,,დადგა დრო, მხარი დავუჭიროთ უკრაინულ მშვიდობის ფორმულას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმების გამო.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ინფრასტრუქტურის დაბომბვა, რამაც მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, აშკარა დანაშაულია კაცობრიობის წინააღმდეგ.

,,თქვენ შორის არიან სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომელიც მსოფლიოს ტერორის, დესტაბილიზაციისა და დეზინფორმაციის გარდა არაფერს სთავაზობენ. ნებისმიერი რუსული ფორმულა სხვას არაფერს ითვალისწინებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: დადგა დრო, მხარი დავუჭიროთ უკრაინულ მშვიდობის ფორმულას!

ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ვთხოვთ მხარდაჭერას ჩვენი ცის დასაცავად. ჩვენ გვჭირდება თანამედროვე და ეფექტური საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემები.

რა შეიძლება გითხრათ ახლა ტერორისტული სახელმწიფოს წარმომადგენელმა? რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ იტანჯება მათი რაკეტებით? ყველაფერი აშკარაა. ყველაფერი ზედმეტად აშკარაა. მოგიწოდებთ, გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები კაცობრიობის და სიცოცხლის დასაცავად! უშიშროების საბჭომ უნდა მისცეს მკაფიო შეფასება ტერორისტული სახელმწიფოს ქმედებების შესახებ გაეროს წესდების მე-7 ნაწილის შესაბამისად”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები