,,წაგებულ ომში ხართ”- ნინო ლომჯარია

,,ყველა მცდელობა საქართველოს გარუსებისა უშედეგოდ დამთავრდა, წაგებულ ომში ხართ!”,- ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წერს.

ნინო ლომჯარია დეპუტატებს მიმართავს არ დაიჭირონ მხარი ე.წ. აგენტების კანონს.

,,არ დაუჭიროთ მხარი ამ კანონპროექტს, დეპუტატებო! მისი მხარდაჭერის შემდეგ საქართველო დაიყოფა 2 ნაწილად, “აგენტებად” – დასავლური მისწრაფებების და ღირებულებების მქონე ადამიანებად და “გამყიდველებად” – რომლებმაც ეს მისწრაფებები რუსული სტილის სახელმწიფოს ფორმირებამდე დაიყვანეს. “გამყიდველები” იქნებით თქვენ, თითოეული დეპუტატი, ვინც მხარს დაუჭერთ ამ საშინელ განზრახვას და ადრე თუ გვიან ქართველი ხალხი მოგექცევათ, როგორც გამყიდველებს. არ გიშველით თქვენი მორყეული პროპაგანდა.

ნუ გაუკეთებთ ამას ქვეყანას და საკუთარ თავს, მძიმე იქნება თქვენთვის და თქვენი შთამომავლობისთვის ეს შედეგები, არავინ მემეტება ამისთვის!

ყველა მცდელობა საქართველოს გარუსებისა უშედეგოდ დამთავრდა, წაგებულ ომში ხართ!”,- წერს ნინო ლომჯარია.

მსგავსი თემები