რუსეთში წყალდიდობის გამო 3 ათასზე მეტი სახლი დაიტბორა

რუსეთის ქალაქ ორენბურგში წყალდიდობის შედეგად დამატებით 800 სახლი დაიტბორა და დატბორილი სახლების რაოდენობამ 3 ათასს მიაღწია. ასევე დაზიანდა 8 ათასზე მეტი საკარმიდამო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. მდინარე ურალში წყლის დონე 11 მ-ს და 71 სმ-ს გადასცდა, რაც საშიშ ზღვარს 2 მეტრით აღემატება. როგორც გუბერნატორი დენის პასლერი აცხადებს, ეს დონე, სავარაუდოდ, მაქსიმალური ზღვარია და ახლა წყლის დონის კლებაა მოსალოდნელი. ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. რაც შეხება ქალა ორსკს, იქ წყლის დონემ ასევე კლება დაიწყო, მაგრამ რეგიონის ზოგიერთ ადგილას ახალი წყალდიდობებია მოსალოდნელი. შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს ორსკში 14 წლის წინ აგებული დამბა დაინგრა,…

მეტი...

ზურაბიშვილი თავად გახდა ნაცმოძრაობის აქტივისტი, რომელიც ყველაფერს კადრულობს – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრობს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კომისია, მათ შორის, იმ ადამიანით დააკომპლექტა, რომელმაც საბოტაჟში მიიღო მონაწილეობა. მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი თავად გახდა ნაცმოძრაობის ერთი რიგითი აქტივისტი, რომელიც იმ დონის ცუდ რაღაცებს კადრულობს, რომელსაც ყველაზე რადიკალი ნაცები კადრულობენ. „სალომე ზურაბიშვილმა სებ-ის საბჭოს წევრების შესარჩევი კომისია დააკომპლექტა იმ ადამიანებით, ყოველ შემთხვევაში ერთი ვიცი და ასეთი შეიძლება სხვაც იყოს, ერთ-ერთი, რომელმაც საბოტაჟში მიიღო მონაწილეობა. როდესაც ეგონათ, რომ საბანკო სისტემა ჩამოიშლებოდა, მათ ეს ქნეს, გააკეთეს და გადადგნენ.…

მეტი...

საქართველომ ბოლო ათწლედში შესამჩნევ წარმატებას მიაღწია შემოსავლების ზრდის და სიღარიბის შემცირების მიმართულებით – მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკმა ევროპის და ცენტრალური აზიის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და მსოფლიო ბანკის პროგნოზით კლებას შემდგომ წლებშიც განაგრძობს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „საქართველომ ბოლო ათწლედში შესამჩნევ წარმატებას მიაღწია შემოსავლების ზრდის და სიღარიბის შემცირების მიმართულებით“. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით დასტურდება, რომ სიღარიბის მაჩვენებლები საქართველოში მკვეთრ კლებას მართლაც 2012 წლის შემდგომ პერიოდში განიცდის. იქამდე კი უკიდურესად მაღალ ნიშნულებზე უმწვავეს პრობლემად ფიქსირდება. მაგალითად, 2004 წელს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა, ანუ უკიდურეს სიღარიბეში იყო მოსახლეობის 12,37%, 2004-2012 წლებში უკიდურეს სიღარიბეში საშუალოდ იყო მოსახლეობის 12,78%, ანუ უფრო მეტი…

მეტი...

არსებობს სერიოზული რისკი, რომ უკრაინა 2024 წელს ომში დამარცხდეს – დიდი ბრიტანეთის არმიის გაერთიანებული ძალების ყოფილი მეთაური

არსებობს სერიოზული რისკი, რომ უკრაინა 2024 წელს ომში დამარცხდეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის არმიის გაერთიანებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ სერ რიჩარდ ბარონსიმ განაცხადა. ბარონის თქმით, ამის მიზეზია ის, რომ უკრაინელებმა შეიძლება იფიქრონ, რომ გამარჯვების მიღწევა უკვე შეუძლებელია. „როდესაც საქმე აქამდე მივა, რატომ გააგრძელებენ ადამიანები ბრძოლას და თავის გაწირვას, რათა დაიცვან ის, რისი დაცვაც შეუძლებელია?“, – ამბობს გენერალი. მისი თქმით, უკრაინა ჯერ არაა ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ უკრაინული ჯარის შეიარაღების, ცოცხალი ძალისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების მარაგები კრიტიკულად დაბალ ნიშნულზეა. გასული წლის უკრაინული კონტრიერიშის შედეგად ვერ მოხერხდა რუსული არმიის უკუქცევა და…

მეტი...

