ლომჯარია: მოქალაქეებო, უნდა იცოდეთ, ახლა განიხილავენ რუსეთის მოკავშირედ ქცევის კანონპროექტს

საქართველოს მოქალაქეებო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ პარლამენტი ახლა განიხილავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმის და რუსეთის მოკავშირედ ქცევის კანონპროექტს! საბედისწირო მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის! გამოდით გარეთ! წერს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსულ კანონზე.

„წლების წინ აქ დაიღუპნენ ბავშვები, ახალგაზრდები, ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ“ – ნინო ლომჯარია აქციიდან.

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, აქციას უერთდება, ის თვლის, რომ ხელისუფლების სურვილია საზოგადოებას „დამღა“ დაატყოს, აგენტების სახელით, ლომჯარია ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას ქვეყნის იმ ხალხისგან დაცლა, სურს ვინც საღად აზროვნებს: „ამ კანონის მიზანია, საზოგადებას აგენტების დამღა დააყოს, როგორ შეიძლება გავჩერდეთ ან სახლები, ან სამსახურში ვიყოთ, როცა ჩვენი თავისუფლებაა დასაცავი, ჩვენი, როგორც ევროპული ოჯახის წევრობა, რისთვისაც დაიღუპნენ წლების წინ აქ ბავშვები, ამ ბრძოლას ყველა ასაკის ადამიანი შეეწირა, მე აქ ვდგავარ ჩემი ოჯახით,“ – ამბობს ლომჯარია. აქცია რუსთავლეზე რამდენიმე საათის წინ დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება, სადაც იმყოფებიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები, ასევე…

„რასაც ოცნება აკეთებს, ეს დასავლურ ცივილიზაციაში უპრეცედენტო შემთხვევაა“ – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ქართული ოცნების მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება. ლომჯარიას თქმით, ის, რასაც მმართველი პარტია აკეთებს, დასავლურ ცივილიზაციაში უპრეცედენტო შემთხვევაა. ამის შესახებ მან ფორმულასთან საუბრისას განაცხადა. “ის ცალსახა განაცხადი, რაც ევროკავშირის საბჭომ გააკეთა, რომ საქართველოს ვანიჭებთ გაწევრიანების პერსპექტივას, სტატუსთან ერთად ჩვენ ხომ პერპსექტივაც მოგვენიჭა, რომ თქვენ აუცილებლად გახდებით ევროკავშირის წევრი, შეიძლება ეს პოლიტიკური განაცხადა წაიღონ უკან. უპრედენტო რამ შეიძლება მოხდეს. ის, რაც ხდება საქართველოში დღეს, რასაც აკეთებს ქართული ოცნება, ეს არის დასავლურ ცივილიზაციაში უპრეცედენტო შემთხვევა. მებრალებიან ისინი [ქართული ოცნება], ადამიანურადაც მებრალებიან ეს ადამიანები, იმიტომ, რომ…

„ეს კანონი არის პუტინისტური რუსეთის გადმოსახედიდან შექმნილი – ამ კანონს ვერ მიიღებენ“ – ნინო ლომჯარია

„რატომ დააბრუნეს კანონპროექტი ამაზე პასუხი ალბათ „ქართული ოცნების“ წევრებსაც არ აქვთ, დაიბარეს გუშინ და დაავალეს,“ –ამის შესახებ, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ნინო ლომჯარია განმარტავს, რატომ არის კანონი რუსული, მისი აზრით კანონს ახალი ვერსია გაცილებით ცუდია ძველ ვერსიაზე: „კანონში პირდაპირ ჩაწერეს, რომ ნებისმიერი ოგანიზაცია, რომელიც იღებს ევროპული ორგანიზაციების მხრიდან, თუნდაც 20 პროცენტს დაფინანსებას, უნდა დარეგისტრირდეს, როგორც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია და ხარ აგენტი, ამიტომ არის ეს კანონი რუსული, ამ კანონს ვერ მიიღებენ, ბევრ ბენეფიციარს, ბევრ სასიკეთო საქმეს უსპობენ საარსებო საშუალებას, განწობები დავინახე და საზოგადოება ხედავს, რომ ეს არის ჩვენი საგარეო…

ახალი პარტიის შექმნას არ ვაპირებ, არც მარტო და არც სხვასთან ერთად – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, მისი მისამართით დასმულ შეკითხვებს ფეისბუქ პოსტის საშუალებით პასუხობს და საკუთარ მოსაზრებასაც გამოთქვამს, რა უნდა ქნას ოპოზიციამ მომავალი არჩევნებისთვის: ,,ჩემ მიმართ ლეგიტიმურად დაგროვდა შეკითხვები: – ვქმნი თუ არა პარტიას ან ვაპირებ თუ არა რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას? ამ კითხვებს ცოტა ვრცლად ვუპასუხებ: პირველ რიგში, ჩემი, როგორც მოქალაქის მკაფიო სურვილია, რომ 2024 წლის არჩევნებით დასრულდეს ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა საქართველოში. ამისათვის მიმაჩნია, რომ საჭიროა მმართველი პარტიის ინსტიტუციური და ფინანსური ძალაუფლების საპირწონედ სოლიდური ოპოზიციური ცენტრების შექმნა. თუ 5%-იან ბარიერთან შორიახლოს  მყოფი ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტენ, რომ არჩევნებში ცალ-ცალკე იყარონ კენჭი, მაღალია…

