შსს-ს განცხადებით, პარლამენტის წინ აქციაზე 11 ადამიანი დააკავეს

პარლამენტიში მომდინარე დაპირისპირებასა და დაკავებებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.  უწყება ადასტურბს, რომ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად „წიწაკის სპრეი“ გამოიყენეს. „რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რომელიც გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. ფიზიკური დაპირისპირების…

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტმა დასახმარებლად შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონის მიმართა

„ამ წუთებში მივმართე შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს აქაური სიტუაციის შესახებ, ხვალ ევროკავშირის ევროპული საბჭოს სხდომაა”- ცხადებს საქართველოს  პრეზიდენტი. მართალია სხდომის დღის წესრიგში საქართველოს თემა შეტანილი არ არის, თუმცა, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპულ ლიდერებს სთხოვა ამ საკითხის დამატება.    

მეტი...

„დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია“, – პრეზიდენტის განცხადება

საქართველოს  პრეზიდენტი პარლამენტში მიმდინარე პროცესებს  „დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგის“ უწოდებს და განაცხადებას ავრცელებს. „თბილისში მასობრივი პროტესტის მეორე დღე რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა –  დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.  

მეტი...

საშინელი ავარია – და-ძმა ადგილზე დაიღუპა

დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც  მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაქტორი შეეჯახა. მანქანაში მყოფი და-ძმა ადგილზე გარდაიცვალა.

მეტი...

პარლამენტთან „ცრემლსადენი გაზი“ გაუშვეს

საქართველოს პარლამენტის შენობასტან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. აქციაზე „ცრემლსადენი გაზი“ გაუშვეს. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, რომელიც დაშავაბულებს შესაბამის დახმარებას უწევს. პარლამენტის უკანა შესავლელთან  წყლის ჭავლის მანქანაც განლაგდა. ამ წუთებში აქციის მონაწილეებს აკავებემ. მიმდებარე ტერიტორიას სპეცდანიშნულების რაზმი ათავისუფლებს.  

მეტი...

„კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს“ – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას აკეტებს და ამბობს, რომ ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშრისგან აშორებს. „ქართველმა ხალხმა ევროპული გზა აირჩია.  საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასულ დეკემბერს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მინდა ცალსახად ვთქვა: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებასთან და გაწევრიანების ტრაექტორიასთან თანხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირთან კი არ დაახლოებს, არამედ დააშორებს”, – ამბობს შარლ მიშელი.  

მეტი...

სპეცრაზმი დაიძრა

პარლამენტის ეზოში მყოფი სპეცრაზმი გარეთ, პარლამენტის მიმდებარედ გამოვიდა და პარლამენტის ორივე ასასვლელთან განლაგდა. რუსთაველზე წყლის ჭავლის მანქანაც გამოჩნდა. პარალელურად, შსს აქციის მონაწილებს აფრთხილებს, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში, სათანადოდ იმოქმედებენ. აქციის მონაწილეები კი დაშლას არ აპირებენ.  

მეტი...

შსს აქციის მონაწილეებს ისევ აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს აფრთხილებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“ – აცხადებენ უწყებაში.  

მეტი...

პარლამენტის მიმდებარედ ვითარება ისევ დაძაბულია (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის შენობასტან, სადაც საპროტესტო აქცია მეორე დღეა გრძელდება, ვითარება ისევ დაძაბულია. პერიოდულად, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაც ხდება, რადგანაც აქციის მონაწილეები მათ მოთხოვნებს არ ემორჩილებიან. ჭიჭინაძის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა.  სამართალდამცველები ცდილობენ, პარლამენტის შესასვლელი აქციის  მონაწილეებისგან გაათავისუფლონ, რასაც დაპირისპირება ახლავს. აქციის მონაწილეები დაშლას მანამ არ აპირებენ, სანამ კანონპროექტს პარლამენტიდან არ გაიწვევენ.  

მეტი...

