კიევის ოლქის 70% ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

უკრაინაზე გუშინდელი თავდასხმების შემდეგ, კიევის ოლქის 70% კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

მისი თქმით, კიევის მარჯვენა სანაპიროზე წყალმომარაგების აღდგენა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსეი კულებამს განცხადებით,  რაკეტა მოხვდა მაღალსართულიან შენობებს ვიშგოროდში და დაზიანდა კერძო სექტორი ჩაბანში. მისი თქმით, ვიშგოროდში ოთხი ადამიანი დაიღუპა, 27 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.

 

მსგავსი თემები