ცოლი გაგუდეს, ქმარს კი სასტიკად გაუსწორდნენ – ყაჩაღობა და მკვლელობა ზუგდიდში

ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში, სასტიკი დანაშაული მოხდა, სახლში უგონო მდგომარეობაში მყოფი ცოლ-ქმარი იპოვეს. მზევინარ მიქაია სასწრაფო დახმარების ჯგუფს უკვე გარდაცვლილი დახვდა. ტარიელ ჯიმშელიას სიცოცხლის გადასარჩენად კი, ექიმები ამ დრომდე იბრძვიან. მკვლელობის იარაღი თოკია. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი გაგუდულია. დანაშაულის სავარაუდო მოტივზე ახლობლები საუბრობენ. ქალი რუსეთიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა და სავარაუდოდ დამნაშავეები ფიქრობდნენ, რომ მათ სახლში ძვირფასეულობა და დიდი ფული ექნებოდათ. უცნობია, მოახერხეს თუ არა სახლიდან დამნაშავეებმა რაიმეს წაღება. უმძიმეს მდგომარეობაშია ტარიელ ჯიმშელია. თავდამსხმელებმა მისი გაგუდვაც სცადეს. მამაკაცი ზუგდიდის საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა. თავდამსხმელები, სახლში დღის პირველ ნახევარში შევიდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მზევინარ…

მეტი...

ვინ ძაბავს ვითარებას ადიგენში და ვინ აღვივებს რელიგიურ შუღლს

ტარიელ ნაკაიძეს ადიგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაძაბულობის შექმნაში ადანაშაულებენ. ადიგენის ცენტრში სიმშვიდეა. მოსახლეობა, რომელიც ადგილზე დილიდან იყო შეკრებილი, უკვე დაიშალა. ტერიტორია დატოვეს სამართალდამცველებმაც. ადგილობრივები სულეიმანჯების თემის ლიდერის, მერაბ მიქელაძის სახლში სამლოცველოს მოწყობას ეწინააღმდეგებიან. თავად მიქელაძემ დღესაც უარი თქვა სახელმწიფოს შეთავაზებაზე. მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე, რომელსაც მოსახლეობის ნაწილი, რელიგიის სააგენტო და ადგილობრივი თვითმმართველობა დაძაბულობის შექმნაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, ნაკაიძე ბოლოდროინდელი საჯარო მოწოდებებით, რელიგიურ ნიადაგზე ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირების საფრთხეს ქმნის. თავად ნაკაიძემ დაადასტურა, რომ სრულად არის ჩართული ამ პროცესებში და უფრო მეტიც, იზიარებს მერაბ მიქელაძისა და მისი თანამოაზრეების…

მეტი...

AS: “ბარსელონა” “კვარას” ხელში ჩაგდებას ცდილობს – მხარეებს შორის კონტაქტები შედგა

AS-ი იტყობინება, რომ საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას ხელში ჩაგდებას “ბარსელონა” ცდილობს. “ბარსელონა” “კვარას” ხელში ჩაგდებას ცდილობს: “ღრმა კრიზისში მყოფმა “ნაპოლიმ” სამი მწვრთნელი გამოიცვალა, მაგრამ “კვარა” 10 გატანილი გოლითა და 6 საგოლე გადაცემით სერია A-ს მოთამაშეა, რომელმაც კარში ყველაზე მეტჯერ (101) დაარტყა ბურთი, ყველაზე მეტი გამამწვავებელი გადაცემა გააკეთა (147), მეტოქის საჯარიმოში ყველაზე მეტჯერ შეეხო ბურთს (64) და მასზე ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდნენ (70). Transfermarkt-ის მიხედვით ის ყველაზე ძვირად ღირებული მარცხენა გარემარბია (80 მილიონი ევრო) ვინისიუსის (150 მლნ) და ლეაოს (90 მლნ) შემდეგ. შედეგიანობისა და ასაკის გათვალისწინებით (23 წლისაა) მომავალ…

მეტი...