„გაიტანეთ! ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ცუდად დამთავრდება“ – ოპოზიცია

პარლამენტში ე.წ. უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა ისევ ხმაურით მიმდინარეობს. ოპოზიციის თქმით, სხვა გამოსავალი არ არის, კანონი უნდა გაიწვიონ, რადგან თუ ერთი ადამიანი დაიღუპა, ყველაფერი ცუდად დამთავრდება. „გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ბატონო მამუკა, გაფრთხილებთ. ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს ამ აქციებით, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება. გაიტანეთ ეს კანონი“ – განაცხადა სხდომაზე დევი ჭანკოტაძემ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა. „ეს ძალიან ცუდი მინიშნებები არ შეიძლება. არ მგონია, ვინმე გეგმავდეს ძალადობრივ აქციებს. თუ ვინმე გეგმავს, რომ აქცია იყოს ძალადობრივი, არ ვიცი. მშვიდობიან აქციაზე რა უნდა მოხდეს, ვერ წარმომიდგენია. რაზეა საუბარი?“ – უპასუხა…

მეტი...

„ჩინეთსა და გერმანიას შორის ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა არ არის „რისკი“ – სი ძინპინი

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, პეკინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობა განიხილეს და სამომავლო უერთიერთობებზეც შეთანხმდნენ. როგორც სი ძინპინმა კანცლერთან შეხვედრაზე აღნიშნა, ჩინეთსა და გერმანიას შორის ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა არ არის „რისკის“  შემცველი არ არის. „ჩინეთისა და გერმანიის სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვები ღრმად არის გადაჯაჭვული. ორი ქვეყნის ბაზარი ძალიან ურთიერთდამოკიდებულია. ჩინეთსა და გერმანიას შორის ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა არ არის „რისკი“, არამედ, სტაბილური ორმხრივი ურთიერთობის გარანტია და მომავლის შესაძლებლობა. არსებობს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც გამოიყენებს მომგებიანი თანამშრომლობის განსახორციელებლად როგორც ტრადიციულ სექტორებში, როგორიცაა მანქანები და ავტომობილები, ასევე ახალ სფეროებში, როგორიცაა მწვანე გადასვლა,…

მეტი...

„ჩინეთი და გერმანია უმსხვილესი ეკონომიკები არიან მსოფლიოში“ – სი ძინპინი პეკინში ოლაფ შოლხს შეხვდა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში იმყოფება. კანცლერი ოფიციალური ვიზიტის ფორმატში პრეზიდენტ სი ძინპინსა და სხვა ოფციალურ პირებს შეხვდა. როგორც ჩინეთის პრეზიდენმა აღნიშნა,  წელს ჩინეთსა და გერმანიას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებიდან 10 წლისთავი აღინიშნება. მისივე თქმთ, მიუხედავად ბოლო 10 წლის განმავლობაში, საერთაშორისო ლანდშაფტის უზარმაზარი ცვლილებებისა, ჩინეთ-გერმანიის ურთიერთობებმა შეინარჩუნა სტაბილური ზრდა, ხოლო ორმხრივი თანამშრომლობა გაძლიერდა და გაღრმავდა მთელს მსოფლიოში. „ტრანსფორმაცია, რომელიც არ ყოფილა ერთი საუკუნის განმავლობაში, აჩქარებს მთელ მსოფლიოს და კაცობრიობა მზარდი რისკებისა და გამოწვევების წინაშე დგას. ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ დიდი ქვეყნების  თანამშრომლობით. იმის გამო, რომ ჩინეთი და გერმანია,…

მეტი...

ერთი დაკავებული პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, პარლამენტის წინ გასულ ღამეს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 10 პირი მოინახულეს. მათგან ერთი, მიუთითებდა პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე და სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტის გამოძიების მოთხოვნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. ,,სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 15 აპრილის ღამეს დაკავებული 10 პირი მოინახულეს. დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფთაგან ერთი პირი მიუთითებდა პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე, რაზეც სურდა რეაგირება. აღენიშნებოდა დაზიანებაც. შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებს აქციების მონიტორინგს და მანდატის ფარგლებში მოახდენს…

მეტი...

