,,ზამთარში მილიონობით ადამიანის ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვება სისასტიკეა”- ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმას გმობს.

მისი თქმით, ზამთარში მილიონობით ადამიანის დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვება სისასტიკეა.

,,მტკიცედ ვგმობთ რუსეთის განახლებულ კრიმინალურ თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ: მასიური ჩაბნელება, ასევე მოლდოვაში. ზამთარში მილიონობით ადამიანის ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვება სასტიკი და არაადამიანურია. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისა და მოლდოვასადმი უცვლელად გრძელდება”,- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მსგავსი თემები