„თვითონ კანონის მიზანი, იყოს დაფინანსება გამჭვირვალე , არის ლეგიტიმური“- ლევან იოსელიანი

„ქვეყანას აქვს გაცხადებული კონსტიტუციური მიზანი, ინტეგრაცია ნატოში და ყველას გვავალდებულებს ეს მიზანი იყოს მიღწეული,“ – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მეორედ ინიცირებულ კანონს აქვს ლეგიტიმაცია, სახალხო დამცველი გამჭვირვალობაში პრობლემას ვერ ხედავს: „როგორც არ უნდა იყოს, თვითონ კანონის მიზანი, არის ლეგიტიმური, ოღონდ ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა უნდა მოხდეს სწორი გზებით, ის თუ ვინმეს აინტერესებს ვინ არის არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებელი, არსებობს გრანტის კანონი, მაგრამ თუ ამას ეწინააღმდეგებიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები უნდა გადაიხედოს, აგენტის სახელწოდება შეურაცხმყოფელი იყო, პრინციპი არის ის, რომ ადამიანის ღირსებას არ უნდა შეურაცხყოფდეს კანონი,“…

მეტი...

“ მშვიდობისა და კეთილდღეობის კარი კიდევ დიდი ხნით დაიკეტება” – ოპოზიციური პარტიების განცხადება

ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: რუსული კანონი საქართველოს ევროპული გზის ღალატია, ჩვენ, ქართული პროდასავლური პოლიტიკური ძალები, ვგმობთ “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის რეინიცირებას. ეს არის საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული სიტყვის კიდევ ერთხელ გატეხა და იმ ახალგაზრდების აბუჩად აგდება, რომლებმაც 1 წლის წინ დაიცვეს ჩვენი ისტორიული არჩევანი და ამით ჩვენს სამშობლოს შეუნარჩუნეს შანსი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.დღეს, “ქართული ოცნების” ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ძალაუფლებისა და ანტისახელმწიფოებრივი, კორუფციული ქმედებებით მოხვეჭილი ქონების შენარჩუნება. მაშინ როდესაც ხელისუფლება თავად იქცა სიღარიბის, კორუფციის, ფასების კატასტროფული ზრდისა და ქვეყნიდან მოქალაქეების გადინების მთავარ მიზეზად, ივანიშვილი ცდილობს,…

მეტი...

22 ევროდეპუტატი ევროკომისიას: შეაფასეთ, თუ შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს

22 ევროპარლამენტარი ერთობლივი განცხადებით ეხმაურება მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მიერ “აგენტების კანონის” ხელახლა ინიციირებას და აცხადებს, რომ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს. ევროდეპუტატები მოუწოდებენ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად შეაფასოს იგი. “ჩვენ გვესმის და მხარს ვუჭერთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეგრესიული პროცესის შემთხვევაში, ევროკომისიას შესაძლოა გაფართოების პროცესის საწყის პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს”, – წერია მათ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და ამის მიღწევა მხოლოდ ევროკავშირის ღირებულებების, დემოკრატიული პრინციპების დაცვით, მათ…

მეტი...

ცვლაში ყოფნის დროს სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი, ვალერი გედელიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა. უწყების ცნობით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს. “შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს”, – აცხადებენ შსს-ში.

მეტი...

“არსენალის” ვარსკვლავი მზად არის, გამოძახების შემთხვევაში უკრაინაში საბრძოლველად წავიდეს – BBC

საფეხბურთო კლუბ “არსენალის” ვარსკვლავი, ოლექსანდრ ზინჩენკო გამოძახების შემთხვევაში, მზად არის კლუბიდან წავიდეს და უკრაინაში იბრძოლოს, – ამის შესახებ უკრაინელმა ფეხბურთელმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა. 27 წლის ფეხბურთელმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევს კიდევ ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზება მოუწევს. ზელენსკიმ უკვე მოაწერა ხელი ახალ კანონს, რომელიც სამხედრო გაწვევის ასაკს 27-დან 25 წლამდე ამცირებს. ოლექსანდრ ზინჩენკო ლონდონის “არსენალში” 2022 წლიდან თამაშობს. “არსენალის” ვარსკვლავს უკრაინის დახმარების ფონდში 1 მილიონი ფუნტი აქვს ჩარიცხული.

მეტი...

