„პარტნიორებისთვის გადამწყვეტი მომენტი იქნება არჩევნები“ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის განცხადებით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის და პარტნიორებისთვის გადამწყვეტი იქნება. „ჩვენი პარტნიორებისთვის გადამწყვეტი მომენტი იქნება არჩევნები. როგორც ქვეყანას, საზოგადოებას არაფერს ჩაგვიკეტავენ არჩევნებამდე, ჩაუკეტავენ მხოლოდ ამათ. ამიტომ ჩვენ უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე. ყველამ უნდა გაითავისოს პასუხისმგებლობა ბოლომდე, რადგან რუსეთის გეგმა არის ზუსტად ეს, ჯახი, არეულობა და შემდეგ მე, თქვენ დაგვაბრალებენ. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვეყანაში ამდენი რუსია შემოსული. მე არ ვამბობ, რომ ყველა რუსი, ვინც აქ არის, ქვეყნის მტერია, მაგრამ ეს პროცესი უნდა კონტროლდებოდეს “- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ტვ პირველთან.

მეტი...

“არ გვაცალეს გახარება, ბედნიერება და ერთიანობა. რა ლოგიკაა?”  – პრეზიდენტი

“ხელისუფლება ბევრ რამეს არ გააკეთებდა, რომ უნდოდეს არჩევნებისთვის მომზადება”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყნის შიგნით არეულობა და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელის შეშლა სურს, რუსეთია. „არ გვაცალეს გახარება, ბედნიერება და ერთიანობა. რა ლოგიკაა? ხელისუფლებას რომ ჰქონდეს არჩევნების ლოგიკა, არც იმ კანონის დაბრუნება სჭირდებოდა, არც კვოტების გაუქმება, არც ცესკოზე კანონი. ხელისუფლება ბევრ რამეს არ გააკეთებდა, რომ უნდოდეს არჩევნებისთვის მომზადება და ამ სიხარულის გამოყენება. ამათ რომ უნდათ არჩევნებში გამარჯვება დარწმუნებული ვარ, მაგრამ ვის უნდა რომ დაიქსაქსოს საქართველოს საზოგადოება? – დიახ რუსეთს. რუსეთს უნდა ჩვენი დასუსტება, უკრაინასთან საქართველოს დაჯახება. მათ…

მეტი...

„უნდა ისწავლოთ რაღაცები“ – პრეზიდენტი კობახიძეზე

პრეზიდენტმა პრემიერს დიპლომატიის წესების ცოდნა დაუწუნა – სალომე ზურაბიშვილმა “რეაქციისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერთან შეხვედრისას ყველა დიპლომატიური წესი დაარღვია. პრეზიდენტმა ოლაფ შოლცის განცხადებები შეაფასა და თქვა, რომ უცხოელმა მაღალჩინოსანმა საქართველოს მთავრობას პირდაპირ უთხრა, რომ რუსული კანონი შორსაა ევროპულისგან. შოლცმა თქვა, რომ არ შეიძლება ამის (რუსული კანონის) დაბრუნება, ეს არ არის ევროპული კანონი. კობახიძეზე უნდა ითქვას, რომ სრულიად დაარღვია ყველა დიპლომატიური წესი. შენ როცა ხარ ოფიციალურ ვიზიტზე, არ უნდა ისაუბრო იმ ქვეყნის ენაზე. ჩემ პირველ ვიზიტზე მაკრონმა ქართულად მომისმინა. ცოტა უნდა ისწავლონ რაღაცები, სანამ იქით-აქეთ სიარულს დაიწყებენ. მისი თქმით,…

მეტი...

„გადაწყვეტილება მივიღე, არ შეიძლება ეს ახალგაზრდა იჯდეს ციხეში“ – პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალა

ეს გადაწყვეტილება დღეს მივიღე, თუმცა ველოდებოდი სასამართლოს, ეს ახალგაზრდა 9 წელი არ უნდა იჯდეს ციხეში, – ამის შესაახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ მარტის აქციის დროს დაკავებულ ლაზარეს შეიწყალებს და ეს მისი უცვლელი გადაწყვეტილებაა: „ახლა დაიწყებენ ნაცი, ნაცი, მე არ ვარ ვალდებული ავხსნა რატომ ვიღებ გადაწყვეტილებებს, ეს ახალგაზრდა არ უნდა იჯდეს ციხეში“ პრეზიდენტმა ეს განცხადება რამდენი ე წუთის წინ გააკეთა, როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, მხოლოდ ხელის მოწერაღაა საჭირო გადაწყვეტილების შესასრულებლად.  

