,,ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მიმართულია მოსახლეობის სიცივესა და სიბნელეში დატოვებისკენ”- ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები, მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის სიცივესა და სიბნელეში დატოვებისკენ.

მისივე თქმით, რუსეთის ტაქტიკა არ გატეხს უკრაინისა და მისი პარტნიორების სიმტკიცეს.

„მთელი უკრაინის მასშტაბით, მილიონობით ადამიანი თავშესაფრებში შეეფარა, როდესაც რუსეთმა კვლავ დაუშვა მათზე რაკეტები. ინფრასტრუქტურაზე უწყვეტი თავდასხმები მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის სიცივესა და სიბნელეში დატოვებისკენ. ეს საშინელი ტაქტიკა არ გატეხს უკრაინისა და მისი პარტნიორების სიმტკიცეს“, – წერს ბლინკენი ”ტვიტერზე”.

მსგავსი თემები