აქციაზე დაკავებულების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს

შსს გუშინდელ აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 14-დან 4 პირი ხელწერილით გათავისუფლდა, ხოლო 10 – კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში. ,,საპროტესტო აქციის მსვლელობისას, სამართალდამცავების მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით და არ გასცდენოდნენ კანონით დადგენილი წესით შეკრების ფარგლებს, აქციის მონაწილეთა ნაწილი არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, წინააღმდეგობა გაუწიეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის საფუძველზეც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 14 პირი. შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შემდეგ, პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა…

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის მორიგ საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 20 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 160-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი.

მეტი...

აქციაზე დაკავებულების ნაწილი ნაცემია – ადვოკატი

გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე პოლიციამ მშვიდობიანი აქციის 14 მონაწილე დაუმორჩილებლობის ბრალდებებით ადმინისტრაციულად დააკავა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანა. დაკავებულები ადვოკატებმა ცოტა ხნის წინ მოინახულეს. მათი თქმით, დაკავებულებიდან ერთი ნაცემია, რამდენიმეს კი სერიოზული დაზიანება აღენიშნება. ,,გუშინ ჩვენ შსს-ში არ გვანახეს ეს ადამიანები და იქვე გამიჩნდა ეჭვი, რომ ხომ არ მოხდა მათზე ძალადობა და დღეს ეს ეჭვი გამართლდა. მე როდესაც მოვინახულე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები, ერთ-ერთს აღენიშნება კისერზე მრავლობითი დაზიანებები, ასევე აქვს შემოხეული ტანსაცმელი და სხვა ჩემიდ დაცვის ქვეშ მყოფებიც აღნიშნავდნენ, რომ ყველანი ურტყამდნენ, როდესაც აკავებდნენ. ყველა ამბობდა, რომ თურმე იქ იყო…

მეტი...

პარლამენტის შენობაში საპოლიციო ძალებს ამატებენ

რუსული კანონის განხილვის დაწყების პარალელურად, პარლამენტის შენობაში საპოლიციო ძალებს ამატებენ. ამის ამსახველ ვიდეოს პარლამენტის წევრი, ანა ნაცვლიშვილი ავრცელებს და წერს, რომ ,,ძალოვანებით გაჭედილ პარლამენტს” პოლიციის ახალი შემადგენლობა დაემატა.

მეტი...

მამუკა მდინარაძემ საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის წარდგენა დაიწყო

,,ქართული ოცნება” რუსულ კანონს პირველი მოსმენით განიხილავს. მომხსენებელი უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეა. ჯერჯერობით უცნობია, დღესვე გავა თუ არა საკითხი კენჭისყრაზე და დღესვე მიიღებენ თუ არა მას პირველი მოსმენით. იურიდიულმა კომიტეტმა ხმაურიანი განხილვის შემდეგ, გუშინ, 15 აპრილის საღამოს კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

მეტი...

,,არმიელებმა” გორის ,,გორთან” შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს

გორის სარაგბო სტადიონზე გამართულ მატჩში, თბილისის ,,არმიამ”, საქართველოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გორის ,,გორთან” შეხვედრაში, ანგარიშით 22-19 გაიმარჯვა. შემდეგ თამაშს, ,,არმია,” წყალტუბოს – ,,დინოზავრებთან” 20 აპრილს, ქალაქ ქუთაისში გამართავს. ,,არმიის” თამაშს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები – მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე და სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ,,არმიელებს” გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს. შეგახსენებთ, რაგბის კლუბი „არმია,“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მმართველობაში, 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო, კლუბის თანადამფუძნებელი…

მეტი...

ქართველი ხალხის არჩევანია ის ევროკავშირი, რომელიც მოიტანს სიკეთეს, დასაქმებას, წარმატებას, ქვეყნის ერთიანობას – გიორგი ვაშაძე

„როდესაც საუბრობთ უცხოურ გავლენებზე – მე გეკითხებით, ვის ინტერესებში შედის ამ კანონის მიღება?! ეს არ შედის საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებში იმიტომ, რომ ქართველი ხალხი დგას ქუჩაში და თქვენ გეუბნებათ რომ არ მიიღოთ ეს კანონი. ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი. დიახ, ის ევროკავშირი, რომელიც მოიტანს სიკეთეს, დასაქმებას, წარმატებას, ქვეყნის ერთიანობას და განვითარებას. ეს კანონი არ არის საქართველოს ეროვნულ ინტერესში, იმიტომ რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი არის ევროკავშირის წევრობა“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხის ინტერესი ის…

მეტი...