მეტი...

„უკრაინის ომის შემდეგ შეიცვალა ჩვენი მთავრობა, ეს არის შედეგი რუსეთის ზეწოლის“ – სალომე ზურაბიშვილი

„ეს არის ის მთავრობა, რომელმაც გამოაცხადა, რომ 2024 წელს კანდიდატის სტატუსზე წარვდგებოდით, უცებ ეს მთავრობა მიყოლებით დგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც ძალაუფლების შენარჩუნების სურვილისკენ მიანიშნებს, ეს არის პროცესი რუსეთის ზეწოლის,“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. „ქართული ოცნება“ – „რუსული ოცნებაა“ – ამბობს ზურაბიშვილი, მისივე განცხადებით ხელისუფლებამ ევროპულ ღირებულებებს უღალატა. „უკრაინის ომის შემდეგ ხელისუფლება შეიცვალა, „ქართული ოცნება“ არის „რუსული ოცნება.“ – ამბობს პრეზიდენტი.

მეტი...

სააკაშვილი: სოლიდარობა ლაზარეს! რუსული რეჟიმი გაჩერდება იქ, სადაც მტკიცე პასუხი დახვდება!

ჩემი სოლიდარობა ლაზარეს! რუსული რეჟიმი გაჩერდება იქ, სადაც მტკიცე პასუხი დახვდება! წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა.

მეტი...

მოძრაობა სირცხვილია პრეზიდენტს ლაზარეს შეწყალებისკენ მოუწოდებს და პეტიციას აქვეყნებს

მოძრაობა სირცხვილია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისკენ მოუწოდებს და მისი გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას აქვეყნებს. “მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს: თუკი თქვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პროევროპული კურსი და დასავლური ღირებულებები, უნდა უზრუნველყოთ, რომ 2023 წლის მარტის აქციების გამარჯვება გამარჯვებად დარჩეს, ლაზარე გათავისუფლდეს და მისი სახით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისათვის ბრძოლას კიდევ ერთი მძევალი არ შეეწიროს მსხვერპლად. გთხოვთ და მოგიწოდებთ, დაეხმაროთ ქართულ საზოგადოებას ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის შენებაში – შეიწყალეთ 1 წლის განმავლობაში უსაფუძვლოდ და უსამართლოდ პატიმრობაში მყოფი ლაზარე გრიგორიადისი”, – ნათქვამია განცხადებაში. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე ჩააბარეს.

მეტი...

ვერავითარ ვალდებულებას ვერ ვხედავთ, რომ რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღოთ… ჩვენი ღირსების საქმეა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვალოს – კობახიძე

ყველამ კეთილი უნდა ინებოს და „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით წარმოადგინოს არგუმენტები, არგუმენტების გარეშე ჩვენი ღირსების საქმეა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის შეფასებით, როდესაც კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს და ეს არის ყოველწლიური ანგარიშების დეკლარირება, შეუძლებელია, ვინმეს ჰქონდეს რაიმე არგუმენტი. „ჩვენ მზად ვართ ღია დისკუსიისთვის, მათ შორის თუნდაც საჯარო დისკუსიისთვის, ნებისმიერი, ქართველი, უცხოელი, ვინც არ უნდა იყოს, დაგვიჯდეს ტელევიზიების, კამერების თვალწინ საჯარო დისკუსიაში და ყველა კარგად დაინახავს, რომ არგუმენტი არის ნული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იქ, სადაც ერთადერთ რამეს ითვალისწინებს კანონი – ეს არის…

მეტი...

