციებს ისევ დაკარგავს. გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე აშშ-ს დაზვერვას არ გააჩნია ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს უკრაინაში ქიმიური თავდასხმის გარდაუვალობაზე. აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ვლადიმერ პუტინმა თავიდან შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს, შემდეგ კი, ნატო-სთან ბირთვულ კონფრონტაციას მიმართოს, თუკი ბრძოლის ველზე პოზიციებს კვლავ დაკარგავს. ერთ-ერთი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ასეთი თავდასხმა გულისხმობს ისეთი ნივთიერებების გამოყენებას, რომლებიც ადვილად დამალვადია, რაც დასავლეთს გაურთულებს მომხდარის მოსკოვთან დაკავშირებას. მათივე…

მეტი...

ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემდეგ დეკლარაციას ხელი არ მოაწერა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ხელი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემდეგ დეკლარაციასა და სომხეთის დასახმარებლად ერთობლივი ზომების შესახებ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. ფაშინიანმა ხელმოწერაზე უარი იმით ახსნა, რომ  მოკავშირეებმა მკაფიო პოლიტიკური შეფასება არ მისცეს აზერბაიჯანის „აგრესიას“. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროექტები საკმარისად დამუშავებული არ არის და არსებული სახით, მზად არ არის, ამ დოკუმენტებს ხელი მოაწეროს“. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი ერევანში 23 ნოემბერს გაიმართა. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სამიტის შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომ სომხეთის მხრიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლა გამორიცხულია.

მეტი...

,,უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის მომავალი და წარმატება ეჭვს არ იწვევს”- დიმიტრი პესკოვი

,,რუსეთს ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინაში მის სპეცოპერაციას წარმატებული შედეგი ექნება,” – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვმა უპასუხა კითხვას, ეთანხმება თუ არა იმ აზრს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მომავალი დამოკიდებულია უკრაინაში „რუსული სპეცოპერაციის“ წარმატებაზე. “ჩვენ შეგვიძლია დავეთანხმოთ ამას იმ შენიშვნით, რომ სპეცოპერაციის მომავალი და წარმატება ეჭვს არ იწვევს“, – აღნიშნა პესკოვმა.

მეტი...

,,ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მიმართულია მოსახლეობის სიცივესა და სიბნელეში დატოვებისკენ”- ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები, მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის სიცივესა და სიბნელეში დატოვებისკენ. მისივე თქმით, რუსეთის ტაქტიკა არ გატეხს უკრაინისა და მისი პარტნიორების სიმტკიცეს. „მთელი უკრაინის მასშტაბით, მილიონობით ადამიანი თავშესაფრებში შეეფარა, როდესაც რუსეთმა კვლავ დაუშვა მათზე რაკეტები. ინფრასტრუქტურაზე უწყვეტი თავდასხმები მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის სიცივესა და სიბნელეში დატოვებისკენ. ეს საშინელი ტაქტიკა არ გატეხს უკრაინისა და მისი პარტნიორების სიმტკიცეს“, – წერს ბლინკენი ”ტვიტერზე”.

მეტი...

12 წლის მოზარდი დედა გახდა

12 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. არასრულწლოვანმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმშობიარა. როგორც ცნობილია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დედაც და ნაყოფიც თავს კარგად გრძნობენ. არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონამ ბავშვი მისივე მეგობრისგან გააჩინა, რომელიც ასევე არასრულწლოვანია. ის პოლიციამ უკვე გამოჰკითხა. დაკითხეს თავად ფეხმძიმე მოზარდიც. არასრულწლოვანი გოგონას ოჯახი საქმეზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.  

მეტი...

,,რუსული სიცრუის მოსმენა მსოფლიოში უკვე აღარავის სურს“- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რუსულ ტერორზე რეაგირებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. „მივმართე გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს და რუსულ ტერორზე რეაგირებისკენ მოვუწოდე. გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში ერთი სავარძელი ჯერ კიდევ ოკუპირებულია. დარწმუნებული ვარ, რომ რუსული სიცრუის მოსმენა მსოფლიოში უკვე აღარავის სურს“, – განაცხადა ზელესკიმ.    

მეტი...