ძმის მუქარის გამო, ქმრის მკვლელობა დაიბრალა, პატიმრობა გირაოთი შეეცვალა – პროკურატურა ხელაძეზე

სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. საუბარია ქალზე (ნატო ხელაძეზე), რომელიც თავდაპირველად ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე ბრალდებულს მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარედგინა ბრალდება, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით და ახალი გარემოებებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, სამტრედიაში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებული მეუღლის ძმამ მოკლა. შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა მომხდარის შესახებ გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, გარდაცვლილის მეუღლემ ძმის მუქარის გამო, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ მკვლელობა…

მეტი...

,,სოლიდარობას გიცხადებთ და გვერდში გიდგავართ” – რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს ბერლინშიც გაიმართება

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გერმანიის დედაქალაქ ბერლინშიც გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი ფაჩუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს: ,,დღეს აქცია გვექნება ბერლინში. კანცელარიის წინ, იმავე ადგილას გაიმართება. სოლიდარობას გიცხადებთ და გვერდში გიდგავართ აქედანაც. თუ ხართ ბერლინში და ბრაზობთ საქართველოს ხელისუფლების რუსულ კურსზე და არ იცით, სად გამოხატოთ პროტესტი, გამოდით და შემოგვიერთდით გერმანიის დროით 18:30 საათზე. P.S თუ ვერ ჩამოდიხართ ბერლინში, გამოდით თქვენს ქალაქში, იხმაურეთ, გამოხატეთ საკუთარი თავი. გადამწყვეტი ეტაპია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და დაე ყველამ ვიხმაუროთ!”, – წერს ფაჩუაშვილი.

მეტი...

წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, აქციის მონაწილეებს არ მივეცით პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება – შსს

შსს გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მეორე დღეა აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან საქართველოს პარლამენტთან. 15 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, დილის 10:00 საათიდან შეიკრიბნენ, ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან და მთელი დღის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში გამოხატავდნენ პროტესტს, ხოლო 19:00 საათიდან აქციის წევრებმა შეკრება დაიწყეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, ორგანიზატორებთან შეთანხმების შედეგად, პოლიციამ უზრუნველყო რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა, რათა შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს საშუალება ჰქონოდათ შეუზღუდავად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.…

მეტი...

ქართველებმა კარგად იციან, რომ რეალური საფრთხე დასავლეთიდან კი არა, სხვა მიმართულებიდან მოდის – ფოტიგა რუსულ კანონზე

ქართველებმა კარგად იციან, რომ რეალური საფრთხე დასავლეთიდან კი არა, სხვა მიმართულებიდან მოდის, – წერს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა X-ზე. ,,ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის რეალური საფრთხე დასავლეთიდან კი არა, სხვა კონკრეტული მიმართულებიდან მოდის. გასაგებია, რატომ დგას ამდენი ხალხი “უცხო ქვეყნის აგენტების” კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც არ არის მიმართული ქვეყანაში რუსეთის მზარდი გავლენის წინააღმდეგ. მე მაინც იმედი მაქვს, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებმაც შესაძლოა ქვეყანა ევროატლანტიკურ გზიდან გადაიყვანოს”, – წერს ევროპარლამენტარი.

მეტი...

თბილისში, აეროპორტის გზაზე, მანქანა ხეს შეეჯახა

თბილისში მსუბუქი ავტომანქანა აეროპორტის გზაზე, საავტომობილო გზიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და მოგლიჯა. თვითმხილველების თქმით, დაშავდა მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათივე ცნობით, დაშავებულს მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტის ადგილას მოტოსახელოსნოა, რომელსაც ზარალი მიადგა.

მეტი...