მილერი „აგენტების კანონზე“: ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ „აგენტების კანონი“ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთაც საქართველოს მოქალაქეებისთვის საყოველთაო სიკეთე მოაქვთ. მილერის განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „ეს [კანონპროექტი] ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და რისკავს საქართველოს ჩამოშორებას ევროპული გზიდან. ჩვენ ეს შეშფოთება ნათლად ავუხსენით საქართველოს მთავრობას“, – აცხადებს მეთიუ მილერი.

მეტი...

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები – ჯანდაცვის მინისტრი

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 ათას ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, პრაქტიკულად გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი. „ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დანიშვნის პრაქტიკულად პირველივე დღიდან დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა ონკოლოგიური პაციენტების პრობლემებზე. ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძის პრაქტიკულად პირველი დავალება, რომელიც მისგან მივიღე. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც აწუხებდა…

მეტი...

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში პოლიციაა მობილიზებული

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცის პალატაში მოკლული ქალის ახლობლების შეჭრას ცდილობდნენ, რის გამოც ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო. საქმე ეხება შუახევში მომხდარ საზარელ მკვლელობას. კაცმა ცოლს ყელი ეჭვიანობის ნიადაგზე გამოჭრა და ხევში გადააგო, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი ქალი კი დანაშაულის ადგილზე დატოვა.

მეტი...

„ქალი თოკით არის გაგუდული“ – ახალი დეტალები მკვლელობის ადგილიდან

ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა აფხაზეთიდან დევნილი ჯიმშელიების დაყაჩაღება გამთენიისას სცადეს. მეზობელი მამაკაცი ჰყვება, რომ მზია მიქაია თავდამსხმელებმა თოკით გაგუდეს, კაცს კი დანა ჩაარტყეს. სავარაუდოდ, ფაქტი შუაღამეს მოხდა, რადგან მშობლებს დღის პირველ საათზე ქალიშვილმა მოაკითხა და კარი არავინ გაუღო. მეზობლის თქმით, შემთხვევის დროს ცოლ-ქმარს ეძინათ, სახლში უცნობი პირების შეჭრის შემდეგ კი ხმაურზე გაეღვიძათ და თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მოკლეს ცოლი, ქმარი კი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. ტარიელ ჯიმშელია მართვით სუნთქვაზეა. მეზობელი მამაკაცი ადასტურებს, რომ ცოლ-ქმარი რამდენიმე თვის წინ მოსკოვიდან…

მეტი...

„ის ჩემი შვილის მამა იყო, როგორ მოვკლავდი” – ქალი, რომელსაც ქმრის მკვლელობისთვის წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, მომხდარში საკუთარ ძმას ადანაშაულებს

სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს პატიმრობა შეუფარდეს. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. პროკურორის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ დანაშაული 29 წლის ქალმა ჩაიდინა. სხდომას თავად ბრალდებული ნატო ხელაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, დანაშაული მას არ ჩაუდენია და მისი მეუღლე მისმა ძმამ მოკლა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულის თქმით, მან თავად დარეკა 112-ში და დახმარება ითხოვა. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, რადგან არც მიმალვის და არც მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არ არსებობდა. დაცვის მხარე საქმის გასაჩივრებას აპირებს. მომდევნო პროცესი 30 მაისს დაინიშნა.

მეტი...

,,ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი” – სახდეპის რიგით მესამე განცხადება ,,რუსულ კანონზე”

,,ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი”, – ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სახდეპი ,,ქართული ოცნების” მიერ ,,რუსული კანონის” ინიცირებას ბოლო ორ დღეში უკვე მესამედ გამოეხმაურა. ,,ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტით, რომელიც ეფუძნება გასული წლის „უცხოური აგენტების“ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობას საქართველოს მოქალაქეებისთვის საყოველთაო სიკეთე მოაქვს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მხარდაჭერა. ეს [კანონპროექტი] ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და რისკავს საქართველოს ჩამოშორებას ევროპული გზიდან. ჩვენ ეს შეშფოთება ნათლად ავუხსენით საქართველოს მთავრობას”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

,,იმ დღეს, როდესაც ყირგიზეთმა ,,რუსული კანონი” მიიღო, ივანიშვილს ურეკში მოსკოვიდან გამოგზავნილი კურიერი შეხვდა” – მიხეილ სააკაშვილი