არა რუსულ კანონს! ეს ქვეყანა ჩვენია! – კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების პეტიცია

საქართველოს კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები რუსული კანონის წინააღმდეგ პეტიციას ავრცელებენ: ,,ჩვენ, საქართველოს კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ არ შევურიგდებით საქართველოს პროდასავლური კურსის ეჭვქვეშ დაყენებას და ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიის პრინციპების უარყოფას. მაშინ, როცა ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა და გადაწყვეტილებები აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ამოცანებს ისახავს მიზნად, ყოველი ადამიანის ვალია, გამოავლინოს საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და პოლიტიკური პოზიცია. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ: 1. დაუყოვნებლივ შეჩერდეს “რუსული კანონის” ხელახალი განხილვა; 2. შეწყდეს იმ ადამიანებზე ზეწოლა, ვინც ღიად და თამამად გამოხატა „რუსული კანონის“ მიუღებლობა. არა რუსულ კანონს! ეს ქვეყანა ჩვენია!”, – აღნიშნულია განცხადებაში. ხელმომწერები :  ნიკოლოზ…

მეტი...

აპრილის – ზაფხული, ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს- მეტეოროლოგი

მზიან ამინდს ვრცელი განმარტება არ სჭირდება და ამიტომ მოკლედ გეტყვით, – წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე და უახლოესი დღეების ამინდს პროგნოზირებს. „ხვალ საქართველოში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ორშაბათს შუადღიდან კი ყველგან გამოიდარებს.სამშაბათიდან ჩამოყალიბდება მყარი ანტიციკლონური მდგომარეობა, რომლის გავლენითაც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მზიანი დღეები გვექნება ხანგრძლივი პერიოდით. ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +30 გრადუსამდე მოიმატებს. აპრილის – ზაფხული, ასეც შეიძლება შეფასდეს მომდევნო კვირის ბოლო“, – წერს მეტეოროლოგი.

მეტი...

გერმანია უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს გადასცემს

გერმანია უკრაინას კიდევ ერთ ,,პატრიოტის” სისტემას გადასცემს, ადრე გადაცემული ორის გარდა. ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი ავრცელებს. „რუსული ტერორი უკრაინის ქალაქებისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განუზომელ ტანჯვას იწვევს. ეს საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ენერგომომარაგებას და ანადგურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მზადყოფნას“, – განაცხადა პისტორიუსმა. ამ გადაწყვეტილებისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და ოლაფ შოლს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა. ,,ეს არის უკრაინის მხარდაჭერის ნამდვილი გამოხატულება ჩვენთვის კრიტიკულ დროს. მოვუწოდებ პარტნიორი ქვეყნების ყველა სხვა ლიდერს, მიბაძონ ამ მაგალითს”, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.

მეტი...

B ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა – 37 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია

პანდემიის შემდეგ ჰონკონგში მაიმუნების მიერ გადატანილი ახალი ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ეს არის B ვირუსი, რომელმაც 37 წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში დატოვა, ინფექცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც მას პარკში მაიმუნმა უკბინა. Bloomberg იტყობინება, რომ ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოები აფასებენ ინვაზიის მასშტაბებს და მოუწოდებენ საზოგადოებას, თავი შეიკავონ გარეულ მაიმუნებთან კონტაქტისგან. ასევე რეკომენდებული იყო, სასწრაფოდ მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ მაიმუნმა დააზიანა. თებერვლის ბოლოს, როგორც მისმა ოჯახმა ექიმებს განუცხადა, მამაკაცი დაიჭრა Cam Shan Country Park-ის მონახულებისას, სალაშქრო ადგილი, რომელიც ცნობილია ველური მაიმუნების ჯარით. ვირუსი B ან Herpesvirus simiae ბუნებრივად გვხვდება მაკაკის ნერწყვში, შარდში და…

მეტი...

