,,მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს და ვთხოვთ”- რას ითხოვს სააკაშვილის ადვოკატი

სალომე ზურაბიშვილთან მიხეილ სააკაშილის ადვოკატი მივიდა. შალვა ხაჭაპურიძეს სურს საქართველოს პრეზიდენტს  სააკაშვილის სამედიცინო დასკვნები პირადად გააცნოს.

მისივე თქმით, პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიმართავენ.

,,მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს და ვთხოვთ, რომ მე მიმიღოს პირადად და მოხდეს აუდიენცია, ვინაიდან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. მე ვითხოვ, რომ შევხვდე და გავაცნო საქმის მასალები, ასევე საექსპერტო დასკვა და ვისაუბროთ, რა გამოსავალი შეიძლება გამოვნახოთ. მივმართავთ ასევე სასჯელის გადავადების მოთხოვნით, შეწყალების თხოვნით არ მიგვიმართავს,” – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი თემები