,,იმ დღეს, როდესაც ყირგიზეთმა “რუსული კანონი” მიიღო, ივანიშვილს ურეკში მოსკოვიდან გამოგზავნილი კურიერი შეხვდა. მან იმავე საღამოსთვის დანიშნა “ოცნების” პოლიტსაბჭო”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და “ქართული ოცნების” მიერ ხელახლა ინიცირებულ “რუსულ კანონს” ეხმაურება. ,,სინამდვილეში რა მოხდა – იმ დღეს, როდესაც ყირგიზეთმა “რუსული კანონი” მიიღო, ივანიშვილს ურეკში მოსკოვიდან გამოგზავნილი კურიერი შეხვდა. ივანიშვილმა იმავე საღამოსთვის დანიშნა “ოცნების” პოლიტსაბჭო. ის თბილისში ჩამოფრინდა, დაელოდა მეორე დღეს რუსული კანონის ხელახლა შემოტანის დაანონსებას, რის შემდეგაც თბილისიდან დემონსტრაციულად გაფრინდა. ოღონდ, გამოცხადებისას ხაზი გაესვა, რომ ივანიშვილი კანონის მიღებაში აქტიურად იყო ჩართული –…

მეტი...

ჩემი მთავარი საზრუნავია, რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს მკურნალობის პროცესი თითოეული ონკოპაციენტისთვის – სარჯველაძე

ჩემი მთავარი საზრუნავია, რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს მკურნალობის პროცესი თითოეული ონკოპაციენტისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს ონკოპაციენტების აქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, უახლოეს დღეებში კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. „ყველას აქვს ინფორმაცია, რომ სამინისტროში უწყვეტად, იმ დღის შემდეგ, რაც მე უწყებაში მოვედი მიმდინარეობს ძალზე აქტიური მუშაობა. ამის შესახებ იცის ყველა იმ ადამიანმა, მათ შორის, ვინც ამ კუთხით ცოტა აქტიურობით გამოირჩევა. მათ ყველა ფორმატში მონაწილეობის სრული შესაძლებლობა აქვთ. უახლოეს დღეებში კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მოგახსნებთ, რაც ამ საკითხის ირგვლივ არსებობს. სექტორში გადაწყვეტილებების ასე მექანიკურად, ან გაუქმდეს, ან არ…

მეტი...

კინო „რუსთაველის” წინ ია ნინიძის ვარსკვლავი გაიხსნება

საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარემ, დავით ოქიტაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ აპირებს, ცნობილ ქართველ მსახიობს, ია ნინიძეს ვარსკვლავი გაუხსნას. „ია ნინიძის ვარსკვლავი უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, მაისის თვეში გაიხსნება კინო „რუსთაველის” წინ. ქალბატონი ია მართლაც არაჩვეულებრივი მსახიობია, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში შეიყვარა პუბლიკამ. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ძალიან საინტერესო ღონისძიების მოწყობას ვგეგმავთ, რომელსაც თავად ქალბატონი ია გაუწევს ორგანიზებას. თარიღი ჯერ დაზუსტებული არაა, რადგან უამრავი ქართველი და უცხოელი მსახიობი გეგმავს საზღვარგარეთიდან ჩამოსვლას. არასდროს დამავიწყდება სოფიკო ჭიაურელის და ია ნინიძის ურთიერთობა. სწორედ იას ჩამოყვანა მთხოვა ქალბატონმა სოფიკომ, როცა ძალიან ცუდად იყო და მართლაც საოცარი…

მეტი...

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთანავე, განიხილება პირდაპირი ავიარეისებით თბილისისა და ჩინეთის უმსხვილესი ქალაქების ერთმანეთთან დაკავშირება – აეროპორტების გაერთიანება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ავიაკომპანია China Southern Airlines-ის ადგილობრივ მენეჯმენტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის მზადებაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის იმ სტრატეგიაზე შეთანხმდნენ, რაც ჩინეთიდან საქართველოში და პირიქით, მგზავრთნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ავიაკომპანია ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით ზაფხულის სეზონზე სიხშირეების გაზრდას გეგმავს. ,,ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფო ავიაკომპანია China Southern Airlines-თან შეხვედრის მიზანი ზაფხულის სეზონისთვის მზადება იყო და ის წინამოსამზადებელი სამუშაოების განხილვა, რაც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზოდ მიმოსვლის ძალაში შესვლას. განვიხილეთ ის შესაძლებლობები, რაც ორივე თანამშრომლობისთვის გაგვაჩნია. საჭიროებები, იმისთვის, რომ…

მეტი...