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმის საფრთხე რეალურია

ისრაელზე ირანის თავდასხმის საფრთხე რეალურია, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, შეერთებული შტატები გულდასმით განიხილავს თავის ძალების პოზიციას რეგიონში თეირანის საფრთხის ფონზე და ძალიან ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ჰერცი ჰალევიმ კი განაცხადა, რომ ისრაელი ყურადღებით აკვირდება, რა ხდება ირანში და სხვადასხვა ასპარეზზე და მუდმივად ემზადება არსებულ და პოტენციურ საფრთხეებთან გამკლავებისთვის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციაში. „ჩვენი ძალები მზად არიან ნებისმიერ დროს და ნებისმიერი სცენარის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსანმა.

მეტი...

ლაზარე ციხეს იმ კვირის დასაწყისში დატოვებს – ადვოკატი

ლაზარე გრიგორიადისი გათავისუფლების დოკუმენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროს ჯერჯერობით არ გადაგზავნია. ადვოკატები კი სასამართლოს მხრიდან განაჩენის გადმოცემას ელოდებიან. ,,განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ უნდა გადაგზავნოს აუცილებლად პენიტენციურ დაწესებულებაში და შემდეგ უკვე პრეზიდენტი მოაწერს ხელს შეწყალებას, გაიგზავნება შეწყალების აქტი პენიტენციურში და შემდეგ, მსჯავრდებულმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს დაწესებულება. 5 დღემდე აქვს ვადა სასამართლოს, რომ გადაიგზავნოს პენიტენციურში განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, შესაბამისად, იმ კვირის დასაწყისში”, – აცხადებს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე.

მეტი...

თბილისში მშენებლობის დროს მუშა დაიღუპა

თბილისში მუშა მშენებლობის დროს გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. ინციდენტი დიდ დიღომში მოხდა. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

დიზაინერი რობერტო კავალი გარდაიცვალა

იტალიელი მოდის დიზაინერი რობერტო კავალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დიზაინერი ფლორენციაში გარდაიცვალა. ის ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა. რობერტო კავალის 6 შვილი დარჩა.

მეტი...

თურქეთში საბაგირო ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

თურქეთის ქალაქ ანტალიაში საბაგირო ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა ათი ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი ერთ-ერთი საყრდენი ბოძის ჩამოშლა გახდა. სწორედ მას შეეჯახა ფუნიკულიორის ერთ-ერთი კაბინა. შეჯახების შემდეგ ის ნაწილებად დაიშალა და კლდეზე დაეცა. დაიღუპა 54 წლის კაცი. დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან. საბაგიროს გაჩერების გამო სხვა კაბინებში გაჭედილი ადამიანების ევაკუაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენიც მონაწილეობდა. ადგილზე მაშველები, მედიკოსები და პოლიციელები იყვნენ მობილიზებულები.

მეტი...

პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით 100 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 10 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვა, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და მისი ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა”, – ნათქვამია განცხადებაში. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის…

მეტი...

,,არა რუსულ კანონს” – ორშაბათს, 19 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

,,არა რუსულ კანონს” – ორშაბათს, 15 აპრილს, 19 საათზე, პარლამენტთან კიდევ ერთი აქცია დაანონსდა, რომლის ორგანიზატორიც, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობაა”. ,,საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება. ორშაბათს, 15 აპრილს, 19:00 საათზე, რუსული კანონის პირველი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება! ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ. რუსული კანონი გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! რუსული კანონი არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის!”, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

მეტი...

მიმართეთ პარლამენტს! – ღარიბაშვილი რუსულ კანონზე

,,ქართული ოცნება” პარტნიორების პირდაპირი გაფრთხილების მიუხედავად, რუსული კანონის მიღებას მაინც აპირებს. რუსული კანონის ინიციატორი მამუკა მდინარაძე გერმანიის კანცლერის მწვავე განცხადებების საპასუხოდ ისევ ამტკიცებს,რომ ეს კანონი ქვეყანას სჭირდება. მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი კი ამბობს, რომ რუსულ კანონპროეტთან დაკავშირებით კითხვები არა მას არამედ პარლამენტს უდნა დაუსვან. ,,თუ რაიმე კითხვა არსებობს, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, თუ ვინმეს რაიმე არ მოსწონთ, არსებობს პარლამენტი მეგობრებო. იქ, იცით, რომ გაიმართება მოსმენასთან დაკავშირებული განხილვები და კეთილი ინებონ ამ ადამიანებმა და ყვირილისა და ემოციების გარეშე წარმოადგინონ საკუთარი ხედვა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან,…

მეტი...

მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომ რამენაირად მოახდინონ ჩემი სახელისა და ოჯახის დისკრედიტაცია – ირაკლი ღარიბაშვილი

მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომ რამენაირად მოახდინონ ჩემი სახელისა და ზოგადად ჩემი ოჯახის დისკრედიტაცია, მაგრამ ეს არ მუშაობს. ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა. „მინდა გითხრათ, რომ მართლაც მეუხერხულება ამ საკითხებზე საუბარი – საზოგადოებამ, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ეს არის მიზანმიმართული კამპანია ჩემ წინააღმდეგ, რომ რამენაირად მოახდინონ ჩემი სახელისა და ზოგადად ჩემი ოჯახის დისკრედიტაცია. ეს არახალია. იცით, რომ ჯერ კიდევ 2012 წლამდე ჩემი ოჯახის წევრი დაიჭირა თქვენმა ხელისუფლებამ და რომ არ მოგვეგო მაშინ, ამ კაცს მოკლავდნენ, მე ციხეში…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა ლაზარეს შეწყალებით, ,,მოლოტოვის კოქტეილი” ესროლა პოლიციას – ღარიბაშვილი

,,სალომე ზურაბიშვილმა მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციას ამ შეწყალებით” – ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი  ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებთან  განაცხადა და თქვა, რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა: ,,ძალიან ვცდილობ, რომ მოზომილი ვიყო ჩემს შეფასებაში. როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილებას არ ვუწოდოთ ანტისახელმწიფოებრივი. ადამიანმა შეიწყალა ადამიანი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციას და ცოცხლად დაწვა სურდა ჩვენი გმირი პოლიციელის. მან თავად აღიარა მე ვისროლე ,,მოლოტოვის კოქტეილიო” და ამის შემდეგ ე.წ. პრეზიდენტმა შეიწყალა ექსტრემისტი პირი. ეს არის უკვე ანტისახელმწიფოებრივი ქმდება. ამ ქალმა დაივიწყა კონსტიტუცია, პატივს არ სცემს ხალხს, ბოლომდე უღალატა ჩვენს ხალხს, პარტიას. მან უღალატა პოლიციას.…

მეტი...

სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა – არიან დაღუპულები და დაჭრილები

სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. დაჭრილია, სულ მცირე, 9 ადამიანი. მათ შორისაა არასრულწლოვანიც. ინფორმაციას BBC ავრცელებს. შემთხვევა ადგილობრივი დროით 16:00 საათზე მოხდა. ავსტრალიის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და პოლიციამ უკვე გაანეიტრალა. თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრში მყოფმა პოლიციელმა მოკლა, რომელიც შემთხვევის დროს თავდასხმის ადგილას მარტო იმყოფებოდა.

მეტი...

ზუგდიდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი მ.ჭ. დააკავეს. ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოტექსი”. მომხდარზე გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, გასაღების მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

უახლოეს 24 საათში, შესაძლოა, ირანი ისრაელს თავს დაესხას – CBS

ირანმა, შესაძლოა, უახლოეს 24 საათში ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელოს, იუწყება CBS აშშ-ის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ისრაელის სამხედრო ობიექტებზე იქნება მიმართული და შესაძლოა 100-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავი და ათობით რაკეტა ჩაერთოს. შესაძლო თავდასხმა იქნება შურისძიება პირველ აპრილს დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე განხორციელებული ავიაიერიშზე, სადაც დაიღუპა ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) შვიდი წევრი, მათ შორის, მაღალი რანგის ოფიცრები. IRGC-ის დაღუპული წევრების დაკრძალვაზე შეიარაღებული ფორმირების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა მოჰსენ რეზაიმ განაცხადა, რომ ისრაელზე შურისძიების გადაწყვეტილება მიღებულია და აუცილებლად შესრულდება. ირანის უზენაესმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ პირობა დადო, რომ შურისძიებას იძიებს…

მეტი...

