უნგრეთი უკრაინის დასახმარებლად 187 მილიონ ევროს გამოყოფს

უნგრეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განკარგულება, რომლის თანახმადაც, ქვეყანა 187 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინის დასახმარებლად.

ბრძანება ქვეყნის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრს ავალებს, დაიწყოს მოლაპარაკებები უნგრეთის სახელით კიევთან უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ აუცილებელი შეთანხმების შემუშავების მიზნით.

ცნობისთვის, ამ დრომდე უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი უარს აცხადებდა, ევროკავშირის 18 მილიარდიან დახმარების გეგმაში წვლილის შეტანაზე.

მსგავსი თემები