,,როდესაც პარტია ასახელებს კანდიდატად ისეთ კომიკოსს, როგორც ხაბეიშვილია, ბუნებრივია, რომ ამ პარტიას არ შეიძლება მომავალი ჰქონდეს”- ღუდუშაური

“ქართული ოცნების” წევრი ალუდა ღუდუშაური “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევისა და ზოგადად, პარტიაში არსებულ ვითარებას ეხმიანება. მისი თქმით,  “ნაციონალური მოძრაობა” დაიშლება მარტივ-მამრავლებად”.

„ხედავთ, როგორ ვითარდება პროცესები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ეს არის სრულიად ლოგიკური. როდესაც პარტია ასახელებს კანდიდატად თუნდაც ისეთ პერსონაჟს, კომიკოსს, როგორც არის ხაბეიშვილი, ბუნებრივია, რომ ამ პარტიას არ შეიძლება მომავალი ჰქონდეს. ეს ჩემი შეფასება არაა და ეს რომ ნამდვილად ასეა, შეგიძლიათ იხილოთ ხატია დეკანოიძის მოსაზრება – პარტიას, რომლის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, მგონი, ქართულიც არ იცის, ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ამ პარტიას რაიმე მომავლისთვის პრეტენზია ჰქონდეს“,- განაცხადა ღუდუშაურმა.

 

მსგავსი თემები