,,შინაარსობრივი სხვაობა ხაბეიშვილს, გვარამიას, ხაზარაძესა და პირობით ლომჯარიას შორის არ არსებობს”- თამარ ჩერგოლეიშვილი

წლებია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უდიდესი უმრავლესობა ხალხს გაერთიანებას ჰპირდება და წლებია, ამაშიც ლუზერია. ანუ ხალხს ცრუ მოლოდინს უქმნიან, თითქოს გაერთიანებაა პანაცეა და მერე ამ ცრუ მოლოდინსაც უცრუებენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ”შინაარსობრივი სხვაობა ხაბეიშვილს, გვარამიას, ხაზარაძესა და პირობით ლომჯარიას შორის არ არსებობს.” „სინამდვილეში, მიზნის გარშემო ერთიანობა ამ პოლიტიკოსებს არ სურთ. მათ სურთ საკუთარი ფიგურის გარშემო ერთიანობა. მიზნის გარშემო ერთიანობა რომ სურდეს მაგალითად გვარამიას – ცალკე ძალას რატომ შექმნიდა? მიშას მიზნებთან დაპირისპირებულია გვარამია? თუ დაპირისპირებულია, რატომ არ იძახის რაშია დაპირისპირებული? თუ მიშას არ უპირისპირდება, ცალკე…

გეგმაა, რომ „ნაცმოძრაობა“ ორი ფრონტით გამოვიდეს არჩევნებზე, ხაზარაძე, გახარია, ზურაბიშვილი, ლომჯარია, მელია, გვარამია შევლენ მეორე გაერთიანებაში -კობახიძე

გეგმა ასეთია, რომ ამ არჩევნებზე „ნაცმოძრაობა“ ორი ფრონტით უნდა გამოვიდეს. უნდა იყოს პარტია „ნაცმოძრაობა“ და მეორე – ახალი გაერთიანება, სადაც მაღალი ალბათობით, შევლენ ხაზარაძე, გახარია, ზურაბიშვილი, ლომჯარია, მელია, გვარამია. რამდენად იქნება ეს გაერთიანება წარმატებული, თავად შეგიძლიათ, იმსჯელოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, მისი პროგნოზით ისინი ბარიერსაც ვერ გადალახავენ. „გეგმა არსებობს, რომლის მიხედვითაც, მათი გათვლით, ოპოზიციიდან ორმა სუბიექტმა უნდა გადალახოს 5-პროცენტიანი ბარიერი. ეს უნდა იყოს „ნაცმოძრაობა“ და ამ ადამიანების გაერთიანება. რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ძალიან რთულია იმის მიყიდვა, რომ ხაზარაძე, გახარია, ზურაბიშვილი, ლომჯარია, მელია, გვარამია…

,,არსებობს გეგმა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტია”- კობახიძე

ზოგადად არსებობს ასეთი გეგმა, რაც ჩვენ ვიცით, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტია, ეს გეგმა არსებობს  – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძეს  ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ის არ გამორიცხავს პრეზიდენტთან კოორდინირებულ მოქმედებას, მათ შორის ერთობლივ ვიზიტებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იგეგმება ასეთი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება საპარლამენტო არჩევნებისთვის და რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური პარტია, ისევ და ისევ შეიქმნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში. ის ქალბატონებიც, რომლებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, არიან რა თქმა უნდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი პერსპექტივა…

,,ეროვნული ბანკი, დროზე გააუქმეთ ეგ სამარცხვინო ბრძანება, სანამ მოთმინება გვყოფნის”- ნინო ლომჯარია

,,საქართველოს ეროვნული ბანკი, დროზე გააუქმეთ ეგ სამარცხვინო ბრძანება, სანამ მოთმინება გვყოფნის”,- ამ სიტყვებიით ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეროვნულ ბანკს მიმართავს. მისი თქმით, ამერიკული სანქციების გვერდის ავლა ქვეყნის საბანკო სისტემის მიერ იწვევს გარდაუვალ და უფრო მძიმე სანქციებს. ,,მოკლედ, რა იქნება ამის შემდეგ: ამერიკული სანქციების გვერდის ავლა ქვეყნის საბანკო სისტემის მიერ იწვევს გარდაუვალ და უფრო მძიმე სანქციებს. ეს სანქციები უკვე შეეხებათ არა მხოლოდ ფარცხალაძისნაირ რუსეთის აგენტებს, არამედ, მთლიანად საბანკო სისტემას, ბიზნესს, რიგით მოქალაქეებს. ის, რომ ევროკავშრის სტატუსი ცხვირწინ გამოგვაცალეს, არ ეყოთ და ახლა იზოლირებულ და დასანქცირებულ ქვეყნად უნდათ რომ გვაქციონ! ნათია…

