,,გზავნილია, რომ მათ დაინახეს ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის”- ლომჯარია სანქციებზე

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირებას ეხმიანება.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის გზავნილი, რომ მათ დაინახეს ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის.

,,ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც დაინახა რომ საქართველოში ადამიანები 1 წლის განმავლობაში არიან მზად რომ ფიზიკურად დაიცვან დემოკრატიული ღირებულებები და საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი. შესაბამისად, ჩემთვის ეს გადაწყვეტილება არის ცალსახა გზავნილი, რომ მათ დაინახეს ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის, სამართლიანი სასამართლოსთვის, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის და ეს არის მათი მხრიდან ამ ბრძოლაში მათი მხარდამჭერი გზავნილი საქართველოს მოქალაქეების მიმართ,”- განაცადა ნინო ლომჯარიამ ”ფორმულას” ეთერში.

მსგავსი თემები