„წლების წინ აქ დაიღუპნენ ბავშვები, ახალგაზრდები, ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ“ – ნინო ლომჯარია აქციიდან.

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, აქციას უერთდება, ის თვლის, რომ ხელისუფლების სურვილია საზოგადოებას „დამღა“ დაატყოს, აგენტების სახელით, ლომჯარია ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას ქვეყნის იმ ხალხისგან დაცლა, სურს ვინც საღად აზროვნებს:

„ამ კანონის მიზანია, საზოგადებას აგენტების დამღა დააყოს, როგორ შეიძლება გავჩერდეთ ან სახლები, ან სამსახურში ვიყოთ, როცა ჩვენი თავისუფლებაა დასაცავი, ჩვენი, როგორც ევროპული ოჯახის წევრობა, რისთვისაც დაიღუპნენ წლების წინ აქ ბავშვები, ამ ბრძოლას ყველა ასაკის ადამიანი შეეწირა, მე აქ ვდგავარ ჩემი ოჯახით,“ – ამბობს ლომჯარია.

აქცია რუსთავლეზე რამდენიმე საათის წინ დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება, სადაც იმყოფებიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები, ასევე რიგითი მოქალაქეები.

 

მსგავსი თემები