ახალი დეტალები მკვლელობის ადგილიდან – დაჭრილია მოკლული ქალის ქმარი

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ე.წ. დევნილთა დასახლებაში, მკვლელობა მოხდა. მოკლულია საშუალო ასაკის ქალი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა რუსეთიდან. მეზობლების ინფორმაციით, ასევე, მძიმე მდგომარეობაშია მისი ქმარი. მამაკაცი ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. სხვა დეტალები დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

ძიძას 2 წლის ბავშვის მოკვლის გამო პატიმრობა მიუსაჯეს

დასავლეთ ვირჯინიაში ძიძას 2 წლის ბავშვის მოკვლის გამო პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 32 წლის ბრიტანი ნეპიერს მიესაჯა ერთი წელი უნებლიე მკვლელობისთვის. ძიძამ სასამართლოში ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მას 2 წლის ბავშვის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. მან აღიარა, რომ დიდი ზომის ლეიბი დადო სათამაშო მოედანზე, რომელშიც ბავშვი შიგნით მოექცა. პატიმრობის გარდა, მოსამართლემ დააწესა 50-წლიანი ზედამხედველობის ორდერი და აუკრძალა ნაპიერს ბავშვების მონახულება.

მეტი...

ზუგდიდში ქალი მოკლეს

ზუგდიდში ქალი მოკლეს. შემთხვევა ბარამიას ქუჩაზე მოხდა. ვინ ან რა მოტივით მოკლა ქალი, ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით, ნაცემია ოჯახის ერთ-ერთი წევრიც. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

შეკრებილ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს – შსს ადიგენზე

ადიგენში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: ,,შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში. მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. ცნობისთვის, მართლმადიდებელთა ნაწილი, სასულიერო პირებთან ერთად, დღეს დილიდან კიდევ ერთხელ შეიკრიბა ადიგენში, წერეთლის ქუჩაზე, იმ სახლთან, სადაც მუსლიმი თემი ლოცულობს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე სოციალურ ქსელში წერს, ვითარება დაძაბულია. მისი თქმით, მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში.

მეტი...

რუსეთის საგარეოში სამხრეთ კორეის ელჩი დაიბარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სამხრეთ კორეის ელჩი დაიბარეს. უცხოური მედიის ცნობით, მიზეზი სამხრეთ კორეის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციებია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ამბობს, რომ რუსეთი სეულის არაკეთილგანწყობილ ქმედებას შესაბამის პასუხს გასცემს. აღნიშნული საქნციები კი ორ რუსულ გემს შეეხება, რომლებსაც ქვეყნის მტკიცებით, ჩრდ. კორეაში სამხედრო ტვირთი გადაჰქონდათ. სანქციები ფხენიანის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებთან დაკავშირებულ დამატებით ორ რუსულ ორგანიზაციას და რუსეთის ორ მოქალაქესაც დაუწესდათ.

მეტი...

,,ადიგენში მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში, პოლიციამ გადაკეტა გზები” – ნაკაიძე

,,ადიგენში მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში. მდგომარეობა სერიოზულად დაძაბულია, პოლიციამ გადაკეტა გზები”, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე ავრცელებს. ,,ამ წუთებში ადიგენში მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში. მდგომარეობა სერიოზულად დაძაბულია ხელისუფლებამ პრაქტიკულად მოატყუა ორივე მხარე. 18 დღიანი ლოდინის მიუხედავად პრობლემა არ მოაგვარა. პირიქით დაძაბა. პოლიციამ გადაკეტა გზები და მუსლიმებს არ უშვებს მეჩეთში. სამლოცველიში იმყოფება რამდენიმე ადამიანი. სამაგიეროდ ამ ხალხს აძლევს უფლებას შეურაცხყოფა მიაყენონ მლოცველებს”, – წერს ნაკაიძე.

მეტი...

