ბათუმში კაცი ბენზინს ასხამდა, რა დროსაც სიგარეტს მოუკიდა და ცეცხლი გაუჩნდა 

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში ქუჩაში მყოფმა კაცმა, რომელიც მანქანაში ბენზინს ასხამდა, სიგარეტს მოუკიდა და ცეცხლი გაუჩნდა. სავარაუდოდ, მას საწვავი ხელზე ჰქონდა გადასხმული.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ავტომანქანას ცეცხლი არ გასჩენია.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფება.

მსგავსი თემები