ირაკლი კობახიძე – უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციაა, თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, გამოდის, იმ ფაქტის ეშინია, რომლის თანამონაწილეც თავად არის

ორგანიზაცია როდესაც აფინანსებს სხვას, მას აქვს კონკრეტული ინტერესი და სწორედ ამ ინტერესის გატარებას ემსახურება  დაფინანსება, რომელიც შესაბამის ორგანიზაციაში მიდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძეს დაუსვეს კითხვა, თუ განიხილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისთვის სახელის შეცვლა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაცია, თუ ვინმეს არ მოსწონს ფაქტის კონსტატაცია, გამოდის, იმ ფაქტის ეშინია, რომლის თანამონაწილეც თავად არის. „კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაცია იწოდება უცხოური ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. ორგანიზაცია როდესაც აფინანსებს სხვას, მას აქვს კონკრეტული ინტერესი და სწორედ ამ ინტერესის გატარებას ემსახურება ის დაფინანსება, რომელიც…

მეტი...

ირაკლი კობახიძე ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიის წარმატებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზგასმით აღინიშნა გერმანიის, როგორც ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერის როლი საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგულია და უახლოეს მიზნად ისახავს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, ამ პროცესში გერმანიის თანადგომას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გერმანიის ხელისუფლების ურყევ…

მეტი...

თბილისში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა – იგი ადგილზე გარდაიცვალა

დღეს თბილისში, მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, იგი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა, ხოლო ამ დროისთვის ადგილზე სასწრაფო დახმარების და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული.

მეტი...

ქოჩორაშვილის მამა კალაძეზე: ვურჩევ, ნაკლები განცხადებები გააკეთოს ნაკრებთან დაკავშირებით

ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ქოჩორაშვილის ეროვნული ნაკრების წევრობა “მისი პატარა დამსახურებაც არის”. როინ ქოჩორაშვილი განცხადებას ტელეკომპანია ფორმულასთან აკეთებს. “თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კომენტარისგან, კახისაც ვურჩევ ნაკლები განცხადებები გააკეთოს საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით! ეს ჩვენი ქვეყნისთვის და იმ საამაყო ბიჭებისთვისაც უკეთესი იქნება”, – განუცხადა როინ ქოჩორაშვილმა ფორმულას. “მე მასზე [გიორგი ქოჩორაშვილზე] კომენტარი არ გამიკეთებია. მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა. არასდროს მიკადრია და არ მიმიცია საზოგადოებისთვის ინფორმაცია, რომ გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა, როგორ და რანაირად, ამაზე არ ვისაუბრებ და არც თემას გავშლი. გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო მას”, – თქვა კალაძემ.

მეტი...

„აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ გამოწვევაა“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“

„მათ უჩნდებათ სურვილი, როცა აქეთ მხარეზე ყველაფერი არის მოწესრიგებული, არღიცხვაც, თანხის გადახდაც, იქაც იყოს ასე,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიმ განაცხადა, მისივე ინფორმაციით, აფხაზებთან, ელექტროენერგიასთან დაკავშორებით 90 – იანი წლების შეთანხმების საფუძველზე კომუნიკაცია ახლაც ხდება, როგორც ნარმანია ამბობს, სეპარატისტებს ელექტროენერგია  რუსეთიდან ანაზღაურების სანაცვლოდ მიეწოდებათ: „აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება კვლავაც გამოწვევაა, ის შეთანხმება, რაც 90 წლებიდან მომდინარეობს, ელექტროენერგიის 40/60 ზე პროპორციით გაყოფასთან დაკავშირებით ეს პროპორცია სრულდება, მეტი ენერგიის გადადინება აფხაზეთის მხარეს არ მოხდება, როცა ენგურჰესზე წყალია რ არის ძირითადად ზამთრის…

მეტი...

ყაზახეთში 80 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

ყაზახეთში 80 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სტიქია ქვეყნის 17 პროვინციიდან ათში მძვინვარებს. ასობით დასახლებული უბანი წყლით დაიფარა. უსაფრთხოების მიზნით, სტიქიის ზონიდან 100 ათასამდე მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, წყალდიდობა მწვერვალებზე ყინულის სწრაფმა დნობამ და შედეგად მდინარეების ადიდებამ გამოიწვია.

მეტი...