,,ნინო ლომჯარია ცნობილი „ნაციონალია“ და მას შუაშისტად ვერავის შეასაღებ”- ”ხალხის ძალა”

ნინო ლომჯარია ქართველი ფსევდოლიბერალის ტიპური ნიმუშია – აგენტი ნული ინტელექტით, ნული სინდისით და ნული სამშობლოს სიყვარულით,  შესაბამისად, რამდენი ორდენიც არ უნდა ჩამოკიდონ, მისგან პოლიტიკური ლიდერი ვერ გამოითლება – ამის შესახებ აღნიშნულია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში. „გლობალური ომის პარტია „ქართულ ოცნებას“ მეორე ფრონტის არგახსნას არ პატიობს. ემოციური მხარე გვერდზეც რომ გადავდოთ, ისინი წინ იყურებიან და ბუნებრივია, ყველანაირად ცდილობენ, სამომავლოდ მაინც მოიყვანონ ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურა, რომელიც მათ ყველა დავალებას უპირობოდ მოაწერს ხელს. ეს ამოცანა მით უფრო აქტუალურია, რომ გლობალურ ომის პარტიას უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის შემდეგ ცეცხლის ახალი კერა აუცილებლად დასჭირდება. ამ…

ნინო ლომჯარიამ ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა ,,საქართველოს ევროპული ორბიტა” შექმნა

ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა ,,საქართველოს ევროპული ორბიტა” შექმნა. ორგანიზაციის პირველი ღონისძიება 7 სექტემბერსაა დაგეგმილი და მისი მთავარი თემა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იქნება. ,,ვიმოქმედოთ ევროკავშირის სტატუსისთვის!”, – ასე ქვია ღონისძიებას, რომელიც ღია დისკუსიის ფორმატში ჩატარდება.

,,პრეზიდენტს დაბლოკავთ – უფრო მეტი ხალხი ჩავალთ, არა უშავს და სხვა რამეებსაც გავაკეთებთ”- ნინო ლომჯარია

,,პრეზიდენტს დაბლოკავთ – უფრო მეტი ხალხი ჩავალთ” – ასე ეხმაურება ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტებზე უარს. მისი თქმით, უარი მიუხედავად, პრეზიდენტი მაინც უნდა წავიდეს. ,,ყველას არ გვჭირდება მთავრობის ნებართვა ევროპაში რომ ჩავიდეთ და სტატუსის მხარდაჭერა მოვითხოვოთ. პრეზიდენტს დაბლოკავთ – უფრო მეტი ხალხი ჩავალთ, არა უშავს და სხვა რამეებსაც გავაკეთებთ, მალე. პრეზიდენტიც უნდა წავიდეს, ჩემი აზრით, მიუხედავად უარის მიღებისა”, – წერს ლომჯარია. პრეზიდენტს ვიზიტებზე უარი ეთქვა – მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება

,,რუსული გემის შემოსვლა, ისევე როგორც ფრენები, არ იყო ტურიზმი, ეს იყო პოლიტიკური აქტი” – ნინო ლომჯარია

“რუსული გემის შემოსვლა, ისევე როგორც ფრენები, არ იყო ტურიზმი, ეს იყო პოლიტიკური აქტი”. ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ,,ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ მისი სახეებით და პროპაგანდით ამ სიტუაციას ისე წარმოაჩენს, ვითომ მათ არ ესმით, რომ ეს არ არის პროტესტი ცალკეულ ტურისტებზე ან ცალკეულ რეისებზე. სინამდვილეში, ეს არის საზოგადოების პროტესტი „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ და ეს პროტესტი პერიოდულად იფეთქებს ხოლმე, როცა ადგილი აქვს მცდელობას, საზოგადოებას თავს მოახვიონ ისეთი საკითხები, რაც ეწინააღმდეგება ღირებულებებს, ღირსებას, ტკივილს აყენებს და აცოცხლებს იმ ჭრილობებს, რაც საზოგადოებამ მიიღო რუსეთთან კონფლიქტის დროს. რა თქმა უნდა,…

“სპეცოპერაცია” სახელით  საბოტაჟი საქართველოს ინტეგრაციას” – ნინო ლომჯარია

პარლამენტის შენობის წინ ანტირუსულ აქციაზე ყოფილი სახალხო დამცველი ნინო  ლომჯარიაც მივიდა. როგორც მან განაცხადა, პუტინის ხელისუფლებამ იგრძნო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ძალიან რეალურია და ამიტომაც გააქტიურდა. „როგორ ჩანს, პუტინის ხელისუფლებამ იგრძნო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის ძალიან რეალური და არ არის შორს ის დრო, როდესაც ჩვენ უნდა მივიღოთ სტატუსი. ამიტომ, დაიწყეს “სპეცოპერაცია” სახელით „საბოტაჟი საქართველოს ინტეგრაციას“. რუსული კანონი ეს იყო პირველი ნაბიჯი, ამ მიმართულებით და ამ პარლამენტმა და ხელისუფლებაში მყოფმა უმრავლესობამ ხმა დაუჭირა კანონპროექტს, რომლის ძალითაც დღეს ჩვენთან შეწყვეტილი უნდა ყოფილიყო ყველანაირი დასავლური დაფინანსება ქართული ეკონომიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების, მედიის, სამოქალაქო სექტორის“ – აღნიშნა…

,,შეხედეთ, ვის უხარია ფრენები და მიხვდებით, ვის სჭირდებოდა მისი აღდგენა”- ნინო ლომჯარია

,,შეხედეთ, ვის უხარია ფრენები და მიხვდებით, ვის სჭირდებოდა მისი აღდგენა. “ოცნებავ”, ესეც არაა თქვენი დამსახურება, ოღონდ, დასჭირდა კრემლს საქართველო და გიყენებენ,”- ასე ეხმიანება ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას ეხმიანება. ,,ხელისუფლებაში ყოფნიდან მეცამეტე წელს “ქართული ოცნება” წარმატებად გვასაღებს ომის საერთაშორისო დანაშულში ძებნილ, დასანქცირებულ, იზოლირებულ, ყველასგან მოძულებულ პუტინის ხელისუფლებასთან “შეთანხმების მიღწევას”, რომ მათმა ჯართმა თვითმფრინავებმა ფსბ-ს აგენტებითურთ საქართველოში იფრინონ. ამას გვთავაზობენ ევროპასთან ინტეგრაციის სანაცვლოდ. შეხედეთ, ვის უხარია ფრენები და მიხვდებით, ვის სჭირდებოდა მისი აღდგენა. “ოცნებავ”, ესეც არაა თქვენი დამსახურება, ოღონდ, დასჭირდა კრემლს საქართველო და გიყენებენ,”- წერს ლომჯარია. ცნობისთვის,…

„შორს არ გაფრინდეთ თქვენი რუსული თვითმფრინავებით“ – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდს მიმართავს.   „შორს არ გაფრინდეთ თქვენი რუსული თვითმფრინავებით“  – ამ გზავნილს უგზავნის ლომჯარია „ქართულ ოცნებას“. „რუსული თვითმფრინავი ბოლოს ჩემი სახლის აივნიდან დავინახე, თავზე გადაგვიფრინა ხმაურით და თბილისი დაბომბა… “ქართულო ოცნებავ”, თქვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოტაჟს ეწევით, ხოლო ოკუპანტ, ომის საერთაშორისო დამნაშავე, დასანქცირებულ ქვეყანასთან პირდაპირი მიმოსვლის ფაქტის ნორმალიზებას ცდილობთ.  შორს არ გაფრინდეთ თქვენი რუსული თვითმფრინავებით! ტყუილად წვალობთ, ჩვენ მაინც შევალთ ევროკავშორში!” – ამბობს ლომჯარია.

,,არღვევენ კონსტიტუციას, რომ ხელი დააფარონ სასამართლოში არსებულ კორუფციულ და კლანურ მმართველობას”- ლომჯარია უმრავლესობაზე

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ჩავარდნას ეხმაურება. მისი თქმით, უმრავლესობა მიუღებელი ხერხებით ცდილობს გამოიგონოს გზები, რომ ტექნიკურად შეუშალოს ხელი ოპოზიციას, ისარგებლონ მათი კონსტიტუციური უფლებით. ,,საპარლამენტო ოპოზიციას არ სჭირდება უმრავლესობის თანხმობა იმისთვის, რომ შექმნას მათ საგამოძიებო კომისია, თუ აქვთ მათ საკმარისი ხმები. იმის გამო რომ ეს ხმები არსებობს და აღმოჩნდა პარლამენტში, უმრავლესობა ცდილობს მიუღებელი ხერხებით გამოიგონოს გზები, რომ ტექნიკურად შეუშალოს ოპოზიციას ხელი ისარგებლონ მათი კონსტიტუციური უფლებით. სინამდვილეში ეს ყველაფერი ემსგავსება საპარლამენტო ცხოვრების ბოიკოტს. ისინი არღვევენ კონსტიტუციას იმის გამო,…

,,ვფიქრობ, დასავლეთმა დაიწყო იმის კეთება, რისი გაკეთებაც ქართველებმა 30 წელი ვერ შევძელით”- ნინო ლომჯარია

,,მე ვფიქრობ, დასავლეთმა დაიწყო იმის კეთება, რისი გაკეთებაც ქართველებმა 30 წელი ვერ შევძელით,”-  ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს. ნინო ლომჯარია იმოდევნებს, რომ ასე გაგრძელდება და ქართული პოლიტიკა, ბიზნესი, მართლმსაჯულება და სხვა მრავალი სფერო სუფთა ხალხისთვის რადიაციული ველი აღარ იქნება. ,,მე ვფიქრობ, დასავლეთმა დაიწყო იმის კეთება, რისი გაკეთებაც ქართველებმა 30 წელი ვერ შევძელით და რაც ყველაზე მეტად გვჭირდება: მხილება და პასუხისმგებლობის დაწესება კორუმპირებული და ძალაუფლების ბოროტად გამომყენებელი პირების მიმართ. იმედია ეს ასე გაგრძელდება და ქართული პოლიტიკა, “ბიზნესი”, მართლმსაჯულება და სხვა მრავალი სფერო სუფთა ხალხისთვის რადიაციული ველი…

,,გზავნილია, რომ მათ დაინახეს ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის”- ლომჯარია სანქციებზე

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირებას ეხმიანება. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის გზავნილი, რომ მათ დაინახეს ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის. ,,ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც დაინახა რომ საქართველოში ადამიანები 1 წლის განმავლობაში არიან მზად რომ ფიზიკურად დაიცვან დემოკრატიული ღირებულებები და საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი. შესაბამისად, ჩემთვის ეს გადაწყვეტილება არის ცალსახა გზავნილი, რომ მათ დაინახეს ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის, სამართლიანი სასამართლოსთვის, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის და ეს არის მათი მხრიდან ამ ბრძოლაში მათი მხარდამჭერი გზავნილი საქართველოს მოქალაქეების მიმართ,”- განაცადა ნინო ლომჯარიამ ”ფორმულას” ეთერში.

ვიზიარებ ლომჯარიას პოზიციას, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჰქონდა დაფიქსირებული – ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის  განცხადებით, იზიარებს წინა სახალხო დამცველის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მისი თქმით, არ სურს სააკაშვილის მიმართ, ისეთი ქმედება განხორციელდეს, რამაც შესაძლოა სააკაშვილის მდგომარეობა დაამძიმოს. ,,მე არ ვიცი “ვივა მედის” განცხადება გულისხმობს თუ არა სააკაშვილის მაინცდამაინც ციხეში დაბრუნებას, შეიძლება აქ დაწესებულებაზეა საუბარი და სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. სახალხო დამცველს (ნინო ლომჯარიას) აქვს გამოქვეყნებული პოზიცია, რომ მისი ციხეში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რა პოზიციაც სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჰქონდა დაფიქსირებული. მე არ მინდა, რომ რაიმე ტიპის ისეთი ქმედება განხორციელდეს…

,,ლევან იოსელიანი არასდროს გახდება ნინო ლომჯარია”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი არასდროს გახდება ნინო ლომჯარია. ,,იოსელიანის არჩევისთანავე გამოაქვეყნეს ნეგატიური განცხადება მის არჩევასთან დაკავშირებით, ეს იყო დაახლოებით 10-15 ენჯეო, ეს არიან ყველაზე მდიდარი ენჯეოები, რომლებიც გამოირჩევიან ყველაზე რადიკალური ქმედებებით, ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის უბრალოდ შემადგენელი ნაწილი. მიზეზი არის ერთი, მათ იფიქრეს, რომ ლევან იოსელიანი არ არის აგენტი, არ არის ჯაშუში და მათ გაუჭირდებოდათ ლევან იოსელიანი დაქვემდებარება ისე, როგორც დაიქვემდებარეს მარტივად თავის დროზე ნინო ლომჯარია. ლევან იოსელიანი არასდროს არ გახდება ნინო ლომჯარია, მე ამის ღრმად მწამს და ამის ეშინოდათ, რა თქმა უნდა,…

,,დუმბაძის ერთი წიგნი მაინც თუ გაქვს წაკითხული, როგორ უნდა დაუჭირო მხარი შენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილის აგენტებად შერაცხვას”- ნინო ლომჯარია

,,ნოდარ დუმბაძის ერთი წიგნი მაინც თუ გაქვს წაკითხული, როგორ უნდა დაუჭირო მხარი შენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილის აგენტებად შერაცხვას?,”- ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ნოდარ დუმბაძე იყო ის მწერალი, რომელმაც პირველად დაანახა უდანაშაულო ადამიანების აგენტებად და ხალხის მტრებად შერაცხვის გამანადგურებელი შედეგი. ,,ნოდარ დუმბაძე ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი მწერალია. თითოეული მისი რომანი თუ მოთხრობა, იუმორისტული ჩანაწერები 10-10-ჯერ მაინც მაქვს წაკითხული. გურული ბავშვები მე-6 – მე-7 კლასში ნოდარ დუმბაძის სოფელში რომ დავყავდით ხოლმე ექსკურსიაზე, მე მის მამიდასთან ინტერვიუებს ვწერდი, ბავშვურად თავისუფალი და ცოტათი პროვოკაციული კითხვებით, მაგალითად – “რეალურად არსებობდა…

,,ლევან ლომჯარიას დებიუტი”- ნანა კაკაბაძე სახალხო დამცველზე

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ახლად არჩეული სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის გუშინდელ ბრიფინგს აფასებს, რომელიც ომბუდსმენის რანგში პირველად გამართა. მისი თქმით, ლევან იოსელიანმა პირველივე გამოსვლაში საკუთარი პრეზენტაცია ისეთი კუთხით მოახდინა, რომ ბევრმა მას ”ლევან ლომჯარია” უწოდა. ,,აქციაზე მისული “სახალხო დამცველი” გვარიანად დააშინეს, კვერცხებიც დაუშინეს და ფიზიკური ანგარიშსწორებითაც დაემუქრნენ.ალბათ ამ ყველაფერმა თავისი შედეგი გამოიღო და ახალი სახალხო დამცველის პირველივე პრეს-კონფერენციაზე ვიხილეთ დამფრთხალი და შეშინებული „უფლებადამცველი“. მან თავისი გამოსვლის შინაარსით ყველას მისცა სიგნალი, რომ ექვემდებარება ზეწოლას და არ აპირებდა დინების საწინააღმდეგო მიმართულებით სვლას.ძნელია სხვა ახსნა მოუნახო ისეთი ელემენტლური ფაქტების უარყოფას, რასაც ახალმა ომბუდსმენმა მიმართა…

„ნინო ლომჯარია ვერ ვყალიბდები, უფრო ფაშისტი ხარ თუ უფრო ბოლშევიკი“ – დეპუტატი ყოფილ სახალხო დამცველს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე ნინო ლომჯარიას განცხადებას ასე პასუხობს: „ნინო ლომჯარია ვერ ვყალიბდები, უფრო ფაშისტი ხარ თუ უფრო ბოლშევიკი.“ აღნიშნული განცხადებით სამხარაძემ ლომჯარიას „პოსტს“ გამოეხმაურა, სადაც ყოფილი სახალხო დამცველი გარკვეულ მედიასაშუალებებს რუსულ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად მოიხსენიებს. „ნინო ლომჯარია ვერ ვყალიბდები, უფრო ფაშისტი ხარ თუ უფრო ბოლშევიკი! მატყუარა რომ ხარ გასაგებია, კანონის რუსულობაზე შენც თუთიყუშივით იმეორებ მესიჯს, მაგრამ ნაცებზე უარესი ნაცი აღმოჩნდი, ტელევიზიებს არბევ, როგორც შეგიძლია ისე, იარლიყებს აკერებ, ცდილობ ფაშისტურად გარიყო ადამიანები, გამოყო დანარჩენი ხალხისგან და ღირსება წაართვა. ჩვეულებრივი ფაშისტი ხარ! დავალების ცივსისხლიანად შემსრულებელი ფაშისტი! და სახალხო დამცველი გერქვა!.. ეს ქვეყანა…

„მხოლოდ ლავროვი, პესკოვი და მარგო სიმონიანი გიცავთ“ – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქართული  მედიასაშუალებების ნაწილს  რუსული პროპაგანდის ნაწილად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მათ არ აღიარებს. „ჩემი დიდი პაპა, ბებიის მამა, ხევსური გიორგი ჭინჭარაული ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი ყოფილა. ის მოკლეს, თუმცა, საფლავიც კი არ ვიცით მისი. ბებიამ მხოლოდ მაშინ გაამხილა ეს ამბავი შვილებთან, როდესაც ტელევიზორში გაიგო, ქაქუცა ჩოლოყაშვილი გმირად გამოცხადდაო. მეგონა ცუდი მამა მყავდაო, რადგან მთელი ცხოვრება აგენტის, არამზადის და ბანდიტის შვილს მეძახდნენო. დედას ცხენზე თოკით აბამდნენ და ისე მიყავდათ ყოველ დღე პოლიციას დასაკითხად და ჩვენ შიშველი ბავშვები უკან მივსდევდით ტირილითო… მამის დატოვებულ ბიბლიოთეკას მთელი ბავშვობა ვწვავდით გათბობის…

ნინო ლომჯარიას განცხადებით, აქცია მანამ არ უნდა დაიშალოს, სანამ ყველა დაკავებული არ გათავისუფლდება

ყოფილი სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აქციაზე დაკავებული ყველა ადამიანი დღესვე უნდა გათავისუფლდეს. მისი თქმით, სადაც ხელისუფლება რუსული პროპაგანდით საქართველოს მოქალაქეებისთვის ტვინის გამოსარეცხად მივა, ყველგან ხალხის ძალა დახვდებათ. „გუშინ ჩვენ ამ სცენაზე ვიდექით და ვამბობდით – „არა რუსულ კანონს!“ დღეს ხელისუფლებას მოუწია, ამ კანონზე უარი ეთქვა. ეს თქვენი პირველი გამარჯვებაა, მადლობა ამისთვის. ჩვენი 133 თანამოქალაქე აქციაზე მშვიდობიანად იდგა, ვიდრე მათ წინააღმდეგ არალეგიტიმური ძალა არ გამოიყენეს. ისინი დღეს დაკავებულები არიან. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ყველა დაკავებული. არავინ დავიშლებით, ვიდრე დღესვე, ყველა მოქალაქე თავისუფალი არ იქნება. მეორე მოთხოვნაა, ამ საზიზღარი რუსული კანონის გაუქმებას, დაუყოვნებლივ ეყაროს კენჭი“…

,,ყველას მოგეკითხებათ სამართლებრივი პასუხი”- ნინო ლომჯარია

,,პირობს ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუშინ არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალის გამოყენება, დემონსტრანტების უმოწყალოდ ცემა და დარბევა დაუსჯელი არ დარჩეს,”- ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია წერს. მისი თქმით, ყველას მოეკითხება სამართლებრივი პასუხი. ,,ეს ბოთლი დღეს აღმოვაჩინე ჩანთაში, სასწრაფოს მანქანაში მომცა ექიმმა, ჩემზე მძიმედ მყოფებს რომ დავხმარებოდი. გუშინ ათასობით მოქალაქესთან ერთად მშვიდობიანად ვიდექი პარლამენტის წინ, როდესაც გაფრთხილების გარეშე ყველა მხრიდან დაიწყო გაზის ტყვიების სროლა, გასაქცევი არსად იყო, წამებში შემეკრა სუნთქვა და თვალებში დამიბნელდა, გავიქეცი ქაშუეთის მიმართულებით, სადაც ჭყლეტა იყო, გავრბოდით და გაზის ტყვიები ფეხებში გვეცემოდა, გაჭედილობაში სუნთქვა შეუძლებელი იყო, გაზი…

,,ამ პროცესებში ჩემთვის ლომჯარია იყო მავნებელი”- ცოტნე კობერიძე

,,გუშინ აქციაზე მყოფ ხალხს საერთოდ ფეხებზე ეკიდა, რომელი პოლიტიკოსი რას ამბობდა. უბრალოდ გვჭირდებოდა პროცესი,”- ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა. ცოტნე კობერიძის შეფასებით, თავისი განცხადებით, ამ პროცესებში ლომჯარია იყო მავნებელი. „აქ იყო ისეთი ხალხი, გიორგი ვაშაძისთვის კი არა, შეიძლება, დედის და მამისთვის არ მოესმინა და საერთოდ არც იცოდნენ, ვინ არის ცოტნე კობერიძე, არც გიორგი ვაშაძე, ნებისმიერი პოლიტიკოსი. აქ იყვნენ თვითორგანიზებული ადამიანები. გიორგი ვაშაძემ რა თქვა, რომ მოვარტყათ პარლამენტს წრე. ის ხალხი, ვინც მაგას საუბრობდა, ჩემ გვერდზე მდგარან, როცა პიკეტირება ყოფილა და გაცილებით ისეთი განცხადებები ყოფილა, რომ მოდი, ახლა…

„გუშინ, საქართველოს პარლამენტმა თავი მოგვჭრა“ – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პარლამენტმა თავი მოგვჭრა. ნინო ლომჯარია პარლამენტის შენობასთან, აქციაზე იმყოფება და საქართველოს მოსახლეობას თავიანთი ევროპული არჩევანის დაცვისკენ მოუწოდებს. „მინდა, წაგიკითხოთ საქართველოს კონსტიტუციის შესავალი: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული, საზოგადოებრივი წესწყობილება, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას“. თქვენი მიღებულია, თქვენი გამოცხადებულია ეს კონსტიტუცია, თქვენ გეკუთვნით ეს კონსტიტუცია, სადაც თქვენ თქვით, რომ საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა, საქართველოში უნდა იყოს დემოკრატიული წესწყობილება. თქვენ თქვით, რომ საქართველოში კონსტიტუციურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი. კონსტიტუციის 78-ე…

„დადექით ისტორიის სწორ მხარეს“ – ნინო ლომჯარია

„ეშინიათ საკუთარი მოქალქეების“ – აცხადებს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მმართველი გუნდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. როგორც ლომჯარია განმარტავს, სწორედ ამ შიში გამო მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება სასწრაფო წესით გაეტანათ სხდომაზე ე.წ. უცხოეთის გავლების აგენტების შესახებ კანონპროექტი. „გუშინ მოიტყუა „ქართული ოცნება“, როდესაც გვითხრა, რომ ხუთშაბათს განიხილავდნენ კანონს და დღეს დაიწყეს კანონის განხილვა. ეს ნიშნავს, რომ ეშინიათ საკუთარი მოქალაქეების. ეს არის შიშის კანონი. ეშინიათ საკუთარი მოქალაქეების, რომელთა უმრავლესობის არჩევანია ევროპული არჩევანი. თანამოქალაქეებს ვეტყოდი, რომ დადექით ისტორიის სწორ მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ყველანი აქციაზე“,- აცხადებს ნინო ლომჯარია.  

,,მოიტყუეს, რომ ხალხის ყურადღება გადაეტანათ ხუთშაბათზე”- ნინო ლომჯარია

,,ქართულმა ოცნებამ” ქართულ საზოგადოებას მოატყუა კანონპროექტს ხუთშაბათს განვიხილავთო, სინამდვილეში ახლა დაიწყეს განხილვა,”- ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წერს. ,,საქართველოს მოქალაქეებო! გუშინ “ქართულმა ოცნებამ” ქართულ საზოგადოებას მოატყუა კანონპროექტს ხუთშაბათს განვიხილავთო, სინამდვილეში ახლა დაიწყეს განხილვა მოიტყუეს, რომ ხალხის ყურადღება გადაეტანათ ხუთშაბათზე, სინამდვილეში მანამდე აპირებენ მხარდაჭერას! დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს! არა რუსულკანონს არა საქართველოს მომავალს რუსეთთან,”- წერს ნინო ლომჯარია. ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს დღეს განიხილავენ. მანამდე, ცნობილი იყო, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა ხუთშაბათს იყო დაგეგმილი.

,,წაგებულ ომში ხართ”- ნინო ლომჯარია

,,ყველა მცდელობა საქართველოს გარუსებისა უშედეგოდ დამთავრდა, წაგებულ ომში ხართ!”,- ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წერს. ნინო ლომჯარია დეპუტატებს მიმართავს არ დაიჭირონ მხარი ე.წ. აგენტების კანონს. ,,არ დაუჭიროთ მხარი ამ კანონპროექტს, დეპუტატებო! მისი მხარდაჭერის შემდეგ საქართველო დაიყოფა 2 ნაწილად, “აგენტებად” – დასავლური მისწრაფებების და ღირებულებების მქონე ადამიანებად და “გამყიდველებად” – რომლებმაც ეს მისწრაფებები რუსული სტილის სახელმწიფოს ფორმირებამდე დაიყვანეს. “გამყიდველები” იქნებით თქვენ, თითოეული დეპუტატი, ვინც მხარს დაუჭერთ ამ საშინელ განზრახვას და ადრე თუ გვიან ქართველი ხალხი მოგექცევათ, როგორც გამყიდველებს. არ გიშველით თქვენი მორყეული პროპაგანდა. ნუ გაუკეთებთ ამას ქვეყანას და საკუთარ…

,,ომბუდსმენობას არ იმსახურებს არცერთი კანდიდატი, ვინც აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში არ არის”- ლომჯარია

,,ჩემთვის არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს სახალხო დამცველის პოსტს, ვინც აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში არ არის,”- ამის შესახებ ყოფილი ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს. ლომჯარიას თქმით, ეს არის მისთვის ტესტი. ,,ჩემთვის არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს სახალხო დამცველის პოსტს, ვინც აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში არ არის, არ იბრძვის, განგაშის ზარებს არ რეკავს, არ ხმაურობს, ხალხს არ აფხიზლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ატალახებს. ეს არის ჩემთვის ტესტი”,- წერს ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარიას მთავარი გზავნილები – ომბუდსმენის ბოლო სამუშაო დღე

ნიკა გვარამია და კარტოგრაფები – ორი პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. ამ შეფასებით დაასრულა სახალხო დამცველმა მუშაობა ომბუდსმენის პოსტზე. “ორივე საქმეში პოლიტიკური ინტერესები სახეზეა” – აცხადებს ნინო ლომჯარია. დღეს სახალხო დამცველს   ბოლო სამუშაო დღე ქონდა. ახლა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება ლომჯარიას შემცვლელი. სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ მომავალი ომბუდსმენის მთავარი მოვალეობა იქნება შეუნარჩუნოს ინსტიტუტს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.

ნინო ლომჯარია – ვფიქრობ, სააკაშვილის მდგომარეობა აკმაყოფილებს სულ მცირე სასჯელის გადავადებას, ვეცდები, ჩემი ვადის ამოწურვამდე სასამართლოში „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება გავაგზავნოთ

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აპირებს, სასამართლოს მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებით, „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებით მიმართოს. მისივე თქმით, სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის დასკვნაში ცალსახაა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე. სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლის მოთხოვნას, რომელიც, მისივე განმარტებით, ასეთ ვითარებაში სულ მცირე, სასჯელის გადავადებას ითვალისწინებს. „პარალელურ რეჟიმში, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა „სასამართლო მეგობრის მოსაზრების“ მომზადებაზე. სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატარა საკმაოდ მოცულობითი და უნიკალური კვლევა სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების და სასჯელის  გადავადების პრაქტიკის თაობაზე, ასევე საკანონმდებლო ანალიზიც. ამ კვლევის გამოქვეყნებას ისედაც ვაპირებდით, ბოლო ხუთი წლის კვლევის შედეგებია,…

,,საელჩო ამაყობს, რომ ნინო ლომჯარიას და მის გუნდს უჭერს მხარს წლების განმავლობაში”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით,  საელჩო ამაყობს, რომ ნინო ლომჯარიას და მის გუნდს უჭერს მხარს წლების განმავლობაში. მისი თქმით, თანამშრომლობის შედეგად, სახალხო დამცველის ოფისი ეფექტურად რეაგირებს მოსახლეობის საჭიროებებზე. კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ მომავალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი წარმოშობს კვლავ კვალიფიციურ, დამოუკიდებელ, ერთგულ პროფესიონალს. „სახალხო დამცველის მთავარი მოვალეობაა, ილაპარაკოს სიმართლე, როდესაც საუბარია ადამიანის უფლებების დაცვაზე და ეს რა თქმა უნდა, მოითხოვს ძალიან დიდი გამბედაობას, კეთილსინდისიერებას და საქმისადმი ერთგულებას. აშშ-ის საელჩო ძალიან ამაყობს, რომ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, მის გუნდს და სახალხო დამცველის ოფისს უჭერდა და უჭერს მხარს ამ წლების განმავლობაში. ერთობლივი თანამშრომლობით…