,,თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ომის დანაშაულია”- ემანუელ მაკრონი

 საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაზე 23 ნოემბერს მიტანილ მორიგი სარაკეტო იერიშს ეხმიანება, რომლის შედეგადაც უკრაინისა და მოლდოვის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

მაკრონის  თქმით, თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ  დაუსჯელი ვერ დარჩება.

,,უკრაინაში დღეს მასიური დაბომბვა მოხდა, რის გამოც ქვეყნის დიდი ნაწილი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ არის ომის დანაშაული და ვერ დარჩება დაუსჯელი,”- წერს მაკრონი.

მსგავსი თემები