”ძლიერდება რუსეთის მხრიდან ზეწოლა“ – პრეზიდენტი

„ევროპის კართან ვართ. ამ დროს ძლიერდება რუსეთის მხრიდან ზეწოლა, რაც გასაკვირი არ არის. ზეწოლა ძლიერდება კანონის საშუალებით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერისა და დაფინანსების წინააღმდეგ პუტინის კანონის ასლია“ – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი  France Info-სთან ინტერვიუში. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, “ამ მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები.” „მოსახლეობა მყარადაა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს უკან დაახევინოს მთავრობას, რომელმაც ეს კანონი ერთ წელიწადში მეორედ შემოიტანა სავარაუდოდ, მოსკოვის მოთხოვნით, მაგრამ ამ მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება“ –  ამბობს პრეზიდენტი.

მეტი...

სენაკში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა

სენაკის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. ერთი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები.  

მეტი...

„კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა“ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშრებით მორიგ განცხადებას აკეთებენ. როგორც  სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, შტატები ღრმად იმედგაცრუებულაი საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით. „იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით წინ წაწიოს კრემლის მიერ შთაგონებული “უცხოური გავლენის” კანონმდებლობა. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე. ჩვენც ვუერთდებით ევროპელ მოკავშირეებს მოწოდებაში, რომ არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილებს – სურვილს, რომ სრულიად ინტეგრირებული გახდნენ ევროკავშირში“  – აცხადებს მილერი. მისი შეფასებით, საქართველოს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც მის მოქალაქეებს ემსახურება და საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებაზე…

მეტი...

აქციაზე დაკავებული ირაკლი კუპრაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

„ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე თავისუფალია. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის უკან მიიღო. სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ირაკლი კუპრაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი სასტიკი დარბევა ჯერ არ ახსოვს. „მსგავსი სისასტიკის დარბევა არ მახსოვს  ადამიანს, რომელიც 2012 წლამდეც და მის შემდეგაც აქციებზე ვდგავარ. ეს სასტიკი დარბევა იყო, ადამიანის მისაშველებლად მივედი, რომელსაც ძირს დაგდებულს ურტყამდნენ და ამ დროს უმიზეზოდ დამაკავეს. სასტიკი მოპყრობა, ცემა, სახეში რტყმა – ეს უმძიმესი დანაშაული იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩაიდინა. ეს არის შეტევა საქართველოს პროევროპულ კურსზე“ –  განაცხადა კუპრაძემ. ირაკლი კუპრაძის სასამართლო პროცესი გადაიდო.…

მეტი...

„ეს არა პრორუსული, არამედ, რუსული კანონია“ – პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ყველას, ვინც წლების განმავლობაში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. „ეს არა პრორუსული არამედ რუსული კანონია. პრეზიდენტ პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლია, რომლებსაც მიზნად ჰქონდათ საბოლოოდ შეებოჭათ არასამთავრობო ორგანიზაციები, ხელი შეეშალათ მათი საქმიანობისთვის და ასევე, მედიისათვის. აქ ჩვენ ამის ასლი გვაქვს. ჩვენ ვემზადებით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რაც გადამწყვეტი იქნება ჩვენი ევროპული მომავლისთვის“ –  აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა TV 5 Monde-სთან. მისივე შეფასებით, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციებს მოქმედების არეალის შემცირების წინასწარი მცდელობა.  

მეტი...

„შეშფოთებული ვარ ამ კანონის შემობრუნებით, რომელიც უკუაგდო სრულიად საქართველოს მოსახლეობამ“ – პრეზიდნტი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საქართვეოს პრეზიდენტმა TV 5 Monde-სთან ისაუბრა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს კანონი ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საწინააღმდეგოდ შემოაბრუნა. „შეშფოთებული ვარ ამ კანონის შემობრუნებით, რომელიც უკუაგდო სრულიად საქართველოს მოსახლეობამ. გვაქვს პერსპექტივა, რომ ამ წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი, და არა მხოლოდ ეს, არამედ კანონების მთელი სერია, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპისაკენ მიმავალ გზას. ეს გადაწყვეტილება შეესაბამება მოსკოვის ინტერესებს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში.  

მეტი...

„ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს“ – ნიდერლანდების საგარეო მინისტრი

„შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებით“ – აცხადებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰანკე ბრუინს სლოტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, აღნისნული კანონპროექტი ევროკავშირის სტანდარტებთან წინააღმდეგობაშია. „შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებით. აღნიშნულმა,  შესაძლოა, ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მნიშვნელოვან მუშაობას. ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზას“, – აცხადებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი.  

მეტი...

პუტინის კანონების ასლია, ადგილი აქვს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ – პრეზიდენტი რუსულ კანონზე

ეს არა პრორუსული არამედ რუსული კანონია. პრეზიდენტ პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლია, – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი TV5 Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ,,ჩვენთან არის საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, გმადლობთ რომ ხართ TV 5 Monde-ზე. რას ფიქრობთ დღეს საღამოს, შეშფოთებული ხართ დღევანდელი კენჭისყრით? მე შეშფოთებული ვარ ამ კანონის შემობრუნებით, რომელიც უკუაგდო სრულიად საქართველოს მოსახლეობამ, რამაც მოგვცა საშუალება, რომ მიგვეღო გასული წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ. გვაქვს პერსპექტივა რომ ამ წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი,…

მეტი...

სამეგრელოში ავარია მსხვერპლით დასრულდა – არიან დაშავებულებიც

სამეგრელოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულია ოთხი და დაღუპულია ერთი ადამიანი. ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 2 დაშავებული ქუთაისის, 2 კი სენაკის კლინიკებშია გადაყვანილი. შეჯახების სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.  

მეტი...

საგამოძიებომ ელისაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, დეპუტატი დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში, სადაც მოხდება გამოძიების ფარგლებში მისი გამოკითხვა. შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ელისაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატს დაზიანებები აქვს სახის არეში და აღენიშნება ნეკნის მოტეხილობა. თავად ელისაშვილი აცხადებს, რომ პოლიციამ მასზე საპატრულოს ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის მითითებით იძალადა.

მეტი...

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა – ჯაშუშების დაკავება

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულების საქმესთან დაკავშირებით, რუსეთის ელჩი დაიბარა. გერმანიაში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და სამხედრო ობიექტებზე დივერსიის მომზადების ბრალდებით 2 პირი დააკავეს. დაკავებულები დივერსიას გეგმავდნენ მათ შორის, ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ხელის შეშლის მიზნით. მედიის ცნობით, მთავარი ეჭვმიტანილი 39 წლის ბავარიელი დიტერ ს-ა, რომელსაც გამოცემა რუს გერმანელს (Deutschrussen) უწოდებს. ის რუსეთისა და გერმანიის ორმაგი მოქალაქეა და სამართალდამცველების ყურადღება იმის გამო მიიპყრო, რომ 2014-2016 წლებში დონბასში იბრძოდა. გამომძიებლები დარწმუნებულნი არიან, რომ დიტერ ს. 2023 წლის ოქტომბრიდან აწვდიდა რუსეთის სპეცსამსახურებს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას. გავრცელებული ინფორმაციით,…

მეტი...

არ ასახავს EU-ს სტანდარტებს და შეიძლება დააზიანოს საქართველოს EU-სკენ მიმავალი გზა – ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰანკე ბრუინს სლოტი ,,ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის პირველის მოსმენით მიღებას ეხმაურება. მისი თქმით, ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება დააზიანოს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. ,,შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღებით. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გადამწყვეტ მუშაობას. ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა”, – წერს მინისტრი.

მეტი...

საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები და არა რუსული – იუკნევიჩიენე

საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები და არა რუსული, – წერს ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე და გუშინ, რუსთაველზე გამართული აქციის ვიდეოს აზიარებს. ,,საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები, და არა რუსული უცხოელი აგენტების კანონი თუ ქვეყანას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის გაწმენდას კრემლის აგენტებისგან. მე სრულად ვუჭერ მხარს ქართველებს, რომლებიც აპროტესტებენ უცხოელი აგენტების შესახებ კანონს, რადგან ეს კანონი რუსეთში მიდის და არა ევროკავშირში”, – წერს ევროპარლამენტარი.

მეტი...

საქართველოს ხელოვანები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან

ავტორთა საინიციატივო ჯგუფი (გია მაჭარაშვილი, დათო ევგენიძე, კახა ცაბაძე და სხვები) საქართელოს ხელოვანთა სახელით ღია წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს: „გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დააყენა გახლეჩისა და დაქსაქსვის წინაშე. საქართველოს ისტორია გვასწავლის, რომ როდესაც ქართველები ერთმანეთს ვუპირისპირდებოდით, ერთმანეთან ბრძოლებით საკუთარ ერთობას ძირს ვუთხრიდით, ჩვენი ქვეყნის მტრებს სწორედ მაშინ უმარტივდებოდათ გათითოკაცებულ საქართველოში მიზნების მიღწევა და ჩვენი დასუსტება. დღეს ამის დრო არ არის! თვალნათლივ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა საკუთარი ისტორიის ერთ-ერთ გარდამტეხ ეტაპზეა, რომლის საბოლოო შედეგი განსაზღვრავს საქართველოს, ჩვენი და ჩვენი მომავალი…

მეტი...

არა რუსულ კანონს! – გორში დღეს აქცია გაიმართება

რუსული კანონის წინააღმდეგ გორში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები ადგილობრივებს მოუწოდებენ დღეს, 19 საათზე, ლომჭაბუკის სკვერში შეუერთდნენ სახალხო პროტესტს. ,,ჩვენ, გორელები, მხარს ვუჭერთ ახალგაზრდებს, ვინც ქუჩაში დგას და აპროტესტებს რუსულ კანონს; ჩვენც, გორშიც, ყოველდღე ვიდგებით ქუჩაში, არ დავიღლებით პროტესტით, სანამ ამის საჭიროება იქნება; ვიკრიბებით ყველა, ლომჭაბუკი სკვერში – Gen Z, მილენიალელები, Gen X და Baby Boomers – ყველა – რუსული კანონის წინააღმდეგ!”,-ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ცნობილია, და-ძმის ვინაობა, რომლებიც კახეთში უმძიმეს ავარიას ემსხვერპლნენ

დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთაველი და-ძმა ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები თამუნა და ვალერი ფრიდონაშვილები არიან. და-ძმა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მესამე მგზავრი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

მეტი...

ვაჟა სირაძემ გასცა ბრძანება შემოათრიეთო. როგორც კი გავცდით ეპიცენტრს, პოლიციელები მეუბნებოდნენ მარჯვენაში გენაცვალეო – ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილის თქმით, ის გასულ ღამეს, კანცელარიასთან სამართალდამცველებმა საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის მითითებით სცემეს. ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის მდინარაძის ინციდენტის შემდეგ, შურისძიების მოტივით სცემეს. ,,ძალიან აგრესიული იყო, ბატონი ვაჟა სირაძე. პერსონალური აგრესია ჰქონდა ჩემს მიმართ. ეს აგრესია იმით გაგრძელდა, რომ მან მოუწოდა, უფრო სწორედ ბრძანება მისცა პოლიციელს, რომ შემოათრიეთო. ორ წამში შემისრუტეს იმ კორდონში, დამაგდეს ძირს და 3-4 კაცი მცემდა. ძირს დაგდებულს მირტყამდნენ წიხლებს და მუხლებს. ერთი ნეკნი მაქვს ჩამტვრეული მარჯვენა მხარეს და ტუჩზე მაქვს სისხლჩაქცევები. პოლიციელები აგრესიულები იყვნენ იმ ადგილას, კანცელარიასთან, თუმცა როგორც კი გამოვცდით ეპიცენტრს, არაერთი…

მეტი...

,,პოლიციამ შური იძია ელისაშვილზე” – ოპოზიციის ერთობლივი განცხადება

პოლიტიკური ძალადობა რუსულმა ხელისუფლებამ ნორმად გახადა, – აცხადებს საპარლამენტო ოპოზიცია და 16-17 აპრილის აქციებზე, პოლიციის მხრიდან ძალადობის ყველა შემთხვევაზე რეაგირებას მოითხოვს. ,,ივანიშვილის პირობებში ქართული პოლიცია გადაიქცა სადამსჯელო ჯგუფად, რომელმაც შური იძია ელისაშვილის წინააღმდეგ. ეს არის პოლიტიკური თავდასხმა, ანგარიშსწორება, რისთვისაც ივანიშვილი იყენებს სახელმწიფო უწყებებს” – აცხადებს ენმ-ის წევრი, თინა ბოკუჩავა. ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვს, შს მინისტრმა ახსნას, რატომ ძალადობას მოქალაქეებზე პოლიცია, ხოლო დეპუტატებზე ძალადობით სამართალდამცველები აჩვენებენ ხალხს, რა ელით მას. ოპოზიცია ითხოვს ნაცემი დეპუტატის საქმის დროულ და ადეკვატურ გამოძიებას და პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას.

მეტი...

თავისუფლების მომხრეები საქართველოში ძლიერდებიან, #არარუსულკანონს – მაკფოლი

თავისუფლების მომხრეები საქართველოში ძლიერდებიან, #არარუსულკანონს, – წერს აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი და გუშინ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის ვიდეოს აზიარებს. ,,შთამაგონებელი ხალხმრავლობა საქართველოში! თავისუფლების მომხრეები საქართველოში ძლიერდებიან. #არარუსულკანონს”.

მეტი...

დუბაიში გაუქმდა ფრენები, დაიტბორა ქუჩები, არის მსხვერპლი – ყველაზე ძლიერი წვიმა ბოლო 75 წელში

სპარსეთის ყურის ქვეყნებში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობას ებრძვიან. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბოლო 75 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიტბორა ქუჩები, წაიქცა პალმები და ჩამოინგრა შენობების ფასადები. დუბაიში გაუქმდა ფრენები, შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა და დაიხურა სკოლები. დუბაის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ ძალიან რთული პირობების წინაშე დგანან, რის გამოც მგზავრებს ურჩევენ, აეროპორტში არ მივიდნენ, თუკი ეს უკიდურესად აუცილებელი არ არის. წყალდიდობას ებრძვიან ომანშიც, სადაც მაშველებმა მცირეწლოვანი გოგონას ცხედარი იპოვეს. ამ ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 20-ს აღწევს. არაბთა გაერთიანებულ საამიროების ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჭექა-ქუხილი, ძლიერი წვიმა და ქარი უახლოეს დღეებში კვლავ…

მეტი...

რა ხდება ამ წუთებში სვანეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა (ვიდეო)

რამდენიმე წუთის წინ სვანეთში, ლაშენში, მეწყერი ჩამოწვა. კადრები სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა თვითმხილველმა გაავრცელა. ,,მივდიოდით, ორმა მანანამ გაასწრო და შემდეგ დავინახეთ, მეწყერი მოდიოდა. სამაშველოში დავრეკეთ და ველოდებით”, – ამბობს ლაშა არაბული.

მეტი...

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მეწყრის გამო მოძრაობა დროებით შეზღუდულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია მეწყერი, რომელმაც ჩაკეტა საავტომობილო მოძრაობა. ამ ეტაპზე  მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რათა უმოკლეს ვადებში გაიწმინდოს  გზის სავალი ნაწილი და აღდგეს საავტომობილო მოძრაობა.

მეტი...

არჩევნების თემა ეს იქნება: რუსეთი თუ ევროპა – პრეზიდენტი

ეს იქნება არჩევნების თემა: რუსეთი თუ ევროპა და ეჭვიც არ მეპარება, საქართველო რა არჩევანს გააკეთებს, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსული კანონი და გამოეხმაურა ამავე კანონის საწინააღმდეგოდ თბილისში გამართულ ხალხმრავალ დემონსტრაციებს: „რაც ცხადია, არის ის, რომ ქართული საზოგადოება არასდროს მისცემს უფლებას მთავრობას, რომელიც პრორუსულია, დარჩეს მის მთავრობად, რადგან ეს ეწინააღმდეგება იმ ეგზისტენციალურ არჩევანს, რომელსაც საქართველო ყოველთვის აკეთებდა მისი ისტორიის განმავლობაში და არ შეიცვლება. მე არ ვფიქრობ, რომ ძალადობის სცენები იქნება, ვფიქრობ, რომ საზოგადოება ძალიან მშვიდობიანია – რაც ვნახეთ ბოლო სამი დღის განმავლობაში, არის მასობრივი, თუმცა…

მეტი...

EU-სა და ნატოში გაწევრიანება საქართველოს სუვერენული არჩევანია – დიდი ბრიტანეთის ელჩი

EU-სა და ნატოში გაწევრიანება საქართველოს სუვერენული არჩევანია, – ამბობს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი რუსულ კანონთან დაკავშირებით. ,,დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი და მე ამ ორგანიზაციის სახელით ვერ ვისაუბრებ, თუმცა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ  და ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელმა ნათლად განაცხადეს, რომ ამ კანონის მიღება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ჩვენ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდამჭერები ვართ მთელ მსოფლიოში და მიგვაჩნია, რომ აქტიური სამოქალაქო საზოგადოება უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. დიდი ბრიტანეთი საქართველოს მხარდამჭერი იყო და არის წლების განმავლობაში. მე რამდენადაც ვიცი, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს…

მეტი...

ლაზარე პენიტენციურ დაწესებულებას წესით დღეს დატოვებს – ადვოკატი

რუსული კანონის წინააღმდეგ გასული წლის მარტში გამართული აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს. ადვოკატის ინფორმაციით, დოკუმენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იგზავნება პენიტენციურ უწყებაში. ,,როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უკვე იგზავნება შესაბამისი დოკუმენტაცია პენიტენციურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც ლაზარე დატოვებს დაწესებულებას. დღის ბოლომდე, წესით, უნდა იყოს უკვე გადაგზავნილი დოკუმენტაცია. პროცედურული საკითხები იყო მოსაგვარებელი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი იყო დარჩენილი ჩასაბარებელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და უკვე ფაქტობრივად მზად არის დოკუმენტაცია და გადაიგზავნება პენიტენციურ დაწესებულებაში”, – ამბობს ადვოკატი, თათია მანიჟაშვილი.

მეტი...

ნატო ხელაძეს ემუქრებიან, მისი შვილების სიცოცხლე საფრთხეშია – ადვოკატი

სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე, პატიმრობიდან განთავისუფლებულ ნატო ხელაძეს, კვლავ ემუქრებიან და მისი შვილების სიცოცხლე საფრთხეშია, – ინფორმაციას ადვოკატი, მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს და პროკურატურასა და შსს-ს მიმართავს: ,,სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე, პატიმრობიდან განთავისუფლებულ ნატო ხელაძეს, კვლავ ემუქრებიან და მისი შვილების სიცოცხლე საფრთხეშია! გამოძიებაში გამოიკითხა გარდაცვლილის არასრულწლოვანი გერი და შვიდი წლის შვილი, რომელებმაც გამოძიებას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია მომხდარზე თუ ვინ მოკლა მ. გოგია და დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მათ დედას არანაირად არ მიუძღვის ბრალი ქმრის მკვლელობაში , ხოლო ქალმა შიშის გამო განაცხადა, რომ მან მოკლა ქმარი. ახლა ერთ-ერთი ოჯახის წევრი,რომელიც დაკავებულის დედაა,…

მეტი...

გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს ვეტო დაადო. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ,,გვაქვს მომართვა, ვეტო, რომელიც შეეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებას გენდერულ კვოტების საკითხთან დაკავშირებით, შემოვიდა ვეტო, რომელსაც გადავცემთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და შესაბამისად განიხილავს კომიტეტი შემდეგ პლენარული სხდომაზე”, – თქვა პაპუაშვილმა. ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც: ,,როგორც საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, იგი ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს ევროპულ გზასთან. გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან გენდერული კვოტების საკითხი ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტიანი გეგმის მე-9 პუნქტის შემადგენელი…

მეტი...

გულიანად ნაცემი ვარ, ტუჩი ანჟელინა ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს, მაგრამ მხნედ ვარ – ელისაშვილი

,,მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ გუშინ, მთავრობის კანცელარიასთან რამდენიმე პოლიციელმა სცემა. ის წერს, რომ პოლიციელებმა ,,დეპუტატების ორი დღის წინანდელი ცემატყეპის ესტაფეტა გადაიბარეს”. ,,ყველას სათითაოდ ვერ ვპასუხობ ვინც მკითხულობს და აქ დავწერ: გუშინ კანცელარიასთან რამდენიმე პოლიციელმა დეპუტატების ორი დღის წინანდელი ცემატყეპის ესტაფეტა გადაიბარეს, შემდეგ რამდენიმე საათი ვიყავი დიდუბის პოლიციაში, მერე კლინიკაში და ახლა სახლში ვარ. კაი გულიანად ნაცემი ვარ, ერთი ნეკნი მოტეხილი მაქვს, ტუჩი ანჟელინა ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს. სისხლჩაქცევებზე და ეგეთებზე ლაპარაკი არც ღირს. მარა მხნედ ვარ, შემართებით! არა, რუსულ კანონს!!!”, – წერს ელისაშვილი.

მეტი...

რუსულ კანონთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ

ევროპარლამენტის წამყვანი დეპუტატები საქართველოში „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალ დაინიცირებას განცხადებით ეხმაურებიან. „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოში მმართველი პარტიის მიერ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირებით. ეს კანონი, რომელიც გუშინ პირველი მოსმენით იქნა მიღებული, არის თავდასხმა დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ეს შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. ის ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, არ უღალატონ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს და ჩაერთონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივ მუშაობაში, რათა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს იყოს უზრუნველყოფილი.…

მეტი...

საქართველოს მოსახლეობის 95 % ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით! – კახა ოქრიაშვილი

საქართველოს მოსახლეობის 95 % ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!, – წერს ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი და ,,ოცნების” მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ეხმაურება. ,,დღეს ჩვენ, ყველა ქართველი, ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით, ანუ საქართველოში ევროპულად, ე.ი. დაცულად, მშვიდად და უზრუნველყოფილად ცხოვრების გავლენის აგენტები გამოვდივართ. ასე ვფიქრობთ პრაქტიკულად მთელი ერთი – 95 %-მდე ქართველი. და საერთოდ რა შუაშია „ოცნება“ ?! ხელისუფლება არაფერ შუაშია, რადგან ამ ქმედებებით ის პოლიტიკურ ოფსაიდშია, რაც 2024 წლის არჩევნებში გარდაუვლად გაფორმდება!”, – წერს დეპუტატი.

მეტი...

პარლამენტში დღესაც არ შეუშვებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებს

საქართველოს პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს და საკანონმდებლო ორგანოში ისევ არ შეუშვებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებს. ,,დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, აღმოჩნდა რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი – ელისაშვილი

დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, აღმოჩნდა რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი, – ამბობს მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი. კადრებში ჩანს, რომ ის გუშინ აქციაზე პოლიციელებმა ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს. ,,უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით. რამდენიმე საათის განმავლობაში გადამიყვანეს წერეთელზე, რომ შსს-ს დიდუბის განყოფილებაა, იქ ვიყავი, იქ არაფერი, ძალიან ნორმალური ადამიანური გარემო იყო. მოვედი კლინიკაში, შევემოწმე, იმიტომ რომ ძალიან მტკიოდა, აღმოჩნდა რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი, ანჯელინა ჯოლის ტუჩიც მოვიპოვე ბრძოლით”, – აღნიშნა ელისაშვილმა.

