,,ვაკის პარკში 9-სართულიანი შენობა-ნაგებობა არ და ვერ აშენდება”- კახა კალაძე

,,ვაკის პარკში 9-სართულიანი შენობა-ნაგებობა არ და ვერ აშენდება,” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა გადაწყვეტილება მიღებული აღნიშნული პროექტის ადგილმონაცვლეობის შესახებ, კალაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.

„მომდევნო დღეების განმავლობაში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, რა ეტაპზეა ეს პროცესი, რა გადაწყვეტილებებია. ერთი, რაც დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, ვაკის პარკში 9-სართულიანი შენობა-ნაგებობა არ და ვერ აშენდება. ეს ყოველთვის იყოს პარკის ტერიტორია და ამ ფორმით დარჩება თბილისს და თბილისელებს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი თემები