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა ზუსტად იმისკენ არის მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე – კახა კალაძე მშვიდობის ინდექსზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ალტერნატივა არ გააჩნია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი“ (IEP) მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, პოზიტიური მშვიდობის ინდექსით, საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის არის, სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკით არის განპირობებული. „ჩვენი პოლიტიკა ზუსტად იმისკენ არის მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე. ხედავთ, რა ხდება მთელ მსოფლიოში, რეგიონში, როგორი დაძაბული და რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობაა. შესაბამისად, ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ არჩეული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ხვალინდელი დღისთვის. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა,…

მეტი...

საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ხალხმრავლობის მნიშვნელობაზე წერს და აღნიშნავს, ივანიშვილმა მკვეთრად გაზარდა პოლიციის რაოდენობა და ასეთ პირობებში ერთადერთი გამოსავალი სწორედ მჭიდრო კოორდინაციაა: ,,ივანიშვილმა მკვეთრად გაზარდა პოლიციის რაოდენობა, უკეთესად დაატრენინგა და ხელახლა გამოუცხადა ომი ქართველ ხალხს. ასეთ პირობებში ერთადერთი გამოსავალი საპროტესტო აქციებზე ხალხის რაოდენობის გაზრდა და მჭიდრო კოორდინაციაა. მთავარია არ დავიღალოთ და არ შეგვეშინდეს! საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია!”, – ნათქვამია მესამე პრეზიდენტის მიმართვაში.

მეტი...

პარლამენტში ძალიან სამარცხვინო ფაქტი მოხდა, ალეკო ელისაშვილის მონაწილეობით

„ჩვენ, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებმა, ძალადობას, პოლარიზაციასა და ბულინგს ხელი უნდა შევუშალოთ იმიტომ, რომ ფიზიკური დაპირისპირება მიუღებელია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. მან სამარცხვინო უწოდა გუშინ, პარლამენტში მომხდარ თავდასხმას, რომლის მონაწილეც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი იყო. „ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი მოხდა გუშინ პარლამენტში, ალეკო ელისაშვილის მონაწილეობით. კიდევ უფრო მეტი უბედურება იყო ის სტატუსები და განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისებაა. ჩვენ ეს არ გვიკვირს, რადგან ეს ადამიანები რადიკალურ დაჯგუფებას წარმოადგენენ. თავიანთი ტელევიზიებით სწორედ ისინი ახალისებენ ქვეყანაში ძალადობას, პოლარიზაციას, ადამიანების ერთმანეთის მიმართ ბულინგს და ა.შ. რა თქმა…

მეტი...

,,გადაგაყლაპებ მაგ მიკროფონს” – დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტში პოლიტიკური განცხადებების დროს, ,,ოცნებისა” და ოპოზიციის დეპუტატები დროდადრო ერთმანეთს სიტყვიერად უპირისპირდებიან. მთავარი თემა რუსული კანონია. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას განზრახვის სისრულეში მოყვანაზე, უმრავლესობის წევრები კი “გამჭვირვალობის” აუცილებლობით აპელირებენ. ისინი გუშინდელ დაპირისპირებასაც ეხმაურებიან და ალეკო ელისაშვილს “ალეკო ბერბიჭაშვილად” მოიხსენიებენ. სხდომაზე ყვირის და იგინება ,,ოცნების” დეპუტატი დიტო სამხარაძე. ,,გაგარჭობ მიკროფონს. ნაბიჭვარი ეს. გადაგაყლაპებ მაგ მიკროფონს, მონა შენ, ქათამი ეს”, – მიმართა სამხარაძემ გიორგი ვაშაძეს.

მეტი...

ვინც ევროპული მომავლის საბოტაჟით იყო დაკავებული, ის ადამიანები გვაბრალებენ, თითქოს რაღაც „რუსული პროექტია“ შემოტანილი – თალაკვაძე

„გუშინ, პარლამენტის კომიტეტი 11 საათის განმავლობაში განიხილავდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივას და საზოგადოება დარწმუნდა, რომ არსებობს სრული მზადყოფნა და გახსნილობა იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერ შეკითხვაზე იყოს გაცემული პასუხი და ნებისმიერი არგუმენტი ყველას სათანადოდ მოესმინა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ის, რომ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის პრიორიტეტული -ამას ადასტურებს თავად ევროკავშირის ანგარიში. „ევროკავშირის 10 გამოკითხული მოქალაქიდან 8 მიიჩნევს, რომ გარე ჩარევა მათ შორის, დაფინანსება რომელიც შემოდის მესამე მხარისგან – არის პრობლემა მისი ქვეყნის და ევროკავშირის დემოკრატიისთვის და რა თქმა უნდა,…

მეტი...