მეტი...

ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე ოთხშაბათს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, დაშავდა სულ მცირე 77 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია. ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს. რუსეთს თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ოკუპანტების დარტყმამ შენობის ნგრევა გამოიწვია, ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მეტი...

კანონპროექტის მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს მიზანზე, გახდეს EU-ს წევრი – აშშ-ის საელჩო პატელის განცხადებას აქვეყნებს

საქართველოში ამერიკის საელჩო რუსულ კანონთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარი მოადგილის, ვედანტ პატელის გუშინდელ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას აზიარებს. პატელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამ კანონპროექტის მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს მიზანზე, გახდეს ევროკავშირის წევრი: ,,ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას და გავუმეორებთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მთავრობას ამ ტიპის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომ მოისმინოს გაფრთხილებები მსგავსი კანონმდებლობის შეუსაბამობაზე ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გაცხადებულ მიზანზე, გახდეს ევროკავშირის წევრი. – ვედანტ პატელი, პრესსპიკერის მთავარი მოადგილე”.

მეტი...

საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ, დალურჯებულ-დასიებული მაქვს ნახევარი სხეული – აქციის დაშლისას დაშავებულ აქტივისტი

16 აპრილის ღამეს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის დარბევისას დაშავებულ აქტივისტს, მარიამ დოლიძეს იდაყვის ძვლის ოპერაცია გაუკეთეს, მას ფეხზეც ჰქონდა ჭრილობა და დაბეჟილობა. დოლიძე წერს, რომ ნახევარი სხეული დალურჯებული და დასიებული აქვს, აწუხებს ძლიერი ტკივილი და გამაყუჩებლები სჭირდება. ,,საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ. დალურჯებულ-დასიებული მაქვს ნახევარი სხეული. არაფერი ასეთ სიგიჟეს არ მოასწავებდა. პარლამენტის უკან, ჭიჭინაძის კუთხეში ვიყავით. შიგადაშიგ რუსეთის გინება და საყვარელი სიმღერების ღიღინი ისმოდა. ტროტუარზე ჩამოვჯექი, ბევრნი ვისხედით, და ტელეფონი ჩამოვსქროლე. ძალიან მოულოდნელად გაისმა ხელჯოხების ფარებზე ბრაგუნის ხმა. წამოვდექი, მაგრამ ნაბიჯი ვერ გადავდგი, ხალხის დიდი მასა დამეჯახა,…

მეტი...

რომ არ ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ეს კანონი ევროპულ ინტეგრაციას საფრთხეს არ შეუქმნის, რა თქმა უნდა, მას არ მივიღებდით – კობახიძე

სუვერენიტეტის გარეშე ევროპაში ვერ შეხვალ. შენ პირველ რიგში, უნდა იყო სუვერენული სახელმწიფო, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს კანონი მხოლოდ და მხოლოდ წაადგება საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესებს. ,,სიტყვას გაძლევთ, რომ არცერთ დახურულ შეხვედრაზე იმაზე მეტი არ იყო ნათქვამი, ვიდრე ითქვა საჯაროდ. თუ აქვთ არგუმენტები კანონის წინააღმდეგ, საჯაროდ რატომ არ ამბობენ? არ არსებობს ასეთი არგუმენტი, იმიტომ, რომ კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს და ეს არის ყოველწლიური დეკლარაციები. ამასთან დაკავშირებით არგუმენტები უბრალოდ ვერ იარსებებს. ამიტომ, როდესაც თქვენ ამბობთ რუსულ კანონს,…

მეტი...