დავით ნარმანია კონკურენციის სამართლის აღსრულების ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების, სამართლებრივი აღსრულების გაუმჯობესების და საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, ეროვნული მარეგულირებელი უწყებების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა გაიმართა. ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა და კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ. სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კონკურენციის კანონმდებლობის რეფორმის შედეგად ძირეულად მოწესრიგდა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და შესაბამის მარეგულირებელ…

მეტი...

კობახიძემ ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. განკარგულება დღეს, 5 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ირაკლი ბერაია მე-11 მოწვევის პარლამენტში ,,ქართული ოცნების” წევრი დეპუტატი იყო.

მეტი...

,,მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ამოიღონ ეს პროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან” – PACE-ს თანამომხსენებლები ,,რუსულ კანონზე”

,,ქართული ოცნების” მიერ ,,რუსული კანონის” ხელახალ ინიცირებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლები ეხმაურებიან. კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) კანონპროექტის დაბრუნების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ხელისუფლებას პარლამენტის დღის წესრიგიდან მისი ამოღებისკენ მოუწოდებენ. ,,უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი შემოტანა, რომლის შარშან გატანასაც ჩვენ თბილად მივესალმეთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ის, რაც ჩვენ ამ კანონის პირველად შემოღებისას ვთქვით, ამ წინადადებაზეც ძალაში რჩება – არსებობს სერიოზული კითხვები კანონპროექტის შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით ევროპის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან და ნორმებთან. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ამოიღონ ეს პროექტი პარლამენტის დღის…

მეტი...

„ორი ანგელოზი უდედოდ დატოვა“ – ვინ არის კაცი, რომელმაც ცოლი სასიკვდილოდ გაიმეტა

34 წლის მელანო ქიზინიძე ქმარმა ბათუმიდან მოტყუებით, შუახევში წაიყვანა და მდინარის სანაპიროზე მოკლა. ახალგაზრდა ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. მკვლელობის შემდეგ, თვითდაზიანებები მიიყენა თავად ბრალდებულმაც, 41 წლის რაულ დეკანაძემ, რომელიც ახლა კლინიკაშია გადაყვანილი. „კიდევ ერთი არაკაცის მოკლული ქალი და დედა გამოასალმა სიცოცხლეს და ობლად დატოვა შვილები… უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი”. „იცნობდეთ! ცოლი მოსაკლავად გაიმეტა, ორი ანგელოზი კი უდედოდ დატოვა“, – წერენ სოციალურ ქსელში.

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და „მეიჰიუ საქართველო“, დიდ დიღომში, მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და „მეიჰიუ საქართველო“ კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, დიდ დიღომში, მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ. მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები „მეიჰიუ საქართველოს“ კლინიკაში ტარდება, საიდანაც, პოსტოპერაციული პერიოდის გასვლის შემდეგ, იდენტიფიცირებული და სტერილური ცხოველები პირვანდელ გარემოში ბრუნდებიან. კლინიკაში ძაღლებს ასევე უტარდებათ ცოფისა და გავრცელებული ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია. აღნიშნული პროგრამა 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი მიზანია, დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის კოლაბორაციული მენეჯმენტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტერიტორიიდან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟების მიერ არაიდენტიფიცირებული ძაღლების „მეიჰიუ საქართველოს“ კლინიკაში სტერილიზაცია/კასტრაციისა და იდენტიფიცირების მიზნით გადაყვანას და უკან დაბრუნებას. სტერილიზაციის გარდა, ექიმი-ვეტერინარები ასევე ამოწმებენ…

მეტი...

,,ძირს უთხრის მნიშვნელოვან ღირებულებებს, საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ გზას” – ნორვეგიის საგარეო ,,რუსულ კანონზე”

,,ძირს უთხრის მნიშვნელოვან ღირებულებებს, საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ გზას”, – ასე ეხმაურება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ,,ქართული ოცნების” მიერ ,,რუსული კანონის” ხელახალ ინიცირებას. ,,ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოში არსებული სამართლებრივი ინიციატივებით „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და ლგბტქ+ პირებს სტიგმატირებს. ის ძირს უთხრის მნიშვნელოვან ღირებულებებს, საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ გზას”, – წერს უწყება.

მეტი...