ისრაელი აუცილებლად გადაიხდის საფასურს ღაზაში ტირანიისთვის – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში ჩაგვრისთვის საფასურს გადაიხდის. „ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისთვის ყველა საშუალება უნდა იყოს მობილიზებული, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის იმპლემენტაცია. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ დავუპირისპირდებით ისრაელის ბარბაროსულ თავდასხმებს ღაზაზე და ისრაელი აუცილებლად გადაიხდის საფასურს ტირანიისთვის“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მეტი...

,,შშმ პირი იყო, ტყეში წაიყვანეს და იქ მოკლეს” – ბოლნისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში 34 წლის კაცი გაურკვეველმა პირებმა რამდენიმე დღის წინ სახლიდან გაიტაცეს. თანასოფლელებმა მისი ცხედარი ნაწამები იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა, საქმეზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. ადგილობრივების თქმით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. დაღუპული იასაუ ჰუსეინოვია, რომელიც შშმ პირი იყო. ,,ეს ბიჭი შშმ პირი იყო, ვერ ლაპარაკობდა, ძალიან წყნარი, უვნებელი. საწყალი ბიჭი წამებით მოკლეს. კბილები დაუმტვრიეს, ყელი გამოჭრეს და ფეხები დაუმტვრიეს. სოფიდან ძალიან შორს, სადღაც ტყეში წაიყვანეს და იქ მოკლეს. პოლიცია დადის და ეძებს დამნაშავეებს,” – ამბობენ ადგილობრივები.

მეტი...

,,მოლოდინის რეჟიმში ვართ” – ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო შესაძლოა დღეს დატოვოს

ლაზარე გრიგორიადისმა ციხე შესაძლოა დღეს დატოვოს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რუსული კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციების მონაწილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო, უფლებადამცველები ათონელის რეზიდენციიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესაბამისი ხელმოწერილი დოკუმენტის გადაგზავნას ელოდებიან. ,,პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი შეწყალებას, თუ უკვე მოწერილი არ აქვს. მას შემდეგ შეწყალების აქტი იგზავნება პენიტენციურ დაწესებულებაში და პენიტენციური დაუყოვნებლივ ათავისუფლებს მსჯავრდებულს. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. რა დროსაც შეგვატყობინებენ, ჩვენ აუცილებლად დავიძვრებით გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულებისკენ. დასვენების დღეები, როგორც წესი, ამ შემთხვევაზე არ მოქმედებს”, – ამბობს ლაზარეს ადვოკატი, ლიკა ბითაძე.

მეტი...

ბოლნისში 34 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამხუტში 34 წლის ბიჭი გაურკვეველმა პირებმა რამდენიმე დღის წინ სახლიდან გაიტაცეს. დღეს კი თანასოფლელებმა მისი ცხედარი ნაწამები იპოვეს. მოკლულს მრავლობითი დაზიანებები მთელ სხეულზე აღენიშნება. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

ცნობილია, როდის იწყება სკოლებსა და ბაღებში სააღდგომო არდადეგები

მართლმადიდებლური ეკლესია წელს აღდგომას 5 მაისს აღნიშნავს. სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა და მიცვალებულთა მოხსენიების დღე. როგორც სკოლები, ასევე ბაღები 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ. აღდგომის დღესასწაულზე დაისვენებენ სხვა საჯარო სამსახურები: წითელ პარასკევიდან ანუ, 3 მაისა და მიცვალებულთა ხსენების დღეს ორშაბათს.

მეტი...

,,ჩემი მოლოდინია, რომ ეს მოხდება უფრო ადრე, ვიდრე გვიან” – ბაიდენი ირანის ისრაელზე თავდასხმაზე

აშშ-ის პრეზიდენტი ირანისგან ისრაელზე თავდასხმას ელოდება. როგორც ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ სურს საიდუმლო ინფორმაციის დეტალებზე საუბარი, თუმცა აღნიშნა ,,ჩემი მოლოდინია, რომ ეს მოხდება უფრო ადრე, ვიდრე გვიან”. შეკითხვაზე, თუ რა არის მისი გზავნილი ირანისთვის ახლა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: ,,ნუ გააკეთებ ამას”.