დააკავეს მამაკაცი, რომელიც პსპ-ში შეიჭრა და ნივთები დააზიანა

დააკავეს მამაკაცი, რომელიც დღეს, პეკინის 25 ნომერში არსებულ პსპ-ს აფთიაქში შეიჭრა და ნივთები  დააზიანა. არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად მამაკაცი აფთიაქის წინ გამვლელებთან კონფლიქტში შევიდა, რომლებიც სიტუაციიდან გარიდების მიზნით აფთიაქში შევიდნენ, აღნიშნული პირი მათ აფთიაქში შეჰყვა, სადაც კონფლიქტი გაგრძელდა. შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებისა და ხულიგნობას გულისხმობს.

მეტი...

ევროკავშირში მიგრაციის კანონი მკაცრდება – გადაწყვეტილება ქართველებსაც შეეხება

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრისა და მიგრაციის რეფორმა იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნები ამიერიდან გამკაცრებული კანონით იხელმძღვანელებენ. ეს გამკაცრება ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც თავშესაფარს მოითხოვენ. ახალი კანონი, რომელიც საერთაშორისო კრიტიკის საგანი გახდა, ქართველ მიგრანტებსაც შეეხება.

მეტი...

უკრაინამ 99 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ კიდევ 99 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს. ,,შესაძლებელი გახდა დონეცკის მიმართულებით მებრძოლი დამცველის 77 ცხედრის რეპატრიაცია, ზაპოროჟიას მიმართულებიდან 20 დაღუპული ჯარისკაცი და ხარკოვის მიმართულებით ორი დამცველის”, – ნათქვამია განცხადებაში. მსხვერპლთა იდენტიფიცირებას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები დაადგენენ.

მეტი...

როგორ გავანაწილოთ სივრცე პატარა ეზოს მოწყობისას

როდესაც საქმე პატარა სივრცის დაგეგმარებას ეხება, პირველი, რაზეც ვფიქრობთ არის ის თუ როგორ ავითვისოთ სივრცე ისე, რომ არა გადატვირთული, არამედ ფუნქციური და ესთეტიკური იყოს. შეიძლება, რთული ჩანდეს შეზღუდული სივრცის კომფორტულ გარემოდ გარდაქმნა, თუმცა სწორი მიდგომით, შეგიძლიათ, ყველაზე პატარა ეზოც კი მყუდრო და მიმზიდველ გარემოდ აქციოთ. ასეთი ეფექტის მისაღწევად კი ამ ბლოგში ყველა საჭირო რჩევასა და ხრიკს გაგიზიარებთ. პრიორიტეტებისა და საჭიროებების განსაზღვრა მანამ, სანამ დიზაინზე დაიწყებთ ფიქრს, საკუთარ თავს ჰკითხეთ: რა არის თქვენთვის პრიორიტეტული? იფიქრეთ იმაზე, თუ რისთვის აპირებთ ეზოს გამოყენებას – იქნება ის, დასვენების ადგილი, სასადილო სივრცე, სათამაშო ზონა ბავშვებისთვის,…

მეტი...

ჩვენ აქტიური პარტნიორი ვიქნებით საქართველოსი, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მეტი წარმატება მიაღწიოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე – შოლცი

ჩვენ აქტიური პარტნიორი ვიქნებით საქართველოსი, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მეტი წარმატება მიაღწიოს საქართველომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია იყო და არის საქართველოსა და მისი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი. „ამიტომაც ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრაზე ვზრუნავდით და მხარს ვუჭერდით ყოველთვის იმას, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი და წარმატებით მივაღწიეთ ამას. რა თქმა უნდა, ამაზე ვერ შევჩერდებით, არის ძალიან გრძელი კატალოგი იმის, რაც გასაკეთებელია ჯერ კიდევ. იცით თქვენ ეს კრიტერიუმები, ცნობილია…

მეტი...

,,თანხა მოსთხოვეს და ,,გარჩევისთვის” საზღვარგარეთ დაიბარეს” – ,,ქურდული სამყაროს” წევრობისა და საქმიანობის მხარდაჭერისთვის 12 პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ორმა „კანონიერმა ქურდმა“, საქართველოში მყოფ „ქურდული სამყაროს“ წევრებს, მათ მიერ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებისთვის მიღებული თანხა მოსთხოვეს და საზღვარგარეთ „ქურდული გარჩევისთვის“ დაიბარეს. თავის მხრივ, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა სხვა ორ „კანონიერ ქურდს“ მიმართეს, ასევე მათ სადაო საკითხზე პოზიციის ჩამოსაყალიბებლად დამატებითი ინფორმაცია „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებისგან მოისმინეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ ერთი მხარდამჭერი ,,კანონიერი ქურდის“ სახელით მოქალაქისგან თანხის გადახდას ითხოვდა. აღნიშნული ქმედებისთვის 4 პირს ბრალდება…

მეტი...

არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება მნიშვნელოვანი იქნება EU-ში გაწევრიანებაზე შემდეგი პროცესისთვის – შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნების გამჭვირვალე და პატიოსან გარემოში ჩატარებას დიდი როლი ექნება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. ,,მოხარულები ვართ, რომ ბევრი რეფორმა ტარდება, რომელიც უნდა გაგრძელდეს. სასამართლოს რეფორმას ვგულისხმობ, საპარლამენტო კონტროლის დარგში კონტროლებს, ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ რეფორმებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალი საპარლამენტო არჩევნები, ძალიან მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია ის თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს, ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესისთვის განვითარებისთვის”, – ამბობს შოლცი.

მეტი...

,,იმედი მაქვს, ამ კანონს ისევ უკან გაიწვევთ, საქართველოს არ სჭირდება ასეთი კანონები” – შოლცი კობახიძეს

,,იმედი მაქვს, ამ კანონს ისევ უკან გაიწვევთ, საქართველოს არ სჭირდება ასეთი კანონები”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ირაკლი კობახიძესთან ერთად ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,ჩვენ კრიტიკულად ვიყავით განწყობილი, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, იმ კანონთან მიმართებით, რომელიც უცხოური გავლენის სფეროებს შეეხება. მას შემდეგ, რაც ის შეჩერდა, იმედი გვქონდა, აღარ დადგებოდა კიდევ ერთხელ დღის წესრიგში, ახალი კანონპროექტი პრაქტიკულად არ შეცვლილა, ის თითქმის იგივეა, რაც შარშან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს კრიტიკულ პოზიციას, ჩვენსასაც და საქართველოს მოსახლეობისასაც. თქვენს ქვეყანას არ სჭირდება ასეთი კანონები”,…

მეტი...

ალექსეი ნავალნის მემუარებს ავტობიოგრაფიულ წიგნად გამოსცემენ

2024 წლის 22 ოქტომბერს ალექსეი ნავალნის მემუარები ავტობიოგრაფიულ წიგნად გამოიცემა. პუტინის რეჟიმის მიერ მოკლული რუსი ოპოზიციონერის ცოლის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ავტობიოგრაფიული ჩანაწერები, უკვე 11 ენაზეა თარგმნილი. ,,ასე არ წარმოვიდგენდი, რომ ალექსეი თავის ბიოგრაფიას დაწერდა. მე მეგონა, დაახლოებით 80 წლის ვიქნებოდით, ის კი კომპიუტერთან, ღია ფანჯარასთან იჯდებოდა და აკრეფდა. მე კი შვილიშვილების მოსვლისას ვიწუწუნებდი, ვეტყოდი, რომ სისულელეებით არის დაკავებული. მაგრამ 2020 წელს მოწამვლის მცდელობის შემდეგ ყველა დაჟინებით მოითხოვდა: ,,ალექსეი, შენ უნდა დაწერო წიგნი”. მან უბრალოდ მხრები აიჩეჩა. როგორი ბიოგრაფიის დაწერა შეიძლება 44 წლის ასაკში? ეს თითქმის ნახევარი ცხოვრების გზაა. ის მაინც…

მეტი...

,,ძალიან ცუდი იქნება სალომე ზურაბიშვილისთვის პოლიტიკურად, რომ ამ შეწყალებას ხელი მოაწეროს” – ვოლსკი გრიგორიადისის საქმეზე

,,ძალიან ცუდი იქნება სალომე ზურაბიშვილისთვის პოლიტიკურად, რომ ამ შეწყალებას ხელი მოაწეროს”, – ამბობს ,,ქართული ოცნების” წევრი გიორგი ვოლსკი ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით. ,,ლაზარე გრიგორიადისი გამოაცხადეს ეროვნულ გმირად. თვითონ ეს ფასეულობების განსხვავებაზეც ხო მეტყველებს. არც იმის შეწყალებას გამოვრიცხავ. ამ პოლიტიკურ ჯგუფში იმყოფება სალომე ზურაბიშვილი და ძალიან ცუდი იქნება მისთვის პოლიტიკურად, რომ აი ამ შეწყალებას, ასეთ შეწყალებას ხელი მოაწეროს. ეს შეიძლება გამოდგეს მხოლოდ მუხრუჭი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

მეტი...

