,,დეოლიგარქიზაცია 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელზეც საქართველოსგან წინსვლას ელოდებიან”- პაველ ჰერჩინსკი

,,დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელზეც საქართველოსგან წინსვლას ელოდებიან,”- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია,  „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს, ვენეციის კომისიას შეუძლია საკუთარი რეკომენდაციების გამოქვეყნება და ეს რეკომენდაციები მხედველობაში იქნება მიღებული.

„დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელზეც საქართველოსგან წინსვლას ელოდებიან. ეს არ არის მარტივი რეკომენდაცია. ჩვენ ვიცით, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მომზადებულმა კანონპროექტმა პარლამენტში მეორე მოსმენა გაიარა. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს, ვენეციის კომისიას შეუძლია საკუთარი რეკომენდაციების გამოქვეყნება და ეს რეკომენდაციები მხედველობაში იქნება მიღებული. ეს კომისარმა ვარჰეიმაც აღნიშნა, როდესაც გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა. საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი იქნება პროცესი, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება. ეს არის იმ სისტემური ჩარჩოს შექმნა, რომელშიც გამოირიცხება პირთა არასასურველი ინტერესი და ზეგავლენა პოლიტიკაზე. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ ამის დარეგულირება კანონის დამტკიცებით იქნება პროცესი წარმართული თუ სხვა გზით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს კანონპროექტი მოსაზრებისთვის გაგზავნილი იქნება ვენეციის კომისიასთან და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ელჩმა.

მსგავსი თემები