მეტი...

დააკავეს პირი, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით, მოქალაქეებს ემუქრებოდა და თანხას სთხოვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2001 წელს დაბადებული ტ. გ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით მოქალაქეებს უკავშირდებოდა და მათ სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, 100 000 დოლარს სთხოვდა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ტ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონი და სიმ ბარათები, რომელთა საშუალებითაც…

მეტი...

რუსი ოკუპანტები დონეცკისა და ხარკოვის ოლქებს თავს დაესხნენ – არის მსხვერპლი

რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 8 კი დაიჭრა. დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში დაღუპულთა რიცხვი 1912 ადამიანამდე გაიზარდა (მარიუპოლისა და ვოლნოვახის მონაცემების გამოკლებით). ოკუპანტებმა დაბომბეს კუპიანსკის ცენტრიც (ხარკოვის ოლქი), რის შედეგადაც ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. დაშავდა, სულ მცირე, 2 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

ჩინეთში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ჩინეთში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. გერმანიის გეომეცნიერების კვლევითი ცენტრის მიხედვით, მიწისძვრის ეპიცენტრი ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

მეტი...

თუ რამის თავი გაქვთ, ხომ მოდის არჩევნები? გაიმარჯვეთ და შეცვალეთ ეს კანონი – კალაძე

თბილისის მერმა ვიდეომიმართვისას რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე მიიტანა იერიში და მათ თუთიყუშები, რადიკალები და ქვეყნის მოძულეები უწოდა. ,,ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი, მისი მომავალი, რათა ვერავინ გაბედოს, საქართველოს მიუთითოს, თუ რა კანონი და გადაწყვეტილებები მიიღოს ქვეყნის შიგნით. ჩვენ მეგობრობაც ვიცით და პარტნიორობაც, მაგრამ ეს ყველაფერი აცდენილია მეგობრობას და პარტნიორობასაც. მაგას სხვა სახელი ჰქვია და არ ვიკადრებ თქმას, რაც. თუ რამის თავი გაქვთ, ხომ მოდის არჩევნები? გაიმარჯვეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგეწონებათ, მაგრამ იცით, რომ არჩევნებში თქვენი გამარჯვების შესაძლებლობა ნულს ქვემოთაა, იმიტომ, რომ…

მეტი...

,,როგორც იქნა, კარგი ამბები საქართველოდან!” – კრამონი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე

,,როგორც იქნა, კარგი ამბები საქართველოდან!”, – წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე. ,,როგორც იქნა, კარგი ამბები საქართველოდან! მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის!”, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მეტი...

აშშ-მა და ევროკავშირმა ,,ჰამასის” წინააღმდეგ სანქციები დააწესეს

აშშ-მა ტერორისტულ ორგანიზაცია ,,ჰამასის” წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რომლებიც დაჯგუფების წარმომადგენელსა და დრონების ქვედანაყოფის ხელმძღვანელებს ეხება. ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში მინისტრის მოადგილემ, ბრაიან ნელსონმა, თქვა, რომ ეს ნაბიჯი ,,აძლიერებს მუდმივ, ერთობლივ ყურადღებას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ არ მისცეს “ჰამასს” შემდგომი თავდასხმების განხორციელების საშუალება. მათ შორის, კიბერომისა და დრონების წარმოების გზით”. დეპარტამენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ,,ჰამასის” წინააღმდეგ სანქციები პარალელურად ევროკავშირცმაც გამოაცხადა.

მეტი...

რუსეთის მიერ სუმის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

რუსმა ოკუპანტებმა ავიადარტყმა განახორციელეს ქალაქ სუმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და დასახლებულ პუნქტებს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. როგორც სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ამბობს, გასული დღის განმავლობაში რუსებმა ოლქი 20-ჯერ დაბომბეს, დაფიქსირდა 112 აფეთქება.

მეტი...

ამინდი მკვეთრად იცვლება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

16 აპრილამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ქ. თბილისში 13 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):13 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში…

მეტი...