ლაზარე განტევების ვაცად იქცა, ეს არის შურისძიება ქართველ ხალხზე – მამა ზაზა

ლაზარე განტევების ვაცად იქცა, ეს არის შურისძიება ქართველ ხალხზე, – განაცხადა მამა ზაზა თევზაძემ. ცნობისთვის, გრიგორიადისს დღეს სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ,,ლაზარე ამ შემთხვევაში იქცა განტევების ვაცად, ეს არის შურისძიება ქართველ ხალხზე, რომელმაც გააკეთა ის, რომ რა ჩანაფიქრიც ჰქონდა მაშინ მთელი ჩვენი საქართველოს დემოკრატიისა და ჩვენი თავისუფლების მიმართ, ვერ განახორციელა და ეს შურისძიება განხორციელდა ლაზარეზე”, – აღნიშნა სასულიერო პირმა.

მეტი...

EU-ში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია – NGO-ები კალაძეზე

26 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ,,ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახი კალაძის განცხადებას პასუხობს, სადაც მან თქვა, რომ არც ერთი გაერთიანება არ უღირს ,,ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად”. იხილეთ განცხადება: ,,გუშინ, 11 აპრილს, “ქართულმა ოცნებამ” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა პარტიის გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის შემდეგი შინაარსის გზავნილი: “არც ერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად”. „ქართული ოცნება” მსგავს გზავნილებს უკვე ღიად ავრცელებს. ბოლო პერიოდში ხელახლა წამოწყებული მასშტაბური ანტი-დასავლური კამპანია, რუსული კანონის მიღების მცდელობა და საქართველოს ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მოწოდებების უგულვებელყოფა გვაფიქრებინებს, რომ „ქართული…

მეტი...

,,მონა, არა რუსულ კანონს” – ბერლინში კობახიძეს ქართველები აქციით დახვდნენ

ბერლინში საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ქართველები აქციით დახვდნენ. მოქალაქეებს თან ჰქონდათ საპროტესტო ბანერები, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები. არსებული ინფორმაციით, კობახიძე ამ წუთებში გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს ხვდება. მოსალოდნელია, რომ საუბარი იქნება “ოცნების” მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონზე. კობახიძეს ასევე შეხვედრა ექნება გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასთან. ამ კანონის გასაპროტესტებლად აქცია ბერლინში გუშინ ჩაინიშნა. ,,საქართველოს პრემიერ მინისტრი ამ დღეს მართავს ოფიციალურ შეხვედრებს გერმანიაში და ამიტომ აქაურ ქართველებს გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ მას რომ არ შეუშალოს ხელი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, წინ არ აღუდგეს ჩვენი კონსტიტუციურ არჩევანს…

მეტი...

გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა უმასპინძლა. ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.

მეტი...

,,ალა ლუსულ კანონს” – წულუკიანი სტენსილის ავტორებს პასუხობს

,,ალა ლუსულ კანონს”, – წერს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტენსილის ფოტოს, რომელზეც წერია ,,თეა კულტურა შენი სპორტი არ არის!”. ,,ათეიზმის ეს ფორმა საინტერესო მგონია. ამის დამწერმა ავტორებმა ღამე რატომ გატეხეთ, დღის შუქზე გააკეთეთ რაღა. ტარაკანა ხომ არა ხარ, ოხერი. ალა ლუსულ კანონს”, – წერს წულუკიანი.

მეტი...

