ავღანეთში 12 ადამიანი სახალხოდ გაამათრახეს

ავღანეთში „თალიბანის“ წევრებმა სახალხოდ 12 ადამიანი გაამათრახეს, მათ შორის სამი ქალი. ”ბიბისის” ინფორმაციით, ისლამისტურმა ჯგუფმა  სახალხო დასჯის სცენა საფეხბურთო მოედანზე მოაწყო.

მათ ბრალი ედებათ „მორალური დანაშაულების“ ჩადენაში როგორიცაა ღალატი, ქურდობა და ჰომოსექსუალური კავშირები.

ცნობისთვის, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სახალხო დასჯის ეს უკვე რიგით მეორე შემთხვევაა .

მსგავსი თემები