ცნობილი ინფლუენსერი მეგობარ ბიჭთან ერთად ჩაცხრილეს

მექსიკელი ინფლუენსერი და მისი მეგობარი ბიჭი მექსიკაში სპორტდარბაზის წინ მანქანაში ჩაცხრილეს. უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს შეიარაღებული პირი, რომელიც ცეცხლს უხსნის წყვილს. მექსიკის ქალაქ პუებლას პოლიცია ეჭვობს, რომ სროლის სამიზნე, შესაძლოა, ვიელკას მეგობარი ბიჭი ყოფილიყო. ინციდენტი გუშინ დილით მოხდა.

მეტი...

აშშ მხარს უჭერს ყველა ქართველის ძალისხმევას ქვეყნის EU-სკენ მისწრაფებების წინ წასაწევად – დანიგანი SJC-ს ხელმძღვანელობას შეხვდა

ამერიკის საელჩოს ცნობით, ელჩი რობინ დანიგანი შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელობას და ინფორმაცია მიიღო მათ საქმიანობაზე. ,,ელჩი დანიგანი შეხვდა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელობას და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, დემოკრატიისა და თანასწორობის ადვოკატირებაში მათი საქმიანობის შესახებ მოისმინა. საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე. შეერთებული შტატები მხარს უჭერს ყველა ქართველის ძალისხმევას ქვეყნის ევროკავშირისკენ მისწრაფებების წინ წასაწევად”, – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

დედამ შვილს თირკმელი აჩუქა – ორ საოპერაციო ოთახში 30-მდე ექიმი მუშაობდა

დნეპრში 15 წლის გოგონას დედისგან თირკმელი გადაუნერგეს. გოგონას თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს, რამაც მას სრული სიცოცხლის შანსი არ დაუტოვა. ბავშვი ყოველთვის იყო დამოკიდებული ჰემოდიალიზზე. „არსებობდა ვარიანტები, რომ მას შეეძლო მთელი ცხოვრება ჰემოდიალიზზე ყოფილიყო, მაგრამ თირკმლის გადანერგვა რომ გაეკეთებინა, სრულფასოვანი სიცოცხლე ექნებოდა“, – ამბობს ბავშვის დედა. ოპერაცია თითქმის შვიდ საათს გაგრძელდა. პარალელურად, ორ საოპერაციო ოთახში 30-მდე ექიმი მუშაობდა. „ამ ოპერაციის ზოგიერთ ეტაპზე ჩვენ ვითვლიდით წუთებს. უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ თირკმელი სიცოცხლისუნარიანი იყო. ბოლოს წარმატებას მივაღწიეთ. რამდენიმე კვირაში დედა-შვილი სახლში წასვლას შეძლებენ”, – აღნიშნა ქირურგმა.  

მეტი...

სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც 6 აპრილს ამოქმედდება

თბილისში მოძრავ N313, N320, N323, N326 და N372 მარშრუტებს 6 აპრილიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ავტობუსების რაოდენობა ეტაპობრივად ემატება იმ მარშრუტებს, სადაც მგზავრთა ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება.

მეტი...

„ბავშვი მარტო დატოვეს, შველა ტაქსის მძღოლს სთხოვა“ – 13 წლის ბიჭი 15 წლის მოზარდმა დაჭრა

მეშვიდეკლასელ ბიჭს 15 წლის მოზარდმა ღვიძლში დანა დაარტყა, ცივი იარაღი მუცელში ჩაუტოვა და ადგილიდან მიიმალა. 13 წლის მამიკონ შამოიანის დეიდა ,,კურიერს” უყვება, თუ როგორ გაუსწორდნენ არასრულწლოვანს სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ. დანაშაულში მხილებული 15 წლის არასრულწლოვანი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს და ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს. დაკავებულის ოჯახს და ადვოკატს მომხდარის შესახებ საუბარი არ სურთ. თბილისში, გორგასლის ქუჩის 2 ნომერთან მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ადგილობრივებმა მომხდარის შესახებ მხოლოდ პოლიციის მისვლის შემდეგ შეიტყვეს. ამბობენ, რომ კონფლიქტის ხმა არ გაუგიათ. ფაქტის შესახებ დაჭრილი მოზარდის დედამ მასწავლებლისგან შეიტყო. ადგილზე მისულ მშობელს…

მეტი...