არა რუსულ კანონს! – აქცია ქუთაისში

,,არა რუსულ კანონს!” – ამ სახელწოდებით, ქუთაისში, ცენტრალური მოედნის მიმდებარედ, სამოქალაქო სექტორისა და მედიის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია იმართება. ,,რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და რაც შეეხება იმ მოტივს, რომ თითქოს გამჭვირვალობის და სამართლიანობის მოტივით არის ნაკარნახევი ამ კანონის მიღების აუცილებლობა, დღეს ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოზე ჩვენ დავრწმუნდით და ვნახეთ, როგორ სადამსჯელოდ მიესაჯა, უსამართლოდ 9 წლით პატიმრობა, რომ ახალგაზრდებმა კარგად დაინახონ და გააცნობიერონ ის, რა ელოდებათ მათ, თუ ისინი თავისუფლებისათვის ბრძოლისთვის გამოვლენ საპროტესტოდ”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ია იაშვილი.

მეტი...

,,დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის” – ახალგაზრდა ელჩები რუსულ კანონზე

,,დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის”, – ასე ეხმაურებიან საქართველოს ახალგაზრდა ელჩები ,,ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას. ,,ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა ელჩები 2014-2023 წლებში, დაუშვებლად მივიჩნევთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად კიდევ ერთხელ დაბრუნებას. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით საფრთხე ემუქრება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ევროატლანტიკურ კურსს, რომელიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციითაა განსაზღვრული. თითოეული ჩვენგანის საქმიანობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, წლების განმავლობაში, ნაკარნახევი იყო ჩვენი ქვეყნის სიყვარულითა და სურვილით, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, თავისი გამორჩეული კულტურითა და ისტორიით, გაგვეცნო რაც შეიძლება მეტი უცხოელისთვის და ჩვენი წვლილი შეგვეტანა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. შემოთავაზებული კანონონპროექტის…

მეტი...

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ინფორმაციას ,,ბათუმელები” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბინაში მხოლოდ ერთი ადამიანი, 60 წლამდე ასაკის კაცი ცხოვრობდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა სიგარეტის ნამწვი გამხდარიყო. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

პსპ-ს აფთიაქში მამაკაცი დრელით შევარდა

თბილისში, პეკინის 25 ნომერში არსებულ პსპ-ს აფთიაქში მამაკაცი დრელით შევარდა. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. რას ითხოვდა მამაკაცი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

სამეგრელოში, 14 წლის ბიჭი 8 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობის გამო დააკავეს

სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 14 წლის ბიჭი 8 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობის გამო დააკავეს. მოზარდი დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. თავად გოგო გოგო ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს. ორივე არასრულწლოვანი პოლიციაში, მშობლების თანხლებით გამოიკითხა. დაზარალებული გოგონას თქმით, 14 წლის ბიჭმა ის გააუპატიურა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ცხელ კვალზე დააკავეს. წინასასამართლო სხდომა მაისის დასაწყისში გაიმართება.

მეტი...

,,გიორგი ქოჩორაშვილი, რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის” – კალაძე

„გიორგი ქოჩორაშვილს გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს. ის, რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებული განცხადება, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მამის, როინ ქოჩორაშვილის შესახებ რატომ გახდა საზოგადოების ნაწილის გაღიზიანების მიზეზი, კახა კალაძე პასუხობს, რომ ამით რადიკალური დაჯგუფებები გაღიზიანდნენ. „ვიცით, ვინ გაღიზიანდა ამით – რადიკალური დაჯგუფებები. თუმცა, მე სიახლე არაფერი მითქვამს, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს. ეს ჩემი მოგონილი არ არის. მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება, რომ მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე იქიდან…

მეტი...

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დღეს ყველას აქვს, მაგრამ როდესაც განზრახვა გაქვს, დაწვა ცოცხალი ადამიანი, ეს ძალიან მძიმეა – მერის კომენტარი ლაზარეზე

გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია და თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ქაოსში და მარაზმში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. კახა კალაძემ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ცოცხალი ადამიანის დაწვის განზრახვა ძალიან მძიმეა. „ევროპული მომავალი ხომ გვინდა ყველას და გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია, თავისუფლება, მაგრამ ეს თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს ქაოსში და მარაზმში. დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში აქვს ნებისმიერ ადამიანს და ეს შეიძლება გამოხატოს სხვადასხვა ფორმით – მათ შორის შეიძლება გავიდეს მიტინგზე. ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, მაგრამ როდესაც შენ…

მეტი...