ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემდეგ დეკლარაციას ხელი არ მოაწერა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ხელი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემდეგ დეკლარაციასა და სომხეთის დასახმარებლად ერთობლივი ზომების შესახებ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

ფაშინიანმა ხელმოწერაზე უარი იმით ახსნა, რომ  მოკავშირეებმა მკაფიო პოლიტიკური შეფასება არ მისცეს აზერბაიჯანის „აგრესიას“. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროექტები საკმარისად დამუშავებული არ არის და არსებული სახით, მზად არ არის, ამ დოკუმენტებს ხელი მოაწეროს“.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი ერევანში 23 ნოემბერს გაიმართა.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სამიტის შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომ სომხეთის მხრიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლა გამორიცხულია.

მსგავსი თემები