მე მას ჭკუას ვერ დავარიგებ, უკვე დიდია, მაგრამ ვურჩევ – ბოდიშის მოხდაა საჭირო – არჩილ თალაკვაძე ალეკო ელისაშვილზე

„ცხადია, სადაც მთავრდება არგუმენტები, სწორედ იქ იწყება აგრესია და ძალადობა და ამ ძალადობის ფაქტმა სწორედ ეს დაადასტურა ოპოზიციის მხარეს. ეს იყო ლაჩრული თავდასხმა კოლეგაზე. რა მაგალითი მისცა ალეკო ელისაშვილმა ბავშვებს, როგორ დარჩება ეს ფაქტი ისტორიაში, რა მაგალითი მისცა მან ჩვენს მტრებსაც, ვისაც რა თქმა უნდა, პარლამენტის ასეთი შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა ნამდვილად გაუხარდება. მე მას ჭკუას ვერ დავარიგებ, უკვე დიდია მაგრამ ვურჩევ და ვეტყვი, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე შეფასებით, მამუკა მდინარაძემ ამ აგრესიას და თავდასხმას ღირსეულად უპასუხა…

მეტი...

არა რუსულ კანონს! – პარლამენტთან პროტესტი განახლდა

საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან იკრიბებიან რიგითი მოქალაქეები, ახალგაზრდები, სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ყველა, ვინც მზად არის წინ აღუდგეს რუსულ კანონს. ,,ოცნების” პარლამენტი რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვას პლენარულ სესიაზე სწორედ დღეს, დღის მეორე ნახევარში გეგმავს. აქციის მონაწილეები ამჟამად პარლამენტის უკან იმყოფებიან, საღამოს 19 საათიდან კი პროტესტი პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს.

მეტი...

აქციაზე დაკავებულები სხვადასხვა იზოლატორებში არიან, მათ შორის, რეგიონშიც – ადვოკატი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის იურისტის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, შსს-ს წარმომადგენლები არ ეუბნებოდნენ, თუ სად ჰყავდათ გასულ ღამეს, აქციის დროს დაკავებული ადამიანები, თუმცა როგორც ის ამბობს, გაირკვა, რომ დაკავებულები სხვადსხვა იზოლატორებში იმყოფებიან. „შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არ გვეუბნებოდნენ, თუ სად ჰყავდათ დაკავებულები, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა ძალებით გავარკვიეთ, რომ დაკავებულები გადაყვანილი ჰყავთ სხვადასხვა იზოლატორებში – ზოგი თბილისში, ზოგი ზაჰესში, ზოგიც რეგიონში. ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში, ძალიან კარგად ჩანს უფლებამოსილების გადამეტება, ძალადობით. კადრებში ჩანან პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მოქალაქეებს აკავებდნენ, ურტყამდნენ ხელს, ფეხს. ამ ყველაფერზე უნდა დაინტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და უნდა მიეცეს შესაბამისი სამართალწარმოება, მაგრამ…

მეტი...

ჯემალ გამახარია სამხრეთ კავკასიაში ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესეპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია სამხრეთ კავკასიაში ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კირსტი ნარინენს და ფინეთის საელჩოს თავდაცვის ატაშე ჰარი პალდანიუსს შეხვდა. ფინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მიმართ. იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პირობებში, სამშვიდობო პროცესი საბოლოო მიზანს მიაღწევს. შეხვედრისას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესების განვითარების ტენდენცია აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვის საჭიროებას წარმოშობს. მან ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთში სამშვიდობო პროცესის მთავარ დაბრკოლებას რუსეთის ფაქტორი წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით, მხარეებმა განიხილეს სახელმწიფო…

მეტი...