აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთი უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს – ”პოლიტიკო”

გამოცემა „პოლიტიკო“, თეთრ სახლსა და თავდაცვის დეპარტამენტში არსებულ, ექვს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს, იმ შემთხვევაში თუ ბრძოლის ველზე პოზიციებს ისევ დაკარგავს.

გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე აშშ-ს დაზვერვას არ გააჩნია ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს უკრაინაში ქიმიური თავდასხმის გარდაუვალობაზე. აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ვლადიმერ პუტინმა თავიდან შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს, შემდეგ კი, ნატო-სთან ბირთვულ კონფრონტაციას მიმართოს, თუკი ბრძოლის ველზე პოზიციებს კვლავ დაკარგავს.

ერთ-ერთი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ასეთი თავდასხმა გულისხმობს ისეთი ნივთიერებების გამოყენებას, რომლებიც ადვილად დამალვადია, რაც დასავლეთს გაურთულებს მომხდარის მოსკოვთან დაკავშირებას.

მათივე ინფორმაციით, აშშ-მა კიევს ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული დაცვის საშუალებები მიაწოდა.

მსგავსი თემები